| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | 6 თებერვლის მედია მონიტორინგი |
| Received On : | 06.02.2020 09:51 |
| Attachments : |
6 თებერვალი
მედია მონიტორინგი
ტელევიზია
| მედიის ტიპები: | ტელევიზია |
| მედია საშუალებები: | ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1 |
ჯანდაცვის მინისტრის მოსმენა
მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი წარსდგა. ტიკარაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა სამედიცინო ჰოლდინგის შექმნის მიზეზებზე. მინისტრმა მისი მთავარი მიზეზები და დანიშნულებაც დაასახელა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6677680
| მედიის ტიპები: | ტელევიზია |
| მედია საშუალებები: | ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1 |
გუშინ ჯანდაცვის მინისტრის პარლამენტში სტუმრობა და მოხსენება იყო მთელი დღის ერთ-ერთი გამორჩეული თემა. ეკატერინე ტიკარაძის მთავარ გზავნილებს ვერც საქმიანი დილის მაყურებლებს მოვაკლებთ, თუმცა, ჯერ თბილისის მერიის ამბებით უნდა დავიწყოთ. გუშინ კახა კალაძემ ჩვეულად უხვთემიანი და აქტიური შეხვედრა გამართა მთავრობის წევრებთან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6680282
| მედიის ტიპები: | ტელევიზია |
| მედია საშუალებები: | ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1 |
საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წელს მიღებული შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესები საქართველოს ახალ სამშენებლო კოდექსსა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6680294
| მედიის ტიპები: | ტელევიზია |
| მედია საშუალებები: | რუსთავი 2 - კურიერი 09:00 |
ამ დრომდე კრიტიკულია მშენებლობაზე დაშავებული 28 წლის მამაკაცის მდგომარეობა. ორი ახალგაზრდა მეტროსადგურ "გოცირიძეს" მიმდებარე ტერიტორიაზე, საფასადე სამუშაოების შესრულებისას მე-8 სართულიდან გადმოვარდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6680327
| მედიის ტიპები: | ტელევიზია |
| მედია საშუალებები: | მაესტრო - ახალი ამბები 10:00 |
თბილისში, ნაძალადევის რაიონში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმა. საფასადე სამუშაოების შესრულებისას მე-8 სართულიდან გადმოვარდა. თვითმხილველების თქმით, გაწყდა ბაგირი, რითაც ზედა სართულებზე ცემენტი აჰქონდათ. ადგილზე დაიღუპა 26 წლის მამაკაცი. დაშავებული კი ამ დრომდე რეანიმაციაშია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6680470
| მედიის ტიპები: | ტელევიზია |
| მედია საშუალებები: | I არხი - მოამბე 09:00 |
ახალი კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებები და ასვე 520-ე დადგენილება, ეს ის საკითხები იყო, რაზეც ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა. ეკატერინე ტიკარაძეს მინისტრის საათის ფორმატში მოსუმინეს. მან ჯანდაცვაში დაგეგმილი რეფორმა და წამლების ხარისხის კონტროლიც დააანონსა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6680600
| მედიის ტიპები: | ტელევიზია |
| მედია საშუალებები: | იმედი - ქრონიკა 09:00 |
თბილისში, ნაძალადევის რაიონში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ექიმის თქმით, პაციენტს მრავლობითი დაჟეჟილობები აქვს და ის მართვით სუნთქვაზეა. ზესტაფონის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან, მშენებლობაზე დასაქმებული ორი მამაკაცი გუშინ გადმოვარდა. ერთი მათგანი დაიღუპა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6680603
| მედიის ტიპები: | ტელევიზია |
| მედია საშუალებები: | I არხი - მოამბე 09:00 |
ნაძალადევის რაიონში მშენებარე კორპუსის მე-8 სართულიდან გადმოვარდნილი ადამიანის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. 26 წლის ახალგაზრდას მრვალობითი დაზიანებები აქვს. ის მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაშია შეყვანილი. ზესტაფონის ქუჩაზე სიმაღლიდან მშენებლობაზე დასაქმებული 2პირი გადმოვარდა, 1 ადგილზე გარდაიცვალა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6680606
| მედიის ტიპები: | ტელევიზია |
| მედია საშუალებები: | რუსთავი 2 - კურიერი 12:00 |
ამ დრომდე კრიტიკულია მშენებლობაზე დაშავებული 28 წლის მამაკაცის მდგომარეობა. ორი ახალგაზრდა მეტროსადგურ "გოცირიძეს" მიმდებარე ტერიტორიაზე, სამშენებლო სამუშაოებისას მე-8 სართულიდან გადმოვარდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6681056
| მედიის ტიპები: | ტელევიზია |
| მედია საშუალებები: | მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00 |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში ხევის გაწმენდის სამუშაოების შესრულების დროს მუშა დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცს ამწე დაეცა, რის შემდეგაც მან სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6681075
| მედიის ტიპები: | ტელევიზია |
| მედია საშუალებები: | მაესტრო - ახალი ამბები 12:00 |
თბილისში, ნაძალადევის რაიონში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმა. საფასადე სამუშაოების შესრულებისას მე-8 სართულიდან გადმოვარდა. თვითმხილველების თქმით, გაწყდა ბაგირი, რითაც ზედა სართულებზე ცემენტი აჰქონდათ. ადგილზე დაიღუპა 26 წლის მამაკაცი. დაშავებული კი ამ დრომდე რეანიმაციაშია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6681097
| მედიის ტიპები: | ტელევიზია |
| მედია საშუალებები: | პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00 |
სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადამოწმების პერიოდში შესაძლოა, დახმარება აღარ შეუწყდეთ. ამის შესახებ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მისულმა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უწყება კონსულტაციებისთვის მზად არის.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6681101
ინტერნეტ სააგენტო
| მედიის ტიპები: | ინტერნეტი |
| მედია საშუალებები: | ბიემ.ჯი |
„საპენსიო ასაკის მოსახლეობისთვის განკუთვნილი ფულადი შემწეობა, წლების განმავლობაში ეტაპობრივი მატების შედეგად 125 ლარიდან 220 ლარამდე გაიზარდა.
| მედიის ტიპები: | ინტერნეტი |
| მედია საშუალებები: | რეგინფო.ჯი |
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახალი ქულის მინიჭებამდე, საარსებო შემწეობის დარიცხვა უწყვეტად მოხდება.
https://reginfo.ge/people/item/17555-sozialurad-dauzveli-ojaxebis-shepasebis-metodologia-izvleba
| მედიის ტიპები: | ინტერნეტი |
| მედია საშუალებები: | ბიემ.ჯი |
"აბსოლუტურად არათანმიმდევრული და გაუაზრებელია ეს პოლიტიკა", - ასე აფასებს ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე "საქართველოს ამედიცინო ჰოლდინგის" შექმნას, რომელშიც, პირველ ეტაპზე ე.წ. ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური საავადმყოფო და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო გაერთიანდება.
| მედიის ტიპები: | ინტერნეტი |
| მედია საშუალებები: | პრაიმთაიმ.ჯი |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, ხევის გაწმენდის სამუშაოების შესრულებისას მუშა დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცს ამწე დაეცა. შემთხვევის შედეგად, მას ხერხემალი, ქვედა კიდურები და სახე აქვს დაზიანებული.
| მედიის ტიპები: | ინტერნეტი |
| მედია საშუალებები: | ინტერპრესნიუს.ჯი |
საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს შრომის ადეკვატური და ღირსეული პირობები ისე, როგორც ნორმალურ სახელმწიფოშია, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
პრესა
| მედიის ტიპები: | პრესა |
| მედია საშუალებები: | რეზონანსი |
ბოლო რამდენი დღეა პოლიტიკურ წრეებში აქტიურად მიდის საუბარი, თუ რამდენი ბავშვი შიმშილობს და საერთოდაც, არსებობს თუ არა ეს პრობლემა ქვეყანაში. გაეროს ბავშვთა ფონდ „იუნისეფის" ბოლო, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში 77 ათასი ბავშვი შიმშილობს, 300 ბავშვი კი ყოველწლიურად შიმშილით იღუპება.
| მედიის ტიპები: | პრესა |
| მედია საშუალებები: | რეზონანსი |
თბილისში, ნაძალადევის რაიონიში, ზესტაფონის ქუჩაზე , მეტრო „გოცირიძის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთი ადგილზევე დაღუპა, მეორე კი ამდრომდე მართვის სუნთქვაზე ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება და მედიკოსების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
| მედიის ტიპები: | პრესა |
| მედია საშუალებები: | საქართველოს რესპუბლიკა |
"მადლობა თქვენ და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ყველას, ვინც დგას ჩვენი საზღვრების სადარაჯოზე და არ უშვებს იმ უბედურებას, რასაც კორონავირუსი ჰქვია. თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ მიუღწეველი იყოს ამ ჭირისთვის საზღვრის გადმოლახვა, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი გამარჯვება.
| მედიის ტიპები: | პრესა |
| მედია საშუალებები: | ბანკები და ფინანსები |
წლებია საქართველოში მცირე მთავრობის კონცეფციის აუცილებლობაზე მიმდინარეობს მსჯელობა.
| მედიის ტიპები: | პრესა |
| მედია საშუალებები: | რეზონანსი |
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში გამოსვლისას აღიარა, რომ მედიკამენტების პროგრამის დროებით შეწყვეტა შეცდომა იყო, თუმცა "შეცდომებს უშვებ მაშინ, როცა რაღაცას აკეთებ." "მედიკამენტების პროგრამასთან დაკავშირებით გამოიკვეთა ხარვეზები, რომელიც ჩვენვე დავაიდენტიფიცირეთ.
| მედიის ტიპები: | პრესა |
| მედია საშუალებები: | საქართველოს რესპუბლიკა |
თბილისში მშენებარე კორპუსიდან, საფასადე სამუშაოების შესრულებისას ორი მუშა გადავარდა, მათგან ერთი დაიღუპა. შემთვევა ნაძალადევის რაიონში მოხდა. როგორც imedinews-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებული მუშა პირველ სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.
| მედიის ტიპები: | პრესა |
| მედია საშუალებები: | საქართველოს რესპუბლიკა |
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას "ცე" ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევებზე ისაუბრა. "მინდა შევეხო მსოფლიოში უპრეცედენტო "ცე" ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, რომლითაც სრულიად უფასოდ სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები.
| მედიის ტიპები: | პრესა |
| მედია საშუალებები: | საქართველოს რესპუბლიკა |
ორსული დედა, ოთხ მცირეწლოვან შვილთან და ოჯახის ახლობელ ქალთან ერთად ხის ძველ სახლში დაიწვა. სახლი, სადაც გორგოძეების მრავლსულიანი ოჯახი ცხოვრობდა სრულად განადგურებულია.
| მედიის ტიპები: | პრესა |
| მედია საშუალებები: | ბანკები და ფინანსები |
2020 წელს უნდა დასრულდეს შრომის, დასაქმებისა და სოციალური დაცვის სფეროში 11 დირექტივის ტრანსპოზიცია ქართულ კანონმდებლობაში. ამის შესახებ პარლამენტის 2020 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა.
| მედიის ტიპები: | პრესა |
| მედია საშუალებები: | მესინჯერი |
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბავშვების შიმშილობის საკითხი დღესაც მწვავედ დგას. ამის შესახებ ტიკარაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
რადიო
| მედიის ტიპები: | რადიო |
| მედია საშუალებები: | საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50 |
ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისიძებები და ასევე 520-ე დადგენილება,-ეს იყო ის მთავარი საკითხები, რაზეც ჯანდაცვის უწყების ხელძღვანელმა პარლამენტში ისაუბრა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/audio/index.php?id=6680587
| მედიის ტიპები: | რადიო |
| მედია საშუალებები: | რადიო ფორტუნა - რადიო ფორტუნა 11:00 |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, ხევის გაწმენდის სამუშაოების შესრულებისას მუშა დაშავდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/audio/index.php?id=6680929