| ||||||||
საქართველო, თბილისი 0119, აკ.წერეთლის გამზ.144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ცხელი ხაზი: (+995 32) 251 00 26; 15 05; ელ.ფოსტა: info@moh.gov.ge | ||||||||
| ||||||||
ა/ო,,ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელს, ვანესა და პრჟემისლ ანტონების წარმომადგენელს, ბატონ არჩილ კაიკაციშვილს მისამართი: ქ. ქობულეთი, სოფელი ქვედა სამება, მე-7 V ჩიხი №1 | ||||||||
ბატონო არჩილ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა განიხილა თქვენი 2020 წლის 16 აპრილის №38166 წერილობითი მიმართვა, რომლითაც ითხოვთ თქვენს 2020 წლის 7 თებერვლის №14634 წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული გარემოებების შესწავლის შედეგების გადაცემას მინისტრის გადაწყვეტილება/რეაგირების ჩათვლით. გაცნობებთ, რომ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მოგაწოდოთ თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, ვინაიდან მინისტრისთვის წარდგენილი შესწავლის შედეგების ამსახველი მოხსენებითი ბარათი წარმოადგენს შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტს, რომლის გაცნობაც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, შესაძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილებით. პატივისცემით,
შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი კახაბერ ძიმისტარიშვილი |