From : salome.kekelidze@pensions.ge
To : nturnava@moesd.gov.ge; I.matchavariani@mof.ge; etikaradze@moh.gov.ge
Subject : CV's Received to date
Received On : 20.01.2020 07:45
Attachments :

-----Original Message----- From: giorgi@mirotadze.ge Sent: Wednesday, January 15, 2020 9:11 PM To: Salome.Kekelidze@pensions.ge Subject: Application for Director's Position ქალბატონო სალომე, სურვილი მაქვს შემოვიტანო განაცხადი საქართველოს საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე. ბოლო 16 წელია ვმუშაობ ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქართველოს კომეციულ ბანკებში. საბანკო კარიერა დავიწყე "ბანკ რესპუბლიკაში", რესურსების მართვისა და სტრატეგიული განვითარების დირექტორის თანამდეობაბაზე. შემდეგ "კასკად ბანკში" ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე, ხოლო შემდეგ "ფინკა ბანკში" იგივე თანამდებობაზე. ჩემი ყოველდღიური ფუნქციების შესრულების გარდა, ფინანსური დირექტორის როლში, 2012 წლიდან გახლავართ "ფინკა კოსოვოს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ამ თანამდებობებმა საშუალება მომცა შემესწავლა მეზობელი ქვეყენბის სიტუაციაც, ისევე როგორც, შემეთვისებინა საზედამხედველო როლის სპეციფიკა. თბილისის სახლემწიოფო უნივერსიტეტის ფიზიკის და ეკონომიკის ფაკულტეტების დამთავრების შემდეგ, სწავლა განვაგრძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, "ჰოვსტრას უნივერსიტეტში" მასკის პროგრამის დაფინანსებით, სადაც მივიღე ბიზნესის ადმინისტრაციის მაგისტრის ხარისხი საბანკო საქმესა და ფინანსებში. შემდგომში, "ფინკა ბანკში" მუშაობის პარალელურად, სწავლა განვაგრძე ამერიკის საბანკო ასოციაციის "სტონიერის" საბანკო მენეჯმენტის ორწლიანი, დაჩქარებული პროგრამით. იმავე წლებში მონაწილეობა მივიღე არაერთ საერთაშორისო პროგრამაში საბანკო რისკების მართვაში და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებში. "ჰოვსტრას უნივერსიტეტშიც" და შემდგომ პერიოდშიც აქტიურად ვინტერესდებოდი საინვესტიციო პორტფელის მართვით. ჩემს მიერ შემუშავებულმა დივერსიფიკაციის სტრატეგიამ არაერთხელ მოიტანა საშუალო საბაზრო განაკვეთზე უფრო მაღალი ამონაგები გრძელვადიან ჭრილში. აგრეთვე, გამაჩნია Moore & Stephens-ის დაგროვებით საპენსიო პროგრამაში უშუალო მონაწილეობის და საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავების გამოცდილება. მადლობელი ვიქნები თუ მომიწვევთ გასაუბრებაზე. ჩემი საკონტაქტო ინფორმაციაა, ელ-ფოსტა: giorgi@mirotadze.ge და ტელეფონი: +995 599 947993. წერილს თან ვურთავ ჩემ CV-ს ქართულ და ინგლისურ ენებზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. პატივისცემით, გიორგი მიროტაძე