From : Irina Grdzelidze <irina_grdzelidze@yahoo.com>
To : etikaradze@moh.gov.ge; gamkrelidzea@gmail.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; tt@aidscenter.ge; aids@aidscenter.ge; avalianizaza@yahoo.com; khatunatod3009@gmail.com; azoidze@parliament.ge; tbazierashvili@mia.gov.ge; kchikhladze@smr.gov.ge; NKasradze@mes.gov.ge; i.javakhadze@mof.ge; Tdemurishvili@justice.gov.ge; tsirbiladze@usaid.gov; domentes@who.int; bakradze@unfpa.org; adam_vakh@yahoo.com; vadachkoria@tsmu.edu; emeladze@employer.ge; mziatab@gmail.com; karchkhadzezaza@mail.ru; mchokheli@osgf.ge; mchokheli@gmail.com; newvector444@yahoo.com; david.kakhaberi@gmail.com; lasha_tvaliashvili@yahoo.com; hapsfund_iza@yahoo.com; lela.tsakadze@gmail.com; nukri.mir@gmail.com; natialoladze@redcross.ge; magio7@gmail.com; l.gigauri@smr.gov.ge; stsitsagi@mes.gov.ge
Subject : Fw: ინფორმაცია საბჭოს წევრებისთვის
Cc : tikhardziani@gmail.com; ikhonelidze@gmail.com; i.khonelidze@ncdc.ge; nlomtadze@gmail.com; Nmangaladze@parliament.ge; d.khundadze@yahoo.com; guramamiridze1961@gmail.com; nrazmadze@mes.gov.ge; nino.kochishvili@eeas.europa.eu; mamulashvilin@who.int; zakareishvili@unfpa.org; Shartava.ts@gmail.com; rima@tsmu.edu; irma@altgeorgia.ge; zbroladze@newway.ge; i.khabazi@osgf.ge; abesadze-1973@mail.ru; gochagabodze@gmail.com; denoganovi@gmail.com; tssalia@yahoo.com; nino.qadjaia@mail.ru; djiqia@yahoo.com; nosepaishvili@redcross.ge; gelabua@mail.ru; nanan@unops.org; nnabakhteveli@yahoo.com; AlanN@unops.org; tgabunia@moh.gov.ge; nkvernadze@moh.gov.ge; secretary@georgia-ccm.ge; admin@georgia-ccm.ge
Received On : 04.04.2020 12:09

საბჭოს პატივცემულო წევრებო,

გთხოვთ, იხილოთ გლობალური ფონდის გრანტის ძირითადი მიმღების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის წერილი საბჭოს წევრებისადმი.

პატივისცემით,

საბჭოს სამდივნო

 

როგორც მოგხსენებათ, მსოფლიოში შექმნილი COVID-19 პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მოწყვლადი ხდება აივ ინფიცირებული და აივ ინფექცია/შიდსის მაღალი რისკის პირები, რომელთათვის საბაზისო სერვისებზე ხელმისაწვდომობის შენარჩუნების სასიცოცხლო მნიშვნელობას ხაზს უსვავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO)[i], გაეროს შიდსის პროგრამა (UNAIDS)[ii], ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრი (EMCDDA)[iii]; ევროპის ზიანის შემცირების ასოციაცია[iv] და სხვა დარგობრივი ორგანიზაციები.

საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის დეკრეტის საფუძველზე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილებით  დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონა ვისრუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები“-სა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 მარტის დადგენილებით ძალაში შესული ცვლილება N181-ის გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე შემოღებული იქნა საკარანტინო რეჟიმი და კომენდანტის საათი, გაცნობებთ, რომ შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის“ მიერ დაფინანსებული „საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის მიზნით არსებული ეროვნული რეაგირების მხარდაჭერა, აივ/შიდსით დაავადებულთა სიცოცხლის მაჩვენებლების გაუმჯობესება მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერების გზით“ პროგრამის ფარგლებში, COVID-19 ეპიდემიის პრევენციის მოთხოვნების გათვალისწინებით ადაპტირებული მეთოდოლოგიის შესაბამისად უწყვეტად შენარჩუნებულია ქვეყნის მასშტაბით აივ ინფექცია/შიდსის მაღალი რისკის პირებისთვის აივ პრევნეციული სერვისების მიწოდება, რომელიც ემყარება აივ პრევენციისა და ზიანის შემცირების რისკის კონსულტაციების დისტანციურ მიწოდებას და საბაზისო პრევენციული საშუალებების პაკეტების აუთრიჩის გზით მიწოდებას კომენდანტის საათისა  და COVID-19-ის პრევენციის წესების გათვალისწინებით. ბენეფიციარებისთვის მიწოდებული სერვისების საბაზისო პაკეტს დაემატა COVID-19-ის პრევენციის საშუალებები, როგორიცაა ნიღაბი და სადეზინფექციო საშუალება, საინფორმაციო ფურცელი.

კერძოდ, შენარჩუნებულია:

 აუთრიჩის საშუალებით საინექციო საშუალებებისა და ნალოქსონის მიწოდება ზიანის შემცირების პროგრამის ფარგლებში, 

აივ თვითტესტირების ონლაინ პლატფორმის საშუალებით აივ თვითტესტებისა და აივ პრევენციის საშუალებების დისტრიბუცია Glovo-ს საშულებით, ან პერსონალის მიერ.

აივ სამკურნალო და PrEP პროგრამის მედიკამენტების მიწოდება ბინაზე მობილური ბრიგადების საშუალებით (მათზე გაიცემა 2-დან 3 თვემდე მედიკამენტების მარაგი), ან საფოსტო გზავნილით და ბენეფიციარებისთვის სისხლის აღება ლაბორატორიული ტესტირებისთვის მკურნალობაზე დამყოლობის შეფასების მიზნით.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გამოთქვამს ვარაუდს, რომ COVID-19-ის და ტუბერკულოზის კოინფექცია ზრდის არასასურველი გამოსავლის რისკს. შესაბამისად, ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების იზოლირება და მკურნალობის დამყოლობის უზრუნველყოფა განსკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში 2018 წლიდან დანერგილია ვიდეო მეთვალყურეობით მკურნალობა (VOT), COVID-19 გავრცელებასთან ერთად ვიდეო მეთვალყურეობით მოცული პაციენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გარდა ამისა, იმ პაციენტებს, რომელებიც არ არიან ჩართული ვიდეო მეთვალყურეობაში მედიკამენტები მიეწოდებათ ბინაზე. 

აღნიშნული სერვისების უწყვეტად მიწოდება შესაძლებლობას მოგვცემს ქვეყანაში შევამციროთ:

-         უშუალოდ COVID-19 ინფექციით აივ ინფიცირებულთა, აივ მაღალი რისკის პირთა და ტუბერკულოზით დაავადებულ პირთა ინფიცირებისა და სიკვდილობის რისკი;

-         აივ მაღალი რისკის პირთა აივ ინფიცირების რისკი;

-         აივ ინფიცირებულთა და ტუბერკულოზით დაავადებულ პირთა მიერ მკურნალობის რეჟიმები დარღვევა და წყვეტა მკურნალობის პროცესის;

-         ნარკოტიკული ზედოზირების რიკსი და საზიარო შპრიცისა და ნემსის გამოყენების სისხლისმიერი გზით გამადები დაავადებების გავრცელებისა და სიკვდილობის შესაძლო შემთხვევები

პატივისცემით,



1 ჯანმო პრეზენტაცია COVID-19, აივ ინფექცია და არვ მკურნალობა https://www.who.int/news-room/q-a-detail/q-a-on-covid-19-hiv-and-antiretrovirals

ii. Rights in the time of COVID-19 — Lessons from HIV for an effective, community-led response, UNAIDS  https://www.unaids.org/en/resources/documents/2020/human-rights-and-covid-19

iii. EMCDDA - ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის ინტერნეტ სტატია ნარკოდამოკიდებულთათვის სერვისების მიწოდებაზე COVID -19 ეპიდემიის პირობებში http://afew.org/headlines/harm-reduction-must-go-on-position-of-european-harm-reduction-networks-on-covid-19/  : http://www.emcdda.europa.eu/publications/topic-overviews/covid-19-and-people-who-use-drugs_en

 

[iv] ევროპის ზიანის შემცირების ასოციაციის პოზიციის სტატია COVID-19 ვირუსით ინფექციასა და ზიანის შემცირების პროგრამების მიწოდებაზე  http://afew.org/headlines/harm-reduction-must-go-on-position-of-european-harm-reduction-networks-on-covid-19/