საბჭოს პატივცემულო წევრებო,
გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ წერილს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან და თანდართულ მასალას.
პატივისცემით,
სამდივნო
ძვირფასო კოლეგებო მოგესალმებით,
მსურს მოგახსენოთ, რომ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, "შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის" პროგრამის ფარგლებში აცხადებს 2020 წლის მომსახურებებზე ბაზრის კვლევას შემდეგ კომპონენტებზე:
- აივ პრევენციული ღონისძიებების ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისათვის;
- აივ პრევენციული ღონისძიებები მსმ-ებისა და კსმ ქალებისათვის;
- აივ პრევენციული ღონისძიებების ლგბტ თემის წევრებისათვის;
- აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა;
- აივ ექსპოზიციის წინა პროფილაქტიკური მედიკამენტოზური მკურნალობა (PrEP)
და - გენდერული ძალადობის საკითხებზე სათემო/არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ინფორმირება/ტრენინგი
დანართის სახით იხილეთ ტექნიკური დავალებები.
დაინტერესბეულ მხარეების მოგმართავთ თხოვნით, გამოგვიგზავნოთ მომსახურების შესრულების ჯამური ღირებულება ლარში დღგ-ს გარეშე და ასევე ცალკე დღგ-ს მითითებით ასეთი ვალდებულების შემთხვევაში), არაუგვიანეს 4 ოქტომბრის 13:00 სთ-სა, შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: sh.bagashvili@ncdc.ge და kh.kapanadze@ncdc.ge. ასევე, გთხოვთ გაუზიაროთ ტექნიკური დავალება თქვენთვის ცნობილ შესაძლო დაინტერესებულ ორგანიზაციებს.
წინასწარ დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის,
პატივისცემით,
ქეთევან სტვილია