| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | 4 თებერვლის მედია მონიტორინგი |
| Received On : | 04.02.2020 09:30 |
| Attachments : |
4 თებერვლის მედია მონიტორინგი
ტელევიზია
| მედიის ტიპები: | ტელევიზია |
| მედია საშუალებები: | ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1 |
ახალი სახელმწიფო ჰოლდინგი
სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორად გიორგი ჩოგოვაძე დაინიშნა. ამ პოზიციაზე ჩოგოვაძე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ წარადგინა. სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდიგის შექმნის იდეა სწორედ ტიკარაძის მინისტრობის დროს გააქტიურდა, მანვე დაანონსა და შეასრულა კიდეც ეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6674772
| მედიის ტიპები: | ტელევიზია |
| მედია საშუალებები: | ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1 |
ჯანდაცვის მინისტრთან ცხადია, დაისვა კითხვა 520-ე დადგენილებაზეც, რომელიც ამ დრომდე განხილვის საგანია და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები უკმაყოფილებას არ მალავენ. კლინიკების წარმომადგენლები იმასაც ამბობენ, რომ ცვლილებამ უკვე მოიტანა შედეგი, რაც სამედიცინო პერსონალის ხელფასების 20-35%-მდე კლებაში გამოიხატა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6674773
| მედიის ტიპები: | ტელევიზია |
| მედია საშუალებები: | რუსთავი 2 - კურიერი 09:00 |
დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. სხდომა კვლავ ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმში ჩაივლის. მიმდინარე კვირაში დეპუტატები "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებების პროექტს განიხილავენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6674822
| მედიის ტიპები: | ტელევიზია |
| მედია საშუალებები: | რუსთავი 2 - კურიერი 09:00 |
ტყიბულის შახტების შესახებ მომზადებულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ეხმაურება. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ტყიბულელებისთვის, მათ შორის შახტში მომუშავე ადამიანებისთვის, დასკვნის შინაარსი დღემდე უცნობია, რაც სახელმწიფოსა და კომპანიის მხრიდან დასაქმებულთა ინტერესების უგულებელყოფაზე მიუთითებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6674829
| მედიის ტიპები: | ტელევიზია |
| მედია საშუალებები: | ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1 |
ჯანდაცვის სამინისტროს ე.წ. ლარიანი მედიკამენტების პროგრამაში ცვლილება შედის. ამ ეტაპზე ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომი აღარ არის. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სახელმწიფო შესყიდვებს აღარ ახორციელებს და ცვლილებები შეაქვს პროგრამაში, რომლის პროექტიც მთავრობას უახლოეს პერიოდში წარედგინება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6674923
| მედიის ტიპები: | ტელევიზია |
| მედია საშუალებები: | ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1 |
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს აქვს რესურსი კორონავირუსის გაუმკლავდეს. რაც შეება ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებს, ტიკარაძის განცხადებით, ანალიზების პასუხი გერმანიიდან დღეს გახდება ცნობილი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6674924
| მედიის ტიპები: | ტელევიზია |
| მედია საშუალებები: | ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1 |
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სამსახურიდან გათავისუფლებულ სოციალურ მუშაკებს კვალიფიკაცია დაუწუნეს. როგორც ტიკარაძემ განმარტა, ამ ადამიანების რიცხვი არის მხოლოდ 28 და მათი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6674925
| მედიის ტიპები: | ტელევიზია |
| მედია საშუალებები: | I არხი - მოამბე 09:00 |
თბილისის ინფექციური საავადმყოფოში ამ დროისატვის 4 პაციენტი რჩება.ერთერთი მათგანი კლინიკაში გუშინ აეროპორტიდან შეიყვანეს, სადაც მას დაბალი ტემპერატურა დაუფიქსირდა. მამაკაცი ჩინეთში სამშაოდ იმყოფებოდა, ორი პაციენტის მოანცმები კი ნიდერლანდებშია გაგზავნილი. 2) თურქეთში ევაკურიებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6675106
| მედიის ტიპები: | ტელევიზია |
| მედია საშუალებები: | იმედი - ქრონიკა 11:00 |
1. ინფექციურ საავადმყოფოში წუხელ კიდევ ერთი მამაკაცი შეიყვანეს, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში ტრანზიტული რეისით დაბრუნდა. მას დაბალი ტემპერატურა აქვს და ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6675195
| მედიის ტიპები: | ტელევიზია |
| მედია საშუალებები: | რუსთავი 2 - კურიერი 12:00 |
გარდაცვლილი 4 ბავშვი, ორსული დედა და ოჯახის ახლობელი - ტრაგედია ბაღდადში გვიან ღამით დატრიალდა. ოჯახის 5 წევრი ხანძარს ემსხვერპლა. გარდაცვლილია სტუმრად მყოფი ქალიც. ადგილობრივების ინფორმაციით, სახლში ელექტროენერგია არ იყო და ცეცხლი სავარაუდოდ ბუხრიდან გაჩნდა. ხანძარს შემთხვევით გადაურჩა ბავშვების მამა და ბებია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6675236
| მედიის ტიპები: | ტელევიზია |
| მედია საშუალებები: | I არხი - მოამბე 12:00 |
თბილისის ინფექციური საავადმყოფოში ამ დროისათვის 4 პაციენტი რჩება.ერთერთი მათგანი კლინიკაში გუშინ აეროპორტიდან შეიყვანეს, სადაც მას დაბალი ტემპერატურა დაუფიქსირდა. მამაკაცი ჩინეთში სამუშაოდ იმყოფებოდა, ორი პაციენტის მონაცმები კი ნიდერლანდებშია გაგზავნილი. 2) თურქეთში ევაკურიებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6675354
| მედიის ტიპები: | ტელევიზია |
| მედია საშუალებები: | I არხი - მოამბე 12:00 |
6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ხანძარს ბაღდადში, ადგილზე გარდაიცვალა ფეხმძიმე ქალი და მისი 4 შვილი. ასევე მათი მეზობელი ქალბატონი. ხის საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ორი ოჯახი თვითნებურად იყო შესახლებული მთლიანად დაიწვა. მცხოვრებლების გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბაღდადში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება სოციალური მომსახურების სააგენტო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6675380
| მედიის ტიპები: | ტელევიზია |
| მედია საშუალებები: | მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00 |
ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო ოპოზიციამ დღეს დაგეგმილი აქცია გადადო. სირცხვილის დერეფნები პარლამენტთან, სადაც საგაზაფხულო სესია გაიხსნა, აღარ მოეწყობა. ოპოზიციის ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებენ დღეს დაგეგმილი სხდომა გადადონ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6675419
| მედიის ტიპები: | ტელევიზია |
| მედია საშუალებები: | რუსთავი 2 - კურიერი 12:00 |
ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს 4 მოქალაქე ინფექციურ საავადმყოფოში რჩება. მედიკოსები კორონავირუსზე კვლევის საბოლოო პასუხს ნიდერლანდებიდან დღეს ელოდებიან. კორონავირუსის იდენტიფიცირება საქართველში უკვე დღეიდან იქნება შესაძლებელი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6675452
ინტერნეტ სააგენტო
| მედიის ტიპები: | ინტერნეტი |
| მედია საშუალებები: | ინტერპრესნიუს.ჯი |
ლუგარის ცენტრს დღეიდან ახალი ტიპის კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი ექნება. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულო ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე პარტნიორებთან მოლაპარაკება მიმდინარეობდა.
| მედიის ტიპები: | ინტერნეტი |
| მედია საშუალებები: | პრაიმთაიმ.ჯი |
ახალი კორონავირუსის დადგენა დღეიდან საქართველოშიც შესაძლებელი იქნება. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ქართულ მხარეს პარტნიორებთან ჰქონდა მოლაპარაკება, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ საქართველო მიიღებს შესაბამის ტესტებს.
https://www.primetime.ge/news/1580789454
| მედიის ტიპები: | ინტერნეტი |
| მედია საშუალებები: | ბიემ.ჯი |
ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ მთავარია "სამედიცინო ჰოლდინგის" პირობებში კლინიკების ეფექტური მართვის მენეჯმენტი ჩამოყალიბდეს და მოდელს მნიშვნელობა არ აქვს.
პრესა
| მედიის ტიპები: | პრესა |
| მედია საშუალებები: | რეზონანსი |
ვირუსი როგორც წესი ყველაზე მძიმედ ბავშვებსა და მოხუცებში მიმდინარეობს, დღეს, როდესაც მსოფლიო ახალი ტიპის კორონავირუსს ებრძვის, რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს საზოგადოებამ, რომ მოწყვლადი ჯგუფები ამას გაუმკლავდნენ მითუმეტეს, თუ ვირუსი სწრაფად გავრცელებადია და ვაქცინაც ჯერჯერობით არ არსებობს.
| მედიის ტიპები: | პრესა |
| მედია საშუალებები: | საქართველოს რესპუბლიკა |
სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ახალ ხელმძღვანელად გიორგი ჩოგოვაძე დაინიშნა. სამედიცინო ჰოლდინგის ახალი დირექტორი ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ წარადგინა.
| მედიის ტიპები: | პრესა |
| მედია საშუალებები: | რეზონანსი |
ახალი კორონავირუსის ვაქცინა ჯერჯერობოთ არ არსებობს. მის შექმნასა და გამოცდას სულ მცირე რამდენიმე თვე დასჭირდება. ამის ფონზე ვირუსმა უკვე გლობალური სახე მიიღო, შემთხვების რაოდენობა დღითიდღე იზრდება.
| მედიის ტიპები: | პრესა |
| მედია საშუალებები: | საქართველოს რესპუბლიკა |
სამი პაციენტი, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობს, ამ ეტაპზე კორონავირუსი არ უდასტურდებათ. ამის შესახებ მედიასთან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, საბოლოო პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.
| მედიის ტიპები: | პრესა |
| მედია საშუალებები: | საქართველოს რესპუბლიკა |
დავაადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით "ხვალიდან ლუგარის ლაბორატორია კორონავირუსის დადგენას შეძლებს." გამყრელიძის თქმით, რეფერალურ ცენტრებში სინჯების გადაგზავნა აუცილებლობა აღარ იქნება.
| მედიის ტიპები: | პრესა |
| მედია საშუალებები: | ახალი თაობა |
„საპენსიო სააგენტოს“ დირექტორობის სურვილი 120-მა ადამიანმა გამოთქვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპენსიო სააგენტოში“ განუცხადეს, სააგენტოს დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე 120 განაცხადი შევიდა. „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორის თანამდებობაზე ვაკანსია 10 იანვარს გამოცხადდა და განაცხადების მიღება 31 იანვარს დასრულდა.
| მედიის ტიპები: | პრესა |
| მედია საშუალებები: | ქრონიკა+ |
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო გლობალური მდგომარეობა გამოაცხადა. ამ ვირუსის გავრცელების საფრთხე საქართველოსაც ემუქრება. ხელისუფლებისგან განსხვავებით, ძალიან შეშფოთებულია "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია.
| მედიის ტიპები: | პრესა |
| მედია საშუალებები: | ქრონიკა+ |
მმართველი გუნდი თავს იწონებს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის ჯანდაცვა ხელმისაწვდომია, თუმცა დარგის სპეციალისტები ასე არ ფიქრობენ და ამბობენ, რომ "ოცნებამ" ჯანდაცვის სფერო დაასამარა!
| მედიის ტიპები: | პრესა |
| მედია საშუალებები: | ქრონიკა+ |
ქრონიკა + წინა ნომერში წერდა ც ჰეპატიის ელიმინაციის პროგრამის განხორციელების შესახებ, რომლის შედეგადაც (სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით) თითქმის ნახევარი მილიარდი ლარის ,,გილეადის" წარმოების პრეპარატს ვადა გაუვიდა, დავით სერგეენკომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ამ ანგარიშზე განაცხადა, რომ მათ ,,ვიკიპედიაში" თუ მსაგვს პორტალში ნანახი 2016 წლის ფასები აიღეს და ასე დაიანგარიშეს.
| მედიის ტიპები: | პრესა |
| მედია საშუალებები: | ჯორჯია თუდეი |
ჩინეთი კორონა ვირუს ებრძვის, ,,ცენტრალურ ჩინეთში 11-მილიონიანი ქალაქი უხანი და მის გარშემო არსებული ჰუბეის პროვინცია ფაქტობრივად ჩაკეტილია.’’ წარმოების, საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის, საბანკო სექტორის და სხვა დარგების შეზღუდული მუშაობის გამო 2020 წლის პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპის 0.5%-ით შემცირებას პროგნოზირებენ.
| მედიის ტიპები: | პრესა |
| მედია საშუალებები: | ჯორჯია თუდეი |
ჩინეთში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ 360-ს გადააჭარბა. საქართველოში ახალი კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აცხადებს.
| მედიის ტიპები: | პრესა |
| მედია საშუალებები: | ჯორჯია თუდეი |
საქართველოში ნარკოვითარები მონიტორინგის ცენტრი შეიქმნა, რომლის მიზანიც მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა იქნება.
რადიო
| მედიის ტიპები: | რადიო |
| მედია საშუალებები: | საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50 |
1) ახალი კორონავირუსის დადგენა დღეიდან საქართველოშიც იქნება შესაძლებელი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ქართულ მხარეს პარტნიორებთან ჰქონდა მოლაპარაკება, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ საქართველო მიიღებს შესაბამის ტესტებს, რომელთა საშუალებით, ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირიება საქართველოშიც გახდება შესაძლებელი. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ოთხი პაციენტია დაკვირვების ქვეშ. ერთ-ერთი კლინიკაშ გუშინ აეროპორტიდან შეიყვანეს. 2)ჩინეთიდან თურქეთში ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მათ კორონავირუსის სიმპტომები არ გამოუვლინდათ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/audio/index.php?id=6674977
| მედიის ტიპები: | რადიო |
| მედია საშუალებები: | რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00 |
ლუგარის ცენტრს დღეიდან ახალი ტიპის კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი ექნება. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულო ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე პარტნიორებთან მოლაპარაკება მიმდინარეობდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/audio/index.php?id=6675253