| From : | tinatin khardziani <tikhardziani@gmail.com> |
| To : | etikaradze@moh.gov.ge |
| Subject : | Fwd: ცვლილებები სოციალურ მატრიცაში |
| Received On : | 24.07.2019 13:18 |
| Attachments : |
მოგესალმებით ქალბატონო თინათინ,
ბატონ გიგასთან შეთანხმებით გაწუხებთ. როგორც მოგეხსენებათ, ფინანსთა სამინისტროს კოორდინაციით, საქართველოს მთავრობას გაფორმებული აქვს შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთით მიღების სესხის ხელშეკრულება საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან
(AFD). ამ ხელშეკრულების პირობაა სოციალური მიმართულებით რეფორმების განხორციელება, - მათ შორის დევნილთა საკითხებში (იხ.
მიმაგრებული ფაილის სახით წარმოდგენილი დანართი 1. სოციალური მატრიცა). ხელშეკრულებას შარშან მოეწერა ხელი და სესხის პირველი ტრანში ჩაირიცხა.
დევნილთა საკითხებზე (მატრიცის მე-3 ნაწილი) შესასრულებელი გვაქვს შემდეგი აქტივობები:
1) 2020 წლის ჩათვლით წლიურად 20 ნგერევადი ობიექტის დახურვა და 350 დევნილი ოჯახის გრძელვადიანი განსახლება;
2) დევნილის შემწეობის რეფორმის პროცესის გაგრძელება;
3) 200 საარსებო წყაროს გრანტის გაცემა 2020 წელს (ფინანსთა სამინისტრო დაგვპირდა, რომ ამისთვის დამატებით თანხას გამოყოფდა).
აღნიშნული საკითხებიდან შესასრულებლად ყველაზე მეტად პრობლემატურია მეორე, დევნილის შემწეობის საკითხი. ჩვენი წინააღმდეგობის მიუხედავად და ფრანგების დაჟინებული თხოვნით, მოხდა ამ საკითხის შეტანა სოციალურ მატრიცაში.
სასესხო ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ტექნიკური დახმარების პროექტს და ამ პროექტის ფარგლებში, ფრანგი ექსპერტები უნა დაგვხმარებოდნენ დევნილის შემწეობის მოდელის შემუშავებაში. ფრანგებმა ექსპერტები დროულად ვერ მონახეს და საბოლოოდ, მიმდინარე წლის დასაწყისში დავთანხმდით ტექნიკური დახმარების ჯგუფის შემოთავაზებას, რომ დაგვეხმარნონ არსებული შემწეობის მოდელების ფისკალურ ანალიზსა და რეფორმის განხორციელების კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებაში.
ყოველივე ამის ფონზე, რადგან შემწეობის რეფორმაზე მუშაობის პროცესი ვეღარ წარიმართა იმგვარად, როგორც ეს გათვალისწინებული იყო მატრიცით, ფინასნთა სამინისტროსთან კოორდინაციით შევთავაზეთ ფრანგებს, რომ ცვლილებები შეგვეტანა და არსებული
რეალური მდგომარეობა აგვესახა მატრიცაში. ჩვენ მიერ შეთავაზებულ ცვლილებებზე ფრანგებმა ჩასწორებები გააკეთეს და გამოგვიგზავნეს საბოლოოდ შესათანხმებლად.
მიმაგრებული ფაილის სახით (დანართი 2) წარმოდგენილია ცვლილებები ეგრეთ წოდებული Track Changes-ების ფორმატში (ყვითლად მონიშნულია ის, რაც ფრანგებმა დამატებით შემოგვთავაზეს) და გვინდა ქალბატონ ეკატერინესთან შევათანხმოთ ეს საკითხი.
ასევე მინდა გაცნობოთ, რომ ტექნიკური დახმარების ექსპერტები ჩამოდიან საქართველოში მომავალ კვირას და გამართავენ შეხვედრებს (იხ.
მიმაგრებულ ფაილად წარმოდგენილი დანართი 3. შეხვედრების დღის წესრიგი). დევნილთა საკითხებზე უნდათ შეხვედრა 29 ივლისს და 1 აგვისტოს; სავარაუდოდ, 2 აგვისტოსაც იქნება შეხვედრები. დევნილთა თემატიკაზე შეხვედრების ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იქნება რეფორმის კომუნიკაციის
სტრატეგიის შემუშავება.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის და თუ დამატებითი ინფორამციის მოწოდება არის საჭირო, მზად ვართ.
პატივისცემით,
დავით ფეიქრიშვილი
ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის
ანალიტიკის სამმართველოს უფროსი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო
მისამართი: 0177, თბილისი, მ. თამარაშვილი ქ. N15ა