საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, 

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, 

Labour, Health and Social Affairs of Georgia

KA030116320232220

საქართველო, თბილისი 0119, აკ.წერეთლის გამზ.144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ცხელი ხაზი: (+995 32) 251 00 26; 15 05; ელ.ფოსტა: info@moh.gov.ge
144 Ak.Tsereteli ave., 0119, Tbilisi, Georgia; Tel: (+995 32) 251 00 11; Hot line: (+995 32) 251 00 26; 15 05; E-mail: info@moh.gov.ge

   № 01/4607 24 / აპრილი / 2020 წ.    
ა/ო,,ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელს,
ვანესა და პრჟემისლ ანტონების წარმომადგენელს,
ბატონ არჩილ კაიკაციშვილს
მისამართი: ქ. ქობულეთი, სოფელი ქვედა სამება,
მე-7 V ჩიხი №1


ბატონო არჩილ,

თქვენს 2020 წლის 23 აპრილის 39152 წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის მიერ გაზიარებულ იქნა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესაბამისი მოხსენებითი ბარათით წარდგენილი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა თქვენს 2020 წლის 7 თებერვლის №14634 წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული გარემოებების შესწავლის შედეგებს და შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილ იქნა სსიპ-სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში. 

რაც შეეხება, თქვენს (მხარის) ინფორმირებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელა თქვენი 2020 წლის 7 თებერვლის წერილობითი მიმართვით მოთხოვნილი საკითხის შესწავლა და რომ ყველა შემდგომი ქმედება არასრულწლოვან ვანესა ანტონთან დაკავშირებით, რომელიც მოითხოვს საქმეში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩართულობას, განხორციელდება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტროს მიერ გეცნობათ 2020 წლის 4 მარტის 01/2660 წერილით.

 პატივისცემით,

 

შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
კახაბერ ძიმისტარიშვილი