From : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : FW: მთავრობის ელექტრონულ პროგრამაში ატვირთული მასალები
Received On : 25.06.2019 08:58

 

 

From: Natia Khmaladze
Sent: Tuesday, June 25, 2019 12:07 PM
To: Giorgi Tsotskolauri
Subject:
მთავრობის ელექტრონულ პროგრამაში ატვირთული მასალები

 

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

 

როგორც იცით მთავრობის ელექტრონულ პროგრამაში იტვირთება უწყებების საკითხები, რომლებზეც საჭიროა სამინისტროს პოზიციის დაფიქსირება, განსაკუთრებით თუ საითხები გარკვეულწილად ჩვენც გვეხება, გიგზავნით გუშინდელ და დღევანდელ მასალებს გასაცნობად, არ ვიცი როგორც უნდა მოხერხდეს მინისტრის ინფორმირება.

 

 

1.       განათლება 25581 - ცვლილება შედის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულების საფასურის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი მაქსიმალური ოდენობის წესში, რომლის მიხედვით, რიგი მოდულების (სულ 5 მოდული: თბოსაიზოლაციო და ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები; გემზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სამღებრო საქმე გემზე; მექანიზმების ტექნიკური მომსახურება/რემონტი; გემის სამანქანე დანადგარების ექსპლუატაცია დამხმარე დონეზე) საფასურის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა ახალი ღირებულებით.

2.       მთავრობა 25624 - ცვლილება შედის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულებაში, რომლის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციას (დეპარტამენტი) გამოეყოფა იურიდიული მთავარი სამმართველო და ანალოგიური სტატუსით ყალიბდება სამსახურის ცალკე სტრუქტურულ ქვედანაყოფად.
აღნიშნულიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილება შედის 4 აქტში.

3.       ფინანსები 25577 - მთავრობის ცნობად სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ,,ველური ბუნების ეროვნული სააგენტოსათვის“, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების (დეკორატიული მცენარე Beaucarnea recurvala; დეკორატიული მცენარე Cycas rvolula) უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე.

4.       ფინანსები 25566 - სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახური განახორციელებს 1 კომპლექტი გამოთვლითი, ჰიპერ-კონვერგენტული პროგრამული აპარატურული კომპლექსის ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.

5.       რეგიონული 25519 - მტკიცდება - „ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 16800.00 კვ. გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა.
განაშენიანების რეგულირების გეგმა დამუშავდა ბაკურიანის მიწათსარგებლობის გეგმით გათვალისწინებული საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 1-ის შესაბამისად, მისთვის განსაზღვრული პარამეტრების გათვალისწინებით. არქიტექტურული პროექტის სტადიაზე დაკონკრეტდება საპროექტო არეალში განთავსებული შენობების ფუნქციები (სასტუმრო, საოჯახო ტიპის სასტუმრო, ინდივიდუალურის საცხოვრებელი სახლები, თაუნჰაუსი) და შესაბამისად განისაზღვრება ავტოსადგომების რაოდენობა - მინიმუმ 54 ადგილი.

6.     რეგიონული 25514 - მტკიცდება ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 3255.00 კვ.. მიწის ნაკვეთზე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმა.
პროექტის   ფარგლებში   გათვალისწინებულია   ორსართულიანი მანსარდით სასტუმრო 32 ნომერზე (დადგენილი ზონის რეგლამენტის შესაბამისად), ცალკე მდგომი საზოგადოებრივი შენობა - საზოგადოებრივი კვების ობიექტი და სამი ერთსართულიანი მანსარდით კოტეჯი. საპროექტო სასტუმროს შენობაში გათვალისწინებულია 3 ნომერზე 2 ავტოსადგომი, საერთო ჯამში 21 ღია სადგომი, რომელიც ასევე მოემსახურება ცალკე მდგომ საზოგადოებრივი კვების ობიექტსაც.

7.     რეგიონული 25500 - ცვლილება შედის სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულებაში, რაც გამოწვეულია საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებით, კერძოდ საბჭოს შემადგენლობაში დავით სერგეენკოს ჩაანაცვლებს ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრი ნათელა თურნავა ჩაანაცვლებს გიორგი ქობულიას.

8.     ეკონომიკა 25492- ცვლილება შედისაწარმოე საქართველოშისახელმწიფო პროგრამაში, რომლის მიხედვით, შპსარსენ პროდაქშენი“- მიერ ამავე პროგრამის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე დახარჯული მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 10,339,469.32 ლარი.
პროექტის მიზანია საქართველოში ადგილობრივი კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, უცხოური კინოწარმოების მოზიდვა, ადგილობრივი კინოინდუსტრიის ბაზრის ზრდა, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა. იგი მიმართულია შემოქმედებითი მეწარმეობის ხელშეწყობისა და კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოს შექმნისაკენ, რაც თავის მხრივ თანხვედრაშიაპროგრამისმიზნებთან და ამოცანებთან.

9.     ეკონომიკა 25487 - შპსეკო ჯორჯიასსაკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ გორში, სუხიშვილის ქუჩა #2 - ში მდებარე 5550.00 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა, რაც სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს პლასტმასის ან/და მისი ნაწარმის მწარმოებელი საწარმოს შექმნას და ამ მიზნით 869 828 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.

10.   განათლება 25472 - მთავრობის ცნობად საქართველოს  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს წინადადება, 2019 წლის ივნის-დეკემბერში სოფელ ანაკლიაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), შაორის ტბის მიმდებარედ (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი),  . ქუთაისში (სსიპ  „გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმისტერიტორია),  მანავის სამხედრო ბაზაზე (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი), აბაშის მუნიციპალიტეტსა და დაბა ბაკურიანში (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) პროგრამამომავლის ბანაკისგანხორციელების შესახებ.
პროექტის მიხედვით სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და პროექტში მითითებული უწყებების მხრიდან კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით განხორციელდება პროექტში გათვალისწინებული ღონისძიებები.
მათ შორის: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს:

) ბანაკები (პროგრამის ჩატარების ადგილებზე: სოფელ ანაკლიაში - ზუგდიდის მუნიციპალიტეტიშაორის ტბის მიმდებარედ - ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, . ქუთაისში - სსიპგენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმისბაზაზე, მანავის სამხედრო ბაზაზე - საგარეჯოს მუნიციპალიტეტი და დაბა ბაკურიანში) შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმისა და ექთნის მომსახურებით 24 საათის განმავლობაში ბანაკების ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო ოთახში.
) საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის მონაწილის (მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეების) საავადმყოფოში გადაყვანა (ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე) სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მეშვეობით;

) ბანაკების მომარაგება საჭირო მედიკამენტებით, ასევე, ექიმის გადაწყვეტილებით საავადმყოფოში გადაყვანილი მონაწილის (მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქის) ბანაკში უკან დაბრუნების შემთხვევაში, შესაბამისი დანიშნულების მიხედვით, მედიკამენტებისა და მკურნალობისათვის საჭირო ყველა პროცედურის ხარჯის ანაზღაურება.

პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა ჯანდაცვის დეპარტამენტში, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.

11.    მერია 25434 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცემა უფლება, საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილითტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანაზე „A“ და „B“ კატეგორიების ნებართვების აღებისთვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

12.   მერია 25433 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრს მიეცემა უფლებათბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისმოწყობისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შესაბამისი ღონისძიების ორგანიზებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 1295000 ლარის ფარგლებში.

13.   ეკონომიკა 25394 - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, თერჯოლისა და  ტყიბულის  ეპარქიის სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.

14.   ეკონომიკა 25380 - შპს და რესტორნებისსაკუთრებაში გადაეცემა . თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ფეხსაცმლის ქარხანაისანიმიმდებარედ არსებული 7001.00 კვ.. ფართობის მქონე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. გადაცემულ ქონებაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 12  თვის  ვადაში აშენდება და აღიჭურვება McDonald's-ის სწრაფი კვების რესტორანი, რისთვისაც შპს და რესტორნები“  განახორციელებს 6 000 000 ლარის ინვესტიციას. ამასთანავე, აღნიშნულ სწრაფი კვების რესტორანში  დამატებით დასაქმდება არანაკლებ 35 ადამიანი, არანაკლებ  1  წლის ვადით, რითაც, სავარაუდოდ, ხელი შეეწყობა ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას.

15.    ეკონომიკა 25362 - შპსსიტი ემ“-  1000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება: . თბილისი, გუდიაშვილის . №3-ში მდებარე შენობა-ნაგებობები და მასზე დამაგრებული 2023 კვ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მყიდველმა იკისრა ვალდებულებები: ქონებაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება, აშენებული შენობის სასარგებლო ფართობის 30%-ის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ - საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან შეთანხმებული პირობების შესაბამისად და ფუნქციონირებისათვის მზადმყოფ მდგომარეობაში, სამუზეუმო - საექსპოზიციო მიზნებისათვის, სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა, საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ 16 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.
იცვლება სახელშეკრულებო პირობები.

16.    ეკონომიკა 25353 - ()იპკუს ტბასა“, მისი არსებობის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, კუს ტბის მიმდებარედ 96.00 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1.

17.    ეკონომიკა 25347 - ცვლილება შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების წესში, რომლის მიხედვით, შეიქმნება სამართლებრივი რეჟიმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისას რესურსის ოპტიმალური გადანაწილებისთვის კერძო და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტების განსახორციელებლად.

18.    ფინანსები 25320 - სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახური განახორციელებს 1 ცალი Oracle მონაცემთა ბაზის მონიტორინგის/ადმინისტრირების პროგრამის TOAD FOR ORACLE DBA EDITION ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.

 

.

 

 

პატივისცემით,  

ნათია