From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : FW: ვის შევჩივლო? :(
Received On : 04.06.2020 06:03
Attachments :

ქალბატონო ეკა,

კოლეგებო,

 

გთხოვთ გაეცნოთ ამ წერილს ქვემოთ. ის პირადია ჩემდამი და შეიძლება არ უნდა გიზიარებდეთ, მაგრამ ვფიქრობ სერიოზული პრობლემა იქნება თუ ამ ხალხს არ გავუგებთ და სათანადოდ არ დავაფასებთ.

 

ეს ქალბატონი ერთ-ერთი გამორჩეული ექიმი კარდიოლოგია, ამასთან ექიმი ვინც პირველად სამხარაულში დანერგა გენეტიკური და მოლეკულური კვლევები, გამოირჩევა უაღრესად დიდი მასუხისმგებლობითა და სიყვარულით ქვეყნისა და თავისი დარგისადმი, ამავე დროს ძალიან პრინციპული და სამართლიანი. როცა იძულებული გახდა ამ ტიპის წერილი მოეწერა ალბათ ცოტა მეტია კიდევ სიტყვებს უკან.

 

პატივისცემით,

 

ამირანი

 

 

 

ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

გენერალური დირექტორი

 

მ. ასათიანის 9, თბილისი 0186

ტელ/ფაქსი: +995 32 2311755

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

 

Description: NCDC logo3

 

 

 

From: Nino Chikovani [mailto:nchikovani1971@gmail.com]
Sent: Thursday, June 4, 2020 6:37 AM
To: Amiran Gamkrelidze
Subject
: ვის შევჩივლო? :(

 

ბატონო ამირან

კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო თქვენს მიმართ მადლიერების გრძნობა და მინდა გითხრათ რომ, მადლობა იმისთვის რომ ხართ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი. გმადლობ, რომ ხართ თქვენი საქმის პროფესიონალი. გმადლობ რომ, ასეთ კატასტროფას გადაგვარჩინეთ. (ქათინაურად ნუ მიიღებთ, უმორჩილესად გთხოვთ.). 

მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის რომ, გყავთ არაჩვეულებრივი გუნდი კახეთის რეგიონში. მადლობა ქალბატონ ნელი ხიზანიშვილს და მთელ გუნდს. კარანტინის ზონის ექიმად ვიმუშავე 34 დღე კახეთის რეგიონში და ვისიამოვნე ამ ხალხთან ურთიერთობით

კარანტინის ზონის ექიმებისთვის ჩატი იყო გაკეთებული და იქ იწერებოდა ყველა პრობლემა, რასაც ექიმები აწყდებოდნენ. არასოდეს არაფერი მიმიწერია კახეთიდან. ბოლოს დამირეკეს და მკითხეს-ცოცხალი ხარ? პრობლემა არ გაქვს? - არა, პრობლემა არ მქონდა, იმიტომ რომ, ნელი ხიზანიშვილი მყავდა ზურგს უკან

ახლა მაქვს პრობლემა. ვწერ, ვრეკავ, წერილიც დამქირავებელს, თუმცა ხმას არავინ არ იღებს

როცა პანდემია გამოცხადდა, უსამსახუროდ დარჩენილი (მგონია რომ უნდა შევეშვა ექიმობას საერთოდ, დავიღალე უკვე ამ ყველაფრით) მივედი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რადგან ფეისბუქზე პოსტი იყო დაწერილი, ექიმები სჭირდებოდათ. მივედი მოხალისედ. იქ მისულს კი დამახვედრეს პასუხი-არა, მოხალისეობა არ გვჭირდება, ანაზღაურებადია ეს სამსახურიო. ხელშეკრულება გამიფორმეს და წავედი კახეთში

კარანტინის ზონაში ექიმობამ ბულგაკოვის ,,მორფინი" გამახსენა. ყველაფერი ხარ იქ-დაწყებული სტომატოლოგიდან, დამთავრებული პროქტოლოგით

ხო და აგერ მარტის თვიდან მოყოლებული დღემდე  ხალხი ჯამაგირს ელოდება. მე ამას შეგუებული ვარ და არც მაქვს პრეტენზია (ისედაც მოხალისედ მივდიოდი), თუმცა ჩემს უკან არმიაა ახალგაზრდა ექიმების. მათი მოტყუება არ არის კარგი საქციელი და ამიტომაც გარბის საუკეთესო ნაწილი ქვეყნიდან. მე დღემდე ვნანობ იმას, რომ აქ დავრჩი (დედაჩემის გადამკიდე). 

ამ წერილის დაწერა მათი ხათრით გადავწყვიტე. ყოველ დღე იწერებიან და კითხულობენ ანაზღაურების თაობაზე და ტყუილებს ბოლო არ უჩენს

ბევრი ვიფიქრე, ვისთვის შემეძლო მიმეწერა და თქვენს მეტი ვერავინ ვნახე, ვისთანაც ამის თქმას გავბედავდი

ვიცი, ეს თქვენ არ გეხებათ და არ ბრძანდებით ამ წერილის ადრესატი, თუმცა ვთვლი რომ, გეთქმით სიტყვა სადაც საჭიროა და იქნებ ჩეეწიოთ გაჭირვებულ ექიმებს

 

ბოდიში მინდა მოგიხადოთ, ამის თქმა რომ გაგიბედეთ

 

წარმატებები მინდა გისურვოთ და ჯანმრთელობა

 

პატივისცემით

ნინო ჩიქოვანი

  Best Regards,

 

   Nino Chikovani. MD. Candidate Ph.D

   Doctor of Cardiology

   Forensic Science Consultant

   Tbilisi 0162, GEORGIA.

   Tel:    (+995)  595772010

   E-mail: nchikovani1971@gmail.com