| From : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | gsakhokia@gov.ge; liluashvilibeqa@gmail.com |
| Subject : | COVID 19 დაკავშირებული რეკომენდაციები |
| Cc : | etikaradze@moh.gov.ge; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; m.tskitishvili@mrdi.gov.ge; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge> |
| Received On : | 29.03.2020 17:46 |
| Attachments : |
ბატონო გიორგი,
კოლეგებო,
გლობალური და რეგიონული ტენდენციების გათვალისწინებით, საქართველოში ამჟამად არსებული ეპიდსიტუაციის განვითარების ანალიზის
საფუძველზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა განიხილა ბოლო ერთი თვის მანძილზე საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის წარდგენილი რეკომენდაციები და მათი შესრულების ამჟამინდელი სტატუსი. ისინი კლასიფიცირებულია
სამ ძირითად მიმართულებად: (i)
რეკომენდაციები, რომელიც განსახორციელებელი იყო მულტისექტორული თანამშრომლობის ფარგლებში;
(ii)
რეკომენდაციები ჯანდაცვის სფეროს ფარგლებში; (iii)
რეკომენდაციები უშუალოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში.
რეკომენდაციების და მათი მიმდინარეობის სტატუსის აღნიშნულ გაფართოებულ დოკუმენტს თან ვურთავ წერილს ბმულის სახით. ვრცელი დოკუმენტიდან
ამ ეტაპზე გამოვყოფდი, ჩვენი აზრით, ყველაზე უფრო მნიშვნელოვან გზავნილებს:
1.
მომავალი ერთი თვის (შესაძლოა უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაშიც) ქვეყანაში მნიშვნელოვნად მოიმატებს კორონავირუსული
ინფექციის ახალი შემთხვევების რაოდენობა. უკვე გვაქვს მართალია კვლევაში არსებული შიდა გადაცემის სამი შემთხვევა, მაგრამ დიდი ალბათობით აქედან ორში სავარაუდოდ ვერ გავალთ პირველწყაროზე. სამწუხაროდ ბათუმში დღეს უკვე ფიქსირდება სამედიცინო მუშაკის (ექთნის) დაინფიცირების
პირველი შემთხვევა ინფექციურ საავადმყოფოში. ეს უკანასკნელი საჭიროებს დამატებით დადასტურებას ლუგარის ცენტრში (და ამიტომაც ამ ეტაპზე სტატისტიკაში არ ვამატებთ), თუმცა დიდი ალბათობით, რადგან ბათუმს უკვე საკმარისი გამოცდილება დაუგროვდა ლაბორატორიული დიაგნოსტიკის,
შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს შემთხვევა დადასტურდება. პაციენტის მიმართ უკვე ხორციელდება ყველა საჭირო ეპიდ და სამკურნალო ღონისძიება.
2.
გლობალური და განსაკუთრებით რეგიონალური ეპიდსიტუაციის გაუარესება, ასევე ჩვენთან მართალია ჯერჯერობით დუნედ, მაგრამ
მაინც შემთხვევების მატება, ქვეყანაში შიდა გავრცელების ფაქტების არსებობა, რომელმაც შეიძლება მიიღოს ჯაჭვური გავრცელების სახე, საქართველოს მოქალაქეების მოსალოდნელი მასობრივი გადმოყვანა მაღალი რისკის ევროპული ქვეყნებიდან, გვაძლევს საფუძველს საგანგებო მდგომარეობის
ღონისძიებების მაქსიმალური გამკაცრების რეკომენდირების. განსახილველია და გადასაწყვეტია საყოველთაო კარანტინის და იზოლაციის შემოღების საკითხი, ერთადერთი გამონაკლისით - მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შენარჩუნების შესაბამისი ორგანიზაციული მართვით, რათა სრულად
არ შეჩერდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. ამ გადაწყვეტილების მიღებისას განსახილველია, თუ როდის იქნება ოპტიმალური თარიღი ამ ღონისძიების დაწყების, რადგან მას ქვეყნის მთელ ტერიოტრიაზე სპეციალური მომზადება და შესაბამისი რესურსების მობილიზება სჭირდება.
3.
საყოველთაო კარანტინის და იზოლაციის შემოღება რადიკალურად გააუმჯობესებს ამჟამად შემოღებული ღონისძიებების აღსრულების
ეფექტურობას, განსაკუთრებით სოციალური დისტანცირების თვალსაზრისით, რომელიც დადასტურებულად მთავარი იარაღია პანდემიებთან ბრძოლის. განსახილველია საყოველთაო კანრანტინის ხანგრძლივობა, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებით არის 4-დან 8 კვირამდე.
4.
რადგან ინფექციის ფართო გავრცელების პირობებში ძირითადი დაწოლა გადავა ჯანდაცვის სექტორზე, დასაჩქარებელია საავადმყოფოთა
ეტაპობრივი მზაობის კონკრეტული გეგმის დამტკიცება, ასევე პირველადი ჯანდაცვის მიერ ამ პროცესში მსუბუქი შემთხვევების მართვის კონკრეტული გეგმის დამტკიცება, ცხელების ცენტრების დროული ჩამოყალიბება და ამუშვება, თითოეული ამ სამედიცინო დაწესებულების შიდა ოპერაციული
გეგმებისა და მარაგების ყოველდღიური მონიტორინგი, გაძლიერებული ინფექციის კონტროლი, რათა პრევენცია გაკეთდეს ინფექციის შიდა გავრცელების და სამედიცინო პერსონალის დაზიანების მაქსიმალური მინიმიზაციის.
5.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ლაბორატორიული სიმძლავრეების სწრაფ გაფართოებას, ყველა ტიპის ტესტების („ოქროს
სტანდარტი“ პჯრ ტექნოლოგიებზე დამყარებული, სწრაფი ანტიგენზე დამყარებული და ასევე ანტისხეულებზე დამყარებული) საკმარისი რაოდენობის არსებობას. აუცილებელია ქვეყანაში როგორც პერსონალური დაცვის საშუალებების, ისე სამკურნალო-წამლო საშუალებებისა და ლაბორატორიული ტესტების
სამი-ექვსი თვის მიმდინარე და ხელუხლებელი მარაგების ქონა. ჩვენი გათვლებით, მომავალი 3 თვის განმავლობაში საჭიროა დაახლოებით გვქონდეს 500 000-მდე სამედიცინო პერსონალის პირადი დაცვის საშუალებების მარაგები, პჯრ ტექნოლოგიებზე დამყარებული 70 000-100 000 ნიმუშის კვლევის
ტესტი, სწრაფი, ანტიგენზე დამყარებული 200 000-მდე ტესტი და ანტისხეულების კვლევაზე დამყარებული 50 000 ტესტი. თავისთავად, ეს ციფრები შეფასებითია და ისინი შეიძლება შეიცვალოს ეპიდსიტუაციის განვითარების მიხედვით. ეს ციფრები ეხება მთლიანად ქვეყანას და მის შექმნაში
მონაწილეობა უნდა მიიღოს როგორ სახელწიფო, ასევე კერძო სექტორმა.
6.
ადამიანური რესურსების, მათ შორის სამედიცინო პერსონალის, მოხალისეების და ფსიქოლოგების მობილიზება და სწრაფი გადამზადება
სხვადასხვა ონლაინ და დისტანციური სწავლების მეთოდებით, მათ შორის საზოგადოებრივი არხის საეთერო დროის გამოყენება, შესაბამისი სასწავლო ლექციებისა და რეკომენდაციებისთვის.
7.
მოსახლეობაში
პანიკის
თავიდან
აცილებისა
და
სოციალური
გარემოს
გაუმჯობესების
მიზნით,
ყოველდღიური
საინფორმაციო
ბრიფინგის,
ძლიერი ერთიანი ცხელი ხაზის აწყობა, საინფორმაციო ვებ-გვერდისა და მიზნობრივი აპლიკაციების გაშვება, რომლებიც მაქსიმალურად მოახდენენ მოსახლეობაში
პანიკის პრევენციას. მოსახლეობისათვის შინ მოვლისა და სოციალური პაკეტების შემუშავება განსაკუთრებით მოწყვლადი ჯუფების დასახმარებლად.
8.
საერთაშორისო ფინანსურ (დონორულ) ორგანიზაციებთან, დიდი ქვეყნების საელჩოებთან მუშაობის გაძლიერება, როგორც ჯანდაცვითი,
ისე ეკონომიკური განვითარების სტიმულირების მიზნით, მათი მხარდაჭერის მოსაპოვებლად. განსაკუთრებულია მათი როლი დღეს გლობალური დეფიციტის პირობებში ყველა სახის ,მარაგების შევსსების პროცესში.
ეპიდსიტუაციის განახლებას ტრადიციულად გამოვგზავნი ხვალ დილის 10 საათისთვის.
თუ ჩათვლით მიზანშეწონილად, რომ რეკომენდაციები გაჟღერდეს ჩვენგან, მზად ვარ მოვიდე ნებისმიერ დროს
მთავრობის ადმინისტრაციაში.
პატივისცემით
ამირანი
ამირან გამყრელიძე,
მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
გენერალური დირექტორი
კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198
ტელ.: +995 32 2192599
Email:
a.gamkrelidze@ncdc.ge