საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, 

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, 

Labour, Health and Social Affairs of Georgia

KA030108139582820

საქართველო, თბილისი 0119, აკ.წერეთლის გამზ.144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ცხელი ხაზი: (+995 32) 251 00 26; 15 05; ელ.ფოსტა: info@moh.gov.ge
144 Ak.Tsereteli ave., 0119, Tbilisi, Georgia; Tel: (+995 32) 251 00 11; Hot line: (+995 32) 251 00 26; 15 05; E-mail: info@moh.gov.ge

   № 01/4630 25 / აპრილი / 2020 წ.    
ა/ო,,ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელს,
ვანესა და პრჟემისლ ანტონების წარმომადგენელს,
ბატონ არჩილ კაიკაციშვილს
მისამართი: ქ. ქობულეთი, სოფელი ქვედა სამება,
მე-7 V ჩიხი №1


ბატონო არჩილ,

თქვენი 2020 წლის 24 აპრილის №39412 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ზემოხსენებულ წერილობით მიმართვაში აღნიშნული საკითხი, კერძოდ, თქვენს 2020 წლის 7 თებერვლის №14634 წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული გარემოებების შესწავლის შედეგების ამსახველი მოხსენებითი ბარათი, მინისტრის მიერ რეაგირებისთვის 2020 წლის 27 თებერვალს დაეწერა მინისტრის მოადგილეს, თამილა ბარკალაიას (ვინაიდან ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის უფლებამოსილებისა და ფუნქციების განსაზღვრის შესახებ“ მინისტრის 2020 წლის 21 თებერვლის №01-59/ო  ბრძანების შესაბამისად, თამილა ბარკალაიას დაქვემდებარებაში განისაზღვრა სსიპ-სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო).

მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას მიერ, ზემოაღნიშნული მოხსენებითი ბარათი, ასევე შემდგომი რეაგირების მიზნით, 2020 წლის 28 თებერვალს გადაეწერა სსიპ-სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს.

 პატივისცემით,

 

შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
კახაბერ ძიმისტარიშვილი