| From : | tinatin khardziani <tikhardziani@gmail.com> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | Fwd: პრემიერ-მინისტრთან გასაგზავნი წერილის პროექტი |
| Received On : | 22.08.2019 14:15 |
თიკო,
მინისტრის დანიასა და აშშ-ში დაგემგილი ვიზიტების შეთანხმების მიზნით, გიგზავნი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე გასაგზავნი წერილის პროექტს.
გთხოვთ, გვაცნობოთ, თუ მისაღებია წარმოდგენილი ტექსტი მინისტრისთვის, კადრების სამმართველოს მივაწვდით და ატვირთავენ დეს-ში.
მადლობა წინასწარ.
მაიკო
საქართველოს პრემიერ-მინისტრს
ბატონ მამუკა ბახტაძეს
მოგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიმდინარე წლის 16-19 სექტემბერს მიწვეული ვარ დანიაში, ქ. კოპენჰაგენში დაგეგმილ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 69-ე სესიაში მონაწილეობის მიზნით. სესიის ფარგლებში გათვალისწინებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის საქმიანობის შეჯამება, დაგეგმილი აქტივობების განხილვა, დისკუსიები ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის არჩევნები.
სესიის პარალელურად გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს ადჰანომ გებრეიესუსთან, მის მოადგილესთან ქალბატონ ჟუჟანა ჯაკაბთან და ევროპის რეგიონის ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრებთან, ჯანდაცვის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
ამას გარდა, 18-26 სექტემბრის პერიოდში დაგეგმილი მაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ. ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში გამგზავრება. ვიზიტის მიზანია 23 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში საყოველთაო ჯანდაცვის საკითხებზე დაგეგმილ მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობა, სადაც სიტყვით გამოდის საქართველოს პრეზიდენტი, როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი.
ნიუ-იორკში ასევე, იგეგმება ორმხრივი შეხვედრები აშშ ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის მდივანთან, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორთან, ასევე, ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის, კიბოს ნაციონალური ინსტიტუტისა და ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორებთან.
ვაშინგტონში ვიზიტის პერიოდში (18-22 სექტემბერი) დაგეგმილი მაქვს ბავშვთა ეროვნული საავადმყოფოს მონახულება, ასევე, ორმხრივი შეხვედრების გამართვა აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ვაშინგტონის ოფისისა და 911-ის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის წარმომადგენლებთან და სხვ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დანიაში ქ. კოპენჰაგენში გამგზავრება დაგეგმილი მაქვს 2019 წლის 15 სექტემბრიდან - 18 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში (ქ. ვაშინგტონი და ქ. ნიუ-იორკი) 18 სექტემბრიდან - 26 სექტემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, თქვენს თანხმობას.