From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : etikaradze@moh.gov.ge; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Gvantsa Gasviani (ggasviani@moh.gov.ge) <ggasviani@moh.gov.ge>
Subject : Fwd: ინფორმაცია წყალტუბოში განთავსების შესახებ
Received On : 11.03.2020 04:27

ამას მწერენ Ჩემები ქუᲗაისიდან.
გᲗხოვᲗ დააყენოᲗ საკოორდინაციო საბᲭოზე. ყველა სექტორმა აკეᲗოს Თავისი საქმე მეტი პასუხისმგებლობიᲗ. საᲭმლის დარიგებაც Თუ Ჩვებს დაევალა უკვე აᲦარ მესმის. ჯანდაცვას მარტო სამედიცინო ზედამხედველობა უნდა ჰქონდეს Ჩემი აზრიᲗ. დანარᲩენი ეკონომიკა, Შსს, Თავდაცვა.

პატივისცემიᲗ
ამირანი

Get Outlook for Android

From: kote gvetadze
Sent: Wednesday, March 11, 2020 4:48:28 AM
To: a.gamkrelidze ; Vladimer Getia
Subject: ინფორმაცია წყალტუბოში განთავსების შესახებ
 
      ბატონო ამირან, ბოდიში გვიანი შეწუხებისთვის
      მოგაწოდებთ ინფორმაციას წყალტუბოში იტალიიდან ჩამოსულთა განთავსებასთან დაკავშირებით.
  1. ჩამოდის 96 პიროვნება, რომლებიც განთავსდებიას ყოფილი სამხედრო სანატორიუმის 2 კორპუსში
  2. თბილისიდან წინასწარ იყვნენ ჩამოსული ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები და თვითონ სასტუმროს მეპატრონე.
  3. ადგილზე მობილიზებულია საპატრულლო პოლიცია, სასტუმროს დაცვის თანამშრომლები, ჩამოსულია გუბერნატორი და მისი მოადგილე.
  4. ჩვენგან წაყვანილი გვყავს ეპიდემიოლოგი, გოჩა, წყალტუბოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი
  5. გავიარეთ დეტალურად ყველა საორგანიზაციო საკითხი, რაც დაკავშირებულია მათ მიღებასთან და შემდგომ დღეებში მოვლა/პატრონობასთან. გამოიკვეთა რიგი საკითხებისა, რომლებიც სასწრაფოდ არის დასარეგულირებელი. კერძოდ:
  6. როგორც აღმოჩნდა, (და ასე შეთანხმებულან სასტუმროს მეპატრონეებთან), რომ მეპატრონემ გამოყო მხოლოდ სასტუმროს ნომრები და არანაირი მომსახურება მათი პერსონალის არ განხორციელდება, არც მიღება/დაბინავება, არც ყოველდღიური სამედიცინო ზედამხედველობა (მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე ჰყავთ როგორც ექიმი, ასევე ექთანი), და რასაც ყველაზე დიდი სირთულედ ვხედავ, სანიტრების მომსახურება. ერთად ერთი მოამზადებენ საკვებს, რომელსაც მიიტანენ შენობამდე, ხოლო მისი დარიგება და შემდეგ ნარჩენების შეგროვება უნდა განახორციელოს სხვამ. როგორც აფიქსირებენ, ეს ჯანდაცვამ აიღო თავის თავზეო! 
  7. ამ ეტაპზე ასე ჩამოვყალიბდით: მოვიყვანეთ წყალტუბოს საზ ჯანდაცვის თანამშრომლები, რომლების ჩვენებთან ერთად მიიღებენ, დააბინავებენ და დილის საკვებს დაურიგებენ. ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გვიფიქსირებს, რომ პროცესებში ჩაერთვება წითელი ჯვრის ვოლანტიორებიო, რაც არარეალურად მიმაჩნია.
  8.  სასწრაფოდ არის გადასაწყვეტი ამ ხალხის მომსახურე პერსონალის საკითხი: ექიმები, ექთნები და რაც მთავარია სანიტრები. გუბერნატორის პოზიციაა ეს ხალხი გამოიყვანონ საავადმყოფოებიდან, კერძოდ სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ავტოქარხნის საავადმყოფოდან, გადასაწყვეტი იქნება სამინისტროსი.
  9. დავბეჭდეთ და თითოეულ ნომერში ვახვედრებთ თვითიზოლაციის რეკომენდაციებს.
  10. საკარანტინო პირობებზე ზედამხედველობისთვის (რომ ვიღაცამ აკონტროლოს სასტუმროს ნომრებიდან რომ არ გამოვიდნენ), დავსვით საკითხი, რომ პროცესებში ჩართონ შსს — ტერიტორია და შენობები საკმაოდ დიდია და გარედან მიყვანილი პერსონალი ამას ვერ უზრუვნელყოფს.გუბერნატრი ათანხმებს ამ საკითხს.
  11. სამედიცინო ზედამხედველობის კუთხით სრულიად მოუმზადებელნი არიან, ქუთაისში ამ ღამით ვერსად ვერ იშოვნეს ნიღბები, ამიტომ სხვა პირადი დაცვის საშუალებებთან ერთად სამინისტრომ უნდა ხვალვე მიაწოდოთ სრული კომპლექტაცია.
  12. ნიღბები არც ჩვენ არა გვაქვს, წავიღეთ რესპირატორები, რომელსაც გამოიყენებენ საზ ჯანდაცვის წარმომადგენლები დღეს და ხვალ
  13. ასევე მოსაწოდებელი იქნება ყველა პიროვნებისთვის თერმომეტრები.
  14. მოკლედ ბატონო ამირან, ამ შეხვედრიდან დაგრჩა შთაბეჭდილება, რომ ყველა ამ პრობლენის გადაჭრას ელოდებოდნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან.
  15. გარდა ამისა, არის კიდევ მთელი რიგი ტექნიკური და ლოჯისტიკური საკითხები, რომლებიც უნდა გადაწყვიტონ პერიდოში. ჩვენი კუთხით არანაირი პრობლემები არ იქნება. მესმის რომ ფორსმაჟორული სიტუაციაა, მაგრამ ყველაფერზე დაავადებათა კონტროლი ცენტრი პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ (სანიტრები, კვება, სასტუმრო ფოიეების და კორიდორების დალაგება/დეზინფექცია და სხვა.
  16. გუბერნატორი ყველანაირად ცდილობს მაქსიმალურად მოაგვაროს საკითხები.
  17. დაახლოებით 2 საათში იქნებიან ადგილზე, მოდიან შესვენებებით
   დამატებით ინფორმაციას გაცნობებთ
  პატივისცემით
   კოტე
 
--
kote gvetadze