From : INFORM <inform.ge@gmail.com>
To : ggakharia@gov.ge; ttsulukiani@justice.gov.ge; igaribashvili@mod.gov.ge; mchkhenkeli@mes.gov.ge; i.matchavariani@mof.ge; m.tskitishvili@mrdi.gov.ge; nturnava@moesd.gov.ge; etikaradze@moh.gov.ge; Levan.Davitashvili@mepa.gov.ge; Levan Davitashvili <davitashvili@gmail.com>; Ketevan Tsikhelashvili <ktsikhelashvili@smr.gov.ge>; vgomelauri@mia.gov.ge; dzalkaliani@mfa.gov.ge; g.liluashvili@ssg.gov.ge; nmezvrishvili@gov.ge; kkakhishvili@gov.ge; zurab_abashidze@hotmail.com; kakha kala <kakha4@gmail.com>; i.chikovani@gov.ge; ssubari@gov.ge; d.bakradze@mfa.gov.ge; skatsarava@parliament.ge; Natalia Jaliashvili <natalia.jaliashvili1@gmail.com>; mikheil dundua <mikhaeldundua@gmail.com>; Nino Giorgobiani <mianino81@gmail.com>; Mako M <makom1976@gmail.com>; Khatuna Ivanishvili <Ivanishvilikhatuna@gmail.com>; Davit Qwerty <dodikka@gmail.com>; Gabriel Tsulaia <gtsulaia@gmail.com>; smdinaradze@gmail.com; Eliso Khachapuridze <eliso.khachapuridze@gmail.com>; chkhaidze.nino3@gmail.com; sopo.papunashvili@gmail.com; Levan Karumidze <levankarumi@gmail.com>; chankotadze@gmail.com; g_tkemaladze@yahoo.com; Giga Akhvlediani <g.akhvlediani1@gmail.com>; mdarchia@hotmail.com; ttaliashvili@hotmail.com; Kate Jokhadze <katejokhadze@hotmail.com>; lado55555@list.ru; Gogliko Muskhelishvili <muskhelishvili.g@gmail.com>; Rima Beradze <rimaberadze@gmail.com>; Shalva Ogbaidze <shalvaogbaidze@yahoo.com>; dutmelidze@gmail.com; IRI AZNAURI <irine.tskondia.90@mail.ru>; Beqa Davituliani <beqadavituliani@gmail.com>; tinatin nibloshvili <Tinatin.nibloshvili@gmail.com>; irakliz123@yahoo.com; Law Self-Government <giorgichakvetadze94@yahoo.com>; japaridze_L@yahoo.com; Tedo Isakadze <isakadzetedo@gmail.com>; ankalashkhi9@gmail.com; Levan Zhorzholiani <levanzhorzholiani92@gmail.com>; Nino latsabidze <ninocityhall@gmail.com>; rezi sokhadze <rezisokhadze@gmail.com>; Giodoxa@yahoo.com; otar grigolia <grigolas86@gmail.com>; Nona Kandiashvili <nkandiashvili@gmail.com>; Irakli Kobakhidze <ikobakhidze@yahoo.com>; George Volski <giavolski@gmail.com>; Sophie Sopo <sophie_sopo@yahoo.com>; ikseso2005@yahoo.com; mamuka mdinaradze <mamuka@mdinaradze.com>; a.kantaria@mail.ru; Roman Kakulia <adukakulia@yahoo.com>; Irakli Tripolski <tripolskiirakli@gmail.com>; ირაკლი აბუსერიძე <abu09@hotmail.fr>; Ilia Tsulaia <ilia@archi.ge>; მიხეილ ყაველაშვილი <mikheilkava@hotmail.com>; Zaza Gabunia <zazagabunia.zg@gmail.com>; Koba Kobaladze <k070707k@gmail.com>; ლევან კობიაშვილი <levankobiashvili@yahoo.de>; vlkakhadze@gmail.com; რომან მუჩიაშვილი <r.muchiashvili@gmail.com>; Gmacharashvili@parliament.ge; დავით სონღულაშვილი <dsongulashvili@adress.ge>; ირაკლი შიოლაშვილი <iraklishiolashvili@gmail.com>; Gela Samkharauli <g.samkharauli@gmail.com>; Ираклий Хахубия <I.khakhubia@gmail.com>; Otari Danelia <odanelia@gmail.com>; irakliberaia_dsc@yahoo.com; Irakli Beraia <irakliberaia@gmail.com>; Merab Kvaraia <kvaraiamerab@gmail.com>; ედიშერ თოლორაია <toloraia1978@gmail.com>; Goga Gulordava <gogagulordava@gmail.com>; Irakli Mezurnishvili <iraklimez@gmail.com>; გიორგი თოთლაძე <totladzegiorgi2016@gmail.com>; იოსებ მაკრახიძე <Iosebmakrakhidze@gmail.com>; პაატა მხეიძე <paatamkheidze@yahoo.com>; mirzoevs@yahoo.com; გოდერძი ჩანქსელიანი <g@bevrili.ge>; Gogi Meshveliani <gogi.meshveliani@gmail.com>; Kakha Okriashvili <kakha.okriashvili@gmail.com>; Tamaz Naveriani <Tamaz.naveriani67@gmail.com>; gocha enukidze <gochaenukidze@gmail.com>; Nino Tsilosani <n.tsilosani@vmk.ge>; Archil Talakvadze <atalakvadze@gmail.com>; Genadi Margvelashvili <gimargveli@gmail.com>; otto otto <dimitrimkheidze@gmail.com>; Elguja Gotsiridze <elguja.gotsiridze@chachava.ge>; Koba Lursmanashvili <koba.lursmanashvili@mail.ru>; shalvakiknavelidze@yahoo.com; grigol.mikeladze@mail.ru; aokhanashvili@parliament.ge; სულხან მახათაძე <Sulkhanmakhatadze82@gmail.com>; Tsotne Zurabiani <tsotnezurabiani@gmail.com>; Fati Khalvashi <fati.khalvashi@gmail.com>; Nukri Bejanidze <nukribejanidze@gmail.com>; ილია ნაკაშიძე <nakashidzeilia41@gmail.com>; gia kopadze <giakopadze07@gmail.com>; enzelmkoyan@gmail.com; Kakha Kuchava <kakha@kuchava.ge>; Ikovzanadze@parliament.ge; Archil Khabadze <ArchilKhabadze@gmail.com>; xabelovileri@yahoo.com; vjafaridze@mail.ru; Isko Daseni <idaseni58@gmail.com>; Dimitri Samkharadze <ditoimereli@gmail.com>; g.kakhiani@yahoo.com; Rati Ionatamishvili <rionatamishvili@gmail.com>; Endzela Matchavariani <endzela1964@gmail.com>; gio ben <giobn77@gmail.com>; Gugili Magradze <gugulimagradze@yahoo.com>; ruslan pogosyan <pogosyanruslan@gmail.com>; mahir darziev <m.darziev@gmail.com>; sam.s.manukyan@gmail.com; Temur Kokhreidze <temoko7@gmail.com>; Davit Matikashvili <davit.matikashvili1@gmail.com>; george khatidze <gkhatidze@parliament.ge>; Lamia Gumbatova <ruslan.haciyev@yahoo.com>; gretalini@yahoo.com; ana gochashvili <anngochashvili@gmail.com>; koka kandiashvili <bbbbk777@gmail.com>; Lasha Natsvlishvili <lasha@me.com>
Subject : Covid-19-ის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით
Received On : 13.04.2020 08:02

(ვრცელი გზავნილი)

 

საართველო ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა კოვიდ19-თან ბრძოლის თავლსაზრისით და ეს იმ სწორი და ეფექტური ნაბიჯების შედეგია, რომელიც ხელისუფლებამ, მისმა ყველა შესაბამისმა უწყებამ გაატარა ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის.

 

საგანგებო მდგომარეობაც და ყველა სხვა შეზღუდვაც წესდება სწორედ იმისთვის, რომ  რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ ეპიდემიასთან გამკლავება.  შეზღუდვების მოქმედება და უსაფრთხოების ნორმების დაცვა დღეს, ნიშნავს ეკონომიკის ამოქმედებას და ცხოვრების ნორმალური რიტმის დაბრუნებას ხვალ და არა თვეების შემდეგ. და თქვენ იცით, ბევრმა ქვეყანამ, რომელმაც გაუშვა შანსი შეზღუდვები დროულად დაეწესებინა და მინიმალური ზიანით გამოსულიყო ამ პროცესიდან, საბოლოო ჯამში უფრო მძიმე შედეგი მიიღო და დღეს -იტალია, გერმანია, იაპონია და მრავალი სხვა, ჩვენზე ბევრად უფრო მდიდარი და ძლიერი ქვეყანა აცხადებს, რომ მინიმუმ ახალ წლამდე მოუწევთ საგანგებო მდგომარეობაში ცხოვრება, რაც ნიშნავს კიდევ მეტ პრობლემას, კიდევ უფრო გაღრმავებულ ეკონომიკურ კრიზისს და კიდევ უფრო ნაკლებ შანსს, მინიმალური დანაკარგებით გამოვიდნენ ამ რთული სიტუაციიდან.

 

ჩვენი, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გუნდის უმთავრესი ამოცანა, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაა, თუმცა ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისი არ გადაიზარდოს მძიმე ეკონომიკურ კრიზისსა და შიმშილში.

 

და დღეს, როცა წინ გველის ეპიდემიის პიკი, ჩვენ, მთელი საზოგადოება, ვალდებულები ვართ გამოვიჩინოთ მაქსიმალური სოციალური პასუხისმგებლობა, გამოვავლინოთ მაქსიმალური ზრუნვა ჩვენი შვილების, ჩვენი მშობლების, ახლობლების, ერთმანეთისადმი, არ გავიდეთ გარეთ თუ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის და ერთად დავამარცხოთ ეს უხილავი მტერი.

ეს არის ჩვენი ერთადერთი შანსი მოვერიოთ პანდემიას და საქართველო ერთ-ერთი პირველი გამოვიდეს ამ მძიმე კრიზისიდან, ეს არის ერთადერთი შანსი დავიცვათ ჩვენი ოჯახები და ქვეყანა ეკონომიკური კრიზისისგან.

 

ყველამ ერთად უნდა გავიჭირვოთ დღეს, რომ გავიმარჯვოთ ხვალ!

 

ეს არის ერთადერთი შანსი დროულად, მაისში (შუა რიცხვები) მოვხსნათ შეზღუდვები და გადავარჩინოთ ერთმანეთის სიცოცხლე, გადავარჩინოთ ქვეყანა, გადავარჩინოთ ჩვენი ოჯახები და ქვეყნის მომავალი ეკონომიკური კრიზისგან, გადავარჩინოთ ხალხი შიმშილს.

 

და დღეს, თითოეული ქართველის, ვისაც თავისი ქვეყანა უყვარს, თითოეული ქრისტიანის, ვისაც მოყვასი უყვარს, ერთადერთი ვალდებულებაა მომავალი ორი კვირა დარჩეს სახლში, გაუფრთხილდეს საკუთარ თავს, გაუფრთხილდეს საკუთარ ოჯახს, გაუფრთხილდეს სხვას. ეს არ არის ხუმრობა, ეს არის ომი უხილავ მტერთან, ბრძოლა, რომელშიც ყველა ჩვენგანი უნდა ჩავერთოთ და გავიმარჯვოთ, ჩვენი ოჯახების და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის!

 

დაჩით სახლში! გაუფრთხილდით საყვარელ ადამიანებს, გაუფრთხილდით საკუთარ ხალხს და ქვეყანას!

 

 

დამატებითი გზავნილი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოსაყენებლად:

 

•          დღეს, ქვეყანას და ეკლესიას კორონა ვირუსის სახით საერთო მტერი ჰყავს, თუმცა არსებობს კიდევ ერთი საერთო მტერი, მავნებელი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ, ეკლესიისა და სახელმწიფოს დაპირისპირებას, რათა პანდემიის შესაძლო მასშტაბური გავრცელება რომელიმე მათგანს, ან ორივეს ერთად დაბრალდეს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ბნელებად, ხოლო სახელმწიფო უნიათოდ შერაცხონ. შეარყიონ სახელმწიფოს საფუძვლები და ეკლესიის ავტორიტეტი. ამ ძალებისთვის ბინძური პროპაგანდის აგორების ყველაზე კარგი საჩუქარი სწორედ ჩვენი, ამ ქვეყნის მოქალაქეების უპასუხისმგებლო მოქმედებება იქნება, რაც არ უნდა დავუშვათ.

რა თქმა უნდა, სასულიერო პირები ვერ ეტყვიან საკუთარ საწმყსოს, რომ არ მოვიდნენ ეკლესიაში, სასულიერო პირი ვერ დაუხურავს კარს გაჭირვებაში მყოფ ადამიანს, რომელსაც სულიერი თანადგომა და სულიერი საზრდო სჭირდება, მაგრამ ჩვენი ამ ქვეყნის მოქალაქეების და ეკლესიის მრევლის ვალდებულებაა, არ დავაყენოთ ამ მძიმე არჩევანის წინაშე ჩვენი ეკლესია, არ შევუქმნათ ეს მძიმე უხერხულობა ჩვენს მოძღვრებს და ამ ერთხელ თავი შევიკავოთ ხალხმრავალ პროცესიებში მონაწილეობისგან, სახლში ვილოცოთ მოყვასის, ქვეყნის,  სულიერი და ფიზიკური გადარჩენისთვის. 

 

დღეს ყველაზე დიდი ქართველობა, სახლში დარჩენა და საკუთარი თავის, საკუთარი თანამემამულეების ვირუსის გავრცელების საფრთხისგან დაცვაა, დღეს ყველაზე დიდი ქრისტიანობა, ვირუსის გავრცელების რისკისგან მოყვასის დაცვაა; დღეს სახლში დარჩენა უფრო დიდი თავმდაბლობა, ქრისტიანობა და პატრიოტიზმია, ვიდრე თუნდაც ლიტურგიაში მონაწილეობა. ეს მოგვცემს შანსს გადავარჩინოთ ერთმანეთის სიცოცხლე.

www.StopCoV.ge