საბჭოს პატივცემულო წევრებო,
გაცნობებთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ყოველწლიური ფორუმი გაიმართება 2020 წლის 13 თებერვალს სასტუმრო ჰოლიდეი ინ-ში.
სამდივნო სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო კომუნიკაციაში მუშაობს დღის წესრიგის საკითხებზე.
დღის წესრიგს მოგაწვდით დასრულებისთანავე.
აქვე გაცნობებთ, რომ ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მომდევნო, 96-ე სხდომა დაიგეგმა 25 თებერვლისთვის.
პატივისცემით,
სამდივნო