From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : Hep C Program for Occupied Territories
Cc : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Received On : 07.09.2019 15:24

ქალბატონო ეკა, 


მოგესალმებით! C ჰეპატიტის პროგრამის  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვრცობასთან დაკავშირებით მოგახსენებთ შემდეგს: 

1. ფარმაცევტულ კომპანია გილიადთან არსებული შეთანხმება უკვე ითვალისწინებს წამლის გამოყოფას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მშ. ოკუპირებულ ტერიტორებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის. ამჟამად ვაზუსტებთ წამლის საჭირო რაოდენობას და სქემებს 2020 წლისთვის. სექტემბერში იგეგმება გილიადის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში და ეს საკითხიც პირადად შეგვიძლია შევათანხმოთ. წამლით უზრუნველყოფის თვალსაზრისით ვფიქრობ ყველაფერი მარტივად მოგვარდება. აფხაზეთში წამლების ტრანსფერის მექანიზმი მუშაობს შიდსისთვის და ვაქცინებისთვის, იგივე მექანიზემის გამოყენება შეგვიძლია ამ შემთხვევაშიც. 

2.  სოციალური მომსახურების სააგენტოს დასჭირდება სპეციფიკური მექანიზმის შემუშავება, რომელიც აფხაზეთში c ჰეპატიტის მედიკამენტების ხარჯვის კონტროლის საშუალებას მოგვცემს. ბ-ნ გიორგის და ბ-ნ ზაალს ვთხოვ ამ კუთხით შესაძლო გადაწყვეტის თაობაზე წინადადებების გაზიარებას.  ეს საკითხიც გილიადის წარმომადგენელთან იქნება შესათანხმებელი. როგორც წესი გილიადი ითხოვს ხარჯვის დადამასტურებელ მტკიცებულებებს ყველა მედიკამენტზე.

3.. მკურნალობის და გამოკვლევების სქემა ზოგადად გამარტივებისკენ მიდის - აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა რეკომენდაციას პანგენოტოიპური მედიკამანტის ეპკლუზას გამოყენების თაობაზე ყველა პაციენტისთვის, ისე რომ საწყისი გამოკვლევა გენოტიპის დასადგენად საჭირო აღარ იქნება. მომდევნო კვირას გვაქვს ჩანიშნული ტელეკონფერენცია ამ საკითხზე, გამარტივებული სქემის დანერგვის პროცესში ტექნიკური სირთულეები მოსალოდნელი ნაკლებად არის, თუმცა აუცილებელი იქნება სამედიცინო პერსონალის ტრენინგი. ამ მიმართულებით ვიმუშავებთ რეინტეგრაციის სამინისტროსთან. მსგავსი გამოცდილება უკვე არსებობს აივ/შიდსის პროგრამის ფარგლებში.  

4. ამჟამად პროგრამაში შეუფერხებლად ერთვება ყველა ნეიტრალური პირადობის მოწმობის მქონე ადამიანი, აქამდე აღრიცხულია 60-მდე ასეთი პაციენტი. თუმცა ზისტი ინფორმაცია ეს ადამიანები წამლის მისაღებად ჩამოდიან მხოლოდ, თუ ძირითადად ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა ცხოვრობენ ძნელი სათქმელია. 

თქვენი თანხმობით დამდეგი კვირიდან ჩავნიშნავთ კონსულტაციებს რეინტეგრაციის სამინისტროსთან, ასევე დავამუშავებთ ყველა ტექნიკურ საკითხს. 

პატივისცემით, 

თამარ გაბუნია