მოგესალმებით, ქალბატონო თინათინ,
ჩვენ ვხდებოდით არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრაზე, და თვენ მომეცით მაშინ თქვენი მეილი.
გვაქვს პრობლემა, რომელზეც თქვენი რჩევა და დახმარება გვჭირდება.
ასოციაცია "თანხმობა", დევნილთა პრობლემების გარდა, ახევე მუშაობს დაბრუნებულ მიგრანტებზე და ერთ-ერთი კომპონენტია - სამედიცინო და სოციალური დახმარება იმ ადამიანებისთვის, ვინც მოხალისედ ბრუნდება საქართველოში საფრანგეთიდან.
ამ პროექტის ფარგლებში, ვეხმარებოდით ქ-ნ მაკა ახობაძეს. ქ-ნი მაკა - ახალგაზრდა ქალია, რომელიც დაინვალიდდა და სჭირდებოდა თეძოს პლასტიკა. ყავს 3 შვილი, აქედან ორ შვილს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. ასოციაციამ გადავურიცხეთ 2051 ₾ ქუთაისის შპს-ს უნიკალმედიში, რაა ნაწილობრივ დავხმარებოდით ამ ოჯახს. ოპერაციის გაკეთებას გეგმავდნენ სექტემბრის ბოლოსთვის, მაგრამ ორი კვირის წინ მოიტეხა ფეხი და სასწრაფომ ოჯახის ტხოვნით მიიყვანა შპს უნიკალმედი-ში, რადგან თანხა იქ იყო ჩარიცხული.
როგორც ახლა გვითხრა ოჯახმა, მაკა ახობაძე ოპერაციის დროს კომაში ჩავარდა.
საავადმყოფო ირწმუნება, რომ პლასტიკა ჩატარდა, წარმოადგინა ანგარიშფაქტურა, რომლის თანახმად ოპერაცია ღირდა 8935 ლარი, აქედან საყოველთაოდან დაიფარა 5500, 2051- ჩვენი გადარიცხული და ასევე დააფიქსირეს დავალიანება 1383 ლარი
მაკას მეუღლემ ფაქტიურად გაიტაცა კომატოზური ავადმყოფი და ჩამოიყვანა თბილისში-ახლა წევს ალადასვილის კლინიკაში და თანხის უქონლობის გამო შეიძლება გამოწერონ კიდეც
კომიდან არ გამოსულა- უკვე მე-10 დღეა.
ძალიან გთხოვთ, გვირჩიეთ, როგორ მოვიქცეთ - ადამიანი კომატოზურ მდგომარეობაში შეიძლება დარჩეს დახმარების გარეშე.
ძალიან დიდი მადლობა წინასწარ თქვენი რჩევისთვის და დახმარებისთვის.
პატივისცემით,
იულია ხარაშვილი,
თავმჯდომარე,
იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"
თბილისი, თამარ მეფეს გამზ. 20.
ტელ. 2344982
599 570798