From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : 6 აპრილი მედია მონიტორინგი
Received On : 06.04.2020 11:00
Attachments :

მედია მონიტორინგი

6 აპრილი

ტელევიზია

 

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს

06.04.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

Link:    06.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველები კლინიკაში სამართალდამცველები სამედიცინო მომსახურებით უკმაყოფილო პაციენტმა გამოიძახა, რაც მასსა და პაციენტს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. პაციენტმა 112-ში დარეკა, სადაც მას ურჩიეს, რომ საპატრულო პოლიცია გამოეძახა. ადგილზე საპატრულო პოლიციის 3 ეკიპაჟი არის მობილიზებული. თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტები ამბობენ, რომ ერთ პალატაში 5 ადამიანია მოთავსებული და სათანადო პირობები არ არის.

ეპიდემიის პიკი საქართველოში - კორონავირუსის გავლენა

06.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    06.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

1. მთავრობის მიმართ სოლიდარობა ამ პერიოდის განმავლობაში დევალვირებას დაიწყებს და ეს გარდაუვალია ამ ტიპის მოლენის ფონზე, იქნება ეს საქართველოს მოსახლეობის ემოციური აღქმა მძიმე ადგილობრივი ინფორმაციის ტირაჟირების ფონზე თუ გვერდითი შედეგები, რაც მოაქვს კარანტინს, სახლში ჯდომას. ხელისუფლება შედის საკმაოდ კრიტიკულ ფაზაში. კადრში ჩანს: ნიკორა.

კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა საქართველოში

06.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 08:00

Link:    06.04.2020 - იმედი - ქრონიკა 08:00

საჩხერს მუნიციპალიტეტის მერს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მერს და საავადმყოფოს თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტირება მას შემდეგ ჩაუტარდათ, რაც კორონავირუსი დაუდასტურდა საჩხერის მერის მეუღლეს, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფექციონისტად მუშაობს. აღნიშნულის გამო საჩხერის საავადმყფოს 100-მდე თანამშრომელი კლინიკაში იზოლაციაში რჩება.

კორონავირუსის გავლენა

06.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    06.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

1. კლინიკების მომზადება და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სისტემის გამართულად მუშაობისთვის წინასწარი გადამოწმება იყო ერთ-ერთი დავალება, რომელიც პრემიერმა უწყებას ამ უქმეებზე შესასრულებლად დაავალა.

სადეზინფექციო სამუშაოები თბილისსა და რეგიონებშ

06.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 08:00

Link:    06.04.2020 - იმედი - ქრონიკა 08:00

თბილისის ქუჩების სადენზინფექციო საშუალებებით დასუფთავება გრძელდება. სადენზინფექციო საშუალებით ამჯერად წერეთლის გამზირი მოირეცხა.

ღონისძიებები კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით

06.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    06.04.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

ჩვენ ამ ეტაპზე ვიწყებთ პიკთან მიახლოებას - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით კორონავირუსის გავრცელების პიკი 5აპრილისთვის იყო მოსალოდნელი. ეკატერინე ტიკარაძემ კვლავ მოუწოდა მოსახლეობას დაიცვან სოციალური დისტანცირება , რათა ვირუსის გავრცელებას არ შეუწყონ ხელი.

კორონავირუსი

06.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    06.04.2020 - I არხი - მოამბე 09:00

ქუთაისის ცხელების ცენტრიდან პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე საათის წინ დაუდასტურდა, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტი 63 წლის ქალია, რომლის მდგომარეობაც ამ ეტაპზე მძიმე არ არის. „პაციენტის მდგომარეობა ერთი შეხედვით არის საშუალო სიმძიმის, არის შესუსტებული სუნთქვა.

ინტერვიუ მარიამ გოგოსაშვილთან

06.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა

Link:    06.04.2020 - რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა

ახლა, როცა ახალ ამბებს ხშირად ვეცნობით და ინფორმაციას სხვადასხვა მედიასაშუალებით ვიღებთ, ძალიან მნიშვნელოვანია გავარჩიოთ ყალბი ინფორმაცია ნამდვილისგან. თემაზე საქართველოს ჟურნალისტური ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი საუბრობს. მარიამ გოგოსაშვილი: "ინფორმაციები უნდა გადამოწმდეს ოფიციალურ საიტებზე. უნდა შევძლოთ სხვადასხვა წყაროებთან ინფორმაციის გადამოწმება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. მნიშვნელოვანია ოფიციალური წყაროებიდან მივიღოთ ინფორმაცია, რომელიც ეხება კორონავირუსს".

საქართველოში კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება

06.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 12:00

Link:    06.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00

სიცოცხლისთვის საშიში ვირუსით საქართველოში კიდევ 18 ადამიანი დაინფიცირდა. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 26 თებერვლის შემდეგ, როდესაც კოვიდ 19-ის ნიშნებით, მონაცემები ამ რაოდენობით 24 საათში გაიზარდა. ბოლო 41 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების სტატისტიკით საქართველო, მსოფლიოს ქვეყნებს შორის 107-ეა. ახლად დაინფიცირებული პაციენტებიდან 3 მკურნალობის კურსს გაივლის აჭარაში.

კორონავირუსის გავლენა

06.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    06.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

1. ჩვენ ფაქტობრივად ორ ფრონტზე ვიბრძვით, პირველი არის ჯანდაცვა, ჩვენი მოქალაქეეის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მეორე ეკონომიკა-ამბობს პრემიერ და ეკონომიკურ გუნდს პოსტკრიზისული ეტაპისთვის მზადებას ავალებს.

"სპარის” საქმიანობა პანდემიის პირობებში - მირანდა მანჯგალაძე საქმიან დილაში

06.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    06.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

31 მარტიდან კარანტინია, რომლის ფარგლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად აიკრძალა. გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ტაქსით ან კერძო ავტომობილით. ამასთან, აკრძალულია გარეთ გასვლა 21:00 საათის შემდეგ. ცხადია, ამან პრობლემა შეუქმნა მათ, ვინც საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად მუშაობს. თუ გავითვალისწინებთ ქსელურ მარკეტებში დასაქმებული ადამიანების დიდი ნაწილის ანაზღაურებას ტაქსით გადაადგილება, მათთვის ხელმიუწვდომელია, მეორე მხრივ კომპანიებისათვის ავტომობილის დაქირავება და მხოლოდ 2 თანამშრომლის გადაყვანის უზრუნველყოფა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც მათთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა. როგრო არეგულირებენ კომპანები ამ გამოწვევას? სტუმარი: მირანდა მანჯგალაძე - "სპარი", მმართველი დირექტორი

საკორდინაციო საბჭოს სხდომა

06.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე პირდაპირი

Link:    06.04.2020 - I არხი - მოამბე პირდაპირი

''ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ჩარჩო-დოკუმენტი, სადაც კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად, განათლების მიმართულებით საქართველო შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

თელავის ცენტრალური საავადმყოფო კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს დღეიდან მიიღებს

06.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    06.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

თელავის ცენტრალური საავადმყოფო შესაძლო კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს დღეიდან მიიღებს, რისთვისაც შვიდი პალატა უკვე მზად არის. კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, ერთი სართული მთლიანად იზოლირებულია და პაციენტების მიღებას საავადმყოფო უკვე მიმდინარე კვირიდან დაიწყებს. თელავის ცენტრალური საავადმყოფოს მედპერსონალს შესაბამისი ტრენინგი ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა რამდენიმე დღის წინ ჩაუტარეს. კახეთში ეპიდსიტუაცია ამ დროისთვის სტაბილურია და COVID-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ამ დრომდე არ ფიქსირდება.

კოვიდ- 19; საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

06.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

Link:    06.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

დღეს საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 14-ით გაიზარდა. ქვეყანაში უკვე 88 დაინფიცირებული და 36 გამოჯანრთელებულია.

188 ინფიცირებული და 36 გამოჯანმრთელებული - რა ვითარებაა საქართველოში

06.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    06.04.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

188 ინფიცირებული და 36 გამოჯანმრთელებული, 2 გარდაცვლილი, 350სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ და 5010კარანტინში - რა ვითარებაა საქართველოში. რამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ინფიცირებულების მდგომარეობასთან დაკავშირებით. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამით გაიზარდა.

მოახლოებული რელიგიური დღესასწაულები და მრევლი ქართული ეკლესიის გადაწყვეტილების მოლოდინში

06.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 12:00

Link:    06.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00

მოახლოებული რელიგიური დღესასწაულები და მრევლი ქართული ეკლესიის გადაწყვეტილების მოლოდინში. უცნობია რა ზომებს მიიღებს საპატრიარქო აღდგომის დღესასწაულისთვის, რომელიც 19 აპრილს აღინიშნება. იქამდე კი მართლმადიდებელი ეკლესია 12 აპრილს აღნიშნავს ბზობას, ხოლო ხვალ, 7 აპრილს არის ხარება. მამა შალვა: "7 გზის ზეთისცხება ჩავატარეთ ისე, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია არ დაგვირღვევია".

საკორდინაციო საბჭოს სხდომა

06.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    06.04.2020 - I არხი - მოამბე 12:00

მთავარი ამოცანა გვაქვს ის, რომ ნელ-ნელა მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის მზაობა მოვისმინოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ცხელების კლინიკების ეფექტურობა. „არის ახალი 18 შემთხვევა.

კოვიდ 19-ის 14 ახალი შემთხვევა

06.04.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

Link:    06.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 მედიკოსს დაუდასტურდა. ამჯერად შემთხვევა თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მოხვდა.

მთავრობის სხდომა

06.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

 

Link:    06.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ფონზე განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირველადი ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის დონეს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

კორონავირუსი

06.04.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00

Link:    06.04.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00

ბათუმის სასტუმრო “ინტურისტში“ მოწყობილი საკარანტინო სივრცე 114-კაციანმა ჯგუფმა დატოვა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს, რის შემდეგად, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ამ დროისთვის საკარანტინო სივრცე 86 სასტუმროშია მოწყობილი. უტიტროდ: "თბილისის აეროპორტში დაგვხვდა სპეციალურად აღჭურვილი სამედიცინო პერსონალი, სადაც ჩაგვიტარდა კონკრეტული გამოკვლევა".

საკორდინაციო საბჭოს სხდომა

06.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 12:00

Link:    06.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00

უახლოეს დღეებში ინფიცირებულთა საგრძნობ მატებას პროგნოზირებს საკოორდინაციო საბჭო, რომელიც შეხვედრას მართავს მთავრობის ადმინისტრაციაში. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც იმსჯელებენ მედპერსონალის მზადყოფნაა მოახლოებული კრიტიკული ფაზისთვის.

საკორდინაციო საბჭოს სხდომა

06.04.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00

Link:    06.04.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, აღსრულების ბიურომ და ნოტარიუსთა პალატამ საქმიანობა განაახლეს, ხვალიდან ეროვნული არქივის, ასევე სამოქალაქო და საჯარო რეესტრების მუშაობის განახლებაც იგეგმება.

ეკატერინე ტიკარაძ

06.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 14:00

Link:    06.04.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00

ეკატერინე ტიკარაძ

06.04.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

Link:    06.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

საკოორდინციო საბწოს სხდომის დასრულების შემდეგ განცხადებები კეთდება.

საკორდინაციო საბჭოს სხდომა

06.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    06.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

''ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ჩარჩო-დოკუმენტი, სადაც კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად, განათლების მიმართულებით საქართველო შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

პაატა იმნაძ

06.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 14:00

Link:    06.04.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00

პაატა იმნაძე

 

 

 

 

ინტერნეტ სააგენტო

 

„მოთხოვნა შემცირებულია“ - კომპანია „ფოსტალონი“ მიმდინარე გამოწვევებზე

06.04.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    06.04.2020 - ბიემ.ჯი

„მოთხოვნა შემცირებულია, რაც ვალუტის კურსმაც განაპირობა“, - ამის შესახებ გადამზიდავი კომპანია „ფოსტალონის“ დირექტორმა გიორგი იმნაძემ BM.GE-ისთან საუბრისას განაცხადა და დასძინა, რომ მოთხოვნის შემცირებაზე გავლენას განბაჟების ლიმიტიც ახდენს.

ჯანდაცვის მინისტრმა დაასახელა რა შემთხვევაში გახდება საქართველოში კორონავირუსის ეპიდემია უკონტროლო

06.04.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    06.04.2020 - კომერსანტ.ჯი

თუ ინფიცირებულთა რიცხვი დღეში 400-500-ით გაიზრდება პროცესი უკონტროლო და რთული სამართავი გახდება"- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა და დასძინა, რომ დღეში 50 ინფიცირებულის მართვის საშუალება დღესდღეობით ჩვენს სამედიცინო სფეროს გააჩნია.

ზუგდიდში სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩების დამუშავება მიმდინარეობს

06.04.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    06.04.2020 - აიპრეს.ჯი

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდში ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი მიმდინარეობს.დღეს, სპეციალური ხსნარით, ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი და მიმდებარე ტერიტორია მოირეცხება. სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ადგილზე გაეცნენ.

პროცესი უკონტროლო გახდება, თუ ინფიცირებულთა რიცხვი დღეში 400-500-ით გაიზრდება - ჯანდაცვის მინისტრი

06.04.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    06.04.2020 - ნიუპოსტს.ჯი

"თუ ინფიცირებულთა რიცხვი დღეში 400-500-ით გაიზრდება პროცესი უკონტროლო და რთული სამართავი გახდება"- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. "დღეში 50 ინფიცირებულის მართვის საშუალება დღესდღეობით ჩვენს სამედიცინო სფეროს გააჩნია. ჰოსპიტალური სექტორი არის მობილიზებული და ეს არ არის განგაშის საფუძველი... პროცესი უკონტროლო გახდება, თუ ინფიცირებულთა რიცხვი დღეში 400-500-ით გაიზრდება საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 2.

შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 286 ფაქტი გამოავლინა

06.04.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    06.04.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 286 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის მედპერსონალის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

06.04.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    06.04.2020 - პია.ჯი

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის მედპერსონალის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა მარეხი ბექაიამ განაცხადა.

რუსთავში, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმი, ექთანი, მძღოლი, ასევე რუსთავის კლინიკის ექიმი და ექთანი თვითიზოლაციაში იმყოფებიან

06.04.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    06.04.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

რუსთავში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმი, ექთანი და მძღოლი, რომელთაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს, თვითიზოლაციაში იმყოფებიან. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, თვითიზოლაციაში იმყოფებიან ასევე რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი და ექთანი, რომელთაც ამავე პაციენტთან კლინიკაში ჰქონდათ კონტაქტი.

შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 286 ფაქტი გამოავლინა

06.04.2020

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    06.04.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 286 ფაქტი 24 საათში

06.04.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    06.04.2020 - პია.ჯი

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 286 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 286 ფაქტი გამოავლინა

06.04.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    06.04.2020 - ბიემ.ჯი

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 286 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

დღეიდან სამეგრელო-ზემო სვანეთში აგრარული ბაზრები დაიხურა - ალექსანდრე მოწერელია

06.04.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    06.04.2020 - ბიემ.ჯი

დღეიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აგრარული ბაზრები დაიხურა- განუცხადა BM.GE-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ.

პარლამენტში ეკონომიკაზე პანდემიით გამოწვეული ზიანის გენდერულ ანალიზს მოამზადებენ

06.04.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    06.04.2020 - ბიემ.ჯი

„პარლამენტის გენდერული საბჭო, პრემიერ-მინისტრის ოფისთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ეკონომიკაზე პანდემიით გამოწვეული ზიანის და გავლენის გენდერულ ანალიზს მოამზადებს, - ამის შესახებ გენდერული საბჭოს წევრმა ნინო წილოსანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პოლიციამ, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო, კიდევ 136 მოქალაქე დააჯარიმა

06.04.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    06.04.2020 - კვირა.ჯი

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 286 ახალი ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს.

"ნუ მიხვალთ ეკლესიაში, ილოცეთ სახლში"- პაატა იმნაძე

06.04.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    06.04.2020 - ნიუპოსტს.ჯი

"ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის" დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმანძე მოსახლეობას მოუწოდებს არ მივიდნენ ეკლესიაში. მისი თქმით, სახლში დარჩენით, ისინი საკუთარ თავს და მღვდელმთავრებს დაიცავენ.

"ეს კიდევ მოხდება, მედიკოსების ინფიცირების თავიდან აცილება შეუძლებელია"- პაატა იმნაძე

06.04.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    06.04.2020 - ნიუპოსტს.ჯი

იმნაძის თქმით, მედიკოსები კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში ბრძოლის წინა ხაზზე არიან და შესაბამისად მათი ინფიცირების ფაქტები გარდაუვალია. თბილისის ზღვის კლინიკის 2 ინფიცირებული მედიკოსი - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ამბობს, რომ მედიკოსები კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში ბრძოლის წინა ხაზზე არიან და შესაბამისად მათი ინფიცირების ფაქტები გარდაუვალია.

ძალიან გთხოვთ ყველას, დამცავი ფარი ვატაროთ ნიღაბთან ერთად – პაატა იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს

06.04.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    06.04.2020 - ნიუპოსტს.ჯი

დაავადებათა კონტროლსი ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე მოსახლეობას მოუწოდებს, კოროანვირუსისგან დამცავი ფარები აუცილებლად ნიღაბთან ერთად ატარონ.

პრესა

 

ჯანდაცვის სისტემა დღეში 100-დან 200-მდე ახალი პაციენტის მიღებას გაუძლებს

06.04.2020

მედია საშუალებები:    მთელი კვირა (რეზონანსი)

Link:    06.04.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)

როგორ ემზადება და გაუძლებს თუ არა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის შემოტევის პიკურ სტადიას, რომელსაც აპრილის შუა რიცხვებიდან ელოდებიან? სპეციალისტები აცხადებენ, რომ თუკი ქვეყანაში დღის განმავლობაში ვირუსით დაინფიცირების 100-დან 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, ამას საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს.

“შესაძლოა, საკარანტინო რეჟიმი კიდევ გამკაცრდეს”

06.04.2020

მედია საშუალებები:    ალია

Link:    06.04.2020 - ალია

სამწუხაროდ, ისევ ჩანს, რომ ჩვენი მოქალაქეების რაღაც ნაწილი მაინც ვერ იაზრებს რასთან გვაქვს საქმე,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „საკარანტინო ზონა დღეს არის მთელი საქართველო, საქართველოში მოქმედებს საკმაოდ მკაცრი საკარანტინო ზომები.

კორონავირუსის სიკეთეები პანდემიის ხეირი

06.04.2020

მედია საშუალებები:    თბილისელები

Link:    06.04.2020 - თბილისელები

იმ მარტივი მიზეზით, რომ ბოროტებას ყოველთვის ახლავს თან სიკეთე, კორონავირუსის პანდემიამ, სახელდობრ, ჩვენ სიკეთეც ბევრი მოგვიტანა. მაგალითად, თბილისში ჰაერი გასუფთავდა და მისი ქუჩები საფუძვლიანად მოირეცხა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე კარგი პატრონი ჩვენთვის ჩვენივე სახელმწიფოა, რაც მთავარია, არც არავისზე ნაკლები ვართ.

რატომ დაიწყეს წურბელებივი დაავადებულების მკურნალობა, რატომ ითხოვს ჯანდაცვა ყველა ექიმის მობილურის ნომერსს და დიპოლომის ასლს და ჩაერთვება თუ არა 72 წლის ანზორ მელია კოვიდ-19-თან აქტიურ ბრძოლაში?

06.04.2020

მედია საშუალებები:    ალია

Link:    06.04.2020 - ალია

"ალიას" ესაუბრა კარდიოლოგიური კლინიკა "გულის" დირექტორი, ღირსების ორდერის კავალერი ანზორ მელია: - ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ელოდება დღეში მინიმუმ 50 ახალ პაციენტს აპრილის ბოლოდან - ჩვენ ვიცით, რომ მზად გვაქვს 4 ათასზე მეტი საწოლი, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერ არ ვიცით, რამდენი ექიმი გვყავს მზად - რომელი პროფესიის ექიმების გამოყენება შეგვიძლია ეპიდემიის პიკის დროს და რა დრო დასჭირდება გადამზადებას? - თერაპიული პროფილიდან ყველას გამოყენება შეიძლება, ნევროპათოლოგები, კარდიოლოგები შეიძლება კიდე გამოვიყენოთ.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა

06.04.2020

მედია საშუალებები:    კვირის პალიტრა

Link:    06.04.2020 - კვირის პალიტრა

"ორ ფრონტზე ვიბრძვით, პირველი არის ჯანდაცვა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მეორე - ეკონომიკა; არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც ერთ ფრონტზე სრულ გამარჯვებას, თუ მეორეზე დავმარცხდით, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას, რომლის თანახმად ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო.

ამირან გამყრელიძის შვილი კორონავირუსისგან განიკურნა

06.04.2020

მედია საშუალებები:    ალია

Link:    06.04.2020 - ალია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შვილი ნიკოლოზ გამყრელიძე კორონავირუსისგან განიკურნა და კლინიკა დატოვა, როგორც ნიკოლოზ გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს, იგი თვითიზოლაციაში გადავიდა.

კარანტინი მთელ ქვეყანაში

06.04.2020

მედია საშუალებები:    კვირის პალიტრა

Link:    06.04.2020 - კვირის პალიტრა

ახალ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარობის ფარგლებში 31 მარტს ქვეყანაში ამოქმედდა კომენდანტის საათი - 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე ტრანსპორტისა და ქვეითთა მიმოსვლა აიკრძალა.

პრემიერ-მინისტრმა აჭარაში კლინიკები დაათვალიერა

06.04.2020

მედია საშუალებები:    მესინჯერი

Link:    06.04.2020 - მესინჯერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, კლინიკა „მედემერჯენსი" დაათვალიერა, რომელიც ცხელების მქონე პაციენტთა სამართავად გამოიყო.

რა გადაწყვიტეს საპატიმროების კორონაირუსისგან დასაცავად?

06.04.2020

მედია საშუალებები:    კვირის პალიტრა

Link:    06.04.2020 - კვირის პალიტრა

იუსტიციის სამინისტრომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება - 780 თანამშრომელი შემდეგი კვირების განმავლობაში საპატიმროების შენობებში იცხოვრებს. გადაწყვეტილების მიზანია საპატიმროებში გარედან ახალი კორონავირუსის შეტანის თავიდან აცილება.

"ბოქსირებულ პალატაში არც გისურვებთ რომ შეიხედოთ ოდესმე" - რა თქვა გამოჯანმრთელების შემდეგ ნიკა გამყრელიძემ

06.04.2020

მედია საშუალებები:    მთელი კვირა (რეზონანსი)

Link:    06.04.2020 - მთელი კვირა (რეზონანსი)

რამდენიმე დღის წინ ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შვილი, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" (GHG) დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე. მან ვრცლად ისაუბრა ვირუსის სიმპტომებზე და კლინიკაში გატარებულ პერიოდზე.

რომელმა სახელმწიფომ ისარგებლა პანდემიით?!

06.04.2020

მედია საშუალებები:    კვირის პალიტრა

Link:    06.04.2020 - კვირის პალიტრა

კორონავირუსის ინფექციით შექმნილ კრიზისთან გამკლავებას მთელი მსოფლიო ცდილობს. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები იბრძვიან ადამიანთა გადასარჩენად და, ამავდროულად, გართულებული ეკონომიკური ვითარების შესამსუბუქებლად. უფრო და უფრო მეტი საყვედური ისმის ჩინეთის მიმართ, რომელსაც მსოფლიოს ლიდერები ახალი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ. შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთმა ვირუსის აღმოჩენა მსოფლიოს დაახლოებით ორი თვით დაუმალა.

"რატომ აიკრძალა მძღოლის გვერდით დაჯდომა მანქანაში?" - ამირან გამყრელიძის პასუხი

06.04.2020

მედია საშუალებები:    ალია

Link:    06.04.2020 - ალია

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში საგანგებო პირობების გათვალისწინებით, აიკრძალა 3 ადამიანზე მეტის შეკრება. ამასთან, ავტომობილით მხოლოდ სამი მგზავრის გადაადგილებაა შესაძლებელი. მათგან ერთ-ერთი მძღოლია. მძღოლის გვერდით მგზავრის ჯდომა იკრძალება.

როცა ფეხბურთი არ არის და მაინც ფეხბურთით ცხოვრობ...

06.04.2020

მედია საშუალებები:    ლელო

Link:    06.04.2020 - ლელო

"საბურთალოს" ოფიციალურმა საიტმა ინტერვიუ ჩამოართვა გუნდის მთავარ მწვრთნელ თემურ შალამბერიძეს. თასის მოქმედი მფლობელის თავკაცი მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს... - ბატონო თემურ, ახალ რეჟიმთან შეგუება რამდენად მოახერხეთ და როგორ გაგყავთ დრო? - რასაც, ჯანდაცვის სამინისტრო გვავალდებულებს, ყველა წესს ვიცავ, ექიმებისა და სპეციალისტების რჩევებს ვითვალისწინებ.

"კრონავირუსი სისხლით არ გადადის - გთხოვთ, ჩააბაროთ სისხლი, მარაგი გვითავდება"

06.04.2020

მედია საშუალებები:    ალია

Link:    06.04.2020 - ალია

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა მილიონამდე ავიდა, თუმცა ინფექციის სისხლით გადაცემის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დრიექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

“დიდი ეკლესიურობით არ გამოვირჩევი, ბოლოს როდის ვიყავი ტაძარში, დამავიწყდა”

06.04.2020

მედია საშუალებები:    ალია

Link:    06.04.2020 - ალია

დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, დიდი ეკლესიურობით არ გამოირჩევა და სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრება. ამის შესახებ განცხდება იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

თენგიზ ცერცვაძე: "მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა ეპიდემიის გავრცელების დამანგრეველ მასშტაბს გადაურჩება"

06.04.2020

მედია საშუალებები:    კვირის პალიტრა

Link:    06.04.2020 - კვირის პალიტრა

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ვესაუბრებით ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, ბატონ თენგიზ ცერცვაძეს. - ბატონო თენგიზ, საუბარი გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმით მკურნალობის მეთოდით დავიწყოთ.

"ქვეყნებში, სადაც ბცჟ აცრა სავალდებულოა, შედარებით ნაკლებია მძიმე შემთხვევების რაოდენობა"

06.04.2020

მედია საშუალებები:    კვირის პალიტრა

Link:    06.04.2020 - კვირის პალიტრა

მთელი მსოფლიო დიდ სოფლად არის ქცეული. კაცობრიობის ძირითად საფრთხე ახალი ვირუსების წარმოქმნაა, რომლებიც ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ეს საფრთხე ატომურ იარაღზე საშიში და ამოუხსნელია, რადგან მოულოდნელობას ემყარება და კაცობრიობა ახალი ვაქცინებითა და წამლებით მომზადებული არ არის.

რადიო

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 14-ით გაიზარდა და 188 შეადგინა

06.04.2020

მედია საშუალებები:    რადიო ფორტუნა - რადიო ფორტუნა 11:00

Link:    06.04.2020 - რადიო ფორტუნა - რადიო ფორტუნა 11:00

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 14-ით გაიზარდა და 188 შეადგინა.

გიორგი გახარია - მთავარი ამოცანაა პირველადი ჯანდაცვა, მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის მზაობა და ცხელების კლინიკების ეფექტურობა

06.04.2020

მედია საშუალებები:    რადიო საქართველოს ხმა - რადიო საქართველოს ხმა 13:00

Link:    06.04.2020 - რადიო საქართველოს ხმა - რადიო საქართველოს ხმა 13:00

მთავარი ამოცანა გვაქვს ის, რომ ნელ-ნელა მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის მზაობა მოვისმინოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

რა უნდა გაითვალისწინონ საგამომცემლო სახლებმა მუშაობისას - ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციებს აქვეყნებს

06.04.2020

მედია საშუალებები:    რადიო კომერსანტი - რადიო კომერსანტი 11:00

Link:    06.04.2020 - რადიო კომერსანტი - რადიო კომერსანტი 11:00

სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

 ​