| From : | tinatin khardziani <tikhardziani@gmail.com> |
| To : | etikaradze@moh.gov.ge |
| Subject : | Fwd: MinistrTan shexvedris shemdeg |
| Received On : | 29.07.2019 05:42 |
ქალბატონო თინთინ, ძვირფასო კოლეგებო, როგორც მინისტრთან შევთანმხდით, ვაგზავნი ჩემს მოსაზრებებს დევნილთა საინიციატივო ჯგუფის (სჯ) მოთხოვნებთან დაკავშირებით. ეს მოსაზრებები ეფუძვნება შემდეგ ზოგად პრინციპს: 1. ეს ადამიანები დევნილები არიან, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, მართავს მათ ვინმე თუ არა. უნდა მოუსმინოთ, ვეცადოთ გაუგოთ და ვითანამშრომლოთ. 2. ამ ეტაპზე ხელისუფლებამ არ უნდა მისცეს სჯ-ს რამე კონკრეტული დაპირება. ზუსტად ასე, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არ უნდა იყოს დაპირება, რომ ამ ჯგუფის საჭიროებები ცალკე იქნება შესწავლილი და ა.შ. 3. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სჯ-თან თანამშრომლობა შედგეს. სჯ-სგან ვითხოვთ იმის გაზიარებას, რომ საკითხების განხილვა მოხდება სამუშაო ფორმატში, რაც გულისხმობს: 3.1 საკითხების დაყოფას თემებად. ტეგ-ების მუშაობის აღდგენას და გამოყოფილ თემებზე მუშაობა ტეგ-ების ფორმატში. ეს დიმამ გააჟღერა პირველად, სავსებით ვეთანხმები. 3. 2 ყველა თემა იქნება განხილული სამართლიანობის და მოწყვლადობის პრინციპების დაცვით და სჯ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ მოხდება უფრო გაჭირვებული ჯგუფების ინტერესების ხარჯზე. 3.3 როგორც ვნახეთ, სამინისტრო ღიაა იმისათვის, რომ დამატებები, კორექტივები იყოს შეტანილი არსებულ გადაწყვეტილებებში და პოლისი-დოკუმენტებში. ამასთან, სჯ-მა უნდა იცოდეს, რომ ეს ცვლილებები არ და ვერ შეეხება დოკუმენტების ძირითად პრინციპებს. 3.4 თანამშრომლობა იქნება აგებული იმ ეთიკურ ნორმებზე, რომლებზეც ერთად შევთანმხდებით. 4. არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ რესურსებს - დროს, ენერგიას, ცოდნას - ჩადებენ ტეგ-ების მუშაობაში როგორც ყოველთვის, აბსოლუტურად ვოლონტერულ საწყისებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ეტაპზე უფრო კონკრეტული შემოთავაზებები საზიანო იქნება როგორც დევნილთა საზოგადოებისთვის, ასევე სამინისტროსთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. და ბოლოს - სტეიკხოლდერებმა, განსაკუთრებულად სამინისტრომ, მნიშვნელოვანი გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ შექმნილი სიტუაციიდან: 45 ლარიანი რეფორმა უნდა ჩატარდეს ღიად, დევნილთა მაქსიმალური ჩართულობით და ინტერესების დაცვით. საუკეთესო სურვილებით, მარინა ფაღავა, კავკასიური დიალოგი |