| From : | Eva Prokopieva <eprokopieva@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | Fw: დაზღვევა |
| Received On : | 26.07.2019 10:37 |
Dear Eva,
As we have already talked, the meeting about occupational accident insurance will take place on the 8 floor of the ministry from 10-12 o’clock.
There will be all Georgian insurance agency representatives and international consultant from international labour organization.
Please confirm your attendance.
Kind Regards,
Beka Peradze
From: Beka Peradze
Sent: 23 July, 2019 20:19
To: 'eprokopieva@moh.gov.ge'
Subject: დაზღვევა
მოგესალმებით ქალბატონო ევა,
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც 2018 წლის მარტში იქნა მიღებული, გავრცელდა მომეტებული საფრთხის შემცველ საქმიანობებზე და დასაქმებულებისთვის უბედური შემთხვევის დაზღვევის ვალდებულება განესაზღვრათ დამსაქმებლებს.
2019 წლის 19 თებერვალს კი კანონში ცვლილებები განხორციელდა და მიღებულ იქნა ორგანულ კანონად, თუმცა უბედური შემთხვევის დაზღვევის ვალდებულება კვლავ მომეტებული საფრთხის შემცველი საქმიანობებისთვის განისაზღვრა. (მუხლი5(9))
ვალდებულების ეფექტურად აღსრულების მიზნით შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2018 წლის ნოემბერში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართულნი არიან საქართველოში მოქმედი სადაზღვეო კომპანიების წარმომადგენლები, დამსაქმებელთა ასოციაციების წარმომადგენლები, პროფკავშირები, შრომის პირობების ინსპექტირებისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
2018 წლის ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში გაიმართა სამი შეხვედრა, რომლის შედეგადაც მოკლევადიან პერსპექტივაში მხარეები შეთანხმდენენ მინიმალურ სტანდარტებზე, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნას მხარეების მიერ.
2019 წლის 1 სექტემბრამდე სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევის დაზღვევისას სადაზღვევო პოლისებში რეკომენდირებულია გათვალისწინებულ იქნას შემდეგი საკითხები:
1. სადაზღვევო ხელშეკრულება უნდა ფარავდეს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლითა და მინისტრის №01-11/ნ ბრძანებით განსაზღვრულ შემდეგი სახის უბედურ შემთხვევებს:
- მსუბუქი უბედური შემთხვევა - უბედური შემთხვევის გამო მსუბუქი დაზიანება შრომისუნარიანობის დაკარგვის გარეშე ან შრომისუნარიანობის დაკარგვით არაუმეტეს 3 დღისა;
- საშუალო სიმძიმის უბედური შემთხვევა – უბედური შემთხვევის გამო დაზიანება შრომისუნარიანობის დაკარგვით 3 დღიდან 40 დღემდე;
- მძიმე უბედური შემთხვევა – უბედური შემთხვევის გამო მუდმივი შრომისუუნარობის განვითარება ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან/და დროებითი შრომისუუნარობის განვითარება 40 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით;
- ფატალური უბედური შემთხვევა – უბედური შემთხვევის გამო ადამიანის (დასაქმებულის ან სხვა პირის) სამუშაო ადგილზე ან უბედური შემთხვევიდან 1 წლის განმავლობაში გარდაცვალება;
- მასობრივი უბედური შემთხვევის დაზღვევის საკითხის ხელშეკრულებაში ჩადების აუცილებელობა არ არსებობს, რადგან ზედა შემთხვევების დაზღვევა ამ უკანასკნელის მოიცავს.
2. სადაზღვევო ხელშეკრულებაში აუცილებელია ზემოხსენეული კანონისა და ბრძანების შესაბამისად განიმარტოს შემდეგი რამ:
- სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევა – სამუშაო პროცესში ან სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მომხდარი შემთხვევა, რომელსაც შედეგად მოჰყვა დასაქმებულის ან სხვა პირის ჯანმრთელობის დაზიანება, შრომისუნარიანობის შეზღუდვა ან დაკარგვა, გარდაცვალება ან მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება;
- სადაზღვეო კომპანიამ ხელშეკრულებაში უნდა გაითვალისწინოს ზემოხსენებული ბრძანებით (მუხლი 2(3)) განსაზღვრული
გამონაკლისი: დაზღვევას არ ექვემდებარება შემთხვევები, რომლებიც არ არის განპირობებული საწარმოო მიზეზებითა და ტრავმებით, რომლებიც მიიღეს დასაქმებულებმა მათ მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისას, აგრეთვე დამსაქმებლის ნებართვის გარეშე პირადი მიზნებისათვის ჩადენილი ქმედებისას და არსებობს მათი დამადასტურებელი მტკიცებულება.
3. დაზღვევა ეხება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციაში/საწარმოში დასაქმებულ ყველა პირს თუ -
ა) მკაცრად არ არის გაწერილი ზემოხსენებულ სამუშაო ადგილზე დაშვების საკითხები და კომპანიის ნებისმიერ თანამშრომელს უკონტროლოდ შეუძლია საწარმოს ტერიტორიაზე გადაადგილება.
ბ) თუ კომპანიების მხრიდანმკაცრად კონტროლდება სამუშაო ადგილზე დაშვების საკითხი, მაშინ კომპანია ვალდებულია დააზღვიოს უშუალოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებული პირები (აღნიშნული დაშვების კონტროლი შრომის ინსპექციისთვის შემოწმების პროცესში უნდა იყოს გადამოწმებადი).
4. დაზღვეული - ყველა დასაქმებული ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს სამუშაოს;
ასაკში შეზღუდვა-სადაზღვეო კოპანიების უფლებაა, თუმცა აუცილებელია 65 წელს გადაცილებული დასაქმებულების უფლება-მოვალეობების დაზუსტება ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიების მხრიდან, ვინაიდან ეს უკანასკნელნი ვალდებულნი არიან შეაფასონ იმ ადამიანებთან დაკავშირებული რისკები, რომლებსაც გაუწევენ სადაზღვევო მომსახურეობას.
5. აუცილებელია კომპანიების მხრიდან უზრუნველყოფილ იქნას სადაზღვეო კომპანიებისთვის დასაზღვევ პირებზე პერსონალური (სახელი და გვარი) ინფორმაციის მიწოდება.
6. რეკომენდირებულია დაზღვევის კონტრაქტის დასაწყისში ჩაიწეროს: "წინამდებარე დაზღვევა გაცემულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-11/ნ ბრძანებით მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული დაეხმარება როგორც კომპანიას, ისე ზედამხედველ ორგანოს გამიჯნოსუბედური შემთხვევის დაზღვევისა და სხვა ტიპის დაზღვევები ერთმანეთისგან.
თანამშრომლობის ფარგლებში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით მოწვეული ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები შეიმუშავებენ სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევის დაზღვევის წესსა და პროცედურებზე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, სადაზღვეო კომპანიების, აღამსრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
პატივისცემით,
ბექა ფერაძე