From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : 7 თებერვლის მედია მონიტორინგი
Received On : 07.02.2020 08:45
Attachments :

7 თებერვალი

მედია მონიტორინგი

ტელევიზია

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 09:00

CO-თი ინტოკსიკაციის სავარაუდო შემთხვევა

გორის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანი სავარაუდოდ CO-თი ინტოკსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. სოფელ ზერთში 60-წლამდე ქალბატონი აბაზანაში უგონო მდგომარეობაში ნახეს. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შსს მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით აგრძელებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6683307

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00

ხანძარი ქავთარაძეზე - მეხანძრეებმა ბინაში ქალის ცხედარი იპოვეს

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე რჩებიან ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც გამთენიისას მაღალსართულიან კორპუსში ცეცხლი გაჩნდა. ხანძრის კერა ერთ-ერთ ბინაშ 15-ე სართულზე იყო, რასაც ძლიერი დაკვამლიანება მოყვა. სწორედ ამ ბინაში ნახეს მეხანძრეებმა ხანში შესული ქალის ცხედარი. სავარაუდოდ ის კვამლის შედეგად გაიგუდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6683312

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00

გორში სავარაუდოდ CO-თი გაგუდული ქალის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება

მხუთავი აირით გარდაცვალების მორიგი შემთხვევა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში, საკუთარი სახლის აბაზანაში დაახლოებით 50 წლამდე ქალი უგონო მდგომარეობაში მეუღლემ ნახა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას პაციენტი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6683313

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

ავარია გორში

ავარია გორში. სოფელ ოთარაშენთან მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. დაშავებული 35-წლამდე მამაკაცი კლინიკა გორმედში შეიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. ექიმის თქმით, მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. მიზეზებს შსს სწავლობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6683328

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 09:00

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იმერეთში

დევნილთ, ეკომიგრატთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლებმა იმერეთში, სახელწმიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მხარის მუნიციპალიტეტების მერებთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. ხარეებმა იმერეთში მცხოვრებ ეკომიგრანტთა და დევნილთა პრობლემებზე იმსჯელეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6683430

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00

შრომის ინსპექცია ობიექტების შემოწმებას ახალი სტანდარტით იწყებს

შრომის ინსპექცია ამიერიდან ობიექტების შემოწმებას ახალი სტანდარტის მიხედვით ჩაატარებს. დეტალურად განისაზღვრა ინსპექტირებამდე შესასრულებელი მოქმედებები, ინსპექტირების პროცესში და მისი დასრულების შემდგომ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6683434

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 10:00

ხანძარი ქავთარაძეზე - მეხანძრეებმა ბინაში ქალის ცხედარი იპოვეს

7 სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული დღეს, გამთენიისას ქავთარაძის ქუჩაზე. ცეცხლი მაღალსართულიანი კორპუსის 15-ე სართულზე გაჩნდა. იყო ძლიერი დაკვამლიანება. ერთ-ერთ ბინაში მაშველებმა ხანში შესული ქალის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, ის კვამლის შედეგად გაიგუდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6683460

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00

ხანძარი თბილისში

ხანძარი იყო ქავთარაძის ქუჩაზე. გვაინ ღამით 112-ში შევიდა შეტყობინება რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთერთ ბინაში ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა. მეხანძრე მაშველებმა ბინაში ხანშიშესული ქალის ცხედარი იპოვეს. ძლიერი დაკმავლიანების გამო კი მიმდებარე ბინებიდან გამოყვანილია 7 ადამიანი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6683485

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00

CO-თი ინტოკსიკაციის სავარაუდო შემთხვევა

ერთი ადამიანი სავარაუდოდ CO-თი ინტოკსიკაციის შედეგად გარდაიცვალა გორის მუნიციპალიტეტში. სოფელ ზერთში 60-წლამდე მოქალაქე აბაზანაში უგონო მდგომარეობაში ნახეს. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შსს მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით აგრძელებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6683506

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00

ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია

ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია. ტვ პირველის მფლობელის, ვატო წერეთლის მანა კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა უგონო მდგომარეობაში შეიყვანა. პაციენტს ყველა სახის გამოკვლევა ჩაუტარდა და ის კვლავ ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6683521

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00

საქართველოში ამ დრომდე კორონავირუსის არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა

"საქართველოში ამ დრომდე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სპეციალურ ბრიფინგგზე განაცხადა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6683536

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

კორონავირუსის საფრთხეები

კორონავირუსის საფრთხეები- ამ თემაზე თემაზე ამირან გამყრელიძე ბრიფინგს მართავს. ამირან გამყრელიძე:"ახალგაზრდა ექიმი,რომელიც უხანის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა, შენიშნა, რომ შემთხვევები იყო უცნობი ეტიოლოგიის, რესპირატორული ინფექციის, რომელიც თითქოს "სარს" ჰგავდა, რომლის ეპიდაფეთქებაც ჩინეთში 2003 წელს იყო

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6683622

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 12:00

კორონავირუსი

გაურკვეველი ვირუსის სიმპტომებით საავადმყოფოში ჩინეთის კიდევ ორი მოქალაქე გადაიყვანეს. მათი ჰოსპიტალიზაცია გამთენიისას მოხდა. ექიმები ანალიზების პასუხს ელოდებიან. ამ დრომდე კორონავირუსი საქართველოში არ დასტურდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6683716

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 11:00

CO-თი ინტოკსიკაციის სავარაუდო შემთხვევა

გორის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანი სავარაუდოდ CO-თი ინტოკსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. სოფელ ზერთში 60-წლამდე ქალი აბაზანაში უგონო მდგომარეობაში ნახეს. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6683735

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

კორონავირუსი

გამთენიისას ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის კიდევ ორი მოქალაქე შეიყვანეს. ისინი ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე მუშაობდნენ და საქართველოში თავისი სამშობლოდან ცოტახნის წინ დაბრუნდნენ. ისინი კარანტინში არიან მოთავსებულები. მათი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში შემდგომ კვლევებზეა გადაგზავნილი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6683768

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 12:00

ხანძარი თბილისში

ხანძარი იყო ქავთარაძის ქუჩაზე. გვაინ ღამით 112-ში შევიდა შეტყობინება რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთერთ ბინაში ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა. მეხანძრე მაშველებმა ბინაში ხანშიშესული ქალის ცხედარი იპოვეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6683809

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00

ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია

ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია. ტვ პირველის მფლობელის, ვატო წერეთლის მანა კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა უგონო მდგომარეობაში შეიყვანა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6683818

 

ინტერნეტ სააგენტო

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი

„ვირუსი დღის სინათლეზე უნდა გამოვიყვანოთ “ - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გლობალურ ფორუმს გამართავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 11 და 12 თებერვალს გლობალური ფორუმის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. „ჩვენ ამ დრომდე ბევრი არაფერი ვიცით. აჩრდილებს ვებრძვით.

https://www.primetime.ge/news/1581020275-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი

სოციალური უზრუნველყოფის საბიუჯეტო წილის ყოველწლიური ზრდის მიუხედავად, მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებელი უცვლელი რჩება“

სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თვიდან თვემდე იკლებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის იანვარში საარსებო შემწეობის მიმღები ადამიანების რაოდენობა 442 112 იყო.

https://commersant.ge/ge/post/socialuri-uzrunvelyofis-sabiudjeto-wilis-yovelwliuri-zrdis-miuxedavad-mosaxleobis-sigaribis-machvenebeli-titqmis-ucvleli-rcheba

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი

წლებია უმძიმეს სამუშაო პირობებში შიშველი ხელებით ვშრომობთ - გათაქვისუფლებული სოცმუშაკთა გაერთიანება

1-ელ თებერვალს 32 სოციალური მუშაკი სამსახურიდან გაათავისუფლეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ავრცელებს. სოციალურ მუშაკთა გაერთიანების წარმომადგენლებისთვის გაუგებარია, თუ რატომ მოხდა 32 თანამშრომელის სამსახურიდან გათავისუფლება მაშინ, როდესაც აღნიშნულ სამსახურში 239 ადამიანი მუშაობს, საშტატო ადგილი კი 271 აქვს.

https://www.primetime.ge/news/1581057768-1-%E1%83%94%E1%83%9A-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

პრესა

მედიის ტიპები: პრესა
მედია საშუალებები: რეზონანსი

სიღნაღში მუშას ამწე დაეცა - 35 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, ხევის გაწმენდის სამუშაოების შესრულებისას მუშა დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცს ამწე დაეცა. შემთხვევის შედეგად, მას ხერხემალი, ქვედა კიდურები და სახე აქვს დაზიანებული. დაშავებული თავდაპირველად წნორში, არქიმედეს კლინიკაში მოათავსეს, შემდეგ კი კატასტროფის ბრიგადამ, ის, თბილისში გადაიყვანა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6683182&name=07.02.2020+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

მედიის ტიპები: პრესა
მედია საშუალებები: რეზონანსი

ჩინელი ხალხი აუცილებლად შეძლებს კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში გამარჯვებას

ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქი უხანი მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. ამ ამბავმა იმოქმედა როგორც ჩინელი, ასევე ჩვენი უცხოელი მეგობრების გულებზეც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სრულებით დარწმუნებულია იმაში, რომ ჩინეთი შეძლებს ეპიდემიასთან გამკლავებას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6683225&name=07.02.2020+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

მედიის ტიპები: პრესა
მედია საშუალებები: რეზონანსი

ფოთის მერიაში მოქალაქემ ცივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა

(რეზონანსი) ფოთის მერიის შენობაში მოქალაქემ ცივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ორი ზედაპირული ჭრილობა მუცლის არეში აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ წუთებში მერიის შენობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6683268&name=07.02.2020+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

მედიის ტიპები: პრესა
მედია საშუალებები: ჯორჯია თუდეი

სახალხო დამცველი ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მწუხარებას გამოთქვამს ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს. „სამწუხაროდ, წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე, რაც რიგ შემთხვევაში არასრულწლოვნების ჯანმრთელობას თუ სიცოცხლეს განსაკუთრებული რისკის ქვეშ აყენებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6683705&name=07.02.2020+-+%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%98&p=1&lang=Ge

მედიის ტიპები: პრესა
მედია საშუალებები: ჯორჯია თუდეი

სამშენებლო ობიექტზე ორი მუშა გადმოვარდა, ერთერთი დაიღუპა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, კორპუსიდან, საიდანაც ორი მუშა გადმოვარდა, სამუშაოები შეჩერდა. როგორც ჟურნალისტებს დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა, შრომის ინსპექციამ მომხდარზე მოკვლევა დაიწყო. ადგილზე დაფიქსირდა შრომის უსაფრთხოების კრიტიკული დარღვევები.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6683738&name=07.02.2020+-+%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%98&p=1&lang=Ge

 

​