| From : | tinatin khardziani <tikhardziani@gmail.com> |
| To : | etikaradze@moh.gov.ge |
| Subject : | Fwd: FW: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოგზავნილი Aide Memoire |
| Received On : | 05.07.2019 20:16 |
| Attachments : |
როგორც მოვილაპრაკეთ ქალბატონი ეკატერინეს ინფორმირების მიზნით, თანდართული ფაილით გიგზავნი საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით მიღებულ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოგზავნილ Aide Memoire-ს, რომელიც მივიღეთ საგარეო საქმეთა სამინისტროდან.
აღნიშნული წერილი გავუზიარე ბატონ ზაზა ბოხუას, ქალბატონ თამარ გაბუნიას და ბატონ ამირან გამყრელიძეს. გთხოვ იხილო წინამდებარე წერილში ბატონი ამირანის პოზიცია.
თუ შეგიძლია რომ მომწერო მითითებები, შემდგომი რეაგირებისთვის აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით და შესაბამისად საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმირების მიზნით.
საუკეთესო სურვილებით,
სოფო ბელქანია
ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232
From: Amiran Gamkrelidze [mailto:A.Gamkrelidze@ncdc.ge]
Sent: Monday, July 1, 2019 1:42 PM
To: Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>
Subject: RE: რუსეთის
საგარეო საქმეთა
სამინისტროს მიერ
გამოგზავნილი Aide Memoire
ქალბატონო სოფო,
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, რომლის სტრუქტურული ერთეულიცაა ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, გამოთქვამს მზადყოფნას ამ ტიპის მოლაპარაკებებში მონაწილეობისა და შესაბამისი მასალების მომზადებისთვის.
ვფიქრობთ გარდა შვეიცარული მხარისა, კარგი იქნება თუ ჩვენი სამინისტროსა და საგარეო სამინისტროს მიერ შეთავაზებული იქნება მოლაპარაკებებში ჟენევაში, გაეროს შესაბამისი სამდივნოს მონაწილეობა:
Biological Weapon Convention Implementation Support Unit - ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის განხორციელების მხარდამჭერი განყოფილება (ერთეული).
მოგეხსენებათ, რომ მათი ეგიდით გასული წლის ნოემბერში ჩატარდა შეფასება ჩვენთან რაშიც რუსეთმა მონაწილეობა არ მიიღო.
პატივისცემით
ამირანი
From: Sopo Belkania [mailto:sbelkania@moh.gov.ge]
Sent: Monday, July 1, 2019 12:11 PM
To: Tamar Gabunia; Zaza Bokhua; Amiran Gamkrelidze
Subject: რუსეთის
საგარეო საქმეთა
სამინისტროს მიერ
გამოგზავნილი Aide Memoire
მოგესალმებით,
გიგზავნით, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით მიღებულ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოგზავნილ Aide Memoire-ს, რომლითაც რუსული მხარე მადლობას უხდის ქართულ მხარეს ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტის შესაძლებლობისთვის. რუსული მხარე, აგრეთვე მოგვმართავს თხოვნით, რომ ლაბორატორიაში ვიზიტამდე
მოეწყოს ბიოლოგიური და სამედიცინო სფეროს ექპერტების შეხვედრა, ზოგიერთი დეტალის დასაზუსტებლად.
ამასთან, მოგახსენებთ, რომ ამგვარი შეხვედრის გამართვა საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია მხოლოდ სამმხრივი ფორმატით - შვეიცარიის მხარის მონაწილეობით.
გთხოვთ მომწეროთ თქვენი რეკომენდაციები/მითითებები, შემდგომი რეაგირებისთვის აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით.
საუკეთესო სურვილებით,
სოფო ბელქანია
ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232