From : tinatin khardziani <tikhardziani@gmail.com>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : Fwd: FW: სასაუბრო საკითხების ჩამონათვალი აშშ-ში დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრებისთვის
Received On : 22.08.2019 14:16

აქედან რა თემებზე გსურთ შეხვედრებზე საუბარიო მეკითხებიან

---------- Forwarded message ---------
От: Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Date: чт, 22 авг. 2019 г. в 17:43
Subject: FW: სასაუბრო საკითხების ჩამონათვალი აშშ-ში დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრებისთვის
To: tinatin khardziani <tikhardziani@gmail.com>, tkhardziani@moh.gov.ge <tkhardziani@moh.gov.ge>


 

 

From: Maia Nikoleishvili
Sent: Thursday, August 22, 2019 12:56 PM
To: 'tkhardziani@moh.gov.ge' <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject: სასაუბრო საკითხების ჩამონათვალი აშშ-ში დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრებისთვის

 

  1. აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტი (დეპარტამეტნის მდივანი - ბატონი ალექს აზარი; მდივნის მოადგილე ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საკითხებში - ბატონი ერიკ ჰაგანი)

·         ორმხრივი ურთიერთობების განვითარება სამინისტროს პრიორიტეტებთან მიმართებაში, მ.შ. სამინისტროს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება; წამლის პოლიტიკა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გაძლიერება; მარეგულირების შესაძლებლობების გაძლიერება ანტიკორუფციული პოლიტიკის კონტექსტში (როგორც საჯარო სექტორის გაძლიერების ერთ-ერთი მიმართულება)

 

  1. აშშ-ის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტები (დირექტორი - ბატონი ფრენსიზ კოლინზი)

·         დკსჯეცს და NIH-ის თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებულია ერთობლივი კონფერენციები და განხორციელებულია რამდენიმე სამეცნიერო-კვლევითი გრანტი. დღეის მდგომარეობით ქართულ სამედიცინო დაწესებულებებს ცენტრის ჩართულობით მოპოვებული აქვთ დაახლოებით 600 000 აშშ დოლარის ღირებულების საგრანტო პროექტები (ძირითადი თემატიკა: შიდსი, ტუბერკულოზი და აღმოცენებადი ინფექციები). NIH-ის Fogarty International -ის მიერ გადამზადებულია ათეულობით ქართველი მეცნიერი და საზჯანდაცვის პროფესიონალი. სასურველია სამეცნიერო პროექტების მოზიდვა და განვითარება ბიოსამედიცინო კვლევების კუთხით. აგრეთვე, მეცნიერების გადამზადება მოკლევადიანი და გრძელვადიანი კურსების საშუალებით.

 

  1. აშშ-ის კიბოს ნაციონალური ინსტიტუტი (დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი - ბატონი დაგლას ლაუი)

 

·         კიბოს კონტროლის მიმართულებით მხარდაჭერა და თანამშრომლობა; NCI-ის მანდატის ფარგლებში საგრანტო პროექტების მოზიდვა, ტრენინგები და თანამშრომლობა აშშ-ის უნივერსიტეტებთან და კლინიკებთან.

  1. აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტი (დირექტორი - ბატონი ანტონი ფაუჩი)

 

·         შიდსისა და ჰეპატიტების მიმართულებების გაძლიერება; ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება ასევე ტუბერკულოზის, გრიპის და ახლად აღმოცენებადი ინფექციების მიმართულებებითაც. ინსტიტუტის მანდატიდან გამომდინარე რთულად სამკურნალო და ფართედ გავრცელებულ დაავადებებზე სამეცნიერო კვლევების განხორციელება და ცოდნა-გამოცდილების გაზიარება.

  1. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ვაშინგტონის ოფისი (დირექტორი მოვალეობის შემსრულებელი)

 

·         მნიშვნელოვანია CDC-ის წარმომადგენლობის, როგორც საზოგადოებრივ ჯანდაცვაში მთავარი საერთაშორისო პარტნიორის გრძელვადიანად შენარჩუნება; საქართველოში CDC-ის მომავალი რეგიონული ჰაბის როლი და ფუნქციები

·         C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მაქსიმალური მხარდაჭერა

·         გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ზედამხედველობის სისტემების გაძლიერებაში ჩართულობა; გარემოს ჯანმრთელობის მიმართულებით თანამშრომლობა; ეპიდაფეთქებებზე ინსტიტუციონალური რეაგირება ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ; გრიპზე სენტინელური ზედამხედველობის შენარჩუნება; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებზე რეაგირება; საველე ეპიდემიოლოგიის პროგრამის უზრუნველყოფა საზჯანდაცვის სპეციალისტებისთვის; ციფრული ჯანდაცვა; ლაბორატორიის გარე ხარისხის კონტროლის გაძლიერება; ანტიმიკრობული რეზისტენტობა;  ერთიანი ჯანმრთელობის ფარგლებში სამეცნიერო და ზედამხედველობითი საგრანტო პროექტების გაფართოება.