| From : | FCTC Georgia <fctc.georgia@gmail.com> |
| To : | etikaradze@moh.gov.ge |
| Subject : | Fwd: ENSP გაიდლაინი |
| Cc : | tgabunia@moh.gov.ge; info@moh.gov.ge |
| Received On : | 01.10.2019 20:21 |
| Attachments : |
01.10.2019
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს
ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს
ქალბატონო ეკატერინე,
გვაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ჩვენი ევროპელი კოლეგების - „მოწევისა და თამბაქოს პრევენციის ევროპული ქსელის“ ექსპერტების მიერ შემუშავებული და ჩვენს მიერ ადაპტრირებული „თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობის 2017 წლის სახელმძღვანელო“, რომელიც ეყრდნობა საუკეთესო და უახლოეს საერთაშორისო პრაქტიკასა და გამოცდილებას.
როგორც მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2010 წელს დამტკიცებულ იქნა თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობის პროტოკოლი და გაიდლაინი. ჩვენი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომელიც ამ სფეროში საქმიანობს 2003 წლიდან, რომ მოხდეს უკვე მოძველებული პროტოკოლისა და გაიდლაინის განახლება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ადაპტირებული გაიდლაინის შემუშავებაშიც ვიყავით ჩართული და სასურველია მას მიენიჭოს პროტოკოლის ანუ სავალდებულო დოკუმენტის სახე, ხოლო ჩვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი დამტკიცებულ იქნას, როგორც გაიდლაინი, ანუ სარეკომენდაციო დოკუმენტი, რომელშიც ჩვენი კოლეგები მრავალ კითხვაზე იპოვიან პასუხს.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ევროპული გაიდლაინის საფუძველზე შემუშავდა ონ-ლაინ სასწავლო მოდული, მათ შორის ქართულ ენაზე და უკვე 35 ექიმი გახდა ევროპის სამედიცინო განგრძობითი განთლების ცენტრის მიერ აკრედიტებული 2 კრედიტ ქულიანი სერტიფიკატის მფლობელი. გაიდლაინის სამინისტროს მხრიდან დამტკიცება ხელს შეუწყობს უფრო მეტმა კოლეგამ გაიაროს შესაბამისი კურსი დისტანციურად და მიიღოს კრედიტ-ქულები, რომლებიც გამოადგებათ განგრძობითი განთლების სავალდებულოდ შემოღების შემთხვევაში. ონ-ლაინ პლათფორმის მისამართია: http://elearning-ensp.eu/mod/page/view.php?id=550
იმედი გვაქვს, რომ პირადად თქვენ და სამინისტროს შესაბამისი ხელმძღვანელობა გაითვალისწინებთ ჩვენს რეკომენდაციას და ევროპული გაიდლაინი აღიარებული იქნება საქართველოშიც.
დანართი: ევროპული გაიდლაინი - 214 გვ.
პატივისცემით,
გიორგი მაღრაძე
დირექტორი