| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | 8-9 აპრილი მედია მონიტორინგი |
| Received On : | 09.04.2020 07:44 |
| Attachments : |
მედია მონიტორინგი
8 აპრილი
ტელევიზია
08.04.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები 16:00 ტვ 1
Link: 08.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 16:00 ტვ 1
დღეს მთავრობამ ვიდეოკონფერენციით გამართა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. ეს კადრები გაავრცელა მთავრობის ადმინისტრაციამ. დღეს მედიასთან კომენატრები გააკეთეს:ჩიქოვანმა, ზალკალიანმა, თურნავამ, ტიკარაძემ.
08.04.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 14:00
Link: 08.04.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის გავრცელების პროგნოზზე ისაუბრა. ვიდეო ბრიფინგის დროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქართველი სპეციალისტების პროგნოზი რეალობას გარკვეულად ემთხვევა. „მაგალითად, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონოდა 200 შემთხვევა.
08.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 15:00
Link: 08.04.2020 - I არხი - მოამბე 15:00
ვანის მუნიციპალიტეტში, სხვა 9 მუნიციპალიტეტის მსგავსად გამკაცრებული რეჟიმი ამოქმედდა. მიმდინარეობს პროაქტიური თერმოსკრინინგი, ასევე მუნიციპალიტეტის შესასვლელებში ეწყობა სპეციალური გამშვები პუნქტები.
08.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 15:00
Link: 08.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00
უკვე მეორე დისტანციური სხდომა დასრულდა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე დისტანციურად იმსჯელეს.
08.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 15:00
Link: 08.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
ვირუსის გავრცლების უკონტროლო ტემპი რეგიონებში. ყოველდღიურად ირზდება შემთხვევათა ის რაოდენობა, როცა ეპიდემიოლოგები ინფექციის წყაროს ვერ ადგენენ. ქობულეთი ერთი სოფელი უკვე რისკის ზონაა.
08.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 15:00
Link: 08.04.2020 - I არხი - მოამბე 15:00
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12-ით გაიზარდა და 208 შეადგინა, მათ შორის 48 გამოჯანმრთელებული და სამი გარდაცვლილია. რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 2 პაციენტი იმყოფება. დასტაბილურდა იმ პაციენტის მდგომარეობა, ვინც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იყო მოთავსებული.
08.04.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები პირდაპირი
Link: 08.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები პირდაპირი
კორონავირუსთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭო სხდომებს დღეიდან ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განაგრძობს. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ვანის მუნიციპალიტეტის გასასვლელებში სპეციალური გამშვები პუნქტები მოეწყობა და მოქალაქეები თერმოსკრინინგის წესით შემოწმდებიან.
08.04.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
Link: 08.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
ხაშურის სამშობიარო კლინიკა დაიხურა. სამეანო განყოფილება მშობიარეების მიღებას ვეღარ შეძლებს. ჯერჯერობით უცნობია სად შეძლებენ სამედიცინო მომსახურების მიღებას მომავალი დედები. უმუშევარი რჩება კლინიკის თანამშრომელთა ნაწილი, ექიმები სახლში მიდიან. მედპერსონალი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მძიმე შედეგებს მოუტანს ხაშურს.
08.04.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 17:00
Link: 08.04.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
ვანში კორონა ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტში უსაფრთხოების კონტროლი მკაცრდება. ეწყობა საკონტროლო პუნქტი სადაც, ყველა შემსვლელი და გამსველი გაკონტროლდება. 75 წლის ქალბატონი გუშინ სამტრედიის ცხელების ცენტრიდან, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
08.04.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 17:00
Link: 08.04.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
საქართველოში დამატებით 10,000 ოქროს სტანდარდის პისიარ ტესტია შემოტანილი. და ქვეყანაში 18,000 ტესტს ელოდებიან. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. რაც შეეხება სწრაფ ტესტებს. ამ ეტაპზე ქვეყანაში მათი რაოდენობა 2000ია, თუმცა როგორც მინისტრმა აღნიშნა.
08.04.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 17:00
Link: 08.04.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
დავეხმაროთ მათ ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, დონაციის აქციას გორი შუერთდა. ჯანდაცვის სამინსიტროს ინიციატივას, ქართული ოცნების ადგილობრივმა ორგანიზაციამ დაუჭირა. და მუნიციპალიტეტის და მერიისა და საკრებულოს პირველმა პირებმა, სისხლი გაიღეს.
08.04.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 17:00
Link: 08.04.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
1. ვანში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტის შესასვლელში საკონტროლო პუნქტი ეწყობა, სადაც ყველა შემსვლელი და გამომსვლელი ავტომანქანა გაკონტროლდება, ასევე მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო თერმოსკრინინგს.
08.04.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
Link: 08.04.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00
ამ ეტაპისთვის საქართველოში დამატებით შემოსულია 10 000 ოქროს სტანდარტის PCR ტესტი, ხოლო გზაშია კიდევ 18 000 ცალი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭის სხდომის შემდეგ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ანტისხეულების 4 000 ტესტი უკვე საქართველოშია, ხოლო ამავე ტიპის 20 000 ტესტი გზაშია.
08.04.2020
მედია საშუალებები: იმედი - დღის ქრონიკა
Link: 08.04.2020 - იმედი - დღის ქრონიკა
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დამაიმედებელი სიახლე გვამცნო:ევროპის მასშტაბით კლების დინამიკა შეინიშნება. საქართველოში კი ვირუსის მატებაა და როგორც ეპიდემიოლოგები გვაფრთხილებენ, ყველაზე მძიმე აპრილისა და მაისის თვეები იქნება, ამიტომ აუცილებელი სოციალური დისტანციის დაცვა იქნება.
08.04.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები 17:00 ტვ 1
Link: 08.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 17:00 ტვ 1
ტესტების რა მარაგი აქვს საქართველოს და რამდენს ელოდებიან ? დღეს ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე შესყიდვის ხელშეკრულება წარმოადგინა და განმარტა რა ოდენობის ტესტების შესყიდვას გეგმავენ. "ის სწრაფი ტესტები რომელსაც მოქალაქეები ასე ძალიან ელოდებიან, რომელსაც საკმაოდ ფრთხილი გამოყენება ესაჭიროება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და ოქროს სტანდარტის დაცვა, აქედან გამომდინარე მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში გამოვიყენებთ სწრაფ ტესტებს ", - ეკატერინე ტიკარაძე.
08.04.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45
Link: 08.04.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45
"კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართულობის ფორმატის განსაზღვრისთვის სამინისტროსა და კომპანიებს შორის კომუნიკაცია შედგება", - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რამდენიმე დღის წინ კითხვას, თუ რა როლი შეიძლება ჰქონდეთ კერძო სადაზღვევო კომპანიებს COVID-19-ის ინფექციის მართვაში.
08.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 18:00
Link: 08.04.2020 - I არხი - მოამბე 18:00
საქართველოში მედპერსონალის ნაკლლებობა არ არის, ამის შესახებ განცხადება დღეს ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კლინიკებში მობილიზებული 3500 საწოლი, შემუშავებულია შესაბამისი პროტოკოლი, რომლის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით 10 000 მსუბუქი მდგომარეობის პაციენტის მკურნალობა არის შესაძლებელი.
08.04.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 17:00
Link: 08.04.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას მხარი „ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაციამ დაუჭირა და მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს პირველმა პირებმა და თანამშრომლებმა სისხლი გაიღეს. აქციაში ასევე პარტიის აქტივისტები და მოხალისეები ჩაერთვნენ. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში აქცია დღის ბოლომდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას შემოწმების შემდეგ მოქალაქეებიც შეძლებენ. ამ დროისთვის სისხლი 40-ზე მეტმა ადამიანმა გაიღო.
08.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კუLink: 08.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
უახლოეს დღეებში საქართველოში ახალი ტესტები ჩამოვა. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, ამ გზით გამარტივებული იქნება კორონავირუსის დადგენა. იმ შემთხვევაში თუ ეს გზა წარმატებული აღმოჩნდა, საქართველოს მთავრობა ტესტების რაოდენობას მომავალში გაზრდის. "უკვე საქართველოში გვაქვს ოქროს სტანდარტის ტესტების რაოდენობა 2 000, დამატებით 10 000 ტესტი, რომელიც უკვე შემოსულია, გზაში არის 18 000 ტესტი და საერთო შეკვეთის რაოდენობა არის 84 000.
08.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 18:00
Link: 08.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
საქართველო მზად არის, რომ COVID 19-ით დაინფიცირებულ 3500 პაციენტს სტაციონარში უმკურნალოს, თუ დავამატებთ საკარანტინო ზომებს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას შეუფერხებლად 10 000 პაციენტის მიღება შეუძლია. "ჩვენ, ამ ეტაპისთვის, მობილიზებული გვაქვს 3500 საწოლი, რაც იმას გულისხმობს, რომ დღეში დაფიქსირებული ასეულობით ინფექციის მიღებას ჩვენ შევძლებთ 1 თვის განმავლობაში შეუყოვნებლად.
08.04.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 20:00
Link: 08.04.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
+13 ბოლო 24 საათში, უახლესი სტატისტიკით საქართველოში ინფიცირების 208 დადასტურებული შემთხვევაა. გაზრდილია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც, ჯამში ეს ციფრი 50 აღწევს.
08.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - ბიზნესპარტნიორი
Link: 08.04.2020 - I არხი - ბიზნესპარტნიორი
კოვიდ 19- ის პანდემიის გამო ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო აღჭურვილობის მარაგებს ავსებს. მან 10 სხვადასხვა კონტრაქტი გააფორმა და გამარტივებული შესყიდვა ითხოვა. ყველაზე მსხვილი კონტრაქტი კომპანია ვიქენდთან გაფორმდა, მისი ღირებულება მილიონ სამას ოცდაცხრა ათას აღემატება. მოხდება პირბადეების უკანტაქო თერმომეტრების, სამედიცინო ტანსაცმლის და მსგავსი საქონლის შეკერვა. დღესვე ცნობილი გახდა რომ მოსახლეობისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი საქართველოში წარმოებული პირბადეები.
08.04.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 20:00
Link: 08.04.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
დღეიდან ქართული წარმოების პირბადეები სააფთიაქო ქსელებშ შევიდა ფასი 50 თთრი იქნება გაყიდვა კი ხვალიდან დაიწყება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ამინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საწყის ეტაპზე სარეალიზაციოდ ჩაეშვა 400000 პირბადე.
08.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 08.04.2020 - I არხი - მოამბე 21:00
ეპიდემიოლოგების პროგნოზით, კოვიდ 19-ის შემთხვევების მკვეთრი მატება აპრილის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. ქვეყნის მასშტაბით დაწყებულია ყველა იმ საავადმყოფოს და იქ არსებული ინფრასტრუქტურის შემოწმება, სადაც ინფიცირებულებს მკურნალობენ. მოწმდება მარაგები და სამედიცინო პერსონალის მომზადების დონე.
08.04.2020
მედია საშუალებები: პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00
Link: 08.04.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00
ამ ეტაპისთვის საქართველოში დამატებით შემოსულია 10 000 ოქროს სტანდარტის PCR ტესტი, ხოლო გზაშია კიდევ 18 000 ცალი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, ანტისხეულების 4 000 ტესტი უკვე საქართველოშია, ხოლო ამავე ტიპის 20 000 ტესტი გზაშია. რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, ამ ეტაპზე ქვეყანაში მათი რაოდენობა 2 000-ია, თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მათი უსაფრთხოება და მაღალი სანდოობა დამტკიცდება, იგეგმება კიდევ 200 000 ცალის შემოტანა.
08.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 08.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
როგორ ემზადება საქართველო COVID 19-ის გავრცელების პიკისთვის - ოქროს სტანდარტის PCR ტესტის რაოდენობა ქვეყანაში 12 000-ია, გზაშია კიდევ 18 000. საერთო ჯამში, საქართველოს 84 000 PCR ტესტი ექნება. ამის გარდა, უკვე ადგილზეა რამდენიმე ათასი ტესტი ანტისხეულებზე.
08.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 08.04.2020 - I არხი - მოამბე 21:00
კაჭრეთში დღეს სასტუმრო ამბასადორში მოწყობილი საკარანტინო სივრცე 127 კაციანმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. სასტუმროს დატოვების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის კმიხედვით სრულფასოვანი დეზინფექცია ჩაუტარდა სასტუმროს. ტურიზმის ეროვნლმა ადმინისტრაციამ ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის 86 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება.
9 აპრილი
ტელევიზია
09.04.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 09.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
მას შემდეგ, რაც კორონავირუსი მსოფლიოში მასშტაბურად გავრცელდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს ფართომასშტაბიანი ტესტირებისკენ აქტიურად მოუწოდებს. ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყანაში არსებული ტსტების მარაგებსა და კონკრეტულ რიცხვებზე საუბრისთვის დოკუმენტის წარდგენა გადაწყვიტა.
09.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 09.04.2020 - I არხი - მოამბე 09:00
ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შემოწმებას ეკონომიკის მინისტრი კასპში ჰაიდელბერგცემენტის ქარხანაში გაეცნო. ნათია თურნავამ საწარმოო პროცესი დაათვალიერა და აღნიშნა რომ ქარხანაში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია დაცულია.
09.04.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 09.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
კერძო სექტორმა უნდა იაქტიუროს. ამირან გამყრელიძის ამ განცხადების შემდეგ სამედიცინო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შედეგიანი აქტიურობის გზების ძიება სად უფრო ეფექტურია, ამაზე ვისაუბრებთ ჩვენს სტუმართან. სტუმარი: გიორგი ჩალაძე - გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია, მმართველი პარტნიორი
09.04.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 09.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
ეკონომიკა ასამუშავებელია და ამისთვის მათ შორის კორონავირუსთან ბრძოლის ეტაპიც გადასავლელია, თუმცა, ჩვენ ვცდილობთ, რომ საქმიანი ნაწილი ამ მიმათულებით მაინც არ მოვადუნოთ.
09.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 09.04.2020 - I არხი - მოამბე 09:00
კახეთში საკარანტინო სივრცედ მოწყობილი ერთ-ერთი სასტუმრო 127 კაციანმა ჯგუფმა უკვე დატოვა. მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს რის შემდეგაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ტერიტორიას სადეზინფექციო სამუშოები ჩაუტარდა.
09.04.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 09:00
Link: 09.04.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
საჩხერის სამედიცინო ცენტრში 20 საეჭვო პაცინეტიზე ლუგარის ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი მიიღეს. რამდენიმე დღეში ტესტირება ჩაუტარდება იმ 10 მედიკოსსაც, რომელთაც დაინფიციებულ ინფექციონისტთან ჰქონდათ უშალო კონტაქტი. საკონტროლო ტესტი დაუტარდება კოვიდ 19ის დიაგნოზით მოთავსებული 3 პაციენტიდან ერთ-ერთს.
09.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 09.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
საკონტროლო პუნქტებზე მოქალაქეების პირველადი თერმოსკრინინგი დაიწყო.
8 აპრილი
ინტერნეტ სააგენტო
08.04.2020
მედია საშუალებები: ჯიეიჩენ.ჯი
Link: 08.04.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარის“ წარმომადგენელი ბაია პატარაია, კარანტინში მყოფი ერთ-ერთი ქალის შესახებ საუბრობს, რომელზეც ექიმმა სექსუალურად შეავიწროვა. „მარტის ბოლოს, კარანტინში მოთავსებული იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც შეამოწმა ექიმმა.
08.04.2020
მედია საშუალებები: პუბლიკა.ჯი
Link: 08.04.2020 - პუბლიკა.ჯი
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს მიმართავს, მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, უზრუნველყოფილი იყოს ეკონომიკის ყველა მოქმედ სექტორში დასაქმებული ადამიანების შრომის უსაფრთხო პირობები.
08.04.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 08.04.2020 - პია.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში 84 000 PCR, 24 000 ანტისხეულების და 200 000 სწრაფ ტესტს შემოიტანენ. "საქართველოში უკვე ადგილიზეა "პისიარ" ტესტების რაოდენობა 2 000 ოქროს სტანდარტის, დამატებით 10 000 ტესტი. გზაშია 18 000 ტესტი და საერთო შეკვეთის რაოდენობაა 84 000. 4 000 ანტისხეულების ტესტი უკვე ადგილზეა და გზაშია 20 000 ტესტი.
08.04.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 08.04.2020 - პია.ჯი
"სახლში მკურნალობის პროტოკოლი უკვე მზად არის. ეს მკურნალობაც იქნება სიმპტომური, როგორც სტაციონარში მკურნალობა.
08.04.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 08.04.2020 - პია.ჯი
"ვანსა და სამეგრელოში, ბოლნისის მსგავსად, ჩაკეტვის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება",- ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვანის მუნიციპალიტეტისა და სამეგრელოს შესაძლო ჩაკეტვასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას. მისი თქმით, ვანში ინტენსიური თერმოსკრინინგი მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე გამოკვლეულია 5000 მოქალაქე. "ვმსჯელობთ კიდევ დამატებით ღონისძიებებზე, რომელიც ამ რეგიონებში იქნება განხორციელებული",-აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
08.04.2020
მედია საშუალებები: დრონი.ჯი
Link: 08.04.2020 - დრონი.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე მობილიზებულია 3500 საწოლი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ერთი თვის განმავლობაში შეძლებს დღეში ასეულობით ინფიცირებულის მიღებას შეუფერხებლად.
08.04.2020
მედია საშუალებები: აიპრეს.ჯი
Link: 08.04.2020 - აიპრეს.ჯი
” ამ ვირუსს ახასიათებს ციკლურობა და წელს ბევრი შემთხვევა დაემთხვევა კორონავირუსს”-ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ვირუსი, სიმპტომებით ძალიან ჰგავდა კოვიდ 19-ს. „ერთ-ერთი ინფექცია ძალიან ჰგავს სიმპტომებით კორონავირუსს და მას ჰქვია რესპირატიულ-სენსიტიური ვირუსი.
08.04.2020
მედია საშუალებები: აიპრეს.ჯი
Link: 08.04.2020 - აიპრეს.ჯი
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში ათი პაციენტის ანალიზი გაიგზავნება- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
08.04.2020
მედია საშუალებები: აიპრეს.ჯი
Link: 08.04.2020 - აიპრეს.ჯი
ამის შესახებ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატინმა, ჟურნალისტბთან განაცხადა. “ინფიცირებულმა პაციენტებმა 80% შემთხვევაში, შესაძლოა, ინფექცია ასიმპტომურად გადავიტანოთ, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ვიყოთ ინფექციის მიმღები და გამავრცელებლები, ამიტომაა მოწოდებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს,
08.04.2020
მედია საშუალებები: აიპრეს.ჯი
Link: 08.04.2020 - აიპრეს.ჯი
ყველა ის საწარმო, რომელსაც აქვს უფლება მიღებული, იფუნქციონიროს საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მკაცრად გაკონტროლდება, იმისათვის, რომ მათ დაიცვან ყველა ის რეგულაცია და სპეციალური სტანდარტი და პროტოკოლი, რომელიც არის დადგენილი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა, კორონავირუსთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
08.04.2020
მედია საშუალებები: აიპრეს.ჯი
Link: 08.04.2020 - აიპრეს.ჯი
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართლ ბრიფინგზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, იგეგმება თუ არა, დღემდე უსამსახუროდ მყოფი ექიმების გადამზადება, დატრენინგება და კლინიკებში მათი გადანაწილება.
08.04.2020
მედია საშუალებები: აიპრეს.ჯი
Link: 08.04.2020 - აიპრეს.ჯი
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.
08.04.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 08.04.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 პრემიერის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ კორონავირუსთან ბრძოლა გრძელდება და მათ პროტოკოლით გათვალისწინებული შეზღუდვები უნდა დაიცვან. ამ თემაზე ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა.
08.04.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 08.04.2020 - ონ.ჯი
საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი "სიცრუესა" და მავნებლობას" უწოდებს იმას, რომ ავიაბილეთების ე.წ. შავ ბაზარზე გაყიდვის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. დავით ზალკალიანის განცხადებით, თუკი ერთი მგზავრიცაა, რომელიც უკვე დაბრუნდა საქართველოში და გადაიხადა 200 ევროზე მეტი თანხა, იგი მზადაა, "პასუხი აგოს" ამაზე. მანვე დააზუსტა, რომ ის არ მოიაზრებს ამაში ადრე, კომერციული რეისების დროს გაყიდულ ბილეთებს.
08.04.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 08.04.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, დღეიდან ქართული წარმოების პირბადეები სააფთიაქო ქსელებში შევა და მისი გაყიდვა დაიწყება.
08.04.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 08.04.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უსაფრთხოების ზომებზე ორ დღეში უკვე 76 კომპანია შეამოწმეს. მინისტრის განმარტებით, 40-მა კომპანიამ საქმიანობის აღდგენა ითხოვა, მათგან 26-ს განაცხადი დაუკმაყოფილდა, ხოლო 14-ს დაუდგინდა ხარვეზი და გამოსასწორებლად დრო მიეცა.
08.04.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 08.04.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა განმარტავს, რომ საკარანტინო სივრცეების მარაგის პრობლემა არ აქვთ. მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 86 სასტუმროში კარანტინშია 4 682 ადამიანი, თუმცა რეზერვი ჯერ კიდევ არის, რადგან მათ კარანტინისთვის მობილიზებული აქვთ 6 568 სასტუმრო ოთახი.
08.04.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 08.04.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანას 1 თვის მანძილზე 10 ათასი პაციენტის შეუფერხებლად მიღების რესურსი აქვს.
08.04.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 08.04.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვანის, ქობულეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ამ ეტაპზე ზომების გამკაცრება არ იგეგმება.
08.04.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 08.04.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელისმ ბაია პატარაიას განცხადებით, ექიმმა კარანტინში მოთავსებული ქალი შეავიწროვა. პატარიას ინფორმაციით, შემთხვევა მარტის ბოლოს მოხდა და დაზარალებულის ინტერესებს “საფარი” წარმოადგენს. “კარანტინში იყო მოთავსებული ახალგაზრდა ქალი, რომელიც შეამოწმა ექიმმა. რეალურად, სექსუალურ შევიწროებას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, ექიმმა ამ ქალს მოსთხოვა, რომ გაეხადა ფილტვების მოსასმენად.
08.04.2020
მედია საშუალებები: ამბები.ჯი
Link: 08.04.2020 - ამბები.ჯი
ამ ეტაპისთვის საქართველოში დამატებით შემოსულია 10 000 ოქროს სტანდარტის PCR ტესტი, ხოლო გზაშია კიდევ 18 000 ცალი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, ანტისხეულების 4 000 ტესტი უკვე საქართველოშია, ხოლო ამავე ტიპის 20 000 ტესტი გზაშია.
08.04.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 08.04.2020 - პია.ჯი
"საქართველო ჯერ-ჯერობით ეფექტურად უმკლავდება პანდემიასთან დაკავშირებულ სირთულეებს. ჩვენ ვახერხებთ ვირუსის მასიურ შეკავებას. ჯანდაცვის სამინისტრო, ექიმები, ექთნები და ყველა მოკავშირე სამსახური, ვინც ჩართულია, აკეთებს თავის მაქსიმუმს იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თოქ-შოუ "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.
08.04.2020
მედია საშუალებები: ფორ.ჯი
Link: 08.04.2020 - ფორ.ჯი
საკარანტინო ზონებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროტოკოლი მზად არის. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის შემთხვევების 80% მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და ამ პაციენტების მკურნალობა საკარანტინო ზონებში მოხდება. „ეს პროტოკოლი მზად არის.
08.04.2020
მედია საშუალებები: ფორ.ჯი
Link: 08.04.2020 - ფორ.ჯი
ჯანდაცვის მინისტრმა ქვეყანაში სწრაფი ტესტების მარაგის შესახებ ისაუბრა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ განაცხადა, ქვეყანაში რამდენიმე ათასი ტესტი უკვე არის, უფრო მეტი კი გზაშია.