| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | 9-10 აპრილი მედია მონიტორინგი |
| Received On : | 10.04.2020 10:26 |
| Attachments : |
მედია მონიტორინგი
9 აპრილი
ტელევიზია
09.04.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 09.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
მას შემდეგ, რაც კორონავირუსი მსოფლიოში მასშტაბურად გავრცელდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს ფართომასშტაბიანი ტესტირებისკენ აქტიურად მოუწოდებს. ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყანაში არსებული ტსტების მარაგებსა და კონკრეტულ რიცხვებზე საუბრისთვის დოკუმენტის წარდგენა გადაწყვიტა.
09.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 09.04.2020 - I არხი - მოამბე 09:00
ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შემოწმებას ეკონომიკის მინისტრი კასპში ჰაიდელბერგცემენტის ქარხანაში გაეცნო. ნათია თურნავამ საწარმოო პროცესი დაათვალიერა და აღნიშნა რომ ქარხანაში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია დაცულია.
09.04.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 09.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
კერძო სექტორმა უნდა იაქტიუროს. ამირან გამყრელიძის ამ განცხადების შემდეგ სამედიცინო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შედეგიანი აქტიურობის გზების ძიება სად უფრო ეფექტურია, ამაზე ვისაუბრებთ ჩვენს სტუმართან. სტუმარი: გიორგი ჩალაძე - გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია, მმართველი პარტნიორი
09.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 09.04.2020 - I არხი - მოამბე 09:00
კახეთში საკარანტინო სივრცედ მოწყობილი ერთ-ერთი სასტუმრო 127 კაციანმა ჯგუფმა უკვე დატოვა. მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს რის შემდეგაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ტერიტორიას სადეზინფექციო სამუშოები ჩაუტარდა.
09.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 09.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შემოწმების პროცესს ეკონომიკის მინისტრი კასპში, კომპანია ჰაიდელბერგ ცემენტის ქარხანაში დაესწრო. მასთან ერთად ინსპექტირებაში მონაწილეობდა ჯანდაცვის სამინისტრო სშრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი. დათვალიერების შემდეგ, მინისტრმა აღნიშნა, რომ კასპი ცემენტის საწარმოში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები.
09.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 11:00
Link: 09.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 11:00
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მოსახლეობას ონლაინ-კონსულტაციებს გაუწევს. ამ თემაზე სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია თავად ისაუბრებს. ზურაბ ვადაჭკორია:" ეს სერვისი ჩვენმა უნივერსიტეტმა დანერგა და უკვე მოქმედებს ორშაბათიდან.
09.04.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 10:00
Link: 09.04.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 10:00
2. საქართველოში კოვიდ 19-ის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათ შორის კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა ქვემო სვანეთში. ლენტეხში მცხოვრები მამაკაცი ეროვნული ბანკის ინფიცირებულ თანმაშრომლების კლასტერიდანა რის. ამის შესახებ ფორმულანიუსს ენტეხის მერმა განუცხადა.
09.04.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 09:00
Link: 09.04.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
კახეთში, სასტუმრო ამბასადორში მოწყობილი საკარანტინო სივრცე მოქალაქეთა 127კაციანმა ჯგუფმა უკვე დატოვა. სასტუმროდ დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. წასვლის შემდეგ კი სასტუმროს ტერიტორიაზე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
09.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 12:00
Link: 09.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00
ყოველდღიურად იზრდება საქართველოში იმ რეგიონების რაოდენობა, სადაც კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ვითარება მძიმდება. ამჯერად ეპიდემიოლოგების მობილიზება ლენტეხში გახდა საჭირო. მიზეზი ის მამაკაცია, რომელსაც კორონავირუსი საკუთარი დისგან გადაედო. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახლო კონტაქტების დასადგენად. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ამ მხრივ მდგომარეობა საგანგაშოა, რადგან საეჭვო პირების რაოდენობა საკმაოდ დიდია.
09.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00
Link: 09.04.2020 - I არხი - მოამბე 12:00
ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შემოწმებას ეკონომიკის მინისტრი კასპში ჰაიდელბერგცემენტის ქარხანაში გაეცნო. ნათია თურნავამ საწარმოო პროცესი დაათვალიერა და აღნიშნა რომ ქარხანაში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია დაცულია.
09.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 12:00
Link: 09.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
კახეთში, სასტუმრო "ამბასადორში" მოწყობილი საკარანტინო სივრცე მოქალაქეთა 127-კაციანმა ჯგუფმა უკვე დატოვა. სასტუმროდ დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. წასვლის შემდეგ კი სასტუმროს ტერიტორიაზე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 86 სასტუმროში საკარანტინო სივრცეებია გახსნილი.
09.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 12:00
Link: 09.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შემოწმების პროცესს ეკონომიკის მინისტრი კასპში, კომპანია ჰაიდელბერგ ცემენტის ქარხანაში დაესწრო. მასთან ერთად ინსპექტირებაში მონაწილეობდა ჯანდაცვის სამინისტრო სშრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი. დათვალიერების შემდეგ, მინისტრმა აღნიშნა, რომ კასპი ცემენტის საწარმოში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები.
09.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 12:00
Link: 09.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00
რეგიონის ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში, ახალგაზრდა ქალი ექიმს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი" ავრცელებს. როგორც ცნობილია, სავარაუდო მოძალადეს მსგავს ქმედებაში კიდევ რამდენიმე პირი ამხელს. "COVID-ის შემოწმება ასე არ ხდება, არ სჭირდება ფილტვების მოსმენას წელს ზემოთ სრული გაშიშვლება, არ სჭირდება ამას სახსრების შემოწმება, მით უმეტეს ლოგინზე დაწოლით და გაშიშვლებით.
09.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 15:00
Link: 09.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
1. ვანის შემდეგ შესაძლოა ლენტეხი, არ არის გამორიცხული სვანეთშიც ბლოგპოსტები მოეწყოს. ამ საკითხზზე საგანგებო სხდომა მას შემდეგ გაიმართა, რაც 53 წლის მამაკაცს ვირუსი დაუდასტურდა, რომელსაც მხარის გუბერნატორი ხელმძღვანელობდა. "ზომები, თავისთავად ცხადია, გამკაცრდება, მაგრამ გადაადგილება არ შეიზღუდება. გამშვები პუნქტები მოეწყობა რეგიონში, სადაც თერმოსკრინინგი ჩატარდება. ასევე, იმ რისკის შემცველ სოფელში, სადაც აღნიშნულმა პიროვნებამ იმოძრავა, უკვე დაწყებულია ექიმების შემოვლა. პირველადი კონტაქტები თითქმის დადგენილია და გრძელდება ამ კუთხით მუშაობა,"- განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.
09.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 14:00
Link: 09.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 14:00
112-ისა და 144-ის მუშაობის კოორდინირება, რეგიონებში მოვლეილი ე.წ. კლასტერები და მთავრობის რეაგირება - გამკაცრდება თუ არა საკარანტინო ზონები მთელი ქვეყნის მასშტაბით? - ცოტა ხნის წინ პრემიერი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური 112-ში იმყოფებოდნენ. როდესაც პირველი სიმპტომები გვაქვს, საავადმყოფოში არ უნდა გავიქცეთ, უნდა ავიღოთ და დავრეკოთ 112-ზე და შემდგომ უკვე ექიმები მართავენ ყველაფერს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელიც 112-ში იმყოფებოდა.
09.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 14:00
Link: 09.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 14:00
ე.წ. რეგიონულ შესაძლო კლასტერ ლენტეხსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ამ წუთებისათვის საკარანტინო რეჟიმი გამკაცრებულია. ამ დროისათვის ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე ბლოკ-პოსტი მუშაობს. გადაწყვეტლება კი მას შემდეგ მიიღეს, რაც ლენტეხში 50 წლამდე მამაკაცსაც, რომელიც მუნიციპალიტეტის საავადმყოფოშია მოთავსებული კოვიდ19-ით ინფიცირება ლაბორატორიულად დაუდასტურდა.
09.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 14:00
Link: 09.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 14:00
რა ხდება ამ წუთებისათვის ქობულეთში და როგორ მიმდინარეობს მონიტორინგის პროცესი - ამ თემაზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ისაუბრებს. ზაალ მიქელაძე:" როგორც კი დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, დაიწყო ახლო კონტაქტების მოკვლევა. გუშინ ხუთ წევრს უკვე დაუდასტურდა კოვიდ 19. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა სრულად გადაინაცვლა ქობულეთში".
09.04.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 14:00
Link: 09.04.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
ამ ეტაპისთვის ჩვენ ქვეყანაში გვაქვს 12 000 ტესტი, რომელიც დაურიგდება ყველა იმ ლაბორატორიასა და კლინიკას, რომელსაც აქვს ამის საშუალება და ამის შესახებ ჩვენ ერთობლივად ვიღებთ გადაწყვეტილებას იმ მოცულობების გათვალსწინებით, თუ რა მოცულობების დაფარვა შეუძლია, როგორც ლაბორატორიებს, ასევე რა საჭიროებები არის იმ რეგიონის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სადაც ჩვენ ამ ტესტებს დავაგზავნით-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გზაშია ასევე 18 000 PCR-ტესტი.
09.04.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
Link: 09.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
სასულიერო პირებს მთავრბა რისკ ჯგუფად აცახდებს და ამბობს, რომ მათ სხვა საეჭვო პაციენტებთან შედარებით, უფრო ინტენსიურად შეამოწმეს კოვიდ-19-ზე. პრემიერ გახარიას თქმით, ეს ყველაფერი გამომდინარეობს იმ მძიმე რეალობიდან, როლის წინაშეც ახლა ყევლა ერთად ვდგავართ და ვერავინ იტყვის გადაჭრით, როდის გადაივლის კორონავირუსი.
09.04.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
Link: 09.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან, 3 იმერეთსა და ქვემო სვანეთზე მოდის. მათ შორის, კორონავირუსი დაუდასტურდა ვანში მცხოვრები 75 წლის ქალის მეუღლესა და სიძეს. ვანის მუნიციპალიტეტის შსასვლელებში ვითარებას, შსს და თავდაცვის ძალები აკონტროლებენ. ვანის მოსახლეობას კი მასობრივად სიცხეს უზომავენ. . სულ კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა ქვეყანაში.
09.04.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
Link: 09.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
როიდან დაიწყებს ხელისუფლება მასობრივ ტესტირებას და რამდენ სწრაფ ტესტს ელოდება მთავრობა უცხოეთიდან კვლავაც უცნობია. ოპოზიცია ამბობს, რომ საზოგადოებამ ჯერ ვერ მიიღო პასუხები ამ კითხვებზე. ხელისუფლება კი ოპოზიციის შეფასებით, რეაგირებას აგვიანებს.
09.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 15:00
Link: 09.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00
ლენტეხსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმი გამკაცრებულია. ამ დროისათვის ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე ბლოკ-პოსტი მუშაობს. გადაწყვეტლება კი მას შემდეგ მიიღეს, რაც ლენტეხში 50 წლამდე მამაკაცსაც, რომელიც მუნიციპალიტეტის საავადმყოფოშია მოთავსებული კოვიდ19-ით ინფიცირება ლაბორატორიულად დაუდასტურდა.
09.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 12:00
Link: 09.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00
კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში, სოციალურ ქსელში გარკვეული ჯგუფები ცრუ ინფორმაციას კიდევ ერთხელ ავრცელებენ. ხმოვანი შეტყობინებების შემდეგ მოქალაქეებს მისდით ტექსტი, რომლის მიხედვითაც გარკვეული პირები მიზანმიმართულად ცდილობენ, პრევენციისთვის მიმდინარე სამუშაოების მიმართ საზოგადოების განწყობა ნეგატიური იყოს. ცრუ შეტყობინების შინაარსს მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავს.
ტელევიზია
10 აპრილი
10.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა
Link: 10.04.2020 - რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს სტატისტიკას, თუ როგორია კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა საქართველოში ასაკისა და სქესის მიხედვით. ყველაზე მეტად 15-დან 29 წლის შუალედში მყოფ ადამიანებს აქვს კორონავირუსი. შემდეგ 50-დან 59 ასაკის ადამიანებია დაინფიცირებული. გამოხატული პროგნოზების მიხედვით,71%-ში ცხელება და შემცივნება ფიქსირდება. დღის განმავლობაში დაფიქსირებული მაქსიმალური შემთხვევა 18-ია.
10.04.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 10.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
1. ვირუსით ინფიცირების პროცესი რომ კარგად იყოს მართული ამისთვის პრემიერი ყველას, ვისაც რაიმე ავადმყოფობის სიმპტომი ექნება 112-თან დაკავშირებას სთხოვს. გახარიას თქმით, 144-ზე ზარების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რადგან მოქალაქეებმა დეტალურად იციან, როგორია საგანგებო მდგომარეობის საკანონმდებლო სპეციფიკა. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ცხელი ხაზი 144 რამდენიმე ხნის წინ აუცილებლობიდან გამომდინარე ჩაერთო, რომლის ძირითადი ამოცანა საგანგებო მდგომაროების პირობებისა და საკანონმდებლო თავისებურებების შესახებ მოქალაქეებისთვის პასუხის გაცემაა.
10.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 10.04.2020 - I არხი - მოამბე 09:00
დღევანდელი არსებული რეალობა ემთხვევა იმ განსაკუთრებით საუკეთესო სურათს, რომელიც შეიძლება, ჩვენი მიზანი ყოფილიყო, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“. „თუმცა, ჩვენ გათვლები გვქონდა ყველაზე უარესი სცენარისთვისაც და ვემზადებოდით ყველაზე რთული გამოწვევებისთვის.
10.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 10.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მისი მოადგილე და მთავრობის წევრები გლდანში მდებარე დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში იმყოფებოდნენ რომელიც კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების გამო რამოდენიმე დღე კარანტინში იმყოფებიან. მათ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას პირველადი საჭიროების სასურსათო პროდუქტი გადასცეს. ტერიტორიას იცავს პატრული.
10.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 11:00
Link: 10.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 11:00
ლენტეხსა და ცაგერში საკონტროლო პუნქტები არის მოწყობილი. სამართალდამცველები თავდაცვის ძალებთან ერთად ამოწმებენ მოქალაქეებს. არჩილ ჯაფარიძე:" მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ამ დროისთვის თერმოსკრინინგი და მოსახლეობის ინფორმაციით უზრუნველყოფა. დაფიქსირდა თუ არა ვირუსის არსებბა იმ წუთიდანვე აქტიურად ჩავეთეთ ღონისძიებებში. მოსახლეობა აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან და პოლიციასთან".
10.04.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 10:00
Link: 10.04.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 10:00
1. კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო 4 წყარო ცნობილია. პაციენტები იმპორტულ წყაროს მიეკუთვნებიან-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, მკურნალობის კურსს ბოლო 4 ინფიცირებულიდან 2 ბათუმში, 2 კი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გააგრძელებს.
10.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 12:00
Link: 10.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00
ვირუსის განვითარების გზა ეროვნული ბანკის საცავიდან ქვემო სვანეთის რეგიონში - ეს შემთხვევა არის მიზეზი, რის გამოც ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. შერჩეულია სამი ადგილი - ეს არის ცაგერის შესასვლელი, რომელიც ცნობილია, როგორც ე.წ. გელავერის უღელტეხილი, მეორე ლოკაცია არის მურის ხიდთან, აქ გაკონტროლდება ლენტეხში მიმავალი გზა და, ასევე, თავდაცვისა და შსს-ს წარმომადგენლები დადგებიან სოფელ ალპანაში ცაგერის რაიონში. განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.
10.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 12:00
Link: 10.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
ლენტეხსა და ცაგერში საკონტროლო პუნქტები არის მოწყობილი. სამართალდამცველები თავდაცვის ძალებთან ერთად ამოწმებენ მოქალაქეებს. ზომების გამკაცრება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც აქ დაფიქსირდა კოვიდ 19-ის შემთხვევა. პაციენტი თბილისში არის გადმოყვანილი და მისი კონტაქტების მოძიება გრძელდება. ერთ-ერთი პუნქტი არის მოწყობილი ხონის მუნიციპალიტეტის სპფელ ღვედში.
10.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00
Link: 10.04.2020 - I არხი - მოამბე 12:00
დღევანდელი არსებული რეალობა ემთხვევა იმ განსაკუთრებით საუკეთესო სურათს, რომელიც შეიძლება, ჩვენი მიზანი ყოფილიყო, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“. „თუმცა, ჩვენ გათვლები გვქონდა ყველაზე უარესი სცენარისთვისაც და ვემზადებოდით ყველაზე რთული გამოწვევებისთვის. რა თქმა უნდა, შემთხვევების ზრდა მოსალოდნელია და ამას შემდეგი კვირის ბოლოდან ველოდებით, მაგრამ ვთვლით, რომ ეს ზრდაც დინამიკური, მართვადი იქნება და ჯანდაცვის სისტემა ამ პროცესების მართვას საკმაოდ კარგად შეძლებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
10.04.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
Link: 10.04.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
ახალი კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლს ჯანდაცვის სპეციალისტები დადებითად აფასებენ, თუმცა ტექნიკური საკითხების დაზუსტების აუცილებლობაზე საუბრობენ. კერძოდ, დოკუმენტი არ ითვლისწინებს, როგორ უნდა შემოწმდეს რამდენად სრულდება გზამკვლევით გათვალისწინებული მოთხოვნები.
9 აპრილი
ინტერნეტ სააგენტო
09.04.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 09.04.2020 - ონ.ჯი
29 წლის მარიამ ქ. საქართველოში ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის გავლით 24 მარტს, დილით შემოვიდა. ის მარნეულის სასტუმროს კარანტინში მოათავსეს. მარიამი On.ge-სთან ამბობს, რომ მთელი დღის განმავლობაში არავის გაუსინჯავს და არც ტემპერატურა გაუზომეს, ექიმის კონსულტაცია კი ღამის საათებში შესთავაზეს. სპეციალისტი მის ნომერში საღამოს 10 საათისთვის შევიდა.
09.04.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 09.04.2020 - ონ.ჯი
პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ StopCov-ის ფონდის შექმნისას დარწმუნებული იყო, რომ ქურთული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დიდ შენატანს გააკეთებდა.
09.04.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 09.04.2020 - ინფო9
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ წლების განმავლობაში შავი ჭირის დროს სწორედ ისეთ პირბადეებს იყენებდნენ, როგორიც ქართული წარმოების პირბადეებია.
09.04.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 09.04.2020 - ინფო9
საქართველოში წარმოებულმა პირბადეებმა გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შემოწმება, ჩვენ მივეცით რეკომენდაციები, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ეს პირბადეები სავსებით მისაღებია მრავალჯერადი მოხმარებისთვის, შეიძლება მათი ცხელ წყალში გარეცხვა, დაუთოება, ხოლო სამედიცინო მიზნით აღნიშნული პირბადე ერთჯერადად გამოიყენება.
09.04.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 09.04.2020 - ნიუპოსტს.ჯი
ახალი, ქართული წარმოების პირბადეები და საზოგადოების კრიტიკა - დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში დამზადებული პირბადეები საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის სავსებით მისაღებია. მისი განმარტებით, სამედიცინო მიზნით მოხმარებისას ნიღბები მხოლოდ ერთჯერადად უნდა გამოიყენონ.
09.04.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 09.04.2020 - კვირა.ჯი
საქართველოში წარმოებულმა ახალმა პირბადეებმა შემოწმება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიარა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
09.04.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 09.04.2020 - ტაბულა.ჯი
ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ახალი ალგორითმის მიხედვით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, უკვე დაამატკიცა, მაღალი რისკის მქონე სხვა პროფესიებთან ერთად ტესტირება საეკლესიო პირებსაც ჩაუტარდებათ.
09.04.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 09.04.2020 - ტაბულა.ჯი
ამირან გამყრელიძის, განმარტებით, ადგილობრივი წარმოების პირბადეებმა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შემოწმება და "შესაბამისი საკონტროლო სამუშაოები" გაიარა.
09.04.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 09.04.2020 - ტაბულა.ჯი
“მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენ უკვე 2 თვეა, ინტენსიურად ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, გარკვეულ რგოლებში, არის გარკვეული გადაღლილობაც, ამიტომ მნიშვნელოვანია ადამიანების ჩანაცვლებაზე ფიქრი, თუნდაც ამ რგოლების გაძლიერებაზე ფიქრი, როგორც მოცულობის, ასევე, მათი სიძლიერის თვალსაზრისით და ჩვენ ამას ვაკეთებთ ყოველდღიურ რეჟიმში. ვაუმჯობესებთ აღჭურვილობის მდგომარეობას და ვამატებთ სასუნთქ აპარატებს კლინიკებში. ” ჯანდაცვის მინსიტრი ეკატერინე ტიკარაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
09.04.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 09.04.2020 - ტაბულა.ჯი
“წლების განმავლობაში შავი ჭირის დროს სწორედ ისეთ პირბადეებს ვიყენებდით. ერთჯერადი პირბადეები საერთოდ არ არსებობდა. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები წაიკითხონ ” საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე, საქართველოში წარმოებულ პირბადეებთან დაკავშირებულ კრიტიკას.
09.04.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 09.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
ცნობილია ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ,- ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა.
09.04.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 09.04.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართვლეოში წარმოებულმა პირბადეებმა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შესაბამისი შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც მათ რეკომენდაცია გასცეს პირბადეების გმაოყენებასთან დაკავშირებით.
09.04.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 09.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
წლების განმავლობაში შავი ჭირის დროს სწორედ ისეთ პირბადეებს იყენებდნენ, როგორიც ქართული წარმოების პირბადეებია – ამის შესახებ პაატა იმნაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.
09.04.2020
მედია საშუალებები: რეპორტიორი.ჯი
Link: 09.04.2020 - რეპორტიორი.ჯი
“საქართველოში წარმოებულმა პირბადეებმა გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შემოწმება, ჩვენ მივეცით რეკომენდაციები,” – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
09.04.2020
მედია საშუალებები: სივილ.ჯი
Link: 09.04.2020 - სივილ.ჯი
21:30 – კოვიდ-19-ისგან 51-ე პაციენტი გამოჯანმრთელდა ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 51-მდე გაიზარდა. 19:45 სააღდგომო წირვას ეკლესიაში არც პრეზიდენტი დაესწრება სააღდგომო წირვას ეკლესიაში არც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრება.
09.04.2020
მედია საშუალებები: ამბები.ჯი
Link: 09.04.2020 - ამბები.ჯი
როდესაც პირველი სიმპტომები გვაქვს, საავადმყოფოში არ უნდა გავიქცეთ, უნდა ავიღოთ და დავრეკოთ 112-ზე და შემდგომ უკვე ექიმები მართავენ ყველაფერს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელიც 112-ში იმყოფებოდა. ის მოქალაქეებს მოუწოდებს, პირველივე სიმპტომის აღმოჩენისთანავაზე, 112-ს მიმართონ.
09.04.2020
მედია საშუალებები: ამბები.ჯი
Link: 09.04.2020 - ამბები.ჯი
მეორე დღეა, რაც სააფთიაქო ქსელებში ქართული წარმოების პირბადეები იყიდება. 12 შრიანი მრავალჯერადი პირბადეების შეძენას მომხმარებელი მალე მთელი ქვეყნის მასშტაბით, "ავერსის", "ფარმადეპოს", "პეესპესა" და "ჯიპისის" აფთიაქებში შეძლებენ. აღნიშნული პროდუქციის ღირებულება 50 თეთრს შეადგენს. საქართველოში დამზადებულ პირბადეებს სოციალურ ქსელში საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.
09.04.2020
მედია საშუალებები: მარშალპრეს.ჯი
Link: 09.04.2020 - მარშალპრეს.ჯი
ჯანდაცვის სამინისტრო საკარანტინე სივრცეში სექსუალური შევიწროების შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი არ არის ჯანდაცვის სამინისტროს ან/და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი.
09.04.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 09.04.2020 - აქცენტნიუს.ჯი
საქართველოში წარმოებულმა პირბადეებმა გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შემოწმება, ჩვენ მივეცით რეკომენდაციები- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" განუცხადა.
09.04.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 09.04.2020 - აქცენტნიუს.ჯი
პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის მონასტრებში მყოფი ადამიანები ე.წ. აგრესიულ ტესტირებას დაექვემდებარებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა.
09.04.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 09.04.2020 - აქცენტნიუს.ჯი
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის სებასტიან მოლინეუსის განცხადებით „COVID-19 –ის პანდემია წარმოადგენს უპრეცედენტო ეკონომიკურ გამოწვევას მსოფლიოსთვის და რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს საქართველოს ღია ეკონომიკაზე, ვაჭრობასა და ფულად გადარიცხვებზე დამოკიდებულების გათვალისწინებით:" "სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორი არნახულ სიმტკიცეს იჩენენ კრიზისის პირობებში და ერთად ეფექტურად მუშაობენ.
09.04.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 09.04.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
მსოფლიო ბანკის პროგნოზის თანახმად, COVID-19-ის გამო, საქართველოში ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდება. ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ეკონომიკური ბიულეტენის 2020 წლის გაზაფხულის გამოცემის თანახმად, COVID-19-ის (კორონავირუსის) პანდემიის ზემოქმედების შესარბილებლად უმნიშვნელოვანესია, ისეთი გადამწყვეტი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში ინვესტიციების პრიორიტეტულობას განსაზღვრავს და ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი ყველაზე მოწყვლადი პირებისთვის სოციალურ დახმარებას უზრუნველყოფს.
09.04.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 09.04.2020 - აქცენტნიუს.ჯი
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, იმ სოფლებში სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკია, მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყება.
09.04.2020
მედია საშუალებები: პუბლიკა.ჯი
Link: 09.04.2020 - პუბლიკა.ჯი
საქართველოში წარმოებულმა პირბადეებმა გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შემოწმება, ჩვენ მივეცით რეკომენდაციები, – ამის შესახებ „პირველ არხს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. „ამ პირბადეებმა გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შემოწმება. ჩვენ მივეცით რეკომენდაციები.
09.04.2020
მედია საშუალებები: პუბლიკა.ჯი
Link: 09.04.2020 - პუბლიკა.ჯი
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო სამედიცინო სექტორი 2 თვეა, ინტენსიურად მუშაობს, რის გამოც გარკვეულ რგოლებში გადაღლილობაა და ადამიანების ჩანაცვლებაზე ფიქრი მნიშვნელოვანია. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტმა მინისტრს ჰკითხა, ჯანდაცვის რომელ რგოლშია ხარვეზი, რომელსაც მეტი მომზადება და გამოსწორება სჭირდება.
09.04.2020
მედია საშუალებები: პუბლიკა.ჯი
Link: 09.04.2020 - პუბლიკა.ჯი
მოკლედ გეტყვით, რას დაეყრდნო ჩვენი გადაწყვეტილება“, – ამბობს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ალგორითმზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც, ისეთ ჯგუფებთან ერთად, როგორებიცაა მედპერსონალი ან თავდაცვის ძალები, კორონავირუსზე ტესტები სასულიერო პირებსა და მონასტრებშიც უნდა ჩატარდეს. „საქართველოში გვაქვს ტუბერკულოზის პროგრამის ძალიან კარგი პრაქტიკა. როდესაც ჩვენ ამ პროგრამას ვახორციელებდით (და ის ძალიან წარმატებით შესრულდა), იქ იყო შეტანილი სასულიერო პირთა და მონასტრების კვლევაც.
09.04.2020
მედია საშუალებები: პუბლიკა.ჯი
Link: 09.04.2020 - პუბლიკა.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საეჭვო შემთხვევის პირველად ჯანდაცვაში მართვის პროტოკოლი შეიმუშავა. პროტოკოლი განკუთვნილია პირველადი ჯანდაცვის ქსელში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის – ოჯახის ექიმების, შინაგანი მედიცინის სპეციალისტების, პედიატრების, პირველადი ჯანდაცვის რგოლში მომუშავე ნებისმიერი პროფესიონალისთვის. პროტოკოლის რეკომენდაციები განკუთვნილია, ასევე, პაციენტებისთვის COVID-19-ზე საეჭვო სიმპტომებით.
09.04.2020
მედია საშუალებები: 2020ნიუს.ჯი
Link: 09.04.2020 - 2020ნიუს.ჯი
საკარანტინე სივრცეში, სექსალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი არ არის ჯანდაცვის სამინისტროს ან/და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი. ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრ ავრცელებს.
09.04.2020
მედია საშუალებები: პრესა.ჯი
Link: 09.04.2020 - პრესა.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევების შინ და საკარანტინე ზონებში მკურნალობის პროტოკოლი შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, კორონავირუსით ინფიცირებული მსუბუქი პაციენტების მართვა პირველადი ჯანდაცვის რგოლს, ოჯახის ექიმებს და თავად პაციენტებს დაეკისრათ. დოკუმენტში კონკრეტულად არის გაწერილი, რა შემთხვევაში უკავშირდება პაციენტი ოჯახის ექიმს.
09.04.2020
მედია საშუალებები: პრესა.ჯი
Link: 09.04.2020 - პრესა.ჯი
ამ დროისათვის, დახურულია საავადმყოფო ვანში და თვითიზოლაციაში 10-მდე მედიკოსი იმყოფება. საავადმყოფოს თანამშრომელი "ტვ პირველთან" აცხადებს, რომ რომ კორონავირუსით ინფიცირებულმა, 75 წლის ქალმა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადას დაუმალა სიმპტომები.
09.04.2020
მედია საშუალებები: პრესა.ჯი
Link: 09.04.2020 - პრესა.ჯი
ჯანდაცვის სამინისტრო საკარანტინე სივრცეში სექსუალური შევიწროების შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი არ არის ჯანდაცვის სამინისტროს ან/და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი. "გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საკარანტინე სივრცეში სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ პირს უკავშირდება.
09.04.2020
მედია საშუალებები: პრესა.ჯი
Link: 09.04.2020 - პრესა.ჯი
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, იმ სოფლებში სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკია, მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყება.
09.04.2020
მედია საშუალებები: 2020ნიუს.ჯი
Link: 09.04.2020 - 2020ნიუს.ჯი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოქალაქეებს მოუწოდებს პირველივე სიმპტომის აღმოჩენისთანავე, 112-ს მიმართონ. ამის შესახებ, მან 112-ში ყოფნისას განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ექიმები არიან კონკრეტულ სტაციონარებში მობილიზებული იმისთვის, რომ ტელემედიცინის საშუალებით, პირველადი კონსულტაცია გაუწიონ ჩვენს მოქალაქეებს, რომელსაც პირველი სიმპოტომები გაუჩნდებათ.
10 აპრილი
ინტერნეტ სააგენტო
10.04.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 10.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
იზოლაციაში მყოფი ახალგაზრდა ქალი სექსუალური შევიწროების ფაქტზე საუბრობს. შემთხვევა, სავარაუდოდ, მარნეულის ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში მოხდა. მსხვერპლის თქმით, მას ექიმმა COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემოწმების მოტივით, ფილტვების მოსასმენად ჯერ გახდა, შემდგომ კი საწოლზე დაწოლა მოსთხოვა.
10.04.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 10.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
როგორ მოვუაროთ CoViD-19-ით ინფიცირებულ ადამიანს სახლში – ვიდეოს ამ სათაურით BBC აქვეყნებს. თუ თქვენ სახლში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი გყავთ და მას უვლით, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:ადამიანს, რომელსაც ახალი კორონავირუსის სიმპტომები აქვს, დასვენება, ნოყიერი საკვები და რეგულარული ძილი ესაჭიროება.
10.04.2020
მედია საშუალებები: ჯიეიჩენ.ჯი
Link: 10.04.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარება გრძელდება. სწორედ ეს საკითხები იყო განხილული ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე.
10.04.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 10.04.2020 - ტაბულა.ჯი
წლების განმავლობაში შავი ჭირის დროს სწორედ ისეთ პირბადეებს ვიყენებდით. ერთჯერადი პირბადეები საერთოდ არ არსებობდა. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები წაიკითხონ ” საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე, საქართველოში წარმოებულ პირბადეებთან დაკავშირებულ კრიტიკას. 10 აპრილი, 2020
10.04.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 10.04.2020 - კვირა.ჯი
COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარება გრძელდება. სწორედ ეს საკითხები იყო განხილული ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე. ძალადობის გაზრდილი რისკი მსოფლიოში მიმდინარე კრიზისის ანალიზისას ერთ-ერთ გამოწვევად სახელდება.
10.04.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 10.04.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟმა დღეს, სპეციალური რეისით, სომხეთიდან საქართველოს ორი მოქალაქე ჩამოიყვანა. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სომხეთში იმყოფებოდნენ, COVID-19-ით დაინფიცირდნენ. ჯანდაცვის სამინისტრომ, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ისინი მკურნალობის გასაგრძელებლად სამშობლოში დააბრუნა.
10.04.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 10.04.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარება გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სწორედ ეს საკითხები იყო განხილული ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე. ძალადობის გაზრდილი რისკი მსოფლიოში მიმდინარე კრიზისის ანალიზისას ერთ-ერთ გამოწვევად სახელდება.
10.04.2020
მედია საშუალებები: აიბიზნეს.ჯი
Link: 10.04.2020 - აიბიზნეს.ჯი
Covid 19-ის გავრცელებამ მნიშვნელოვნად შეცვალა კომპანიების სამუშაო დღის წესრიგი და პრიორიტეტები. გამონაკლისი არც ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ყოფილა, თუმცა, უფრო აღსანიშნავი ის არის, რა სისწრაფითა და პასუხისმგებლობით მიუდგა კომპანია ახალ, აქამდე არარსებულ გამოწვევას.
პრესა
10.04.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 10.04.2020 - რეზონანსი
დედაქალაქის და რეგიონების აგრარული ბაზრები დროებით დაკეტილია. მიზეზი , რასაკვირველია, კორონავირუსია. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა სპეციალური პროტოკოლი, რომლის დაცვაც სავალდებულო იქნება ბაზრებისთვის, რომლებსაც მუშაობის გაგრძელების სურვილი ექნებათ. სურსათზე ფასების ზრდა უკვე დაწყებულია და მომავალში გარდაუვალი იქნება.
10.04.2020
მედია საშუალებები: ახალი თაობა
Link: 10.04.2020 - ახალი თაობა
ევროკავშირის ელჩის საქართველოში კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროპა პანდემიის მწვავე შედეგების დაძლევისთვის ბრძოლის პარალელურად კვლავ პარტნიორების გვერდით დგას.
10.04.2020
მედია საშუალებები: ჯორჯია თუდეი
Link: 10.04.2020 - ჯორჯია თუდეი
საქართველო დღეს აშშ-ის პარტნიორია COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში. ამ პარტნიორობაში მთავარ როლს ასრულებს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი.
10.04.2020
მედია საშუალებები: მესინჯერი
Link: 10.04.2020 - მესინჯერი
“საქართველოში წარმოებულმა პირბადეებმა გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შემოწმება, ჩვენ მივეცით რეკომენდაციები,” – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ეს პირბადეები სავსებით მისაღებია მრავალჯერადი მოხმარებისთვის, შეიძლება მათი ცხელ წყალში გარეცხვა, დაუთოება, ხოლო სამედიცინო მიზნით აღნიშნული პირბადე ერთჯერადად გამოიყენება. ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ თავდაპირველად აფთიაქებს 400 000 ცალი პირბადე დაურიგდებათ. პირბადის ფასი 50 თეთრია.
რადიო
10.04.2020
მედია საშუალებები: რადიო მაესტრო - რადიო მაესტრო–ახალი ამბები 11:00
Link: 10.04.2020 - რადიო მაესტრო - რადიო მაესტრო–ახალი ამბები 11:00
ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 230 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯამრთელდა 52 პაციენტი. მაკა სოლოღაშვილის განცხადებით ბოჭორიშვილის კლინიკაში შემოსული 3 პაციენტიდან 1 ეროვნული ბანკის თანამშრომლის ოჯახის წევრია. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, კარანტინში 2000-მდე ადამიანი რჩება. ვანის რაიონის მოსახლეობა მესამე დღეა გამკაცრებულ რეჟიმში ცხოვრობს. დასახლებასთან დამაკავშირებელ გზებს შსს და თავდაცვის წარმომადგენლები აკონტროლებენ. გიორგი გახარიას განცხადებით ვირუსის პიკს აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში უნდა ველოდოთ.
10.04.2020
მედია საშუალებები: საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 11:50
Link: 10.04.2020 - საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 11:50
ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 230 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯამრთელდა 54 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით ინფიცირებული 1 პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე და საყურადღებო, დანარჩენების სტაბილური. მაკა სოლოღაშვილის განცხადებით ბოჭორიშვილის კლინიკაში შემოსული 3 პაციენტიდან 1 ეროვნული ბანკის თანამშრომლის ოჯახის წევრია. ლენტეხში და ცაგერში სამართალდამცავები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მგზავრებს ამოწმებენ. „თუმცა, ჩვენ გათვლები გვქონდა ყველაზე უარესი სცენარისთვისაც და ვემზადებოდით ყველაზე რთული გამოწვევებისთვის. რა თქმა უნდა, შემთხვევების ზრდა მოსალოდნელია და ამას შემდეგი კვირის ბოლოდან“, – განაცხადა ტიკარაძემ.
10.04.2020
Link: 10.04.2020 - საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50
ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი უკვე ამოქმედდა. სამართალდამცველები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მგზავრებს ცაგერში მურის ხიდთან და სოფელ ღვედში ამოწმებენ. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, გრძელდება თერმოსკრინინგი სოფელ მელეში, სადაც ინფიცირებული მამაკაცი სტუმრად იმყოფებოდა. დღევანდელი არსებული რეალობა ემთხვევა იმ განსაკუთრებით საუკეთესო სურათს, რომელიც შეიძლება, ჩვენი მიზანი ყოფილიყო, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
10.04.2020
მედია საშუალებები: რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00
Link: 10.04.2020 - რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 227 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4829 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 410 პირი.