• „ქართული ოცნების“ ერთიანი სახელისუფლებო გუნდის მიერ გადადგმული დროული, ეფექტური და სწორი ნაბიჯების შედეგად, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა ახალ კორონა ვირუსთან ბრძოლის კუთხით! პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მმართველი ძალის ეფექტურ ქმედებებს ხედავს და დადებითად აფასებს როგორც ქართული საზოგადოება, ისე მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა!
• სწორედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ეფექტური ნაბიჯების შედეგად გახდა შესაძლებელი, რომ 2020 წლის 15 ივნისიდან ქვეყანა მზად იქნება ტურიზმის სექტორის ასამოქმედებლად, 1 ივლისიდან კი საქართველო მზად იქნება მიღოს უცხოელი ტურისტები!
• მოგეხსენებათ, ტურიზმი, ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი სექტორია. ახალი კორონა ვირუსის გავრცელების შედეგად, პირველი დარტყმა სწორედ ამ სექტორს მიადგა. შესაბამისად, ტურიზმი იყო ერთ-ერთი ის მიმართულება, რომელსაც პირველივე ეტაპზე გავუწიეთ გადაუდებელი დახმარება. დღეს კი, ხელისუფლებამ წარმოაგინა ტურიზმის სექტორისთვის მესამე ეტაპზე გათვალისწინებული მიზნობრივი დახმარების გეგმა, რომელიც კონკრეტულად ამ ინდუსტრიაზეა მორგებული.
• როგორც უკვე აღვნიშნეთ, 15 ივნისიდან საქართველო აამოქმედებს ტურიზმს. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან აქტიური თანამშრომლობით, ამ ერთ თვეს სრულად გამოვიყენებთ სექტორის, ქვეყნის ინტენსიურად მომზადებისთვის. ამასთან, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მოხდეს საქართველოს პოზიციონირება, როგორც „უსაფრთხო დანიშნულების ადგილი!“
• საწყის ეტაპზე, აქცენტი გაკეთდება შიდა ტურიზმის აღდგენაზე. თუმცა, ამასთან ერთად, უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები „უსაფრთხო დერეფნების“ შექმნის მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნებთან, ავიაკომპანიებთან საერთაშორისო ტურიზმის აღდგენისთვის. ასევე, გვაქვს მზაობა ჩავერთოთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში.
• ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხელისუფლების ეფექტიანი, კოორდინირებული მუშაობით და გადადგმული მწყობრი ნაბიჯებით, ასევე, საზოგადოების მხრიდან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენით, ერთიანი ძალისხმევით, მოვახერხეთ როგორც ვირუსის დამარცხებას, ისე კრიზისის დაძლევას და ჩვენი ეკონომიკის მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად ამუშავებას.