| ||||||||
საქართველო, თბილისი 0119, აკ.წერეთლის გამზ.144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ცხელი ხაზი: (+995 32) 251 00 26; 15 05; ელ.ფოსტა: info@moh.gov.ge | ||||||||
| ||||||||
ა/ო,,ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელს, ვანესა და პრჟემისლ ანტონების წარმომადგენელს, ბატონ არჩილ კაიკაციშვილს მისამართი: ქ. თბილისი, ზურაბ ჭავჭავაძის ქ. №12 | ||||||||
ბატონო არჩილ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს თქვენს 2020 წლის 7 თებერვლის №14634 წერილობით მიმართვას, რომელიც შეეხება არასრულწლოვანი ვანესა ანტონის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 5 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს. ამ ეტაპზე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში მიმდინარეობს ხსენებულ საკითხზე ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოძიება. შესწავლის შედგების შესახებ გეცნობებათ დამატებით.
პატივისცემით,
შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი კახაბერ ძიმისტარიშვილი |