From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : 9-10 მარტი მედია მონიტორინგი
Received On : 10.03.2020 08:40
Attachments :

მედია მონიტორინგი

9 მარტი

ტელევიზია

 

კორონავირუსი

09.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 17:00

Link:    09.03.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საფრთხის გამო, საზღვრებს გარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით შეზღუდულია.

კორონა ვირუსის 15 დადასტურებული შემთხვევა

09.03.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 17:00

Link:    09.03.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00

კორონა ვირუსის გამო საღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება. ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხეები და სადეზინფექციო სამუშაოები

09.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 17:00 ტვ 1

Link:    09.03.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 17:00 ტვ 1

კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხეები და სადეზინფექციო სამუშაოები დიდუბვე პლაზაში სადაც არაერტი ორგანიზაციის ოფისია განთავსებული.

WEG: სოციალურად დაუცველთა ენერგეტიკული დახმარების არსებული სქემები არაეფექტიანია

09.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45

Link:    09.03.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ენერგეტიკული დახმარების არსებული სქემები არაეფექტიანია და ხელს უწყობს სოციალური უთანასწორობის ზრდას - ამის შესახებ ორგანიზაციის - “მსოფლიო გამოცდილება - საქართველოსთვის“ კვლევაშია ნათქვამი.

კორონავირუსის ეფექტი - ბიზნესი მერიას დახმარებით თხოვნით მიმართავს

09.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45

Link:    09.03.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45

კორონავირუსის ეფექტი - ბიზნესი მერიას დახმარებით თხოვნით მიმართავს. ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებლებით მეოთხე უმსხვილესი გასაღების ბაზარია.

კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რაოდნობა გაიზარდა

09.03.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

Link:    09.03.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რაოდნობა გაიზარდა, ვირუსიტ საქართველოში უკვე 15 ადამიანია დაავადებული. ბოლო ორი ახალი შემთხვევიდან ერთი ესპანეთიდან ჩამოვიდა, მეორე პაციენტის ინფიცირება კი შიდა გადადების გზით მოხდა. ორივე მათგანმა ინფექციურ კლინიკას თავად მიმართა.

ბოლო მონაცემებით კოვი 19-ის დადასტურებული შემთხვევა 15-ია.

09.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 20:00

Link:    09.03.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

ბოლო მონაცემებით კოვი 19-ის დადასტურებული შემთხვევა 15-ია. კარანტინის რეჟიმში 141. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 51 პაციენტი.

კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრა

09.03.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

Link:    09.03.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

კორონავირუსის საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში. შეხვედრაზე იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების გადმოყვანის საკითხი და მასთან დაკავშირებული პროცესი განიხილეს.

კორონა ვირუსის ახალი შემთხვევა

09.03.2020

მედია საშუალებები:    კავკასია - დღეს 19:00

Link:    09.03.2020 - კავკასია - დღეს 19:00

საქართველოში კორონა ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი კვლავ გაიზარდა. უკვე ცნობილია , რომ ერთ-ერთ მათგანს მეოთხე დაინფიცირებულთან ახლო კონტაქტი ჰქონდა. მეორე პაციენტი კი ქვეყანაში ესპანეთიდან შემოვიდა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით ინფიცირებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გადაცემის სტუმრები არიან : პაატა იმნაძე, ელენე ხურციძე, მაია ბუწაშვილი, ირაკლი ღლონტი, ირაკლი კინაველიძე, დავით ნებიერიძე, ზუკა ბერძენიშვილი, ირაკლი ლატარია, ლადო ბოჟაძე და ვეფხია გულედანი.

09.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - ხალხის პოლიტიკა

Link:    09.03.2020 - ტვ პირველი - ხალხის პოლიტიკა

გადაცემის მთავარი თემაა კორონავირუსი საქართველოში და არჩევნების მაჟორიტარული სისტემა. გადაცემის სტუმრები არიან : პაატა იმნაძე, ელენე ხურციძე, მაია ბუწაშვილი, ირაკლი ღლონტი, ირაკლი კინაველიძე, დავით ნებიერიძე, ზუკა ბერძენიშვილი, ირაკლი ლატარია, ლადო ბოჟაძე და ვეფხია გულედანი.

კორონავირუსი საქართველოში

09.03.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 18:00

Link:    09.03.2020 - I არხი - მოამბე 18:00

ახალი კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 14 პაციენტს მკურნალობენ. აქედან 2 ახალი შემთხვევაა. ერთ მათგანს კონტაქტი ჰქონდა რიგით მეოთხე დაინფიცირებულთან, მეორე ესპანეთიდან ჩამოვიდა, სადაც აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა იტალიის მოქალაქესტან. ორივე მათგანის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ახალი კორონავირუსი - პრევენცია და სამოქმედო გეგმა

09.03.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 21:00

Link:    09.03.2020 - I არხი - მოამბე 21:00

15 ინფიცირებული და საეჭვო სიმპტომების მქონე ცხრა მოქალაქე, - ასეთია ამ წუთის მონაცემები კორონავირუსთან დაკავშირებით. ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.

ინფექციურ საავადმყოფოში 14 პაციენტიდან სამს პნევმონია და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება

09.03.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 21:00

Link:    09.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

კორონავირუსით დაავადებულ პირებს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ აქვთ, თუმცა ინფექციურ საავადმყოფოში 14 პაციენტიდან სამს პნევმონია და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.

კორონავირუსი საქართველოს მთავრობაში

09.03.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

Link:    09.03.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

კორონავირუსი საქართველოს მთავრობაში, პარლამენტსა და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში. ოლიგარქის დეიდაშვილის ოჯახი ერთი წევრი ბოქსირებულ განყოფილებაშია გადაყვანილი, დანარჩენები კი თვითიზოლაციაში არიან.

საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება

09.03.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

Link:    09.03.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა საქართველოში მოიმატებს, შესაბამისად, მზადყოფნის რეჟიმი უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს, - ეს ცოტა ხნის წინ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ინფექციურ საავადმყოფოებში მოთავსებული 15 პირის მდგომარეობა უმრავლეს შემთხვევაში დამაკმაყოფილებელია, თუმცა 4 პირი არის შედარებით საყურადღებოა. დამაკმაყოფილებელია ბოლო 2 პაციენტის მდგომარეობაც.

დეპუტატი თვითიზოლაციაში.+

09.03.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

Link:    09.03.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

მასშტაბური დეზინფექცია ჩატარდა როსტომ მეფის სასახლეშიც. საგანგებო ზომების მიღება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ოცნების დეპუტატ ოთარ დანელიას უშუალო კონტაქტი ჰქოდა ინფიცირებულ პირთან.

კორონავირუსი საქართველოში

09.03.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

Link:    09.03.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს 15-მდე გაიზარდა. დაავადებულთა უმეტესობის მდგომარეობა სტაბილურია, ერთს კი მაღალი ტემპერატურა და ფილტვების ორმხრივი ანთება აღენიშნება. სულ უფრო იზრდება მათი რიცხვი, ვისაც სიმპტომები უვლინდება და კორონავირუსზე თავის შემოწმება უნდა.

კორონას შტამით დაავადებულთა ბოლო ოფიციალური რიცხვი უკვე თხუთმეტია.

09.03.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

Link:    09.03.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

ლუგარის ლაბორატორიამ დღეს დილით კიდევ ორი ფაქტი დაადასტურა და საქართველოში კორონას შტამით დაავადებულთა ბოლო ოფიციალური რიცხვი უკვე თხუთმეტია.

10 მარტი

ტელევიზია

 

სხვაობა კოვიდ 19-სა და გრიპს შორის

10.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    10.03.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

დაავადებათა კონტროლი ეროვნულმა ცენტრმა კოვიდ 19-სა და გრიპის ვირუსს შორის განსხვავებების შესახებ რეკომენდაციებიც გაავრცელა, რომელშიც ხაზგასმით გრიპს კოვიდ 19-თან შედარებით ხანმოკლე მედიანური ინკუბაციური პერიოდი აქვს. მიჩნეულია, რომ კოვიდ 19-ის ინტერვალი 5-6 დღე არის, ხოლო გრიპის შემთხვევაში 3 დღემდე. ეს ნიშნავს, რომ გრიპი კოვიდ 19-ზე სწრაფად ვრცელდება.

კოვიდ 19-საშიშროება, პრევენცია, რეკომენდაციები

10.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - იმედის დილა

Link:    10.03.2020 - იმედი - იმედის დილა

21-ე საუკუნეში ჩაკეტილი საზღვრები, გაუქმებული ფრენები, შეზღუდული და გადადებული სასწავლო, თუ ოფიციალური შეხვედრები და ვირუსისგან დაღუპული ადამიანები.

კორონავირუსი

10.03.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    10.03.2020 - I არხი - მოამბე 09:00

იტალიიდან უახლოეს დღეებში დააბრუნებენ იმ მოქალაეებს რომლებსაც უკან დაბრუნებელი ბილეთები გაუქმდეთ. მათ გამომგზავრებაზე საქართველოს მთავრობა იზრუნებს. უკვე დამუშავებულია ყველა იმ ადამიანის მონაცემები ვინც იტალიაში საქართველოს საელჩოს მიმართა.

სუბსიდიები ენერგომატარებლების მოხმარებაზე

10.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    10.03.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ენერგეტიკული დახმარების არსებული სქემები არაეფექტიანია და ხელს უწყობს სოციალური უთანასწორობის ზრდას - ამის შესახებ ორგანიზაციის - “მსოფლიო გამოცდილება - საქართველოსთვის“ კვლევაშია ნათქვამი.

9 მარტი

ინტერნეტ სააგენტო

 

ბოლო ორ დღეში საქართველოს საზღვარზე 25 მაღალსიცხიანი, უცხო ქვეყნის მოქალაქე არ შემოუშვეს

09.03.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    09.03.2020 - ნიუპოსტს.ჯი

„უცხო ქვეყნის 25 მოქალაქე მაღალი ტემპერატურითა და ახალი პასპორტით ცდილობდა საზღვრის გადმოკვეთას.

კორონავირუსის საფრთხე - მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება

09.03.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    09.03.2020 - ნიუპოსტს.ჯი

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება.

კორონავირუსის გამო, განათლების სამინისტრომ შესაძლოა, ონლაინ სწავლების სტანდარტზე მუშაობა დაიწყოს

09.03.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    09.03.2020 - ბიპიენ.ჯი

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცისთვის, განათლების სამინისტრომ შესაძლოა, ონლაინ სწავლების სტანდარტზე მუშაობა დაიწყოს.

COVID-19 გრიპზე სწრაფად ვრცელდება - რით განსხვავდება ახალი კორონავირუსი გრიპისგან

09.03.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    09.03.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, რითი განსხვავდება ჩვეულებრივი გრიპი და COVID-19 ერთმანეთისგან.

მაღალი ტემპერატურის მქონე უცხოელები საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს

09.03.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    09.03.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

ბოლო ორ დღეში ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გადმოკვეთის უფლება, უცხო ქვეყნის 25 მოქალაქეს არ მისცეს.

„შეიძლება ასეულობით ჩვენი მოქალაქე წავიდეს ციხეში!“ - კორონავირუსის დამალვა კრიმინალია?!

09.03.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    09.03.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

„კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების პრევენციისათვის მნიშვნელოვანია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც იქნება პროპორციული და ეფექტური არსებული გამოწვევების გათვალისწინებით“, – ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარემ ამირან გიგუაშვილმა განაცხადა.

კახეთში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა გაიზარდა

09.03.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    09.03.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

კახეთში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში განმარტავენ, რომ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს, ყოველდღიურად აკვირდებიან.

საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება

09.03.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    09.03.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.

კორონავირუსის გამო, განათლების სამინისტრომ შესაძლოა, ონლაინ სწავლების სტანდარტზე მუშაობა დაიწყოს

09.03.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    09.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცისთვის, განათლების სამინისტრომ შესაძლოა, ონლაინ სწავლების სტანდარტზე მუშაობა დაიწყოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში“ განუცხადეს, იქედან გამომდინარე, რომ შექმნილი რეალობის წინაშე ქვეყანა პირველად აღმოჩნდა, საქართველოში ონლაინ სწავლების სტანდარტი არ არსებობს.

სიღნაღში, თვითიზოლაციაში მყოფი პირი კარანტინში გადაყვანას ითხოვს

09.03.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    09.03.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

სიღნაღში მცხოვრებ მოქალაქეს საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ. ამ თხოვნით, თვითიზოლაციაში მყოფმა პირმა დაავადებათა კონტროლის ცენტრს თავად მიმართა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხოეთში მივლინებები და სასწავლო ვიზიტები იზღუდება

09.03.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    09.03.2020 - ტაბულა.ჯი

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 9 მარტის სხდომაზე ახალი გადაწყვეტილებები მიიღო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის სამუშაოები ჩატარდა

09.03.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    09.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

ამირან გამყრელიძეს ჯანდაცვის მინისტრად ამზადებენ?! - ფარული შეხვედრა ვანო ჩხარტიშვილთან

09.03.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    09.03.2020 - ნიუპოსტს.ჯი

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს ფარულად შეხვდა.

საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება

09.03.2020

მედია საშუალებები:    მედიანიუს.ჯი

Link:    09.03.2020 - მედიანიუს.ჯი

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.

კახეთში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა გაიზარდა

09.03.2020

მედია საშუალებები:    მედიანიუს.ჯი

Link:    09.03.2020 - მედიანიუს.ჯი

კახეთში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში განმარტავენ, რომ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს, ყოველდღიურად აკვირდებიან.

რითი განსხვავდება ერთმანეთსგან კორონავირუსი და გრიპი?

09.03.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    09.03.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რითი განსხვავდება ერთმანეთისგან კორონავირუსი და გრიპი. ტრანსმისიის სისწრაფე ერთერთი განმასხვავებელი ნიშანია მოცემულ ორ ვირუსულ დაავადებას შორის.

საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება

09.03.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    09.03.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ.

დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 122 სახლი აშენდება

09.03.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    09.03.2020 - ბიპიენ.ჯი

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 122 სახლი აშენდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროდან იუწყებიან.

ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან მოქალაქეები უკან გააბრუნეს

09.03.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    09.03.2020 - კვირა.ჯი

ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქე ქვეყანაში არ შემოუშვეს. მათ შორის იყვნენ მაღალი ტემპერატურის მქონე და ბოლო დროს რისკქვეყნებში ნამყოფი მოქალაქეები, სადაც ვირუსია გავრცელებული.

რითი განსხვავდება ერთმანეთისგან COVID-19 და გრიპი

09.03.2020

მედია საშუალებები:    ბიეფემ.ჯი

Link:    09.03.2020 - ბიეფემ.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, რით განსხვავდება ერთმანეთისგან ახალი კორონავირუსი (COVID-19) და გრიპი.

საქართველოში 25 უცხოელი არ შემოუშვეს - მათ საზღვარზე მაღალი სიცხე დაუფიქსირდათ

09.03.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    09.03.2020 - პია.ჯი

ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქე ქვეყანაში არ შემოუშვეს. მათ შორის იყვნენ მაღალი ტემპერატურის მქონე და ბოლო დროს რისკქვეყნებში ნამყოფი მოქალაქეები, სადაც ვირუსია გავრცელებული.

საქართველოში ამ ეტაპზე კარანტინში 141 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში 51 პირი იმყოფება

09.03.2020

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    09.03.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

საქართველოში ამ ეტაპზე კარანტინში 141 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - 51 პირი. შესაბამის ინფორმაციას კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს. საბჭოს დღეს მორიგი სხდომა გამართა და ინფექციასთან საბრძოლველად ახალი რეკომენდაციები გასცა.

სალომე ზურაბიშვილი ამირან გამყრელიძეს, პაატა იმნაძეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყველა თანამშრომელსა და საქართველოს სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის

09.03.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    09.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველოს პრეზიდენტი კორონავირუსის პრევენციისთვის მიღებული ზომებისა და განხორციელებული სამუშაოებისათვის მადლობას უხდის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს, მის მოადგილეს, პაატა იმნაძეს, ცენტრის ყველა თანამშრომელსა და საქართველოს სამედიცინო პერსონალს.

პრეზიდენტი ამირან გამყრელიძეს, პაატა იმნაძეს, “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ყველა თანამშრომელსა და საქართველოს სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის

09.03.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    09.03.2020 - კვირა.ჯი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსის პრევენციისთვის მიღებული ზომებისა და განხორციელებული სამუშაოებისათვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძეს, მის მოადგილე პაატა იმნაძეს, ცენტრის ყველა თანამშრომელსა და საქართველოს სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის.

ლევან თაქთაქიშვილი: სტალინი – კაცი, რომელიც ვითომ იმაზე მუშაობს, რომ ქვეყანა დაიცვას და საკუთარ შვილს ვერ აუხსნა, როგორ მოქცეულიყო, ტყვედ რომ არ ჩავარდნილიყო

09.03.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    09.03.2020 - კვირა.ჯი

სტალინი – კაცი, რომელიც ვითომ იმაზე მუშაობს, რომ ქვეყანა დაიცვას და საკუთარ შვილს ვერ აუხსნა, როგორ მოქცეულიყო, ტყვედ რომ არ ჩავარდნილიყო”, – გებელსის ამ სიტყვებით ეხმიანება პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი ნიკა გვარამიას.

პრეზიდენტი მადლობას უხდის ამირან გამყრელიძეს, პაატა იმნაძეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებსა და სამედიცინო პერსონალს

09.03.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    09.03.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსის პრევენციისთვის მიღებული ზომებისა და განხორციელებული სამუშაოებისათვის მადლობას უხდის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს, მის მოადგილეს, პაატა იმნაძეს, ცენტრის ყველა თანამშრომელსა და საქართველოს სამედიცინო პერსონალს.

სალომე ზურაბიშვილი: კორონავირუსის პრევენციის მიმართულებით საქართველო სამაგალითო ქვეყანაა

09.03.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    09.03.2020 - პია.ჯი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსის პრევენციისთვის მიღებული ზომებისა და განხორციელებული სამუშაოებისათვის მადლობას უხდის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს, მის მოადგილეს, პაატა იმნაძეს, ცენტრის ყველა თანამშრომელსა და სამედიცინო პერსონალს.

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსთან დაკავშირებით, ჩინეთს გარეთ სიტუაცია უარესდება

09.03.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    09.03.2020 - პია.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა. უწყების ცნობით, შეხვედრაზე იტალიიდან საქათველოს მოქალაქეების გადმოყვანის საკითხი და მასთან დაკავშირებული პროცესები განიხილეს.

კორონავირუსზე ბაკურიანის სასტუმროს თანამშრომლის ანალიზის პასუხი ცნობილია

09.03.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    09.03.2020 - პია.ჯი

ბორჯომის სამედიცინო ცენტრიდან თბილისში გადაყვანილ პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა. ინფორმაციას ბორჯომის სამედიცინო ცენტრის მენეჯერი ადასტურებს. "ლუგარის ლაბორატორიიდან მივიღეთ ინფორმაცია, პასუხი უარყოფითია“ - აღნიშნა ირაკლი დიასამიძემ. ბორჯომის სამედიცინო ცენტრში 30 წლამდე ქალი, ვირუსის სიმპტომებით გუშინ, 8 მარტს გვიან ღამით შეიყვანეს. პაციენტი ბაკურიანიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადმოიყვანა. ახალგაზრდა ქალი იტალიიდან 17 თებერვალს ჩამოვიდა. ტემპერეტურის მატება კი, ჩამოსვლიდან 21-ე დღეს დაუფიქსირდა. ახალგაზრდა ქალი ბაკურიანის ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობს.

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს. მზადყოფნის რეჟიმი უნდა გაძლიერდეს ყველა ადგილზე - ამირან გამყრელიძე

09.03.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    09.03.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ.

"საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს, შესაბამისად მზადყოფნის რეჟიმი უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს" - ამირან გამყრელიძე

09.03.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    09.03.2020 - ნიუპოსტს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატება გამორიცხული არ არის.

მინისტრი საზოგადოებას მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს

09.03.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    09.03.2020 - ბიემ.ჯი

კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში. შეხვედრაზე იტალიიდან საქათველოს მოქალაქეების გადმოყვანის საკითხი და მასთან დაკავშირებული პროცესები განიხილეს.

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა მოიმატებს

09.03.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    09.03.2020 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის შეფასებით, ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოებში მოთავსებული 15 პირის მდგომარეობა უმრავლეს შემთხვევაში დამაკმაყოფილებელია, თუმცა 4 პირი არის შედარებით საყურადღებო. დამაკმაყოფილებელია ბოლო 2 პაციენტის მდგომარეობაც.

იმნაძე: თვითიზოლაციის დამრღვევებზე ზომებს ნელ-ნელა გავამკაცრებთ, ზოგ შემთხვევაში ეს მეზობლებმა შეგვატყობინეს

09.03.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    09.03.2020 - ინფო9

თვითიზოლაციის დამრღვევებზე ზომებს ნელ-ნელა გავამკაცრებთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

თამარ გაბუნია: საკარანტინო სივრცეებში მოთავსებას ბევრი მოქალაქე თავს არიდებს და პერსონალს მათი დაყოლიებისთვის დიდი ძალისხმევა სჭირდება

09.03.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    09.03.2020 - ინფო9

ბევრი მოქალაქე კვლავ თავს არიდებს საკარანტინო სივრცეებში მოთავსებას და პერსონალს დიდი ძალისხმევა სჭირდება მათი დაყოლიებისთვის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა.

საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე იტალიიდან საქათველოს მოქალაქეების გადმოყვანის საკითხი და მასთან დაკავშირებული პროცესები განიხილეს

09.03.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    09.03.2020 - კომერსანტ.ჯი

კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ნიკა გვარამია ამირან გამყრელიძეს ბოდიშს უხდის

09.03.2020

მედია საშუალებები:    ბიეფემ.ჯი

Link:    09.03.2020 - ბიეფემ.ჯი

ტელეკომპანია “მთავარის” დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს ბოდიშს უხდის.

Rooms Hotel Kokhta-ს თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

09.03.2020

მედია საშუალებები:    ბიპიაი.ჯი

Link:    09.03.2020 - ბიპიაი.ჯი

თბილისი (BPI) – Rooms Hotel Kokhta-ს თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ინფორმაციას აჭარა ჯგუფი ავრცელებს. “ჩვენი თანამშრომელი 17 თებერვალს დაბრუნდა იტალიიდან.

ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს - ამირან გამყრელიძე

09.03.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    09.03.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატებას არ გამორიცხავს.

იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების გადმოყვანის საკითხი და მასთან დაკავშირებული პროცესები განიხილეს

09.03.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    09.03.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში. შეხვედრაზე იტალიიდან საქათველოს მოქალაქეების გადმოყვანის საკითხი და მასთან დაკავშირებული პროცესები განიხილეს.

იმპორტირებულია ესპანეთიდან! - პაატა იმნაძე ერთ-ერთ პაციენტთან დაკავშირებულ შემთხვევაზე

09.03.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    09.03.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების უმრავლესობა არია ახალგაზრდები, აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან გვეშინია არ გადავიდეს ჩვენს ხანდაზმულ ადამიანებზე, ამიტომ მოვუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას, მათ სიცოცხლეს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ტვ პირველის ეთერში განაცხდა.

ვიხილავთ თუ არა ამირან გამყრელიძეს ჯანდაცვის მინისტრად

09.03.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    09.03.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

ვიხილავთ თუ არა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს, ამ კითხვით „პრაიმტაიმი“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის პრესსამსახურს დაუკავშირდა.

კორონავირუსმა საქართველოს მთავრობაშიც შეაღწია?!

09.03.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    09.03.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

საქართველოს მთავრობის ერთ წევრის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მთავარი არხი იუწყება. თავად მინისტრის მოადგილე თვითიზოლაციაშია და ის ამ ფაქტს ადასტურებს. ცნობილია, რომ სამინისტროს მაღალჩინოსნის შვილი საჩხერის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება.

რატომ გავრცელდა კორონავირუსი იტალიაში ასე ფართოდ?! – პაატა იმნაძის განმარტება

09.03.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    09.03.2020 - ინფო9

მოხდა ისე, რომ ვერ დაადგინეს, საიდან იყო პირველი შემთხვევები შეტანილი იტალიაში, – ასე ხსნის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე იტალიის კორონავირუსის რისკზონად ქცევას “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში”.

პაატა იმნაძე: სანამ კორონავირუსის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, მინიმუმ 1-1.5 წელია საჭირო

09.03.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    09.03.2020 - ინფო9

სანამ კორონავირუსის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, მინიმუმ 1-1.5 წელია საჭირო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“წინასწარი ინფორმაციით კორონავირუსზე პასუხი ნეგატიურია” – ოთარ დანელია თვითიზოლაციაშია

09.03.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    09.03.2020 - ინფო9

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ დანელია თვითიზოლაციაშია, ის კორონავირუსზე პასუხს დღის ბოლომდე ელოდება.

10 მარტი

ინტერნეტ სააგენტო

 

ოთარ დანელიას ინფორმაციით, კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა თვითიზოლაციაში რჩება

10.03.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    10.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია თვითიზოლაციაში იმყოფება.

არჩილ თალაკვაძე - საქართველოს პარლამენტში ამ მომენტისთვის ინფიცირებული არავინ არის

10.03.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    10.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

არავინ არის საქართველოს პარლამენტში ამ მომენტისთვის ინფიცირებული , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყველა რეკომენდაციის შესრულება ხდება, რომელიც ჯანდაცვის უწყებას ჰქოდა.

აქვს თუ არა კორონავირუსი დეპუტატ ოთარ დანელიას - "ოცნების" წევრმა ტეტსტის პასუხი რამდენიმე წუთის წინ მიიღო

10.03.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    10.03.2020 - ნიუპოსტს.ჯი

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია თვითიზოლაციაში იმყოფება. დანელია ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ტესტის პასუხი უარყოფითია.

დანელია: კორონავირუსი არ დამიდასტურდა, თუმცა, თვითიზოლაციაში ვრჩები

10.03.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    10.03.2020 - ტაბულა.ჯი

“ მსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩემს თვითიზოლაციასთან დაკავშირებით: გაცნობებთ, რომ სტამბოლიდან სამუშაო ვიზიტიდან დაბრუნებისას, თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ერთერთ მგზავრს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი (COVID-19).

დეპუტატი ოთარ დანელია 19 მარტამდე თვითიზოლაციაში რჩება

10.03.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    10.03.2020 - ბიემ.ჯი

პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„საფონდო ბირჟებზე ინდექსების ვარდნა საქართველოში საერთაშორისო კომპანიებზე უარყოფითად აისახება და ეკონომიკურ კრიზისამდე მიგვიყვანს“

10.03.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    10.03.2020 - კომერსანტ.ჯი

საფონდო ბირჟებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბოლო კვირის განმავლობაში დაღმავალი ტრენდი ნარჩუნდება. როგორც ევროპასა და აშშ-ში, ისე აზიასა და ოკეანეთში ინდექსები ძირითადად კლებას განაგრძობს.

პაატა იმნაძე: ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა

10.03.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    10.03.2020 - კომერსანტ.ჯი

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა,რადგან მათ პნევმონია განუვითარდათ.

პაატა იმნაძემ განმარტა რა შემთხვევაშია გადამდები კორონავირუსი

10.03.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    10.03.2020 - კომერსანტ.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განმარტა, რა შემთხვევაშია გადამდები კორონავირუსი.

ოთარ დანელია - ახალი კორონავირუსი არ დამიდასტურდა, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ვრჩები თვითიზოლაციაში

10.03.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    10.03.2020 - კომერსანტ.ჯი

საქართველოს პარლამენტის წევრის, ოთარ დანელიას განცხადებით, მას ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა 19 მარტამდე თვითიზოლაციაში რჩება.

საპატრიარქომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების თხოვნით მიმართა

10.03.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    10.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაში დახმარებას კომპანიებს სთხოვს.

საქართველოს 200-ვე მოქალაქეს, რომელიც იტალიიდან თბილისში დღეს დაბრუნდება, კარანტინში გადაიყვანენ

10.03.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    10.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველოს 200-ვე მოქალაქეს, რომელიც რომი-თბილისის რეისით სამშობლოში დღეს დაბრუნდება, კარანტინში გადაიყვანენ. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს.

საპატრიარქო კორონავირუსის გამო, ეკლესიაში ზიარების წესის ცვლილებას არ გეგმავს

10.03.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    10.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საპატრიარქო კორონავირუსის გამო, ეკლესიაში ზიარების წესის ცვლილებას არ გეგმავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, ზიარება ეკლესია-მონასტრებში ჩვეული წესით ჩატარდება.

ოთარ დანელია: რამდენიმე წუთის წინ ლუგარის ლაბორატორიდაან მიღებული ანალიზის პასუხი გახლავთ უარყოფითი, მაინც ვრჩები თვითიზოლაციაში

10.03.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    10.03.2020 - კვირა.ჯი

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია თვითიზოლაციაში იმყოფება.

რა შემთხვევაშია გადამდები კორონავირუსი

10.03.2020

მედია საშუალებები:    მედიანიუს.ჯი

Link:    10.03.2020 - მედიანიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განმარტა, რა შემთხვევაშია გადამდები კორონავირუსი.

პრესა

 

როგორ შეცვალა კორონავირუსმა საქართველოში საზოგადოების ცხოვრება - ქუჩის გამოკითხვა

10.03.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    10.03.2020 - რეზონანსი

აქართველოში ამ დროისთვის COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა,არის თუ არა ხალხში პანიკა დაინფიცირებულთა მატების გამო და ზოგადად როგორ შეცვალა მათი ცხოვრების წესი ვირუსმა - ამის შესახებ საზოგადოების აზრი „რეზონანსმა" ქუჩის გამოკითხვის შედეგად გაიგო.

როდიდან დაიწყებს კორონავირუსი ჩაცხრობას - ახალი დამაიმედებელი პროგნოზი “საქართველოში ეპიდემიური კატასტროფა მოსალოდნელი არ არის - 21 მარტის შემდეგ მდგომარეობა უკეთესობისკენ წარიმართება”

10.03.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    10.03.2020 - რეზონანსი

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მასშტაბით, ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელმა, ახალმა კორონავირუსმა, ადამიანების დღის წესრიგი რადიკალურად შეუცვალა, ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი „რეზონანსთან" მაინც დადებით პროგნოზსს აკეთებს.

მოსახლეობაში პანიკა გრძელდება: ზოგიერთი დასახელების პროდუქტი გაძვირდა, ზოგიერთი - საერთოდ გაქრა "ერთ დღეში ადამიანებმა 1 თვის მარაგი შეიძინეს, რის საჭიროებაც ნამდვილად არ არის"

10.03.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    10.03.2020 - რეზონანსი

სავაჭრო ქსელებში მარაგი შეზღუდული ან საერთოდ ამოწურულია. მართალია, ტენდენცია მასობრივ ხასიათს არ ატარებს, თუმცა სუპერმარკეტების ნაწილში ზოგიერთი პროდუქციის გაქრობა ადვილად შესამჩნევია.

რითი განსხვავდება ერთმანეთისგან COVID-19 და გრიპი?

10.03.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    10.03.2020 - რეზონანსი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განმარტავს, თუ რითი განსხვავდება COVID-19 გრიპისგან. „ტრანსმისიის სისწრაფე ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია მოცემულ ორ ვირუსულ დაავადებას შორის.

"პირაპირ ციხეში უნდა წავიდეს, შესაძლოა, ორი ან ხუთი წლით" - კორონავირუსის დამალვა დასჯადია?

10.03.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    10.03.2020 - რეზონანსი

„კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების პრევენციისათვის მნიშვნელოვანია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც იქნება პროპორციული და ეფექტური არსებული გამოწვევების გათვალისწინებით", - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარემ ამირან გიგუაშვილმა განაცხადა.

“შვილებსაც არ აკოცოთ – უკვე არის შიდა გადაცემის შემთხვევებიც” - პედიატრის გაფრთხილება

10.03.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    10.03.2020 - რეზონანსი

მედიცინის მეცნიერებათ დოქტორი, პედიატრი ინგა მამუჩიშვილი, შემდეგი სახის რეკომენდაციას აქვეყნებს: “არ დაგვავიწყდეს, რომ კორონავირუსული ინფექციის აფეთქების საშიშროების წინაშე ვდგავრთ!

კორონავირუსის შიშით აგრარული ბაზრებიდან კლიენტები გაქრნენ "ერთი თვე კიდევ რომ ასე წავიდეს ვაჭრობა, დავიღუპებით" - მოვაჭრეები უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ

10.03.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    10.03.2020 - რეზონანსი

კორონავირუსის ფონზე საქართველოში აგრარულ ბაზრებს მომხმარებელი საგრძნობლად შეუმცირდა.

კორონავირუსის გამო, განათლების სამინისტრომ შესაძლოა, ონლაინ სწავლების სტანდარტზე მუშაობა დაიწყოს

10.03.2020

მედია საშუალებები:    ახალი თაობა

Link:    10.03.2020 - ახალი თაობა

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცისთვის, განათლების სამინისტრომ შესაძლოა, ონლაინ სწავლების სტანდარტზე მუშაობა დაიწყოს.

მქონდა შეხება მეგობართან, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა"

10.03.2020

მედია საშუალებები:    ახალი თაობა

Link:    10.03.2020 - ახალი თაობა

`ვიმყოფები თვითიზოლაციის რეჟიმში, ვინაიდან, მქონდა შეხება მეგობართან საქართველოში, რომელიც, სამწუხაროდ, კორონავირუსის მატარებელი აღმოჩნდა~. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ, ფეისბუქში დაწერა.

კორონავირუსის საფრთხე - მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება

10.03.2020

მედია საშუალებები:    მესინჯერი

Link:    10.03.2020 - მესინჯერი

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება.

" ცხოვრებით კმაყოფილი და ბედნიერი ადამიანი იშვიათად შემხვედრია!

10.03.2020

მედია საშუალებები:    ქრონიკა+

Link:    10.03.2020 - ქრონიკა+

ქართველი ექიმების, განსაკუთრებით კი ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის თავდადების მიუხედავად, კორონავირუსმა საქართველოშიც მოიკიდა ფეხი.

გიორგი გახარია ამბობს, რომ უფრო მკაცრი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ფემიციდის წინააღმდეგ

10.03.2020

მედია საშუალებები:    ჯორჯია თუდეი

Link:    10.03.2020 - ჯორჯია თუდეი

ფემიციდის ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა რელევანტური უწყებების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა.

"კორონავირუსის გავრცელების გამო პანიკაში არ უნდა ჩავვარდეთ"

10.03.2020

მედია საშუალებები:    ქრონიკა+

Link:    10.03.2020 - ქრონიკა+

საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება, მართალია, პანიკამდე ჯერ ბევრი გვიკლია, მაგრამ ხალხი ძალიან არის შეშინებული.

კორონავირუსი: საქართველო და მსოფლიო

10.03.2020

მედია საშუალებები:    ჯორჯია თუდეი

Link:    10.03.2020 - ჯორჯია თუდეი

9 მარტის მონაცემებით კორონავირუსი 110 ქვეყანაშია დაფიქსირებული. ინფიცირებულია 110 000-ზე მეტი ადამიანი. აქედან 62300 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3831 გარდაიცვალა.

 

რადიო

 

კორონავირუსი

10.03.2020

მედია საშუალებები:    საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50

Link:    10.03.2020 - საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50

1)კორონავირუსის გამო, იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა. შეკრებები მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა.

კორონავირუსი

10.03.2020

მედია საშუალებები:    პირველი რადიო - პირველი რადიო–მთავარი 11:00

Link:    10.03.2020 - პირველი რადიო - პირველი რადიო–მთავარი 11:00

კორონავირუსის გამო, იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა. შეკრებები მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა. საქართველოს მოქალაქეები იტალიიდან, კერძოდ კი, რომიდან თბილისში სპეცრეისით გამოფრენას უახლოეს მომავალში შეძლებენ.

 ​