საბჭოს პატივცემულო წევრებო,
გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ წერილს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან და თანდართულ მასალას.
პატივისცემით,
სამდივნო
ძვირფასო კოლეგებო მოგესალმებით,
მსურს მოგახსენოთ, რომ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, "შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის" პროგრამის ფარგლებში აცხადებს განმეორებით ბაზრის კვლევას 2020 წლის მომსახურების შესყიდვისათვის შემდეგ კომპონენტზე:
გენდერული ძალადობის საკითხებზე სათემო/არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ინფორმირება/ტრენინგი.
დანართის სახით იხილეთ ტექნიკური დავალება.
დაინტერესებულ მხარეების მოგმართავთ თხოვნით, გამოგვიგზავნოთ მომსახურების შესრულების ჯამური ღირებულება ლარში დღგ-ს გარეშე და ასევე ცალკე დღგ-ს მითითებით ასეთი ვალდებულების შემთხვევაში, არაუგვიანეს 17 იანვრის 13:00 სთ-სა, შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: sh.bagashvili@ncdc.ge და kh.kapanadze@ncdc.ge. ასევე, გთხოვთ გაუზიაროთ ტექნიკური დავალება თქვენთვის ცნობილ შესაძლო დაინტერესებულ ორგანიზაციებს.
ასევე, გლობალური ფონდის შიდსის პროგრამა ახორციელებს იდეების/წინადადებების მოძიებას აივ ინფექცია/შიდსის პრობლემურ საკითხებზე საადვოკაციო კომპონენტის ტექნიკური დავალების მოსამზადებლად დღეისთვის არსებული პროგრამების განხორციელების ბარიერებზე რეაგირებისათვის და საკვანძო საკითხების წინ წამოწევის მიზნით.
შესაბამისად, გთხოვთ ადვოკაციის კომპონენტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების თქვენი წინადადებები თავისი სავარაუდო ღირებულებებით წარმოადგინოთ ალექსანდრე ასათიანთან და ლელა სერებრიაკოვასთან შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: a.asatiani@ncdc.ge; l.serebriakova@ncdc.ge მიმდინარე წლის 20 იანვრამდე. თქვენი წინადადებების შესწავლის შემდეგ მომზადდება ტექნიკური წინადადება და ჩატარდება ოფიციალური ბაზრის კვლევა.
წინასწარ დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის,
პატივისცემით,
ქეთევან სტვილია