საბჭოს პატივცემულო წევრებო,
გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ წერილს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან და თანდართულ მასალას.
პატივისცემით,
სამდივნო
---------- Forwarded message ---------
From: Ketevan Stvilia <stviliak@gmail.com>
Date: Thu, Jul 11, 2019 at 1:50 PM
Subject: bazris kvlevis werili
To: Ketevan Stvilia <stviliak@gmail.com>
ძვირფასო კოლეგებო მოგესალმებით,
მსურს მოგახსენოთ, რომ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, "შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის" პროგრამის ფარგლებში აცხადებს ბაზრის კვლევას 2019 წლის სექტემბერი-დეკემბერი, 4 თვე, შემდეგ კომპონენტებზე:
- აივ ინფექციის კომპლექსური პრევენციული პროგრამები ნიმ-ებისათვის
- აივ ინფექციის კომპლექსური პრევენციული პროგრამები მსმ-ების, კსმ ქალებისა და პატიმრებისათვის
- ლგბტ თემის მობილიზება აივ ინფექციის პრევენციისთვის
- ექსპოზიციის წინა მედიკამენტოზური პრევენციული მკურნალობის (PrEP) პროგრამა
- აივ ინფიცირებულთა ფსიქო-სოციალური დახმარება
დანართის სახით იხილეთ ტექნიკური დავალებები.
დაინტერესბეულ მხარეების მოგმართავთ თხოვნით, გამოგვიგზავნოთ მომსახურების შესრულების ჯამური ღირებულება ლარში (დღგ-ს ჩათვლით ასეთი ვალდებულების შემთხვევაში), არაუგვიანეს 26 ივლისის 17:00 სთ-სა, შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: sh.bagashvili@ncdc.ge და kh.kapanadze@ncdc.ge. ასევე, გთხოვთ გაუზიაროთ ტექნიკური დავალება თქვენთვის ცნობილ შესაძლო დაინტერესებულ ორგანიზაციებს.
წინასწარ დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის,
პატივისცემით,
ქეთევან სტვილია