From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : 5 თებერვლის მედია მონიტორინგი
Received On : 05.02.2020 08:19
Attachments :

5 თებერვლის მედია მონიტორინგი

ტელევიზია

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

შრომის კანონმდებლობაზე მუშაობა გრძელდება

გეგმიური სამუშაო საკანონმდებლო ორგანოში, მათ შორის, ბიზნესთან უშუალო კავშირში მყოფი ცვლილებებისა პარლამენტს საკანონმდებლო დონეზე წელსაც ბევრი ექნება. ერთ-ერთი სამუშაო შრომის კანონმდებლობაა. კანონმდებლობის განხილვის დაწყების შემთხვევაში ჩართულობას ითხოვს კერძო სექტორიც.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6677424

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემები - ეკატერინე ტიკარაძეს პარლამენტში ელოდებიან

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, მათთვის გაცემული დახმარებები, ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემები და გამოკვლევები - ეს ის მთავარი კითხვები იქნება, რასაც დეპუტატები დღევანდელ სესიაზე ჯანდაცვის მინისტრს დაუსვამენ. ეკატერინე ტიკარაძე საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში მივა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6677478

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 09:00

პარლამენტში ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6677522

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევში მოსახლეობა მთავრობისგან დახმარებას ითხოვს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6677556

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00

საკანონმდებლო ორგანო დღეს ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6677558

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

სახელმწიფო კლინიკების დაფინანსება

ჯანადცვის სამინისტროში ახლადშექმნილი უწყების ხელმძღვანელის წარდგენის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს მოყოლილი სიტყვა-პასუხით, რაც საპარტნიორო ფონდსა და მინისტრს შორის შედგა, ბიემჯი დაინტერესდა, რატომ ვერ მოხერხდა ინვესტორების პოვნა სახელმწიფო კლინიკებისთვის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6677567

მედიის ტიპები: ტელევიზია
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00

ჯანდაცვის მინისტრის მოსმენა

პარლამენტში დღეს ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ, ეკატერინე ტიკარაძე დეპუტატებს ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს და მათ კითხვებს უპასუხებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6677682

 

ინტერნეტ სააგენტო

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი

დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის 6 კითხვა ეკატერინე ტიკარაძეს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს 6 კითხვით მიმართავს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ: 1. 520-ე დადგენილებას უკვე მოჰყვა საავადმყოფოებიდან მედპერსონალის ნაწილის გაშვება, ნაწილისთვის კი - ხელფასების შემცირება.

https://bm.ge/ka/article/deputat-zurab-chiaberashvilis-6-kitxva-ekaterine-tikaradzes-/48314/

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი

დღეს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეს პარლამენტში მივა. ტიკარაძე დეპუტატების წინაშე "მინისტრის საათის" ფარგლებში მოხსენებით წარსდგება, ხოლო შემდეგ დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. უკვე ცნობილია, რომ სხდომას არ დაესწრებიან ფრაქცია "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა".

https://bm.ge/ka/article/dges-parlamentshi-jandacvis-ministrs-mousmenen-/48310/

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი

6 კითხვა ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ ჭიაბერაშვილისგან

დღეს ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს საკანონმდებლო ორგანოში "მინისტრის საათის" ფორმატში მოუსმენენ. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე აქვეყნებს, იმ შეკითხვებს, რაც მას ტიკარაძესთან აქვს.

https://www.bpn.ge/article/65043-6-kitxva-jandacvis-ministrs-zurab-chiaberashvilisgan/

მედიის ტიპები: ინტერნეტი
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი

„საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა“ - ქვეყანაში სოციალური დაცვის სისტემა არ არსებობს

ორსული დედა, ოთხ მცირეწლოვან შვილთან და ოჯახის ახლობელ ქალთან ერთად ხის ძველ სახლში დაიწვა. სახლი, სადაც გორგოძეების მრავლსულიანი ოჯახი ცხოვრობდა სრულად განადგურებულია. დაახლოებით ორი თვის წინ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გარდაცვლილი, 28 წლის ნარგიზა გველესიანი ყვებოდა, რომ ოჯახს უკიდურეს გაჭირვებაში უწევდა ცხოვრება.

https://commersant.ge/ge/post/saqartveloshi-yoveli-meotxe-bavshvi-sigaribis-zgvars-qvemotaa-qveyanashi-socialuri-dacvis-sistema-ar-arsebobs

 

პრესა

მედიის ტიპები: პრესა
მედია საშუალებები: რეზონანსი

ბაღდათში დაღუპული ბავშვების ბოლო დღე სკოლაში - „მასწავლებლისთვის უთქვამთ, ახლა ყველაფერს მოგისმენთ და რაც გამოვტოვეთ, ვისწავლითო“

ტრაგედია, რომელმაც საქართველო შეძრა - გვიან ღამით ბაღდათში გამოძახეებულ მეხანძრეებს საზარელი სურათი დახვდათ. ღია ცეცხლში შესულმა მაშველებმა 4 ბავშვი, მათი ორსული დედა და მეზობელი ქალი უკვე დამწვარი იპოვეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6677394&name=05.02.2020+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

მედიის ტიპები: პრესა
მედია საშუალებები: ახალი თაობა

ნიკოლოზ მჟავანაძე: "საქართველოში ირანული ბიზნესი ყვავის"

"ახალი თაობის კითხვებს უფლებადამცველთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პასუხობს. - ბატონო ნიკოლოზ, შემზარავი და სამწუხარო ფაქტი მოხდა. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი ბაღდათში საცხოვრებელ სახლში დაიწვა. ფეხმძიმე დედა და 4 მცირეწლოვანი შვილი... ძალიან ბევრი ადამიანი შიმშილობს ჩვენს ქვეყანაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6677406&name=05.02.2020+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

მედიის ტიპები: პრესა
მედია საშუალებები: რეზონანსი

"საქართველოს ორ მოქალაქეს, რომელთა ანალიზები როტერდამში იყო გაგზავნილი, კორონავირუსი არ დაუდგინდა" - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოს ორ მოქალაქეს, რომელთა ანალიზები საქართველოდან როტერდამში იყო გაგზავნილი, ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ ნიდერლანდებში, ერაზმუსის უნივერსიტეტში გაგზავნილი ანალიზის პასუხები დღეს მიიღო. გამყრელიძე ამბობს, რომ მიღებული პასუხები ლუგარის ლაბორატორიაშიც გადამოწმდა. კლინიკიდან სავარაუდოდ, გაწერება ის ორი პაციენტი, რომელთა ანალიზის პასუხები ნიდერლანდებიდან ჩამოვიდა და უარყოფითია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6677452&name=05.02.2020+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

 

რადიო

მედიის ტიპები: რადიო
მედია საშუალებები: საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50

ჯანდაცვის მინისტრის მოსმენა

პარლამენტში დღეს ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ, ეკატერინე ტიკარაძე დეპუტატებს ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს და მათ კითხვებს უპასუხებს. უკვე ცნობილია, რომ სხდომას არ დაესწრებიან ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის წევრები.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/audio/index.php?id=6677779

მედიის ტიპები: რადიო
მედია საშუალებები: რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00

პარლამენტში დღეს ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ

პირველი მინისტრი, რომელიც საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დეპუტატების წინაშე წარსდგება, ეკატერინე ტიკარაძეა. დღეს ჯანდაცვის მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში "მინისტრის საათის" ფორმატში მოუსმენენ. თებერვალში, ასევე, დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის მოსმენაც. საკანონმდებლო ორგანოში ივანე მაჭავარიანი "მინისტრის საათის" ფორმატში 18-21 თებერვლის კვირაში მივა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/audio/index.php?id=6677834

 

​