From : Alex Andjaparidze <aandja@yahoo.com>
To : etikaradze@moh.gov.ge
Subject : COVID 19 მძიმე კლინიკური ფორმის პრევენცია.
Cc : tgabunia@moh.gov.ge; Amiran Gamkrelidze <a.gamkrelidze@ncdc.ge>
Received On : 02.04.2020 11:37
Attachments :

ქალბატონო ეკატერინე ,

მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ყველა მედიცინის მუშაკს იმ თავდადებისა  და შრომისთვის რასაც თქვენ ეწევით კორონავირუსული ინფექციის პრევენციისა  და კონტროლისათვის.

მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი თავი - ალექსანდრე ანჯაფარიძე, ვირუსოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. 25 წელიწადზე მეტი ვმუშაობდი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში. აღმოჩენილი მაქვს ორი ვირუსი.

საქმე ეხება  COVID19-.

დღესდღეობით არსებული ცოდნის და ინფორმაციის საფუძველზე მინდა მოგაწოდოთ ჩემი შეხედულება  COVID 19- თან დაკავშირებით.

COVID19-ის მძიმე კლინიკური ფორმის პრევენცია ( უფრო სწორედ ვირუსის რაოდენობის შემცირება  reduction of virus load )  შესაძლებელია ორი პრეპარატის გამოყენებით.
ამ შეთავაზების დეტალური ინფორმაცია  და დასაბუთება  ქართულად (შემცირებული ვარიანტი), ინგლისურად და რუსულად მოცემულია დანართში.

დღეს შევხვდი ბატონ ამირანს და მის თანამშრომლებს. მათი  რჩევით გიკავშირდებით  თქვენ და ქალბატონ თამარს რათა ამ საკითხის განხილვა შესაძლებელი გახდეს კლინიკურ ჯგუფთან.

პატივისცემით,

ალექსანდრე ანჯაფარიძე



Dr. Alexander Andjaparidze M.D. Sc.D. M.S. e-mail: aandja@yahoo.com Mob.: +995 571 40 44 39 Tel.: +995 322 93 17 00