როგორც მოგეხსენებათ, საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე ნომინირებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა. ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო ელექტრონულ კენჭისყრაზე აყენებს ქალბატონი მინისტრის საბჭოს თავმჯდომარედ არჩევის საკითხს. საწინააღმდეგო აზრის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება არაუგვიანეს 16 აგვისტოს 18:00 საათისა. აღნიშნული დროის ამოწურვის შემდეგ საკითხი შეთანხმებულად ჩაითვლება საბჭოსთან.
პატივისცემით,
ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო