From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : 31-1 მაისი მედია მონიტორინგი
Received On : 01.05.2020 12:12
Attachments :

მედია მონიტორინგი

31 აპრილი

ტელევიზია

კორონავირუსი

30.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

Link:    30.04.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

1. ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 539, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 184, გარდაცვლილი - 6, კარანტინის რეჟიმში - 5256, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 548 პაციენტია. ეკატერინე ტიკარაძე:" ალგორითმის გაფართოებას დაექვემდებარებიან ის თავშესაფრები, რომლებიც იყო ჩამოთვლილი, ასევე სატრანზიტო მანქანების მძღოლები". 2. ადრე თუ მხოლოდ იმპორტული კლასტერები გვქონდა, ახლა ქვეყანაში რეგიონული, შიდა გავრცელების ფაქტები ემატება. მათ შორის ახალია შიდა ქართლში, გორის სამხედრო ჰოსპიტალში დადასტურებული შემთხვევა, რა დროსაც კორონავირუსი მედდას დაუდგინდა.

კორონავირუსი და საქართველო

30.04.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

Link:    30.04.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

კორონავირუსთან ბრძოლა გრძელდება ,თუმცა საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად არ გაზრდილა. ვირუსის ძირითადი ეპიდწყარო თეთრიწყარო , ბოლნისი და სვანეთია. დღეს კიდევ ერთი ინფიცირებული ე.წ. ქობულეთის კლასტერს დაემატა. ჯამში კი 589 ინფიცირებულია საქართველოში დღევანდელი მონაცემებით.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მორიგი სხდომა გამართა

30.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

Link:    30.04.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. საბჭოს წევრებმა ღონისძიებების შემდგომ შემსუბუქებასთან დაკავშირებით იმსჯელეს, რაც ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად განხორციელდება. სხდომაზე, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით განაცხადი უკვე ასობით კომპანიამ გააკეთა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები მაქსიმალურად მოკლე ვადებში შეამოწმებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ალგორითმი ისევ იცვლება

30.04.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

Link:    30.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

ჯანდაცვის სამინისტროს ალგორითმი ისევ იცვლება. ხელისუფლებამ დღეს ახალი პროტოკოლი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ადამიანების გარკვეულ წრეს მიზნობრივად ჩაუტარებენ შემოწმებას. თუმცა ექსპერტები ამბობენ რომ ხელისუფლებამ ისევ დააგვიანა რეაგირება და ისევ იკარგება ძვირფასი დრო. როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ მიზნობრივი ჯგუფების გაფართოება შიდა გავრცელების პარალელურად უნდა დაწყებულიყო და ახლა სტატისტიკური სურათიც რეალობასთან უფრო ახლოს იქნებოდა. იმ ადამიანებს ვისი პროფესიულ ისაქმიანობიდან გამომდინარე ვირუსით ინფიცირების რისკი მაღალია, მიზნობრივ ტესტირებას ჩაუტარებენ. ახალი ალგორითმი ჯანდაცვის მინისტრმა ეპიდემიოლოგებს და კლინიკის ხელმძღვანელებთან ერთად სხდომაზე განიხილა.

ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების პიკში შედის - ტესტირებულების რაოდენობა დღეში 1000-მდე გაიზრდება

30.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 21:00

Link:    30.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

საქართველო კორონავირუსის გავრცელების პიკში შედის. სპეციალისტების გათვლებით, სწორედ შიდა გავრცელების დაწყებიდან მე-6, მე-7 და მე-8 კვირა ეპიდაფეთქების პიკის პერიოდია. კორონავირუსი საქართველოში დღეს 22 ადამიანს დაუდგინდა. ყველა ცნობილი კლასტერის წევრია და მათი კონტაქტებიც დადგენილია. 22-დან 15 თეთრიწყაროს სამედიცინო კლასტერიდან არის. უკვე შესწავლილია კონტაქტები და ირკვევა, რომ ინფიცირებულებს 200-მდე პირთან ჰქონდათ შეხება და ყველა მათგანი საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი. თეთრიწყაროს გარდა ისინი ბოლნისისა და სვანეთის კლასტერებიდანაც არიან.

საქართველოში კორონავირუსზე ყოველდღიურად 1000-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდება

30.04.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

Link:    30.04.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსზე ყოველდღიურად 1000-ზე მეტი PCR ტესტირება ჩატარდება. „თქვენ იცით, რომ საქართველოს დღესდღეობით გააჩნია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვმართავთ კოვიდინფექციის გავრცელებას და ასევე, შემდეგში, რა თქმა უნდა, მის მკურნალობასაც.

კორონავირუსი

30.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 20:00

Link:    30.04.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

საქართველოში კორონავირუსი 539 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 184უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული 82 წლის ქალის მდგომარეობა, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი და ქვედა კიდურების ამპუტაცია აქვს, გაუმჯობესდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა. „ქალბატონი, რომელიც გვყავს 82 წლის, შაქრიანი დიაბეტით, ორივე ქვემო კიდურის ამპუტაციით და მიკროანგიოპათიის გამო გართულებული პრობლემებით, მოიხსნა აპარატიდან. ის არის ადეკვატური, კონტაქტური, გემოდინამიკა, სუნთქვის პარამეტრები არის სტაბილური. რჩება ოქსიგენდამოკიდებული.

მარინა ეზუგბაიას ბრიფინგი

30.04.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - დილა ფორმულაზე

Link:    30.04.2020 - ფორმულა - დილა ფორმულაზე

მარინა ეზუგბაია: "გუშინ დილის მონაცემებით გვქონდა 517 შემთხვევა, 24 საათში დაგვემატა 22 ახალი შემთხვევა და ახლა გვყავს 539 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულიც დაგვემატა -10 პაციენტი. იყო 168 და გახდა 178 გამოჯანმრთელებული ჯამში. ამ მონაცემების შეჯერებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღესდღეობით, COVID ცენტრებში მკურნალობ 361 პაციენტი. 22 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან დიდი უმეტესობა, 15 არის, თეთრიწყაროს კლასტერიდან და სვანეთიდან არის სამი და დანარჩენი არის ბოლნისი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა

30.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 20:00

Link:    30.04.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ღონისძიებების შემდგომ შემსუბუქებასთან დაკავშირებით იმსჯელეს. მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით განაცხადი უკვე ასობით კომპანიამ გააკეთა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვას ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები მოკლე ვადებში შეამოწმებენ. სხდომაზე აღინიშნა, რომ გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კოვიდინფიცირებულების რაოდენობის ზრდა კონტროლირებადია

30.04.2020

მედია საშუალებები:    პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

Link:    30.04.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდინფიცირებულების რაოდენობის ზრდა კონტროლირებადია, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ იძლევა. როგორც ტიკარაძე ამბობს კოვიდინფექციის გავრცელების რისკები კვლავ ძალაში რჩება და ამიტომ მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა დაიცვან შესაბამისი მოთხოვნები. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხერლმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით ყოველდღიურად 20-40 შემთხვევა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის სრულიად მართვადია. გამყრელიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპულ ქვეყნებთან შედარებით.

COVID 19

30.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1

Link:    30.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1

(1) მილიონობით ინფიცირებული, ათასობით გარდაცვლილი მსოფლიოში და ჯერ-ჯერობით ერთი პრეპარატი. რემდისივირი, როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი საიმედო მეთოდი. მსოფლიო ახალ მედიკამენტზე აქტიურად საუბრობს. პრეპარატის შესახებ დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ საქართველოს ჯანდაცვის სექტორშიც. გადაწყვეტილება მიღებული, 3 დიდ ქალაქში 56 პოლიკლინიკას და ამბულატორიას სახელმწიფო დაფინანსება ხვალიდან შეუწყდება. სულ რაიმდენიმე წუთის წინ დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეცრეისი.

სანოტარო ბიუროებთან საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და წესრიგს აღსრულების პოლიცია დაიცავს.

30.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 21:00

Link:    30.04.2020 - I არხი - მოამბე 21:00

სანოტარო ბიუროებთან საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და წესრიგს აღსრულების პოლიცია დაიცავს. შესაბამისი ბრძანება იუსტიციის მინისტრმა გამოსცა. აღსრულების პოლიციას ზედამხედველობას გაუწევს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებას. ამავე დროს, მოქალაქეებს გააცნობენ რიგში დგომისა და ნოტარიუსთან შევლის წესებს.

პოლიკლინიკების ნაწილს სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება - რას მოიცავს მთავრობის მე-15 დადგენილება

30.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 21:00

Link:    30.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

მთვარობის ნომერ მე-15 დადგენილების მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 9 იანვრით თარიღდება, პირველი მაისიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ იმ პოლიკლინიკებსა და ამბულატორიებს, რომელთაც 13 000-ზე ნაკლები ბენეფიციარი ჰყავთ. პოლიკლინიკა N5 ქუთაისში მდებარეობს. სამედიცინო დაწესებულებას აღრიცხვაზე 11 ათასი ადამიანი ჰყავს.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება

30.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1

Link:    30.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1

გადაწყვეტილება მიღებულია-სამ დიდ ქალაქში 56 პოლიკლინიკასა და ამბულატორიას სახელმწიფო დაფინანსება ხვალიდან შეუწყდება. მაშინ როდესაც ქვეყანა პანდემიას ებრძვის, მედიკოსების ნაწილი შესაძლოა უმუშევრად დარჩეს. სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას 56 სამედიცინო დაწესებულება აღარ გააგრძელებს. მიმდინარე წლის იანვარში მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომელიც მიზნად ისახავდა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირველადი ჯანდაცვის ქსელში შესაბამისი კლინიკების შერჩევას, ეს დადგენილება ძალაში ხვალიდან შევა. თამარ გაბუნია:" სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას აღარ გააგრძელებს 56 სამედიცინო დაწესებულება, ეს დაწესებულებები ემსახურებოდნენ მცირე რაოდენობას, 200-300-1000 ადამიანს, იყვნენ გაფანტულები". სერგო ჩიხლაძე:" მსგავსი გადაწყვეტილებების სისრულეში მოყვანა არის პირდაპირ მავნებლობა".

ტესტირება და მკურნალობის ახალი მეთოდი

30.04.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

Link:    30.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

ახალი იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ-ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და რამდენიმე გავლენანი ექსპერტი სულ უფრო ხშირად საუბრობენ პრეპარატ რეპდისევირის ეფექტურობაზე, 100%-იანი შედეგი არ დასტურდება, თუმცა მედიკამენტი იმდენად დადებით შედეგს იძლევა, რომ დიდი ალბათობით კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მალე მას მთელ მსოფლიოში გამოიყენებენ. ეპიდემიოლოგებს აქვთ იმედი, რომ ეს ახალი პრეპარატი საქართველოში სულ მალე შეიცვლება. თენგიზ ცერცვაძე ასევე არ გამორიცხავს, რომ ინფიცირებული პაციენტების მკურნალობა გამოჯანმრთელებულის სისხლის პლაზმით მოხდეს. როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დაიწყო მოლაპარაკება მწარმოებელ კომპანიასთან, თუმცა როდის შემოვა პრეპარატი საქართველოში უცნობია. ამ დროისთვის ქვეყანაში 539 ინფიცირებულია გამოვლენილი, 182 კი გამოჯანმრთელებულია. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გაიზრდება იმ ადამიანთა წრეც, რომელთაც ტესტირება ვირუსზე აუცილებლად უნდა ჩაუტარდეთ.

საწარმოები, რომლებიც პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად მუშაობას განაგრძობენ

30.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 21:00

Link:    30.04.2020 - I არხი - მოამბე 21:00

საწარმოები, რომლებიც პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად მუშაობას განაგრძობენ. თუმცა, მსხვილ ქარხნებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ზომების დაცვის ვალდებულება აქვთ აღებული. მათ შორისაა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა და „ჯორჯიან-მანგანეზი“, რომლებმაც თანამშრომლები სრულად შეინარჩუნეს. „კოვიდ-19“-ის გავრცელების შეჩერების მიზნით დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, არცერთ ქარხანას პროდუქციის წარმოება არ შეუმცირებია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საწარმოების შემოწმება 6 აპრილიდან დაიწყო.

 

 

 

 

1 მაისი

ტელევიზია

 

კორონავირუსი

01.05.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    01.05.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

1. კორონას ეფექტს მაინც ვერ გავცდებით, მაგრამ საქმიანი დილის ამ ნაწილში პანდემიის უშალო მიზეზებზე, მის გავლენაზე უნდა მიგაბრუნოთ. ნაბიჯ-ნაბიჯ და ეტაპობრივად ვიგებთ სიახლეებს და არ უნდა დაგვავიწყდეს ამ ყველაფრის ფონზე უმთავრესი, რომ შედარებით შერბილებული შეზღდვის ფონზე წესების დაცვა კიდევ უფრო მკაცრად არის სავალდებულო. ამირან გამყრელიძე: "ჩვენი პროცენტი, მაჩვენებელი სიკვდილიანობის 1.1% ერთ-ერთი დაბალია ევროპულ ქვეყნებში, აქედან გამომდინარე, მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ რომ ასეთი ზრდა დინამიკისა თუ ჩვენ ამ ორი კვირის განმავლობაში შევინარჩუნეთ, ეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის სრულიად მართვადია". ეკატერინე ტიკარაძე: "ამ ეტაპზე საქართველოში მობილიზებულია 29 კლინიკა, რომელიც დეტალურად არის შესწავლილი როგორც მისი ხარისხობრივი კუთხით, ასევე, უზრუნველყოფილია ყველა იმ საჭირო ტექნიკური ინვენტარით, რომელიც მათ ესაჭიროებათ პროცესების მართვისთვის". 2. სიფრთხილე არ უნდა დავკარგოთ და ნაპერწკალი, რომელიც რემდესივირთან დაკავშირებით გაჩნდა ჯერ მხოლოდ ბჟუტავს, მაგრამ ამბობენ, რომ თუ ინათებს, ჩვეკენაც აუცილებლად განათდება.

დღეიდან 56 პოლიკლინიკასა და ამბულატორიას სახელმწიფო დაფინანსება უწყდება

01.05.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 09:00

Link:    01.05.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

დღეიდან 56 პოლიკლინიკასა და ამბულატორიას სახელმწიფო დაფინანსება უწყდება. საუბარია თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებზე, რომელთაც 13 ათასზე ნაკლები ბენეფიციარი ჰყავთ. გადაწყდა, რომ სახელმწიფო პროგრამაში თბილისის მასშტაბით 117, ქუთაისსა და ბათუმში 20 პოლიკლინიკა და ამბულატორია დარჩება. პირველადი ჯანდაცვის საბჭოს დღის ბოლოს გამართულ სხდომაზე დადგენილებაში გარკვეული ცვლილებაც შევიდა. მოსახლეობის რაოდენობასთან ერთად, გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით გამონაკლისის სახით პროგრამაში დარჩა რამდენიმე ობიექტი, რომელთაც აღრიცხვაზე მხოლოდ 7 ათასი ბენეფიციარი ჰყავთ. თამარ გაბუნია: "ის 56 დაწესებულება, რომლებიც გააგრძელებენ პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას, არიან სპეციალიზირებული ტიპის დაწესებულები, ესენი აწვდიან ამბულატორიულ სერვისს. ისინი გააგრძელებენ სხვა პროგრამების ფარგლებში ამ დაფინანსების სერვისების მიწოდებას".

თამარ გაბუნიას განცხადება

01.05.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    01.05.2020 - I არხი - მოამბე 09:00

ძალიან მნიშვნელოვანია ის ჯგუფები, რომლებიც მეტად აქტიურად დაექვემდებარება ტესტირებას, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა. „ძალიან მნიშვნელოვანია ის ჯგუფები, რომლებიც მეტად აქტიურად დაექვემდებარება ტესტირებას – სამედიცინო პერსონალი, თავშესაფარში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული ადამიანები, ტრანზიტის გარდა, დიდი მანქანების მძღოლები, რომლებიც ქვეყანაში შემოდიან და ქვეყანას მალევე ტოვებენ, თუმცა, რაღაც პერიოდი დაყოვნება უწევთ. მეორე ეტაპზე, მაისის მეორე ნახევარში იგეგმება ტესტირების ჯგუფების კიდევ უფრო გაფართოება და აქ ვფიქრობთ სამედიცინო სფეროს ახალი ჯგუფის დამატებას ფარმაცევტების ნაწილში“, – განაცხადა გაბუნიამ.

ტესტირების ახალი ალგორითმი

01.05.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    01.05.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება. ახალი ალგორითმის ტესტირებებში ხვალიდან თავშესაფრები და სატრანზიტო მანქანების მძღოლები ჩაერთვებიან. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით ღშნიშნული კატაგორია საკმაოდ მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენს. ამიერიდან ქვეყანაში კორონავირუსზე ყოველდღიურად 1000-ზე მეტი ტესტი ჩატარდება PCR მეთოდით.

კახეთში, საკარანტინო სივრცე დღეს 75-მა ადამიანმა დატოვა

01.05.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    01.05.2020 - I არხი - მოამბე 09:00

კახეთში, საკარანტინო სივრცე დღეს 75-მა ადამიანმა დატოვა. მათ 14-დღიანი საკარანტინო პერიოდი დაუსრულდათ. თითოეულმა მოქალაქემ საკარანტინო სივრცის დატოვებამდე სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. კარანტინში მყოფების ტრანსპორტირება ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.

კორონავირუსი

01.05.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    01.05.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

1. ბოლნისიდან ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 92 ნიმუშის პოასუხი დღეს გახდება ცნობილი. ჩაკეტილ სოფელ მუშევანში, ნიმუში 57 მოქალაქისგან აიღეს. ისინი 10 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან. ნიმუშები ასევე აიღეს ცხელების კლინიკაში იმ ადამიანებისგან, რომლებსაც გარკვეული ჩივილები და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდათ.

დაავადებათ კონტროლის ცენტრს სწრაფი დეტექსიის აპარატები გადაეცა

01.05.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    01.05.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

ტყვიის წყაროების შესწავლის მიზნით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ტოქსიკური მეტალების საკვლევი სწრაფი დეტექსიიც აპარატები გადაეცა, რომლეცის USAID-ისა და ესტონეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) შეიძინა.

ამბულატორიები და კლინიკები სახელმწიფო პროგრამაში

01.05.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 08:00

Link:    01.05.2020 - იმედი - ქრონიკა 08:00

იმ აბოლატორიებსა და კლინიკებში, სადაც 13 ათასზე ნაკლები ბენეფიციარი ჰყავთ, დღეიდან სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა აღარ გაგრძელდება. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. ჯამში ასეთი 56 სამედიცინო დაწესებულებაა. სერვისების მიწოდებისთვის აუცილებელი პირობაა, ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებში ბენეფიციართა მინიმალური მოცულობა 13 000 იყოს, უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდა იმ დაწესებულებებს, სადაც ემსახურებოდნენ მოსახლეობის მცირე რაოდენობას -200, 300, 1 000 ან 1 500 ადამიანს. ჯამურად 56 დაწესებულებაზე მიბმული იყო 90 ათასი ადამიანი.

კორონავირუსი

01.05.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    01.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკა შეიცვალა. კოვიდ 19-სგან უკვე 184 მოქალაქე გამოჯანმრთელდება. 539 კი ამ დრომდე გამოვლენილი შემთხვევების რიცხვია. უცვლელი რჩება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი მოქალაქეების რაოდენობა და ეს მაჩვენებელი კვავ სამია. ბოლო მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 41 პაციენტი მკურნალობს. 2. 95 კოვიდ-ინციცირებული, 5 გამოჯანმრთელებული და 2 გარდაცვლილი - ასეთია ეპიდ-სიტუაცია ბოლნისში. დღეს გახდება ცნობილი ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი კიდევ 92 ბიოლოგიური ნიმუშის პასუხი.

კორონავირუსი

01.05.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    01.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

ხვალიდან, თავშესაფრების ბენეფიციალები და სატრანზიტო მანქანების მძღოლები კოვიდ ვირუსზე ტესტირების პროცესში ჩაერთვებიან. ამას ახალი ალგორითმი ითვალისწინებს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აღნიშნული კატეგორია მაღალ რისკ განეკუთვნება. ამასთან, ქვეყანაში კოვიდ ვირუსზე ყოველდღიურად 1 000-ზე მეტი ტესტი ჩატარდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ 15 მაისამდე დღიურად ჩატარებული კვლევის რაოდენობა ქვეყანაში სულ მცირე 1 500-მდე უნდა გაიზარდოს. უკვე დაიწყო სამედიცინო პერსონალის და სასწრაფო დახმარების თანამშჭრომელთა ინტენსიური გამოკვლევები.

 

შემოსავლის გარეშე შესაძლოა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც დარჩნენ

01.05.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

Link:    01.05.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

შემოსავლის გარეშე შესაძლოა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც დარჩნენ. კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე, ჯანდაცვის სამისნიტროს გადაწყვეტილებით, 56 სამედიცინო დაწესებულება სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას აღარ გააგრძელებს. სამინისტრომ პროგრამიდან გამოთიშა ის დაწესებულებებიც, რომლებიც მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ.

კორონავირუსი

01.05.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    01.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა. მიზეზი მედპერსონალის დაინფიცირებაა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ საავადმყოფოში კარანტინი ახლა არ გამოცხადებულა და კლინიკა აღნიშნულ რეჟიმში 11 მარტიდან მუშაობს.

ტესტირების ახალი ალგორითმი

01.05.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    01.05.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება. ახალი ალგორითმის ტესტირებებში ხვალიდან თავშესაფრები და სატრანზიტო მანქანების მძღოლები ჩაერთვებიან. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით ღშნიშნული კატაგორია საკმაოდ მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენს. ამიერიდან ქვეყანაში კორონავირუსზე ყოველდღიურად 1000-ზე მეტი ტესტი ჩატარდება PCR მეთოდით.

კორონავირუსი

01.05.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    01.05.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

1. ბოლნისიდან ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 92 ნიმუშის პოასუხი დღეს გახდება ცნობილი. ჩაკეტილ სოფელ მუშევანში, ნიმუში 57 მოქალაქისგან აიღეს. ისინი 10 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან. ნიმუშები ასევე აიღეს ცხელების კლინიკაში იმ ადამიანებისგან, რომლებსაც გარკვეული ჩივილები და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდათ. ტესტი პრევენციის მიზნით, მომსახურეობის სფეროს წარმომადგენლებსაც გაუკეთდათ. მათ შორის არიან ბოლნისი მოლის, აფთიაქებისა და ბენზინგასამართი სადგურების თანამშრომლები. 95 კოვიდინფიცირებული, 5 გამოჯანმრთელებული და 2 გარდაცვლილი - ასეთია დღეის მდგომარეობით ეპიდსიტუაცია ბოლნისში. 2. ბათუმში კოვიდ 19 სამმა პაციენტმა დაამარცხა.

დაავადებათ კონტროლის ცენტრს სწრაფი დეტექსიის აპარატები გადაეცა

01.05.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    01.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

რა ტერიტორიაზეა ტყვიის მაღალი კონცენტრაცია და რა არის დაბინძურების წყარო? - ტყვიის წყაროების შესწავლის მიზნით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ტოქსიკური მეტალების საკვლევი სწრაფი დეტექსიიც აპარატები გადაეცა, რომლეცის USAID-ისა და ესტონეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით გაეროს ბავშვთა ფონდმა შეიძინა. ღასან ხალილი:" ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობის სურვილს და მზაობას აღიაროს პრობლემა და დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა მისი გადაჭრის მიმართულებით.

სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას 56 დაწესებულება აღარ გააგრელებს, გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა

01.05.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    01.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას 56 დაწესებულება აღარ გააგრელებს, გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა. ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებში, სადაც 13 000-ზე ნაკლები ბენეფიციალი აღინიშნებნოდა, სახელმწიფო დაფინანსება შეწყდა. სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდა იმ დაწესებულებებს, სადაც ბენეფიციალთა რაოდენობა 1 500 არ აღემატება. ამ დაწესებულებებით მოსარგებლე პირები სხვა გეგრაფიულად ხელმისაწვდომ დაწესებულებებში გადანაწილდებიან. თამარ გაბუნის:" სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას აღარ გააგრძელებს 56 სამედიცინო დაწესებულებას".

კორონავირუსი საქართველოში

01.05.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00

Link:    01.05.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00

2. "კლინიკა ბომონდის" ცხელების ცენტრში მოთავსებული პაციენტებიდან 7-ს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. საეჭვო პაციენტებს შორის იყო 32 წლის ქალი აფხაზეთიდან, გალის რაიონიდან, რომელიც კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანა და მისთვის საკეისრო კვეთის ჩატარება გახდა საჭირო. ქალი ამჟამად კლინიკის რეანიმაციული განყოფილების ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული.

ექიმების ნაწილი შემოსავლისა და სამსახურის გარეშე დარჩება - 56 კლინიკა სახელმწიფო პროგრამას ეთიშება

01.05.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00

Link:    01.05.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00

დღეიდან 56 სამედიცინო დაწესებულება სახელმწიფო პროგრამას ეთიშება. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო. თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სახელმწიფო დაფინანსების მიღება შეუწყდა იმ 56 ამბულატორიასა და პოლიკლინიკას, რომლებიც საერთო ჯამში 90 ათას ადამიანს ემსახურებოდა. ახლა ეს ადამიანები სხვა, გეოგრაფიულად მათთვის ხელმისაწვდომ დაწესებულებებში გადანაწილდებიან. უწყების ამ გადაწყვეტილებას არაკომპეტენტურს უწოდებენ ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტები.

 

1 მაისი

საინფორმაციო სააგენტო

 

კიდევ ორი კვირა ვიყოთ ძალიან ფრთხილად – გამყრელიძე

01.05.2020

მედია საშუალებები:    ნეტგაზეთი.ჯი

Link:    01.05.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

“ეს და კიდევ ორი კვირა ვიყოთ ძალიან ფრთხილად”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 30 აპრილს. კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე მან ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემზღუდავი ღონისძიებების შემსუბუქება არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ ვირუსი უკვე დაამარცხა. გამყრელიძემ ვირუსის გავრცელების პიკზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სურათი ემთხვევა ერთ-ერთი მოდელირების მრუდს შეზღუდვების გათვალისწინებით: “მოგეხსენებათ, ყველა ქვეყნის გამოცდილება არის, რომ ქვეყნები პიკში შედიან შიდა გავრცელებიდან 6-8 კვირის განმავლობაში.

წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო, მაგრამ ამ ეტაპისთვის, გარკვეულად შევაკავეთ ეპიდემია – გამყრელიძე

01.05.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    01.05.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

ჩვენ ქართველებს კარგი გამოთქმა გვაქვს, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო. უნდა დაველოდოთ ჯერ. ამ ეტაპისთვის, გარკვეულად შევაკავეთ ეპიდემია,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ის რომ ქვეყანაში დიდხანს გაგრძელდა შეკავების ფაზა, არ არის ერთი რომელიღაცა უწყების ან ერთი რომელიმე ღონისძიების შედეგი, არამედ კომპლექსურად ამუშავდა ღონისძიებები. ამ დროსთვის საქართველოში კორონავირუსის 539 შემთხვევაა დაფიქსირებული. ბოლო მონაცემებით: გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 6. კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5256 ადამიანი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548 ადამიანი უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3

კომენდანტის საათი რატომ არის? – გამყრელიძე ამბობს, რომ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება კონავირუსთან ერთად“

01.05.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    01.05.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

ჩემი აზრით, მალე უნდა შეიცვალოს სლოგანი – „ვისწავლო თანაცხოვრება კორონავირუსის ინფექციასთან ერთად, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მთავრობამ 6-ეტაპიანი შემსუბუქების პროგრამა წარადგინა ორ-ორკვირიანი ინტერვალებით და მოსახლეობამ ეს შემსუბუქება ისე არ უნდა გაიგოს, თითქოს კორონავირუსი დამარცხებულია.

ეკატერინე ტიკარაძე: სატრანზიტო მანქანების მძღოლებს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდებათ

01.05.2020

მედია საშუალებები:    რეგიონ.ჯი

Link:    01.05.2020 - რეგიონ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ფართოვდება მიზნობრივი ჯგუფები, რომლებსაც ტესტირება ჩაუტარდებათ. ამ ჯგუფს სატრანზიტო მანქანების მძღოლებიც ემატებიან. მინისტრის თქმითვე, ასევე იგეგმება პაციენტების ტესტირება არა ანტიგენით, არამედ ანტისხეულებით. ამის შესახებ ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. "შევთანხმდით, რომ ალგორითმის გაფართოებას დაექვემდებარებიან თავშესაფრები, ასევე სატრანზიტო მანქანების მძღოლები, ვინაიდან ისინი რისკჯგუფს წარმოადგენენ. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ინიციატივაზე, რომ ყველა კლინიკაში მოხდეს პაციენტების მიღებისას მათი კვლევა, ამ ინიციატივას ჩვენ მოვუბრუნდებით და განვიხილავთ. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იქნება არა ანტიგენით, არამედ ანტისხეულებით პაციენტების ტესტირება და ჩვენ კიდევ დამატებით ვიმსჯელებთ ამასთან დაკავშირებით. 2 დღეში უკვე იქნება გაფართოებული ეს ალგორითმი და შესაბამისად შაბათ-კვირიდან ჩვენ დავიწყებთ ახალი ალგორითმით მოქმედებას," - განაცხადა ტიკარაძემ.

რომელი მედიკამენტი „გადაასწრებს“ რემდესივირს?!

01.05.2020

მედია საშუალებები:    ფორ.ჯი

Link:    01.05.2020 - ფორ.ჯი

ავლენიანი ინფექციონისტები ყველაზე დამაიმედებელი ანტივირუსული პრეპარატის-რემდესივირის შესახებ ალაპარაკდნენ. თავდაპირველად რემდესივირი ებოლას წინააღმდეგ შეიქმნა, მაგრამ მაინცდამაინც არ გაამართლა, თუმცა ახლა დიდ იმედს ამყარებენ ამ პრეპარატზე. აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ რემდესივირმა ეფექტურობა აჩვენა. ფაუჩი ეყრდნობა იმ ფართომასშტაბიან კვლევას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობდა და, რომელშიც ათასზე მეტმა პაციენტმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის ფარგლებში კორონათი ინფიცირებულთა ნაწილი პლაცებოს იღებდა, ნაწილი კი რემდესივირს.

ქუთაისში კორონავირუსზე გამოკვლეული 207 ანალიზიდან ყველა პასუხი უარყოფითია

01.05.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    01.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 207 ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განაცხადებით, ანალიზები იმერეთისა და რაჭის რეგიონებიდან იყო გაგზავნილი, მათ შორის 20 მედპერსონალია. ანალიზებს შორის ექვსი წყალტუბოში დაინფიცირებული დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის კონტაქტებია. ამ დროისთვის წყალტუბოში თვითიზოლაციაში 20-მდე პირი იმყოფება, კარანტინში კი 12 ადამიანი.

საქართველოში კორონავრიუსის კიდევ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ — 566

01.05.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    01.05.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 საქართველოში კორონავირუსის კიდევ 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რიცხვი 566-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

27 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 20-ის წყარო ცნობილია, დანარჩენს ვიკვლევთ — ეზუგბაია

01.05.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    01.05.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 27 ახალი პაციენტიდან 20-ის წყარო ცნობილია, 7-ის მოკვლევა კი ჯერ ისევ მიმდინარეობს. "ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში მკურნალობს 376 პაციენტი ჯერჯერობით. 27 პაციენტიდან 13 არის ბოლნისის წყარო, 1 თეთრიწყარო, 2 მარნეული, 4 საკარანტინო სივრციდან და დანარჩენის წყარო უცნობია და ახლა ხდება მოძიება", — თქვა მარინა ეზუგბაიამ.

“კლინიკა ბომონდის" ცხელების ცენტრში ახალგაზრდა ქალს COVID-19 არ დაუდასტურდა

01.05.2020

მედია საშუალებები:    რეგიონ.ჯი

Link:    01.05.2020 - რეგიონ.ჯი

“კლინიკა ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში ზუგდიდის სოფელ რუხიდან მძიმე მდგომარეობაში შემოყვანილ ახალგაზრდა ქალს COVID-19 არ დაუდასტურდა. 25 წლის ქალი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუხის საავადმყოფოდან მწვავე აპენდიციტით, ტემპერატურითა და ვირუსზე საეჭვო სხვა სიმპტომებით გადმოიყვანა. პაციენტი ამ დროისათვის მკურნალობას კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში გადის. კლინიკის ხელმძღვანელის მამუკა მიქაძის თქმით, კორონავირუსზე ასევე უარყოფითია ცხელების ცენტრში მყოფი 4 პაციენტის ლაბორატორიული კვლევის შედეგები. ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებაში 3 საეჭვო პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან. პაციენტები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სახლებიდან ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით დღის განმავლობაში შემოიყვანეს.

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა შეამოწმეს

01.05.2020

მედია საშუალებები:    ინფორუსთავი.ჯი

Link:    01.05.2020 - ინფორუსთავი.ჯი

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში საწარმოო პროცესს გაეცნენ. ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებს ქარხნის გენერალური დირექტორი, ნუგზარ კაჩუხაშვილი ესაუბრა. ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც რამდენიმე მუნიციპალიტეტი და დასახლება წითელ ზონადაა გამოცხადებული და მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს, ადგილზე არსებული სტრატეგიული მნიშვნელობის საწარმოები მაქსიმალური დატვირთვით განაგრძობენ მუშაობას, ინარჩუნებენ ადგილობრივ მუშა-ხელს და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების პროცესში. ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივი კომუნიკაციის გზით და ერთობლივი ღონისძიებების გატარებით, უზრუნველყოფენ მათ შეუფერხებელ საქმიანობას და ხელშეწყობას.

"27 ახალი ინფიცირებულიდან 13 პაციენტი არის ბოლნისის წყარო, ერთი - თეთრიწყარო, ორი - მარნეული, ოთხი კი საკარანტინო სივრციდან"

01.05.2020

მედია საშუალებები:    ფრანთნიუს.ჯი

Link:    01.05.2020 - ფრანთნიუს.ჯი

27 ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტიდან 13-ის წყარო ბოლნისს უკავშირდება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. "ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში მკურნალობს 376 პაციენტი. 27-დან 13 პაციენტი არის ბოლნისის წყარო, ერთი – თეთრიწყარო, ორი არის მარნეულის, ოთხი – საკარანტინო სივრციდან. დანარჩენის წყარო უცნობია, ახლა ხდება მისი მოძიება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ახალი შენობა სასწრაფოს პერსონალს [photo]

01.05.2020

მედია საშუალებები:    ინფორუსთავი.ჯი

Link:    01.05.2020 - ინფორუსთავი.ჯი

რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი შენობა გადაეცა. დღეიდან პერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული ფილიალი დღეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან და ქალაქის მერთან, ირაკლი ტაბაღუასთან ერთად მოინახულა. შენობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ინვენტარით.

ბორჯომში სისხლის უანგარო დონაციის კიდევ ერთი აქცია გაიმართა

01.05.2020

მედია საშუალებები:    ფრანთნიუს.ჯი

Link:    01.05.2020 - ფრანთნიუს.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდების ფარგლებში ბორჯომში ბოლო ერთ კვირაში სისხლის უანგარო დონაციის კიდევ ერთი აქცია გაიმართა. მას "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გუნდი შეუერთდა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს პარტიის წევრებმა, სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებმა და ადგილობრივებმა. "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდი ეხმაურება ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას, აქცია კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება და მნიშვნელოვანია სისხლის ბანკში საჭირო მარაგი იყოს. დარწმუნებულები ვართ სხვებიც შემოგვიერთდებიან.

300-ლარიან კომპენსაციას Booking.com-სა და Airbnb-ზე ბინების გამქირავებლებიც მიიღებენ

01.05.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    01.05.2020 - ინფო9

სახელმწოფოს მიერ დაწესებული კომპენსაციის მიძღება იმ პირებსაც შეუძლიათ, ვინც Booking.com-სა და Airbnb-ის სისტემების მეშვეობით დღიურად აქირავებდა ბინებს და COVID-19-ის გამო, ამ მხრივ მომხმარებლები აღარ ჰყავთ. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კლასიფიკაციის მიხედვით, ეს ადამიანები სხვა თვითდასაქმებულების მსგავსად, ერთჯერადად 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ, ამისთვის კი, მათ შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა ესაჭიროებათ.

ნიკოლოზ გამყრელიძე იმ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას განმარტავს, ვისგანაც თავად დაინფიცირდა

01.05.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    01.05.2020 - ინფო9

პაციენტი N 5, ვისგანაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე კორონავირუსით დაინფიცირდა, დღემდე კლინიკაში რჩება. ნიკოლოზ გამყრელიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი N 5 დაახლოებით ორი თვეა უკვე უსიმპტომო პაციენტია, მისი გამოჯანმრთელება ვერ მოხერხდა, რადგან ტესტი კვლავ დადებით პასუხს აჩვენებს. „უკვე დიდი ხანია უსიმპტომოა, თითქმის ორი თვეა არანაირი სიმპტომი დაავადების აღარ აქვს, უბრალოდ PSR-მეთოდით ჩატარებულ ტესტის პასუხი არ აჩვენებს გამოჯანმრთელებას.

ამირან გამყრელიძე: ამ ეტაპისთვის გარკვეულწილად შევაკავეთ ეპიდემია

01.05.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    01.05.2020 - ინფო9

ჩვენ ქართველებს კარგი გამოთქმა გვაქვს, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო. უნდა დაველოდოთ ჯერ. ამ ეტაპისთვის გარკვეულწილად შევაკავეთ ეპიდემია. ეპიდემია არის ქვეყანაში და დიდხანს გაგრძელდა შეკავების ფაზა, სანამ შიდა გავრცელება არ დაგვიფიქსირდა - 22-23 მარტს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ის რომ ქვეყანაში დიდხანს გაგრძელდა შეკავების ფაზა, არ არის ერთი რომელიღაცა უწყების ან ერთი რომელიმე ღონისძიების შედეგი, არამედ კომპლექსურად ამუშავდა ღონისძიებები. „კარგად მახსოვს იანვრის შუა რიცხვები. ჩვენ ვფლობდით ინფორმაციას, რომ რაღაცა ხდებოდა.

ამირან გამყრელიძე: ჩვენ უკვე შესული ვართ პიკში, მაისის პირველი ორი კვირა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ

01.05.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    01.05.2020 - ინფო9

ჩვენ ახლა შიდა გადაცემიდან მეექვსე კვირაში ვართ და ამიტომ ვამბობდი, რომ აპრილის ბოლო და მაისის პირველი ორი კვირა, ჩვენ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩვენ უკვე შესული ვართ პიკში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ერთ-ერთი მოდელი, რომელსაც დღეს მივყვებით, ბაზელის უნივერსიტეტის მოდელია. „ბევრი მოდელირება გვქონდა გაკეთებული და ერთ-ერთი მოდელი, რომელსაც დღეს მივყვებით, ეს არის ბაზელის უნივერსიტეტის მოდელი, რომლითაც ახლოს ვართ ამ მოდელირებასთან.

ამირან გამყრელიძე: ეს კვირა და მომავალი ორი კვირა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ

01.05.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    01.05.2020 - კომერსანტ.ჯი

ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ ქართველები, ჩვენ ვიზიარებთ ძალიან ბევრ გამოცდილებას, რომლებიც ქვეყნებმა გაიარეს, მათ შორის რამდენიმე ტელეხიდი გქვონდა ჩინეთთან, გერმანიასთან. ჩვენ, როდესაც დაგვიფიქსირდა შიდა გავრცელება, როდესაც ვერ გავედით პირველწყაროზე, ეს იყო 22-23 მარტი. ყველა ქვეყნის გამოცდილება არის ის, რომ რომ პიკში შედიან შიდა გავრცელებიდან 6-8 კვირის განმავლობაში. ჩვენ ვართ ახლა მე-6 კვირაში. მაისის პირველი ორი კვირა უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ძალიან ფრთხილად, ჩვენ ახლა პიკში შესული ვართ.

27 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 20-ის წყარო ცნობილია, დანარჩენს ვიკვლევთ — ეზუგბაია

01.05.2020

მედია საშუალებები:    რეპორტიორი.ჯი

Link:    01.05.2020 - რეპორტიორი.ჯი

27 ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტიდან 13-ის წყარო ბოლნისს უკავშირდება,” – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, გუშინ დილის მონაცემებთან შედარებით, ინფიცირებულთა რიცხვი 27-ით გაიზარდა და დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა ახლა 566-ს შეადგენს.

კორონავირუსთან კოჰაბიტაცია მოგვიწევს - თენგიზ ცერცვაძე

01.05.2020

მედია საშუალებები:    მედიანიუს.ჯი

Link:    01.05.2020 - მედიანიუს.ჯი

კორონავირუსი მთლიანად არ გაქრება, იქნება ინფიცირების შემთხვევები, მაგრამ იმ რაოდენობით, რომელიც არ გამოიწვევს განგაშს, ცხოვრების პარალიზებასა და საგანგებო ზომების აუცილებლობას, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა. წამყვანის შეკითხვაზე, იზიარებს თუ არა სინგაპურის კვლევითი ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ივნისის დასაწყისში პანდემია დასრულდება, ცერცვაძე აცხადებს, რომ მათემატიკური მოდელირებით გაკეთებული დასკვნების არ სჯერა, თუმცა აცხადებს, რომ მათი მოლოდინი მათემატიკური მოდელით მიღებულ კვლევას დაემთხვა. „სინგაპურის კვლევითი ინსტიტუტი ამბობს, რომ პანდემია 97%-ით ივნისში, 100%-ით კი ივლისში დასრულდება.

ანტიკრიზისულ გეგმაში ბიზნესის ინტერესები გათვალისწინებული არაა – გადასახადის გადამხდელთა კავშირი

01.05.2020

მედია საშუალებები:    ნეტგაზეთი.ჯი

Link:    01.05.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

“გადასახადის გადამხდელთა კავშირი” აცხადებს, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილ ე.წ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში ბიზნესის ინტერესი გათვალისწინებული არ ყოფილა. ორგანიზაცია ხელისუფლებისგან მოითხოვს, დეტალურად განმარტოს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული დახმარება, რაც მთავრობის განცხადებით, დაახლოებით, 3 მილიარდ დოლარს შეადგენს (როგორც კერძო ასევე სახელმწიფოსთვის გამოყოფილი სესხი), რა პირობებით იქნება გაცემული. ამას გარდა, ისინი მთავრობას სთხოვენ წარადგინოს 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტი, სადაც განმარტებული იქნება, თუ როგორ მცირდება მიმდინარე ხარჯები.

„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ – მარტვილში სისხლის უანგარო დონაციის აქცია მიმდინარეობს

01.05.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    01.05.2020 - კვირა.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას მმართველი გუნდის წარმომადგენლები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონთან ერთად, სამეგრელოშიც შეუერთდნენ. ამჯერად, აქცია მარტვილის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. უანგარო დონაციის აქციაში საკრებულოსა და მათზე დაქვემდებარებული სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივები ჩაერთვნენ. მარტვილის მერის, ალექსანდრე გრიგალავას განმარტებით, მთელი დღის განმავლობაში სისხლს 40-მდე პირი გაიღებს. ცნობისთვის, აქცია კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება. პროექტს კორპორაცია “ევექსის” სისხლის ბანკი ახორციელებს.

ცაგერში მედიკოსებს PCR კვლევა ჩაუტარდათ – ყველა მათგანის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

01.05.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    01.05.2020 - კვირა.ჯი

PCR ტესტირება 25 ადამიანს ჩაუტარდა, ყველა მათგანის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას“ ცაგერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, თეა გურგუჩიანმა განუცხადა. მისი თქმით, ცაგერის მუნიციპალიტეტში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მედპერსონალსა და სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლებს კორონავირუსზე PCR კვლევები გუშინ ჩაუტარდათ. მათი კვლევის საჭიროება სამსახურეობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე გახდა აუცილებელი. „იმის გამო, რომ მედიცინის სამსახურის ამ რგოლს ხშირი შეხება აქვს სხვადასხვა დაავადების მქონე ავადმყოფებთან, ყოველდღიურ რეჟიმში დადიან გამოძახებებზე და განეკუთვნებიან რისკის ჯგუფს, ცაგერის ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლების მიერ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ.

გამყრელიძე: სლოგანი - "დარჩი სახლში" - აღარ გამოგვადგება და მალე უნდა შეიცვალოს სხვა სლოგანით

01.05.2020

მედია საშუალებები:    ფორ.ჯი

Link:    01.05.2020 - ფორ.ჯი

დაავადების კონტროლის ეროვნნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში ბაზელის უნივერსიტეტის მოდელს მისდევს. ” ვიცოდით, რომ ჩვენ თუ შევამსუბუქებდით იმ პერიოდში შეზღუდვებს, მაშინ მეორე მრუდი ამუშავდებოდა, რომელიც 10 მაისისთვის 2000- 2500 შემთხვევას გვაძლევდა და თუ ძალიან შევამსუბუქებდით, მაშინ ავდიოდით 5000-7000 შემთხვევაზე მაისის 10 დან 15 -მდე. დღესაწაულების წინ მოსახლეობამ სერიოზულად დაუჭირა მხარი მოწოდებებს. განსაკუთრებით თბილისში როგორ იცავდა მოსახლეობა, სოციალური დისტანცირება და „სახლში დარჩი“ ყველაზე მოარული სლოგანი გახდა, რომელიც ახლა, ჩემი აზრით, მალე უნდა შეიცვალოს მეორე სლოგანით „უნდა ვისწავლო თანაცხოვრება კორონავირუსის ინფექციასთან ერთად“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

​