From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : Tamar Kerdzaia <kerdzaia.t@gmail.com>; Tatia Khabeishvili <tatia.khabeishvili@gmail.com>
Subject : FW: სავალდებულო სამოგზაურო დაზღვევის კანონპროექტის პირველადი დრაფტი და მოსაზრებები
Cc : giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; etikaradze@yahoo.de; Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Received On : 31.05.2020 13:06
Attachments :

თამარ და თათია

დიდი მადლობა კანონპროექტის გაზიარებისთვის, ხვალვე შეგვიძლია შევიკრიბოთ და გავიაროთ შემდგომი ეტაპები. ჩემთვის მოსახერხებელია დღის მეორე ნახევარი.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 

 

From: Tamar Kerdzaia [mailto:kerdzaia.t@gmail.com]
Sent: 30 May, 2020 19:57
To: Tamar Gabunia
Cc: Tatia Khabeishvili
Subject: სავალდებულო სამოგზაურო დაზღვევის კანონპროექტის პირველადი დრაფტი და მოსაზრებები

 

თამუნა,

 

შეთანხმებისამებრ, გიგზავნით ჩემი და თათიას მიერ შემუშავებული კანონპროექტის პირველად დრაფტს უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალებულო დაზღვევის შესახებ.

 

აქვე გწერთ ჩვენს პოზიციას რამდენიმე სამსჯელო საკითხთან დაკავშირებით:

 

  • სავალდებულო დაზღვვევის საკანონდებლო მოწესრიგების ფორმის შესახებ:

დაზღვევის შესახებ კანონის მე-5 მუხლის თანახმად, სავალდებულო დაზღვევა უნდა დადგინდეს და განისაზღვროს შესაბამისი კანონით სავალდებულო დაზღვევის შესახებ. ამდენად, საჭიროა უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის ცალკე კანონის ფორმით რეგულირება. ამასთან, სავალდებულო დაზღვევის მინიმალური პირობები (როგორიცაა მინიმალური სადაზღვევო ლიმიტი, ასევე, კოვიდის შემთხვევების დაფარვა და სხვა) უნდა განისაზღვროს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით. საკითხის ამგვარი რეგულირება საშუალებას მოგვცემს, ერთი მხრივ, კანონის დონეზე დაწესდეს სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვვევა და მისი ადმინისტრირების წესი, ხოლო მეორე მხრივ, ბრძანების მეშვეობით განისაზღვროს დაზღვევის კონკრეტული პირობები, რომლებშიც, საჭიროებისას, მარტივად შეგვეძლება ცვლილებების განხორიელება.

  •  სხვა ქვეყნის სადაზღვევო კომპანიაში უკვე დაზღვეულ პირთა საკითხი

საზღვარგარეთის, მათ შორის შენგენის ზონის ქვეყნების (გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, ჩეხეთი, ესტონეთი) პრაქტიკის შესწავლის შედეგად ვლინდება, რომ მიუხედავად მათ რეგულაციებს შორის მცირე განსხვავებებისა, საერთო მიდგომაა, რომ ქვეყანაში შემომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქე შესაძლოა ფლობდეს სხვა ქვეყნის სადაზღვევო კომპანიის სამოგზაურო ჯანმრთელობის პოლისს და იგი არ არის ვალდებულო თითოეულ ამ ქვეყანაში მოგზაურობისას, უშუალოდ ამ ქვეყნის სადაზღვევო კომპანიებთან შეიძინოს სადაზღვევო პაკეტი. სამართლებრივ ჭრილშიც, თუკი ჩვენ სამოგზაურო დაზღვევის მქონე პირს თავიდან მოვთხოვთ ჩვენი ქვეყნის სადაზღვევო კომპანიასთან დაზღვევის გაკეთებას, ეს იქნება დაზღვევის გადაფარვა (ანუ, ერთი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება დაექვემდებარება ერთდროულად სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიას), რაც კანონით აკრძალულია. ვფიქრობთ, დასახული მიზნის მისაღწევად, მთავარია, უცხო ქვეყნის მოქალაქე ფლობდეს სადაზღვევო პაკეტს იმ მინიმალური პირობებით (სადაზღვევო ლიმიტი, შემთხვევები და სხვა), რომელსაც დავადგენთ და მივიჩნევთ სავალდებულოდ. ხოლო, ქართულ სადაზღვევო კომპანიებთან დაზღვევის აღების ვალდებულება უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას საერთოდ არა აქვს ან მისი სადაზღვევო პოლისი არ ფარავს ჩვენს მიერ დადგენილ მინიმალურ ოდენობას და შემთხვევებს.

  • უწყებათა შორის სწორი კოორდინაცია

იმისათვის, რომ კანონპროექტის შემუშავებისას, მასში ჩართული იყოს ყველა ის უწყება, რომელთაც, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, მოუწევთ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილეებების აღსრულება, ვფიქრობთ, საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების პროცესში რეკომენდირებულია შემდეგი უწყებების ჩართვა: საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავისთავად პარლამენტი და საქართველოს სადაზღვევო ასოციაცია

 

ვფიქრობთ, სტრატეგიულად უმჯობესი იქნება ჯერ შიდა შეხვედრა და ძირითად საკითხებზე ჩამოყალიბება, რათა სადაზღვევოებთან შეხვედრისას შესაბამისი მიმართულებით მივმართოთ დიალოგი.

 

--

With Respect,

Tamar Kerdzaia

Expert - Advisor of Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia

moh.gov.ge

Rector of European University

European University

Tel: 995 32 2 000 171
Mob: +995 599209282
Addr: Guramishvili ave. 76, 0141, Tbilisi, Georgia
Web: www.eu.edu.ge

FacebookTwitterYouTubeYouTube