From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : 7-8 მაისი მედია მონიტორინგი
Received On : 08.05.2020 07:50
Attachments :

მედია მონიტორინგი

7 მაისი

ტელევიზია

 

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ჰუმანიტარული ამანათით დაეხმარება

07.05.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 08:00

Link:    07.05.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 08:00

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობამ იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკვები პროდუქტებითა და ჰიგიენური საშუალებებით დახმარების გადაწყვეტილება მიიღო. ორგანიზაცია ამ ეტაპზე 1000 ოჯახს დაეხმარება. ჰუმანიტარულ ამანათს ის მრავალშვილიანი ოჯახები, ვეტერანები და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები დევნილი ოჯახები მიიღებენ, რომელთა სოციალური ქულა 30, 000-ს არ აღემატება. ბესარიონ სიმონიშვილი: "ვაგრძელეთ ყველაზე გაჭირვებული დევნილი ოჯახების დახმარებას.

საკარანტინო სივრცე 50-მა ადამიანმა დატოვა

07.05.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 08:00

Link:    07.05.2020 - იმედი - ქრონიკა 08:00

კახეთში მდებარე ოთხი საკარანტინო სივრცე გუშინ 50-მა ადამიანმა დატოვა. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. საკარანტინო სივრცის დატოვებამდე ყველამ სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ კი ტერიტორიაზე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად სადენზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

დევნილი ოჯახების დახმარება

07.05.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    07.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წერმომადგენლობის ხელმძღვანელმა და დევნილთა სააგენტოს ხელმძღვანელის დირექტორმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცეს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები დევნილი ოჯახების დახმარების მიზნით, თანხა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობამ გამოყო. 1000 დევნილ ოჯახს სურსათსა და ჰიგიენურ საშუალებებს ადგილზე მიუტანენ. ამ ეტაპზე დახმარებას მაღალთიან რეგიონებში, ვეტერანები და მრავალშვილიანი ოჯახები მიიღებენ, რომელთა სოციალური ქულა 30 000 არ აღემატება.

ხანდაზმულთა ტესტირება

07.05.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 15:00

Link:    07.05.2020 - I არხი - მოამბე 15:00

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს და თანამშრომელს „კოვიდ-19“-ზე „პისიარ“-ტესტირება ჩაუტარდათ. ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მივიდა და პანსიონატის ბენეფიციარებს შეხვდა. ჯანდაცვის მინისტრმა თავშესაფრებში ტესტირების დაწყება გასულ კვირას დააანონსა. დედაქალაქის გარდა, პროცედურა უკვე ჩატარდა იმერეთსა და გურიაში, სადაც 62 პირი გაიტესტა. თავშესაფრების ტესტირება ერთ კვირაში დასრულდება. "ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით გაიტესტება ყველა ის პანსიონატი, რომელიც წარმოადგენს რისკჯგუფს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს ამ ადამიანების მონახულება. მინდა, მადლობა გადავუხადო აქ მომუშავე პროფესიონალებს და პერსონალს, რომლებიც ძალიან კარგად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს. ისინი უკვე 34 დღის განმავლობაში იმყოფებიან კარანტინში და უვლიან ჩვენს მოხუცებულებს“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებსა და თანამშრომლებს კოვიდ 19ზე პისიარ ტესტირება ჩაუტარდათ.

07.05.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 17:00

Link:    07.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებსა და თანამშრომლებს კოვიდ 19ზე პისიარ ტესტირება ჩაუტარდათ. ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მივიდა და პანსიონატის ბენეფიციარებს შეხვდა. ჯანდაცვის მინისტრმა თავშესაფრებში ტესტირების დაწყება გასულ კვირას დაანონსა, თბილისის გარდა პროცედურა უკვე ჩატარდა იმერეთსა და გურიაში სადაც 62 პირი გაიტესტა. თავშესაფრის ტესტირება ერთ კვირაში დასრულდება. "დავიწყეთ იმ მოწყვლადი ჯგუფების გატესტვა, თბილისის მოხუცებულთა პანსიონატში დღეს-დღეობით 50მდე ხანდაზმული ცხოვრობს. ასევე არის 50მდე მედ პერსონალი. მათი გატესტვა მოხდება პისიარ ტესტებით.ერთი კვირის მანძილზე საქართველოს მასშტაბით ყველა ინ პანსიონი გაიტესტება, რომელიც წარმოადგენს რისკ ჯგუფს. "-ეკატერინე ტიკარაძე

"დღის ამბები" - COVID-19

07.05.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 18:00 ტვ 1

Link:    07.05.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 18:00 ტვ 1

ჯანდაცვის მსოდლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კარანტინის რეჟიმში დაბრუნების რისკი რეალურია, თუ კი ქვეყნები გარდამავალ ეტაპებს ძალიან ფრთხილად არ დაგეგმავენ. დღეისთვის საქართველში კორონავირუსის 610 რეგისტრირებული შემთხვევაა, აქედან 269 გამოჯანმრთელებულია.

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს COVID-19-ზე PCR ტესტირება ჩაუტარდათ

07.05.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 18:00

Link:    07.05.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებსა და თანამშრომლებს COVID-19-ზე PCR ტესტირება ჩაუტარდათ. ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მივიდა და პანსიონატის ბენეფიციარებს შეხვდა. ჯანდაცვის მინისტრმა თავშესაფრებში ტესტირების დაწყება გასულ კვირას დააანონსა. თბილისის გარდა პროცედურა უკვე ჩატარდა იმერეთსა და გურიაში, სადაც 62 პირი გაიტესტა. თავშესაფრების ტესტირება ერთ კვირაში დასრულდება. "დაანონსებული პროტოკოლის შესაბამისად ჩვენ დავიწყეთ უკვე იმ მოწყვლადი ჯგუფების გატესტვა. თბილისის მოხუცებულთა პანსიონატში დღესდღეობით ცხოვრობს 50-მდე ხანდაზმული და ასევე არის 50-მდე მედპერსონალი. მათი გატესტვა მოხდება PCR ტესტებით და ერთი კვირის მანძილზე, საქართველოს მასშტაბით გაიტესტება ყველა ის პანსიონი, რომელიც წარმოადგენს რისკჯგუფს," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

"ხელისუფლება დაპირებას არ ასრულებს და კოვიდ ინფექციასთან ბრძოლის პირობებში გამჭვირვალობას არ იცავს"

07.05.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

Link:    07.05.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

"ხელისუფლება დაპირებას არ ასრულებს და კოვიდ ინფექციასთან ბრძოლის პირობებში გამჭვირვალობას არ იცავს" - პოლიტიკური გაერთიანება "ლელო" აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მალავს ტესტირების მეთოდოლოგიას, მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებისა და სასუნთქი აპარატების რაოდენობას. გარდა ამისა, ხელისუფლება არ ასაჯაროებს, რა ეკონომიკური ზარალი მიადგა ქვეყანას და რამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი. ლელოში აცხადებენ, რომ არ იძებნება არც იმ ანტიკრიზისული გეგმის დოკუმენტი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ პრემიერმა წარმოადგინა. საბა ბუაძე:"არ ვიცით მაგ: რგორი არის სასუნთქი აპარატების ხელმისაწვდომობა სხვა და სხვა რეგიონის მიხედვით, არ ვიცით, ჩატარებული ტესტების მეთოდოლოგია, ასაკის მიხედვით არ არის განაწილება ახალი შემთხხვევების..."

ხანდაზმული პანსიონატების ბენეფიციარებს და თანამშრომლებს კოვიდ 19-ზე პისირ ტესტი ჩაუტარდათ

07.05.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

Link:    07.05.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

ხანდაზმული პანსიონატების ბენეფიციარებს და თანამშრომლებს კოვიდ 19-ზე პისირ ტესტი ჩაუტარდათ. დღეს ჯანდაცვის მინისტრი მივიდა ადგილზე და პანსიონატის ბენეფიციარებს შეხვდა. ჯანდაცვის მინისტრმა პანსიონატებში ტესტირების დაწყება გასულ კვირას დააანონსა. თბილისის გარდა პროცედურა უკვე ჩატარდა იმერეთსა და გურიაშიც.

ხანდაზმულთა პანსიონატში კორონავირუსზე ტესტირება ჩატარდა

07.05.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 20:00

Link:    07.05.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს და თანამშრომლებს კორონავირუსზე პისიარ ტესტი ჩაუტარდათ. ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი , ეკატერინე ტიკარაძე. მინისტრმა თავშესაფრებში ტესტირების დაწყება გასულ კვირას დააანონსა. ეკატერინე ტიკარაძე : " დავიწყეთ მოწყვლადი ჯგუფების ტესტირება თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში დღესდღეობით ცხოვრობს 50 ადამიანი და მათთან ერთად თანამშრომლების გატესტვაც მოხდება."

8 მაისი

ტელევიზია

 

სისიხლის დონაცია

08.05.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    08.05.2020 - I არხი - მოამბე 09:00

ბათუმში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს გუნდი შეუერთდა აქციაში მონაწილეობა მიიღეს პარტიის წევრებმაც სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებმა და ადგილობრივებმა

საცხოვრებელი ფართების დაკანონება

08.05.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    08.05.2020 - I არხი - მოამბე 09:00

დევნილთა ეკო მიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველმყოფი სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებთან საჩხერის მუნიციპალიტეტში ყოფილი ფაბრიკის შენიბაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ესტუმრა და საცხოვებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა იძულებით გადაადგილებული 10 ოჯახი საჩხერეში აღმაშენებლის ქუჩაზე წლების განმავლობაში ცხოვრობს თუმცა ამ დრომდე საცხოვრებელი ფართები დაკანონებული არ ქონდათ დევნილთა სააგენტოს დირექტორის განცხადებით გადაწყვტილება უკვე მიღებულია და მთავრობის განკარგულების შესაბამისად იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ

საჩხერეში იძულებით გადაადგილებულ 10 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა

08.05.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 08:00

Link:    08.05.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 08:00

იძლებით გადაადგილებულ ოჯახებს სახოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ. დევნილთა უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი ყოფილი ფაბრიკის შენობაში მცხოვრებ ოჯახებს ესტუმრა და ამის შესახებ ინფორმაცია თავად მიაწოდა. 10 ოჯახი საჩხერეში, აღმაშენებლის ქუჩის N10-ში წლების განმავლობაში ცხოვრობს, თუმცა ამ დრომდე საცხოვრებელი ფართები დაკანონებული არ ქონდათ. ბესარიონ სიმონიშვილი: "ამ დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს წლების მანძილზე აწუხებდათ დაკანონების პრობლემა. შარშან აქ ვიმყოფებოდით შეხვედრაზე და ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და საჭირბოროტო საკითხი იქნა დაყენებული ჩვენი დევნილი მოსახლეობის მიმართ. დევნილთა სააგენტოს ჩართულობით და ორგანიზებით, აღნიშნული პროცესი დასრულდა და აქ მცხოვრებ 10 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ფართები".

 

 

 

 

 

 

7 მაისი

ინტერნეტ სააგენტო

 

 

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში კორონავირუსზე ტესტირება ჩატარდა

07.05.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    07.05.2020 - ინფო9

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის 92 ბენეფიციარს და თანამშრომელს „კოვიდ-19“-ზე „პისიარ“-ტესტირება ჩაუტარდათ. ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მივიდა და პანსიონატის ბენეფიციარებს შეხვდა. ჯანდაცვის მინისტრმა თავშესაფრებში ტესტირების დაწყება გასულ კვირას დააანონსა. „დაანონსებული პროტოკოლის შესაბამისად ჩვენ უკვე დავიწყეთ მოწყვლადი ჯგუფების გატესტვა. ტესტირება ხდება „პისიარ“-ტესტების საშუალებით. ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით გაიტესტება ყველა ის პანსიონატი, რომელიც წარმოადგენს რისკჯგუფს.

თამარ გაბუნია - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ეპიდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში, ქვეყანას 65 მილიონი დოლარის ღირებულების პირადი დაცვის საშუალებები სჭირდება

07.05.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    07.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ეპიდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც არის შეფასებული დაახლოებით წლისა და 18 თვის მანძილზე, ქვეყანას სჭირდება 65 მილიონი დოლარის ღირებულების პირადი დაცვის საშუალება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა.

თამარ გაბუნიას განცხადებით, PCR ტესტირებას დაახლოებით 25 000 ადამიანი გაივლის, მათ შორის არიან ხანდაზმულთა საცხოვრებლებისა და ფსიქიატრიული დაწესებულებების ბენეფიციარები

07.05.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    07.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სავალდებულო PCR ტესტირებას დაახლოებით 25 000 ადამიანი გაივლის. ამის შესახებ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სავალდებულო ტესტირების პრიორიტეტულ ჯგუფში არიან ხანდაზმულთა საცხოვრებლებში მყოფი პირები, ასევე, ფსიქიატრიული დაწესებულებების ბენეფიციარები და მედპერსონალი, რომელთა რაოდენობა 2000 ადამიანს აღემატება. რაც შეეხება კარანტინში მყოფ პირებს, თამარ გაბუნიას განმარტებით, მათ საკარანტინე სივრცეში ყოფნის მე-13 დღეს ჩაუტარდებათ ტესტირება.

სისხლის უანგარო დონაციის აქციას ვანის ადგილობრივი ხელისუფლებაც შეუერთდა

07.05.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    07.05.2020 - პია.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ვანის რაიონული ორგანიზაციაც შეურთდა. მუნიციპალიტეტის მერის თქმით, მნიშვნელოვანია სისხლის გაღება, რათა ქვეყანაში სისხლის დეფიციტი არ შეიქმნას. „ქართული ოცნების” გუნდი უერთდება ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას სისხლის გაღებასთან დაკავშირებით, რათა დავეხმაროთ ადამიანებს და გადავარჩინოთ მათი სიცოცხლე. დღეს მონაწილეობა მიიღო ჩვენი პარტიიდან, დაახლოებით, 40-მა ადამიანმა. პროცესი მიმდინარეობდა ყველანაირი რეკომენდაციის დაცვით”, – განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა. ცნობისთვის, სისხლის უანგაროდ გაცემა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად ხორციელდება, რომელში ჩართვაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ – ჩხოროწყუში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

07.05.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    07.05.2020 - პია.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას მმართველი გუნდის წარმომადგენლები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონთან ერთად, სამეგრელოშიც შეუერთდნენ, ამჯერად, სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. აქციაში მერიის, საკრებულოსა და მათზე დაქვემდებარებული სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივები ჩაერთვნენ. სისხლის უანგარო დონაციის პროცესს საქართველოს პარლამენტის წევრი – ჯუმბერ იზორია, ჩხოროწყუს მერი – დავით გოგუა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე – ჯანო პერტაია გაეცნენ. ჩხოროწყუს მერის განმარტებით, მთელი დღის განმავლობაში სისხლს 70-მდე პირი გაიღებს. ცნობისთვის, აქცია კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება. პროექტს კორპორაცია „ევექსის” სისხლის ბანკი ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართული მედიკოსები, ასევე, უანგაროდ იღებენ მონაწილეობას.

ჭიათურაში სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მონაწილეობა, მოსახლეობასთან ერთად, ადგილობრივმა ხელისუფლებამაც მიიღო (ვიდეო)

07.05.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    07.05.2020 - კვირა.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას – “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ჭიათურის რაიონული ორგანიზაციაც შეურთდა. ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის განმარტებით, დღევანდელი პანდემიის პირობებში, მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. “ვფიქრობ, რომ მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, დღევანდელი პანდემიის პირობებში ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობისთვის და ეს არის მართაც, მოსახლეობის, ჩვენი გუნდის სოლიდარობა, ერთად დგომა იმ საზოგადოების წინაშე, ვისაც სისხლი ესაჭიროება, რათა მათი სიცოცხლე გადავარჩინოთ. შესაბამისად, ასეთი აქციების ჩატარება მისასალმებელია”, – განაცხადა სულხან მახათაძემ.

ბექა ფერაძემ საქართველოს და ევროპის ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებთან კონფერენცია გამართა

07.05.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    07.05.2020 - პია.ჯი

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ ეკონომიკის გახსნის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით საქართველოს და ევროპის ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენცია გამართა. ბექა ფერაძემ საუბარში კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, ბიზნეს სექტორმა უნდა დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და გააკეთოს განაცხადი შემოწმებაზე.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა საქართველოს და ევროპის ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენცია გამართა

07.05.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    07.05.2020 - კომერსანტ.ჯი

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ ეკონომიკის გახსნის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით საქართველოს და ევროპის ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენცია გამართა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ბექა ფერაძემ საუბარში კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, ბიზნეს სექტორმა უნდა დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და გააკეთოს განაცხადი შემოწმებაზე.

UNHCR-ისა და დევნილთა სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად დახმარებას 1000 დევნილი ოჯახი მიიღებს

07.05.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    07.05.2020 - აიპრეს.ჯი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კემლინ ფურლემ და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადასცეს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების დახმარების მიზნით, თანხა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობამ გამოყო.

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში კორონავირუსზე ტესტირება ჩატარდა

07.05.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    07.05.2020 - აიპრეს.ჯი

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის 92 ბენეფიციარს და თანამშრომელს COVID-19-ზე „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდათ. ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მივიდა და პანსიონატის ბენეფიციარებს შეხვდა. ჯანდაცვის მინისტრმა თავშესაფრებში ტესტირების დაწყება გასულ კვირას დააანონსა. „დაანონსებული პროტოკოლის შესაბამისად ჩვენ უკვე დავიწყეთ მოწყვლადი ჯგუფების გატესტვა. ტესტირება ხდება „პისიარ“ ტესტების საშუალებით. ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით გაიტესტება ყველა ის პანსიონატი, რომელიც წარმოადგენს რისკ ჯგუფს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს ამ ადამიანების მონახულება. მე მინდა მადლობა გადავუხადო აქ მომუშავე პროფესიონალებს და პერსონალს, რომლებიც ძალიან კარგად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს.

ჯანდაცვის სამინისტროში ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ვიდეოპრესკონფერენცია გაიმართა

07.05.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    07.05.2020 - აიპრეს.ჯი

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ ეკონომიკის გახსნის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით საქართველოს და ევროპის ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენცია გამართა. ბექა ფერაძემ საუბარში კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, ბიზნეს სექტორმა უნდა დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და გააკეთოს განაცხადი შემოწმებაზე.

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში COVID-19-ზე ტესტირება ჩატარდა

07.05.2020

მედია საშუალებები:    ნეტგაზეთი.ჯი

Link:    07.05.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში კორონავირუსზე ტესტირება ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პანსიონატის 92 ბენეფიციარს და თანამშრომელს ახალ კორონავირუსზე “პისიარ” ტესტირება ჩაუტარდა. “დაანონსებული პროტოკოლის შესაბამისად, ჩვენ უკვე დავიწყეთ მოწყვლადი ჯგუფების გატესტვა. ტესტირება ხდება „პისიარ“ ტესტების საშუალებით. ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით გაიტესტება ყველა ის პანსიონატი, რომელიც წარმოადგენს რისკჯგუფს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს ამ ადამიანების მონახულება. მე მინდა მადლობა გადავუხადო აქ მომუშავე პროფესიონალებს და პერსონალს, რომლებიც ძალიან კარგად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს. ისინი უკვე 34 დღის განმავლობაში იმყოფებიან კარანტინში და უვლიან ჩვენს მოხუცებულებს”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დედაქალაქის გარდა, პროცედურა უკვე ჩატარდა იმერეთსა და გურიაში, სადაც 62 პირი გაიტესტა. უწყებაში ამბობენ, რომ თავშესაფრების ტესტირება ერთ კვირაში დასრულდება.

სისხლის უანგარო დონაციის აქციას ვანის ადგილობრივი ხელისუფლებაც შეუერთდა

07.05.2020

მედია საშუალებები:    რეპორტიორი.ჯი

Link:    07.05.2020 - რეპორტიორი.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას – “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ვანის რაიონული ორგანიზაციაც შეურთდა. მუნიციპალიტეტის მერის თქმით, მნიშვნელოვანია სისხლის გაღება, რათა ქვეყანაში სისხლის დეფიციტი არ შეიქმნას. „ქართული ოცნების” გუნდი უერთდება ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას სისხლის გაღებასთან დაკავშირებით, რათა დავეხმაროთ ადამიანებს და გადავარჩინოთ მათი სიცოცხლე. დღეს მონაწილეობა მიიღო ჩვენი პარტიიდან, დაახლოებით, 40-მა ადამიანმა. პროცესი მიმდინარეობდა ყველანაირი რეკომენდაციის დაცვით”, – განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა. ცნობისთვის, სისხლის უანგაროდ გაცემა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად ხორციელდება, რომელში ჩართვაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“, – ჩხოროწყუში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

07.05.2020

მედია საშუალებები:    რეპორტიორი.ჯი

Link:    07.05.2020 - რეპორტიორი.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას მმართველი გუნდის წარმომადგენლები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონთან ერთად, სამეგრელოშიც შეუერთდნენ, ამჯერად, სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. აქციაში მერიის, საკრებულოსა და მათზე დაქვემდებარებული სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივები ჩაერთვნენ.

რა დოკუმენტები სჭირდებათ თვითდასაქმებულებს კომპენსაციის მისაღებად

07.05.2020

მედია საშუალებები:    ესქეინიუს.ჯი

Link:    07.05.2020 - ესქეინიუს.ჯი

თვითდასაქმებულებმა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე - www.moh.gov.ge, უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა, 2020 წლის 1-ელ ივლისამდე.კომპენსაციის მიღების მიზნით ფიზიკურმა პირმა ელექტრონული ფორმით უნდა წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია: • სახელი, გვარი და პირადი ნომერი; • საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი); •

ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს Covid-19-ზე ტესტირება ჩაუტარდათ

07.05.2020

მედია საშუალებები:    რეგიონ.ჯი

Link:    07.05.2020 - რეგიონ.ჯი

დღეს, ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს და თანამშრომლებს Covid-19-ზე ტესტირება ჩაუტარდათ. შიდა ქართლის დაავადებათა ეროვნული კონტროლის სამსხურის თანამშრომლებმა ტესტირება თავშესაფრის 13 ბენეფიციარს და 5 თანამშრომლებს ჩაუტარეს. ტესტების პასუხი რამოდენიმე დღეში იქნება ცნობილი.

COVID-19-ისგან უსაფრთხო ტურისტულ ზონებში იმერეთიდან წყალტუბოსა და საირმეს განიხილავენ

07.05.2020

მედია საშუალებები:    ქუთაისიპოსტ.ჯი

Link:    07.05.2020 - ქუთაისიპოსტ.ჯი

კორონავირუსისგან უსაფრთხო ტურისტულ ზონებში იმერეთიდან წყლატუბოსა და საირმეს გამოყოფას განიხილავენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მოქმედ ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა. "ჩვენ ამაზეც ვფიქრობთ, რადგან ტურიზმის აღდგენისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი კონტროლის წერტილი - პირველ რიგში, ეს არის საზღვარი, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიღებული აქვს დავალება, საზღვრებზე გაძლიერდეს თითოეული შემომსვლელის კონტროლი და თუ აქამდე გვჭირდებოდა 14-დღიანი ან 24-საათიანი კარანტინი, ეს პროცედურა 1 საათში უნდა დასრულდეს.

 

 

8 მაისი

ინტერნეტ სააგენტო

 

საქართველო ჯანმო-ს კვლევაში ერთვება, რის ფარგლებშიც კორონავირუსზე 4 მედიკამენტს გამოცდიან - ინტერვიუ თენგიზ ცერცვაძესთან

08.05.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    08.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (ჯანმო) კვლევაში ერთვება, რომელმაც 4 შერჩეული მედიკამენტიდან, კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური სამკურნალო საშუალება უნდა გამოავლინოს და შეარჩიოს. რომელია ეს ოთხი მედიკამენტი, როდის ჩაერთვება ქვეყანა კვლევაში და რომელი პაციენტები მიიღებენ მასში მონაწილეობას, "ინტერპრესნიუსთან" ამ თემაზე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დეტალურად ისაუბრა.

„ეფეს საქართველო“ სახელმწიფოს 40,000 ლარის ღირებულების სწრაფი ტესტებით დაეხმარება

08.05.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    08.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

“ნატახტარის მწარმოებელმა” კომპანია „ეფეს საქართველომ“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სახელმწიფოს, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, 40,000 ლარამდე ღირებულების სწრაფი ტესტები (SARS-CoV-2) გადასცა. „ეფეს საქართველო“ აგრძელებს საჭიროებების შესაბამისად ფინანსური რესურსების გამოყოფას და კვლავინდებურად მონაწილეობს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ეფეს საქართველო“ სახელმწიფოს 40,000 ლარის ღირებულების სწრაფი ტესტებით დაეხმარება

08.05.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    08.05.2020 - კომერსანტ.ჯი

“ნატახტარის მწარმოებელმა” კომპანია „ეფეს საქართველომ“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სახელმწიფოს, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, 40,000 ლარამდე ღირებულების სწრაფი ტესტები (SARS-CoV-2) გადასცა. „ეფეს საქართველო“ აგრძელებს საჭიროებების შესაბამისად ფინანსური რესურსების გამოყოფას და კვლავინდებურად მონაწილეობს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. „პირველ რიგში, ჩვენ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს ვეხმარებოდით, ახლა კი ქვეყანაში დადგა ვირუსის სწრაფად გამოვლენის აუცილებლობა და ვცდილობთ ამ საქმეშიც ჩვენი წვლილი შევიტანოთ,“ - განმარტავს „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

8 მაისი: 24 საათში გამოვლინდა 8 ახალი ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 13

08.05.2020

მედია საშუალებები:    ნეტგაზეთი.ჯი

Link:    08.05.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

8 მაისის დილის 10:00 საათის მონაცემებით, საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვმა 623-ს მიაღწია. აქედან გამოჯანმრთელდა 288. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსზე სულ ჩატარდა 1825 ტესტი, ჯამში, კი 25 ათას ტესტზე მეტი. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, 623 დადასტურებული შემთხვევიდან, 9 გარდაიცვალა. 4723 ადამიანი კარანტინის რეჟიმში იმყოფება, 446 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ.

ვაქცინა უდიდესი სამედიცინო აღმოჩენების სამეულშია – გამყრელიძე

08.05.2020

მედია საშუალებები:    ნეტგაზეთი.ჯი

Link:    08.05.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოძრაობაზე ისაუბრა. გადაცემაში, რომელიც Covid-19-თან ბრძოლას ეხებოდა, მას ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან კორონავირუსის ჯერ არარსებული ვაქცინის წინააღმდეგ გახმიანებულ განცხადებებზე ჰკითხეს. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ვაქცინაზე უკეთესი პროფილაქტიკური საშუალება სამედიცინო სფეროში ჯერ არ არსებობს და ისაუბრა დაავადებებზე, რომლებიც კაცობრიობამ ვაქცინის საშუალებით დაამარცხა ან მათი გავრცელების მასშტაბები შეამცირა.

პრესა

 

ამირან გამყრელიძე - ყველაზე რთული იქნება შემოდგომაზე

08.05.2020

მედია საშუალებები:    ახალი თაობა

Link:    08.05.2020 - ახალი თაობა

ყველაზე რთული იქნება, თუ შემოდგომის ბოლოს ზედდება მოხდა KOVID19ის და გრიპის ვირუსის, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ `პალიტრანიუსის~ გადაცემაში `360 გრადუსი~ განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, სწორედ ამიტომ, სასურველია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას გრიპის ვირუსზე. _ ყველაზე რთული იქნება თუ შემოდგომის ბოლოს ზედდება მოხდა კოვიდის და გრიპის ვირუსის. ამიტომ არის მოწოდება, რომ წელს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას გრიპის ვირუსზე. კარგია, რომ ქვეყანაში გაიზარდა კულტურა გრიპის საწინააღმდეგო აცრების.

გამყრელიძე: კორონავირუსის პრობლემა არ მორჩება ერთ და ორ თვეში, შეიძლება ერთ წელიწადშიც, უნდა მივეჩვიოთ მასთან თანაცხოვრებას

08.05.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    08.05.2020 - რეზონანსი

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ოდნავ მშვიდდება. როგორც მან „პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, გამოჯანმრთელების ყოველდღიური მაჩვენებელი ახალ ინფიცირებულთა რიცხვს აჭარბებს. „შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ოდნავ მშვიდდება, ასეთია ყოველდღიური მონაცემები.

სტომატოლოგები ქვეყნის "მთავარი სტომატოლოგის" წინააღმდეგ - რას ედავებიან მინისტრს

08.05.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    08.05.2020 - რეზონანსი

ახალი პროტესტი ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ – სტომატოლოგები ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ. ტიკარაძის გადაწყვეტილების თანახმად, ეპიდემიის გამო, სტომატოლოგიური კლინიკები საქმიანობის გაგრძელებას მხოლოდ უსაფრთხოების განსაკუთრებული ნორმების დაცვის შემთხვევაში შეძლებენ. მედიკოსების განმარტებით, მსგავსი მკაცრი მოთხოვნების დაცვას კლინიკები ვერ შეძლებენ, ვინაიდან ქვეყანაში სპეციალური აღჭურვილობის მარაგი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, კლინიკის მენეჯერები მომსახურების გაძვირებას არ გამორიცხავენ.

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოს კოვიდ-19-თან გამკლავებაში ეხმარებიან

08.05.2020

მედია საშუალებები:    მესინჯერი

Link:    08.05.2020 - მესინჯერი

საქართველოს სოფლის დასახმარებლად პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კრიზისის პირობებში, ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად, 9 მილიონი ლარის ღირებულების საგრანტო პროგრამას იწყებენ.

 

რადიო

 

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 623 გახდა

08.05.2020

მედია საშუალებები:    რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00

Link:    08.05.2020 - რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 623 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ამასთან, 13-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 288 გახდა. ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკიდან დღეს 18 წლამდე მოზარდი და 88 წლის ქალი გაეწერა. ამის შესახებ მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. "ბოქსირებულ სექტორში არის 80 პაციენტი. ​