From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : FW: ამბულატორიული პჯრ ტესტირება
Received On : 11.05.2020 16:49
Attachments :

 

 

From: Amiran Gamkrelidze [mailto:A.Gamkrelidze@ncdc.ge]
Sent: 11 May, 2020 20:33
To: Tamar Gabunia
Cc: giorgi chavchavadze ; Ekaterine Adamia ; Gvantsa Gasviani ; Paata Imnadze ; Khatuna Zakhashvili ; Ana Kasradze Gmail ; Maia Alkhazashvili ; Khvicha Getia Gmail ; Irma Khonelidze
Subject: ამბულატორიული პჯრ ტესტირება

 

ქალბატონო თამარ,

 

დღეს გვქონდა შიდა განხილვა ცხელების კლინიკებიდან კვლევისთვის ნიმუშების  შემოდინების მნიშვნელოვან კლებასთან დაკავშირებით.

გამოიკვეთა რამოდენიმე მიზეზი, რომლებიც შესაძლოა აფერხებდეს მსუბუქი სიმპტომების მქონე შემთხვევების მიმართვიანობას. კერძოდ:

1. ცხელების კლინიკაში საშუალო დაყოვნების დრო - 48 საათი და მეტი;

2. უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში ორ კვირიან კარანტინში/თვითიზოლაციაში გადაყვანა, ხოლო თუ კარანტინში ყოფნის დროს გამოვლინდა ცხელება და ტესტის შედეგი კვლავ უარყოფითია, კარანტინის ვადის გახანგრძლივება;

3. ცხელების კლინიკების გადატვირთვის გამო სასწრაფოს არ გადაყავს მხოლოდ ცხელების მქონე ან მსუბუქად მიმდინარე შემთხვევები თუ მათ არ აღენიშნებათ დამატებითი სიმპტომები (გარდა ცხელებისა); 

 

   ტემპერატურის მომატებით, მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების აქტიური გამოვლენის მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია დაინერგოს ამბულატორიული ტესტირების შესაძლებლობა. კერძოდ:

-        გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, ცხელებისა და კოვიდის კლინიკებს  შესაბამისად მოწყობილ სივრცეებში  წინასწარი ჩაწერი, ერთი კარის პრინციპით,  მიეცეთ უფლება ამბულატორიული პჯრ ტესტირების და საჭიროების მიხედვით დამატებითი გამოკვლევების (რადიოლოგია, სხვა ლაბორატორიული კვლევები და სხვა) ჩატარების, კოვიდზე  კვლევებისშედეგების 24 საათში მიწოდების პერსპექტივით. გამოკვლევების შემდეგ ავადმყოფი თუ არ საჭიროებს სტაციონარულ გამოკვლევასა და მკურნალობას, ყოველგვარი კლინიკაში დაყოვნების/წოლის გარეშე, გაშვებული იქნეს სახლში თვითიზოლაციის მაქსიმალური დაცვით. კოვიდის დადებითობის შემთხვევაში ავადმყოფი გადადის სამკურნალო კლინიკაში (ან რჩება კოვიდის კლინიკაში) და მისი ახლო კონტაქტები გადადიან კარანტინში (ეს ისედაც ასე იქნებოდა თუ ის იწვებოდა ცხელების კლინიკაში). 

 

კოვიდის პორტალში დარეგისტრირებული მონაცემების მიხედვით მცირე მიმოხილვა გავაკეთეთ ორი ძირითადი ცხელების კლინიკის, ნიუ ვიჟენი და თბილისის ზღვის ჰოსპიტალი. თბილისის ზღვის ჰოსპიტალს დარეგისტრირებული ყავს 1179 პაციენტი, რომელთაგან დადასტურებულია 22  (1.8%), ხოლო ნიუ ვიჟენში 583 ნიმუშიდან დადასტურებულია 2 (0.3%). თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აღნიშნულ კლინიკებში ტესტირება ითვლება მიზანმიმართულ ტესტირებად, დადასტურების მაჩვენებელი უნდა იყოს გაცილებით მაღალი, თანავ ყოველდღიურად იკლებს მათგან ნიმუშების აღების საჭიროება.

იმისათვის რომ გამოვრიცხოთ მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების კარგვა, რომლებიც დღეს თავს არიდებენ ცხელების კლინიკებს მრავალი მიზეზის გამო, ვფიქრობთ საჭირო ხდება უკვე მიმდინარე ეტაპზე ამბულატორიული კომპონენტის ჩართვა ამ პროცესსი.

 

პატივისცემით

 

ამირანი

 

Amiran Gamkrelidze, MD, PhD, Professor

National Center for Disease Control and Public Health

Director General

 

Tbilisi 0198, Kakheti Hwy. #99

Phone: +995 32 2192599

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

Description: NCDC logo3