From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : etikaradze@moh.gov.ge; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; atalakvadze@moh.gov.ge
Subject : COVID-19 განვითარების სცენარები
Received On : 11.03.2020 09:50
Attachments :

კონფიდენციური, სამსახურეობრივი სარგებლობისთვის

 

ქალბატონო ეკატერინე,

მოგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა იმუშავა ახალი კორონავირუსის (COVID-19) ეპიდსიტუაციის შესაძლო განვითარების სცენარებზე, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას დაეხმარება რეაგირების სტრატეგიის შემუშავებასა და ოპერაციულ დაგეგმვაში.

წარმოდგენილია ეპიდსიტუაციის მიმდინარეობის 3 სავარაუდო ვარიანტი, შემთხვევების შეფასებით მაჩვენებლებზე დაყრდნობით, რომელიც ეფუძნება სხვადასხვა დაშვებებსა და გათვლებს.

  1. ვარიანტი 1 ეფუძნება აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების მიერ შემუშავებულ ხელსაწყოს FluSurge 2.0, რომლის საშუალებითაც ხდება გრიპის პანდემიის დროს მთლიანი მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის გათვალისწინებით, დაინფიცირებული კოჰორტის შეფასებით მაჩვენებელზე დაყრდნობით, საავადმყოფოების სიმძლავრეების წინასწარი გათვლები, რათა შეფასდეს ქვეყნის არსებული რესურსები და პანდემიის დროს განხორციელდეს მათი სწორი მართვა (დანართი 1).

 

  1. ვარიანტი 2 ეფუძნება ამ დროისათვის ჩინეთში მიმდინარე COVID-19 რეალურ ეპიდსიტუაციას. შესაბამისი ყოველდღიურად აღმოცენებული შემთხვევების, გადადების სიხშირისა და შემთხვევების გაორმაგების მონაცემების საფუძველზე აიგო ანალოგი მოდელი, მიმდიარეობის სავარაუდო სცენარისთვის საქართველოში. გამომდინარე მიღებული შეფასებითი ციფრებიდან დაიგეგმა ჯანდაცვის სისტემის რესურსების სავადაურო საჭიროება (დანართი 2). 

 

  1. ვარიანტი 3 ეფუძნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ და უახლეს კვლევებზე დაფუძნებულ, შემთხვევების გაორმაგების მონაცემებსა და ყოველდღიური ზრდის ბოლო პერიოდის სიხშირეს. აღნიშნული გაორმაგების სიხშირე მორგებულია დასავლური დემოკრატიის მქონე ლიბერალურ ქვეყნებზე. შესაბამისად, შეფასებითი ციფრების გამოყენებით, მოხდა სავარაუდო გათვლების წარმოება, რათა წინასწარ იქნას განჭვრეტილი ჯანდაცვის სექტორის რესურსების საჭიროების მოცულობა და დატვირთვა (დანართი 3). 

 

სამივე ვარიანტის საერთო დაშვებაა, რომ გამომდინარე დღეს არსებული მონაცემებით, COVID-19 მსვლელობისას მოხდება მოსახლეობის 80 / 20% თანაფარდობით დაინფიცირება, სადაც 80% დაავადებას გადაიტანს მსუბუქად (არ საჭიროებს განსაკუთრებულ ჩარევას), ხოლო 20% საჭირო იქნება საგანგებო მეთვალყურეობა (აქედან 15% წარიმართება მძიმედ და საჭირო იქნება ინტენსიური მეთვალყურეობა, ხოლო 5% იქნება კრიტიკული მძიმე შემთხვევები და დამატებით საჭირო იქნება ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატის გამოყენება). როგორც მოგახსენეთ, წარმოდგენილი ვარიანტები არის შეფასებითი, რაც დამატებით საჭიროებს სხვადასხვა სტრუქტურებთან თანამშრომლობით და ჩართულობით საბოლოო სამოქმედო (ოპერატიული) გეგმის ჩამოყალიბებას.

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის შესაძლო მიმდინარეობის სავარაუდო ვარიანტებთნ ერთად ასევე გაწვდით:

COVID-19-ის შემთხვევებისთვის სტრატეგიული მზადყოფნის და რეაგირების გეგმას შეზღუდვის/შეკავების ფაზაში;

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ქვეყნებისთვის შედგენილ, მოკლევადიანი ოპერაციული გეგმის სახელმძღვანელო / ნიმუშს (ქართულ ენაზე);

ნიმუშ-დოკუმენტს, რითც უნდა იხელმძღვანელოს ქვეყნებმა COVID-19 მიმართებაში სტრატეგიულო დაგეგმვასა და მარაგების/ხარჯების მობილიზებაში (ინგლისურ ენაზე).

აქედან გთხოვთ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ მეორე დოკუმენტს - COVID-19-ის შემთხვევების სავარაუდო 3 ვერსია.

პატივისცემით,

ამირანი

 

ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

გენერალური დირექტორი

 

კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198

ტელ.: +995 32 2192599

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

 

Description: NCDC logo3