ბატონო ამირან,
როგორც მოგეხსენებათ, დღეს ხარაგაულის რაიონის სოფელ საქასრიაში, სადაც საჯარო სკოლის მახლობლად განთავსებულია მე-60 კილომეტრის ავტოსაგზაო სამშენებლო ჩინური კომპანიის ერთერთი ობიექტი, საცხოვრებლად განათავსეს, ჩინეთიდან დაბრუნებული, ეროვნებით ჩინელი 9 პირი. მათ
შორის ერთერთს, როგორც თავიდან გავრცელდა ინფორმაცია აღენიშნებოდა მომატებული ტემპერატურა, 37.4 გრადუსი. აღნიშნული ფაქტი გახდა ადგილობრივი მაცხოვრებლების გაღიზიანების და აგრესიის საფუძველი.
საკითხის გარკვევის მიზნით დაუკავშირდით ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ნიკოლოზ თოფურიძეს, ასევე ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის დირექტორს ბატონ შმაგი ხიჯაკაძეს, დამატებით ინფორმაციის გადამოწმების და გარკვევის მიზნით ვესაუბრეთ
ხარაგაულის რესურს ცენტრის დირექტორს ქალბატონ მარინა ვეფხვაძეს და, სოფელ საქასრიის ვაშლევის საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ქეთევან ლურსმანაშვილს.
მათგან მიღებული ინფორმაციით; ადგილობრივი მოსახლეობა და მშობლები, რომელთა ბავშვებიც იღებენ განათელბას ზემოხსენებულ სკოლაში გამოთქვამენ ზოგადად პროტესტს ჩინელი მოქალაქეების სკოლის მახლობლად ცხოვრების და თუნდაც დროებით იზოლირების რეჟიმში მათი იქ განთავსების თაობაზე.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ბატონი შმაგი ხიჯაკაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა ადგილზე სიტუაციის შესწავლის და საკითხის უკეთ შეფასების მიზნით.
მათგან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად: ამჟამად აღნიშნულ ლოკაციაზე იმყოფება მხოლოდ 7 ჩინეთის მოქალაქე, რომლებიც საქართველოში დაბრუნდნენ 22.02. 2020 წელს და იზოლაციის მიზნით მოათავსეს აღნიშნულ ადგილას. მათგან ავად არ არის არცერთი პირი, თავად საზოგადოებრივი ჯანდაცვის
მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელის მიერ გადამოწმდა თითოეულის სხეულის ტემპერატუა და არის ნორმაში.
ადგილზე კომფლიქტური სიტუაცია ამ ეტაპისათვის რეგულირებულია, მიღებულია გადაწყვეტილება ამ შვიდივე პირის ცენტრალურ ოფისებში გადაყვანის შესახებ, სადაც აქვთ ძირითადი საცხოვრებელი ფართები და სადაც ძირითადა ახორციელებენ კიდეც ყველა ახალ ჩამოსული პირის იზოლაციას და
მათ სამედიცინო მეთვალყურეობას. ასევე აღინიშნა, რომ ამ უახლოეს დღეებში კიდევ ელოდებიან ახალი ნაკადის შევსებას, დაახლოებით 100 კაცს, რომლებიც ასევე 14 დღით მოთავსდებიან ცენტრალური ოფისის საიზოლაციო ზონაში.
მუნიციპალიტეტის მერიამ ჩვენი რეკომენდაციის საფუძველზე კიდევ ერთხელ მისცა მითითება ჩინური კომპანიის ადმინისტრაციას და მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ უპირობოთ დაიცვან ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმირების შესახებ წინასწარ დადებული შეთანხმება და ასევე მკაცრად
მოხდეს დაცვა თავად იმ რეგულაციებისა, რომელიც მიწოდებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და პროტოკოლის, რომელიც შემუშავდა და დამტკიცდა მათივე ადმინისტრაციის მხრიდან.
პატივისცემით