| From : | Solidarity Fund <solidarity@gov.ge> |
| To : | etikaradze@moh.gov.ge |
| Subject : | Fw: |
| Received On : | 10.12.2019 06:53 |
| Attachments : |
პატივცემულო სამეთვალყურეო საბჭოს წევრებო,
მოგახსენებთ, რომ ა(ა)იპ - საქართველოს სოლიდარობის ფონდის წესდების თანახმად ტარდება ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მე-12 სხდომა ელექტრონულ ფორმატში.
დღევანდელი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ერთი საკითხი, ფონდის მუდმივმოქმედ კომისიაში ცვლილების შეტანის შესახებ.
გთხოვთ, გაეცნოთ დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხს და 2019 წლის 10 დეკემბრის 18:00 საათამდე დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია.
გთხოვთ, ხელმოწერილი დოკუმენტი მოგვაწოდოთ სკანირებული ფორმით ელფოსტის საშუალებით - solidarity@gov.ge.
ასვე, თანდართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის კანდიდატის გიორგი ჭავჭავაძის თანხმობა ა(ა)იპ - საქართველოს სოლიდარობის ფონდის მუდმივმოქმედი კომისიის წევრობაზე.
წინასწარ მადლობას მოგახსენებთ თანადგომისათვის.
პატივისცემით,
ია მაქაცარია-ჩხაიძე,
ა(ა)იპ - საქართველოს სოლიდარობის ფონდის
აღმასრულებელი დირექტორი