From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : 8 აპრილი მედია მონიტორინგი
Received On : 08.04.2020 08:12
Attachments :

მედის მონიტორინგი

8 აპრილი

ტელევიზია

 

დაკეტილი ბაზრები

08.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    08.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციისთვის დედაქალაქში მოქმედი აგრარული ბაზრები იკეტება, ამასთანავე, ბაზრები სხვადასხვა რეგიონში უკვე დაკეტილი იყო, მათ შორის იმერეთში, კახეთსა და სამეგრელოში-ზემო სვანეთში. რეგიონში იქ, სადაც მარკეტებზე ხელმისაწვდომობა არც ისე მარტივია, ადგილობრივი თვითმმართველობები მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტების მიწოდების განსხვავებულ სქემებზე მუშაობენ.

კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარება საქართველოში

08.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    08.04.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

კვირის ბოლოს ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები დაახლოებით 400-დე გაიზრდება, თვის ბოლოს კი 1200-მდე - ასეთია ამირან გამყრელიძის პროგნოზი. მისივე თქმით აპრილის და მაისის პირველი ორი კვირა საკამაოდ რთული იქნება, ამიტომ მოსახლეობამ ყველა რეკომენდაცია უნდა შეასრულოს.

ამირან გამყრელიძის განცხედება

08.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    08.04.2020 - I არხი - მოამბე 09:00

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ჯერჯერობით ეპიდსიტუაცია არ არის ისეთი რთული, როგორც მეზობელ ქვეყნებში, თუნდაც ევროპაში, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. მისივე თქმით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ლაბორატორიულად დადასტურებული რაოდენობა 196-ს შეადგენს. ამასთან, გამყრელიძის განმარტებით, დღეს ლაბორატორიებში 200-მდე პაციენტის ნიმუშის კვლევა მიმდინარეობს. ვპროგნოზირებთ, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს კორონავირუსის 350-დან 400-მდე შემთხვევა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, აპრილის თვე და მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული, ამიტომ მოსახლეობამ ყველა რეკომენდაცია უნდა შეასრულოს.

ტიკარაძე - ეპიდსიტუაცია მართულია

08.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    08.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

მართვის მენეჯმენტის ხარისხის მეტად გაუმჯობესება არის მთავარი გამოწვევა იმისთვს, რომ სტატისტიკა არ გაუარესდეს-ამბობს ჯანდაცვის მინისტრი. მისივე თქმით, ამ ეტაპზე სიტუაცია მართულია ე.წ. მწვერვალებით, თუმცა, დინამიკა ცუდი არაა. ამ ეტაპზე ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესი მართვადია. თუ დავაკვირდებით სტატისტიკას, არის პატარ-პატარა მწვერვალები, როცა გვაქვს დღეში დაინფიცირებული პაციენტების 10-დან 18-მდე რაოდენობა.

მთავრობის გადაწყვეტილება

08.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    08.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად საქართველოს მთავრობის სტრატეგიიდან გამომდინარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში შეიქმნა სათათბირო ორგანო საკოორდიანციო საბჭოს სახით, რომელიც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მონაწილეობით უზრუნველყოფს ერთიანი პოლიტიკის გატარებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა აქტიურ დახმარებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია საქართველოს ტერიტორულ წყლებში ნატოს ხომალდებს მასპინძლობს

08.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    08.04.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია საქართველოს ტერიტორულ წყლებში ნატოს ხომალდებს მასპინძლობს. ფოთის პორტში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის 4 ხომალდი შემოვიდა.

კორონავირუსი

08.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    08.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს ინფიცირების 350-დან 400-მდე შემთხვევა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ახალი მოდელი სასწავლო პროცესში

08.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    08.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამით გათვალისწინებული პროცესის უწყვეტად გაგრძელების მიზნით, ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ შეიმუშავა მოდელი, რომლითაც ღსაზრდელთა მშობლები იხელმძღვანელებენ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის შეჩერების პერიოდში. აღმზრდელი განახორციელებს მშობლის ინფორმირებას სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობას, მის მოთხოვნებს და შეთავაზებს განსაკუთრებულ საინტერესო აწტოვობებს მშობლებს, რომელთა განხორციელება შესაძლებელია სახლში.

შიდა ქართლში, შიდაიზოლაციაში მყოფ პირებზე ეპიდ-ზედამხედველობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს

08.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 11:00

Link:    08.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 11:00

შიდა ქართლში, შიდაიზოლაციაში მყოფ პირებზე ეპიდ-ზედამხედველობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. რაც შეეხება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის შემთხვევას, სადაც კოვიდ 19-ით ინფიცირებული სპორტსმენი იმყოფებოდა, მასთან შემხებლობაში მყოფი პირები იდენთიფიცირებულები არიან და თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მათ მდგომარეობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მუდმივ რეჯიმში აკონტროლებს. ლუგარის ლაბორატპრიაში გაგზავნილი სამი პირის ნიმუშის პასუხი უარყოფითია. დამატებით კიდევ ოთხი ნიმუშია აღებული.

ფოთის გადაადგილების საკონტროლო პუნქტებზე მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე კონტროლის წესები შეიცვალა

08.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 11:00

Link:    08.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 11:00

ფოთის გადაადგილების საკონტროლო პუნქტებზე მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე კონტროლის წესები შეიცვალა. ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო ექიმები მგზავრებს თერმოსკრინინგს მანქანაშივე უტარებენ.

კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამშენებლო ობიექტების მონიტორინგი დაიწყო

08.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 11:00

Link:    08.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 11:00

კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამშენებლო ობიექტების მონიტორინგი დაიწყო. ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტზე იმყოფებოდნენ, სადაც გაცემული რეკომენდაციის შესრულების პროცესს გაეცნენ. უახლოეს მომავალში ყველა ის კომპანია, რომელიც სრულად გაითვალისწინებს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გათვალისწინებულ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, სამუშაოებს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევბის რაოდენაობა საქართველოში 208-მდე გაიზარდა

08.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    08.04.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევბის რაოდენაობა საქართველოში 208-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 46 პაციენტი და გარდაცვლილია 3. კარანტინის რეჟიმში ამ დროის მონაცემებით 4674 , სტაციონარში მეთვალყურობის ქვეშ კი 362 ადამიანი რჩება.

კორონავირუსი; 208 დაინფიცირებული; კორონავირუსზე ლაბორატორიული ტესტირების ახალი ალგორითმი დამტკიცებულია

08.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

Link:    08.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

კოვიდ 19-ის ახალი შემთხვევვები საქართველოშ და 208 დაინფიცირებული ქვეყნის მასშტაბით. თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კრიტიკული მედიცინის დეპაპრტამენტის ხელმძღვანელი, მარეხ ბექაია განცხადებას აკეთებს. 208 ინფიცირებული, 46 გამოჯანმრთელებული, 3 გარდაცვლილი.

ინტერნეტ სააგენტო

 

გამყრელიძე: PCR-ის მარაგები ივსება, ჩვენი გათვლებით, ამ კვირაში 20 000 ტესტი დაგვემატება

08.04.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    08.04.2020 - ტაბულა.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, თქმით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დიაგნოსტიკის ტესტების მარაგები თანდათან ივსება და მაისის შუა რიცხვებისთვის ქვეყანას, დაახლოებით, 60 000 ტესტზე აქვს კონტრაქტი გაფორმებული.

ფოთის საგუშაგოებზე თერმოსკრინინგის წესები შეიცვალა

08.04.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    08.04.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფოთის გადაადგილების საკონტროლო პუნქტებზე მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე კონტროლის წესები შეიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს” უწყებიდან აცნობეს, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო ექიმები მგზავრებს თერმოსკრინინგს მანქანაშივე უტარებენ.

აპრილის ბოლოს 1 200-მდე ინფიცირებული გვეყოლება, პიკი შეიძლება იყოს უფრო ივლისში – ამირან გამყრელიძე

08.04.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    08.04.2020 - ნიუპოსტს.ჯი

ამირან გამყრელიძის თქმით, ელოდებიან, რომ ამ კვირის ბოლოს ინფიცირებულთა რიცხვი გაორმაგდება და 350-დან 400-მდე გაიზრდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის პროგნოზით, აპრილის ბოლოს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 000-დან 1 200-მდე გაიზრდება.

"ამ კვირაში სადღაც 20 000 ტესტი დაგვემატება" - ამირან გამყრელიძე

08.04.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    08.04.2020 - ნიუპოსტს.ჯი

გამყრელიძის თქმით, ამ კვირაში საქართველოში ტესტების მარაგი 60 000 ტესტით შეივსება. მაისის შუა რიცხვებისთვის ქვეყანას, დაახლოებით, 60 000 ტესტზე აქვს კონტრაქტი გაფორმებული., - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს.

“დავრჩეთ სახლში და მივცეთ საშუალება მღვდელმთავრებს, რომ დისტანციურად, ტელევიზიის საშუალებით ვიყოთ ჩართული ლოცვაში"- ამირან გამყრელიძე

08.04.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    08.04.2020 - ნიუპოსტს.ჯი

"ეს იქნება, კიდევ ერთხელ, ჩემი თხოვნა უმორჩილესი და რეკომენდაცია მოსახლეობისადმი". დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მრევლს მიმართავს და მოუწოდებს, რომ სახლში დარჩნენ. “დავრჩეთ სახლში და მივცეთ საშუალება ჩვენს მღვდელმთავრებს, რომ დისტანციურად, ტელევიზიის საშუალებით ვიყოთ ჩართული ლოცვაში და წირვაში.

პრესა

 

პოზიტიური სცენარი - 1000-მდე ინფიცირებული, ნეგატიური სცენარი - 5000-ზე მეტი სპეციალისტები აცხადებენ, რომ კორონავირუსის ეპიდემია საქართველოში ჯერჯერობით პოზიტიური სცენარით ვითარდება

08.04.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    08.04.2020 - რეზონანსი

რა სცენარისთვის არის მზად საქართველო და როგორი პროგნოზები აქვთ კარგ და ცუდი სცენარების შემთხვევაში? როგორც „რეზონანსთან“ ინფექციონისტები ამბობენ, კარგ ვარიანტში პიკური პერიოდის დროს კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 1000-მდე გაიზრდება, უარეს შემთხვევაში კი 5000-ზე მეტი იქნება. მათი თქმით, ხელისუფლებას რაც შეუძლია აკეთებს და ახლა ამ 2-3 კვირაში ყველაფერი მაინც საზოგადოებაზე იქნება დამოკიდებული.

პაატა იმნაძე: " ქვეყანაში არის კორონავირუსის შემთხვევები, რომლებიც არ ვიცით"

08.04.2020

მედია საშუალებები:    ახალი თაობა

Link:    08.04.2020 - ახალი თაობა

-საქართველოში კორონავირუსის რამდენიმე დაუდგენელი შემთხვევა ნამდვილად არსებობს, რაც, რა თქმა უნდა, კარგი არ არის. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ისაუბრა: _ დაუდგენელი შემთხვევები რომ ნაღმი იყო ქვეყნებისთვის, ეს აჩვენა ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილებამ.

რა არის პნევმოკოკი და რისგან დაიცავს მოხუცებს პნევმოკოკის ვაქცინა

08.04.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    08.04.2020 - რეზონანსი

სახელმწიფო 60 წელს ზემოთ მოქალაქეების პნევმოკოკის ვაქცინით აცრას გეგმავს, რაც ინფექციონისტ ირაკლი ხმალაძის თქმით, ხელს შეუწყობს იმუნიტეტის გამომუშავებას და ორგანიზმი ვირუსულ ინფექციას მომზადებული დახვდება. მისი შეფასებით, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში პაციენტს „გადარჩენის მეტ შანსი" ეძლევა.

„არ მეგონა, თუ ასე მარტივად გადამედებოდა, მეგონა, თავს ვიცავდი..." – ნიკოლოზ გამყრელიძე კორონავირუსზე

08.04.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    08.04.2020 - რეზონანსი

როგორი წარმოდგენა ჰქონდა კორონავირუსზე და როგორი აღმოჩნდა რეალობა, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძის შვილმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ ისაუბრა. „არ მეგონა, თუ ასე მარტივად გადამედებოდა. მეგონა, თავს ვიცავდი. სანიტაიზარი, ნიღბები სულ მედო მაგიდაზე, დისტანციასაც ვიცავდი. ჩემი წარმოდგენა არ აღმოჩნდა მართალი, რომ არ შეიძლება გადაგედოს თუნდაც იმაში, რომ არავის ჩაეხუტები, არ გადაკოცნიდა იჯდები გარკვეულ დისტანციაზე. უნდა გვესმოდეს, რომ შეიძლება ასეც გადაგვედო. თავიდანვე, როდესაც დამიდასტურდა, არ მქონდა წარმოდგენა, რომ ჩემს შემთხვევაში მძიმედ განვითარდებოდა დააავდება. საბედნიეროდ, ასეც აღმოჩნდა. ფილტვების ანთებაც არ მქონია", - ჰყვება გამყრელიძე.

კვირის ბოლოს ინფიცირებულთა რაოდენობა შეიძლება 400-მდე გაიზარდოს- ამირან გამყრელიძე

08.04.2020

მედია საშუალებები:    მესინჯერი

Link:    08.04.2020 - მესინჯერი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცახდებით, მიმდინარე კვირის ბოლომდე ინფექციონისტები კორონავირუსის შემთხვევების გაზრდას ელოდებიან. როგორც გამყრელიძემ თქვა, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა 300-დან 400-მდე იქნება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაიცვან სოციალური დისტანცია. ამჟამად საქართველოში 196 დადასტურებული შემთხვევაა.​