|
||||
|
||||
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს
შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის
კახაბერ ძიმისტარიშვილის |
||||
|
მოხსენებითი ბარათი
|
||||
|
ქალბატონო ეკატერინე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს, რეაგირებისთვის დაეწერა ა/ო ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ 2020 წლის 7 თებერვლის №14634 წერილობითი მომართვა, რომელშიც საუბარია 2020 წლის 5 თებერვალს არასრულწლოვან ვანესა ანტონთან შეხვედრისას განვითარებულ მოვლენებზე. წერილობითი მომართვაში მითითებულია, რომ 2020 წლის 5 თებერვალს, შსს ორგანოებიდან განხორციელებული კომუნიკაციის შედეგად, ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქე პრჟემისლ ანტონისთვის ცნობილი გახდა, რომ ორი სოციალური მუშაკი მოითხოვდნენ არასრულწლოვან ვანესა ანტონთან დაუყოვნებლივ შეხვედრას, რაზეც პრჟემისლის მხრიდან გამოითქვა მზაობა და დაიგეგმა შეხვედრა კონკრეტულ მისამართზე. აღნიშნულ მისამართზე ვიზიტის განხორციელების საწყის ეტაპზევე, არასრულწლოვანი ბავშვის დედამ - ოლივია ანტონმა დაიწყო ვიდეოგადაღების პროცესი, რაზეც არჩილ კაიკაციშვილის მიერ (პრჟემისლ ანტონის წარმომადგენელი) გამოძახებულ იქნა საპატრულო ეკიპაჟი. არჩილ კაიკაციშვილი მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მან მოუწოდა სოციალურ მუშაკებს ეთქვათ ბავშვის დედისთვის - ოლივია ანტონისთვის, რომ ადგილზე ,,ნუ იწვევდა პროვოკაციულ ქცევას“, თუმცა, მათი მხრიდან არანაირი ქმედება არ ყოფილა. აქვე აღსანიშნავია, რომ, წარმომადგენლის გადმოცემით, იმ კონკრეტულ პერიოდში, არასრულწლოვანის დედას არ ჰქონდა ბავშვის ნახვის დღე/საათები, რის გამოც იგი ამ შეხვედრაზე არ უნდა ყოფილიყო. თავად დედის, ოლივია ანტონის განმარტებით, მას სოციალურმა მუშაკებმა ურჩიეს, მისულიყო შეხვედრის ადგილას. შეხვედრაზე არასრულწლოვანმა ვანესა ანტონმა უარი განაცხადა სოციალურ მუშაკ ნინო იობაშვილთან გასაუბრებაზე. აგრეთვე, განმცხადებელი აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ შეხვედრის დროს, ეზოში მყოფი სსიპ- სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი/იურისტი შეეცადა მისთვის ჩაებარებინა დოკუმენტი, რომელიც შეეხებოდა პრჟემისლ ანტონის მიმართ ადმინისტრაციული წესით გატარებულ ღონისძიებას. მოგახსენებთ, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში ასევე შემოსული იყო ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქე პრჟემისლ ანტონის 2019 წლის 6 ნოემბრის №155678 და 15 ნოემბრის №160749 განცხადებები, რომლებიც შეეხებოდა არასრულწლოვანი ვანესა ანტონის მიმართ განხორციელებულ შესაძლო უფლებადარღვევის ფაქტებს. აღნიშნული განცხადებების საფუძველზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელა საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგები მოგხსენდათ 2019 წლის 2 დეკემბრის №01-12315 მოხსენებითი ბარათით. როგორც თქვენთვის ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 სექტემბრის N2/21928-19 საქმეზე მიღებული განჩინებით, მოსარჩელე - რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ოლივია ანტონის და მოპასუხე - ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქე პრჟემისლ ანტონის შორის დავაზე (დავის საგანი იყო - არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული არასრულწლოვანის (შვილის, ჩეხეთის მოქალაქე ვანესა ანტონის) კვიპროსში დაბრუნება), თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს დაევალა ზემოთ ხსენებული მოდავე მხარეების არასრულწლოვანი შვილის - ვანესა ანტონის სოციალური გარემოს, საცხოვრებელი და სხვა პირობების შესწავლა. აღნიშნულ საქმეს, დასაწყისიდან დღემდე, წარმართავს ვაკე-საბურთალოს რაიონული ცენტრის სოციალური მუშაკი ნინო იობაშვილი. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ წინამდებარე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო 2019 წლის 22 ოქტომბერს. განმცხადებლის ინფორმაციით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხე მხარემ - მამამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, 2019 წლის 22 ოქტომბერს, ასევე, გამოცემულ იქნა განჩინება დროებითი განკარგულების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ვანესა ანტონის დედას, საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, განესაზღვრა შვილთან ურთიერთობის წესი. საქმის მასალების შესწავლის და გაანალიზების შედეგად, შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ, იმ ეტაპზე არ იქნა დადგენილი სოციალური მუშაკის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტი, რადგან განმცხადებლის მიერ მოყვანილი გარემოებების შესწავლის შედეგად, სოციალური მუშაკის - ნინო იობაშვილის მხრიდან ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები არ დადასტურდა და შესაბამისად, მისი საქმიდან ჩამოცილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობდა. რაც შეეხება 2019 წლის დეკემბრის თვიდან განვითარებულ მოვლენებს, ინფორმაცია აღნიშნულზე გამოთხოვილ იქნა სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შესაბამისი სამსახურებიდან. მათვე ეთხოვათ, განსახილველ წერილობით მიმართვაში დაფიქსირებულ გარემოებებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა. მიღებული მასალების გაანალიზების შედეგად მოგახსენებთ შემდეგს: შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, სრულად არის ჩატარებული სასამართლო განჩინების აღსრულებასთან დაკავშირებული ქმედებები, კერძოდ: 1. 2020 წლის 22 იანვარს, ქ.თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიერ გამოცემულია დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, რომლითაც პრჟემისლ ანტონს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17313 - ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი – გაფრთხილება. 2. 2020 წლის 10 თებერვალს, სსიპ-სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს რაიონული ცენტრის მიერ გამოცემულია დადგენილება ადინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, რომლითაც პრჟემისლ ანტონს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი – 500 ლარის ოდენობით. რაც შეეხება უშუალოდ, 2020 წლის 5 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს, როგორც სსიპ-სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, სააგენტოს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული ცენტრის სოციალურ მუშაკებს ქ.თბილისის პოლიციის მე-4 განყოფილების გამომძიებლის მიერ სატელეფონო შეტყობინებით ეცნობათ, რომ ოლივია ანტონი მოითხოვდა შვილის - ვანესა ანტონის მუდმივი საცხოვრებლის დადგენას და მისი მდგომარეობის გადამოწმებას. არასრულწლოვანის მამა, პრჟემისლ ანტონი დაეთანხმა მისი არასრულწლოვანი შვილის - ვანესა ანტონის მდგომარეობის გადამოწმებას მიმდინარე წლის 5 თებერვალს 21:00 საათისთვის, საცხოვრებელ მისამართზე, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე N61ბ. აღნიშნულის შესახებ, სოციალური მუშაკების მხრიდან განხორციელდა სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობისა და აღსრულების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის - გიორგი კუპრეიშვილის ინფორმირება. სასამართლო განჩინების აღსრულებისა და ბავშვის მდგომარეობის გადამოწმების მიზნით, ზემოხსენებულ მისამართზე გამოცხადდნენ სოციალური მუშაკები (ნინო იობაშვილი და ელენე მარტაშვილი) და სასამართლო წარმომადგენლობისა და აღსრულების სამმართველოს უფროსის მ/შ (გიორგი კუპრეიშვილი). უშუალოდ ადგილზე განვითარებულ მოვლენებს დეტალურად აღწერს სოციალური მუშაკი ნინო იობაშვილი საკუთარ 2020 წლის 14 თებერვლის №07-13/85 დასკვნაში. ხსენებულ დოკუმენტში რადიკალურად განსხვავებულადაა აღწერილი ა/ო ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ 2020 წლის 7 თებერვლის №14634 წერილობითი მომართვაში დაფიქსირებული ფაქტები, მათ შორის, არასრულწლოვანის დედის ინფორმირების, ვიდეოგადაღების, დოკუმენტის ჩაბარების და სხვა საკითხები (იხ. დანართი №2) ზემოხსენებულ დასკვნაში საყურადღებოა ფაქტი, როდესაც ბავშვმა - ვანესა ანტონმა, უარი განაცხადა ნინო იობაშვილთან გასაუბრებაზე (აღნიშნული, ასევე, ფიქსირდება ა/ო ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ 2020 წლის 7 თებერვლის №14634 წერილობითი მომართვაში): ,,... როდესაც ... ბავშვი გამოვიდა ... მამა დაიხარა მისკენ, ჩეხურად რამდენიმე სიტყვა უთხრა და შემდეგ ხმამაღლა განაცხადა, რომ ბავშვს რაღაცის თქმა უნდა, თარჯიმანმა ვანესას დაბალ ხმაზე ნათქვამი თარგმნა - „მე არ ვიცი ვინ არის ნინო, მაგრამ ვანესა ამბობს, რომ არ უნდა ნინოსთან საუბარი“. რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, და იმის გამო, რომ ისედაც მცირე დროში არ შექმნილიყო კონფლიქტური სიტუაცია, მე დავტოვე ბინა და ჩავედი ეზოში, ხოლო ელენე მარტაშვილი და მართლწესრიგის ოფიცერი შევიდნენ ოთახში. ... 22:00 სთ-ზე ელენე მარტაშვილმა დაასრულა ბავშვთან გასაუბრება და დატოვა საცხოვრებელი“. აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვანმა, ვანესა ანტონმა უარი განაცხადა ნინო იობაშვილთან გასაუბრებაზე, რასაც გართულებების თავიდან არიდების მიზნით, დაეთანხმა თავად სოციალური მუშაკი. ამგვარად, 2020 წლის 5 თებერვალს, ნინო იობაშვილმა ვერ შეძლო არასრულწლოვანთან - ვანესა ანტონთან კომუნიკაცია, შესაბამისად, ვერ შეძლო განეხორციელებინა მასზე, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელზე დაკისრებული მოვალეობა. ქალბატონო ეკატერინე, მოგახსენებთ, რომ საქმის შესწავლის ამ ეტაპზეც, სოციალური მუშაკის - ნინო იობაშვილის და ზემოაღნიშნულ შეხვედრაზე დამსწრე სხვა პირთა (გიორგი კუპრეიშვილი, ელენე მარტაშვილი) მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა არ ვლინდება, თუმცა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 2020 წლის 5 თებერვალს შემდგარ შეხვედრაზე არასრულწლოვანმა ვანესა ანტონმა ნინო იობაშვილთან კომუნიკაციაზე უარი განაცხადა. იმის გათვალისწინებით, რომ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ამოსავალ წერტილს წარმოადგენს ბავშვის უფლებების და მისი საუკეთესო ინტერესების დაცვა, მიუხედავად ზემოაღნიშნული სამსახურის პოზიციისა (როდესაც შესწავლის შედეგად გამოიკვეთება, რომ სოციალური მუშაკის ქმედებები შესაბამისობაშია ბავშვის ინტერესებთან, სააგენტო არკვევს მეორე მოდავე მხარის პოზიციას. თავის მხრივ, თუ ორივე მხარე თანხმდება საქმეზე სოციალური მუშაკის ცვლილებას, სააგენტო განიხილავს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მიეწოდებათ ინფორმაცია, რომ სოციალური მუშაკის შეცვლით დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს იგივე მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს), შიდა აუდიტის დეპარტამენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, იმ შემთხვევაში, თუ საქმეში გამოიკვეთება სოციალური მუშაკის ჩართვის აუცილებლობა და განმეორებით შეხვედრებზე არასრულწლოვანის მხრიდან კვლავ დაფიქსირდება ნინო იობაშვილთან ურთიერთობაზე უარი, შესაბამისმა კომპეტენტურმა სამსახურებმა იმსჯელონ სოციალური მუშაკის შესაძლო შეცვლის საკითხზე. აქვე ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ საქმეში, სოციალური მუშაკის ცვლილება, მიუხედავად იმისა, ვხედავთ თუ არა მისი მხრიდან გარკვეულ გადაცდომებს, არ უნდა იქნას განხილული, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის პოზიციის ცვლილება. მეტიც, მოქალაქის მხრიდან, თუნდაც მცირეოდენი ეჭვის გამოთქმის შემთხვევაში, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის საკითხს, სოციალური მუშაკის ცვლილება, შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფო ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ ერთერთ მარწმუნებელ გარემოებად, რამდენადაც სოციალური მუშაკების მიერ, ამა თუ იმ საკითხში, ერთი ძირითადი ხაზის გატარება (სხვა შემთხვევაში საქმე გვექნება გადაცდომასთან), იქნება საქმეზე მიუკერძოებლობისა და პირადი, სუბიექტური ინტერესების გამომრიცხავი გარემოება. დამატებით მოგახსენებთ, რომ ხსენებულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით სსიპ-სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობისა და აღსრულების სამმართველოსთან არსებული კომუნიკაციის ფარგლებში, მათ მიერ გაზიარებულია შიდა აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია - ზემოაღნიშნული გარემოებების დაფიქსირების შემთხვევაში, ნინო იობაშვილის შეცვლის საკითხზე მსჯელობის არსებობის თაობაზე. გთხოვთ, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, წინამდებარე მოხსენებითი ბარათი, შემდგომი რეაგირებისათვის გადააწეროთ სსიპ-სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. დანართი: 11 ფურცელი. პატივისცემით,
შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი კახაბერ ძიმისტარიშვილი |