From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : 30-31 მარტი მედია მონიტორინგი
Received On : 31.03.2020 09:16
Attachments :

მედია მონიტორინგი

30 მარტი

ტელევიზია

 

კორონავირუსი

30.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1

Link:    30.03.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1

ბოლო 5 დღის განმავლობაში მარნეულში ახალი ინფიცირებული არ გამოვლენილა. კარანტინის მე-8 დღეს კვლავ გამკაცრებულია კონტროლი და სპეციალურად მოწყობილ ბლოკპოსტებზე შემოწმება გრძელდება. პარალელურად დღეს ხმაური იყო მარნეულის მერიასთან. მოსახლეობა სხვადასხვა სოფლიდან მარნეულის მერიისთვის დახმარების სათხოვნელად ჩავიდა.

კორონავირუსი - დარჩი სახლში!

30.03.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 21:00

Link:    30.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

11 საათში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ცხადდება. იზღუდება ფაქტობრივად ყველაფერი: გადაადგილება, ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტების მუშაობის საათები. კარანტინს ემატება კომენდანტის საათი, რომელიც საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე იმოქმედებს. ნებისმიერ დროს იკრძალება 3-ზე მეტი პირის შეკრება.

ლოგარის ლაბორატორიიდან 7 პაციენტზე ელოდებიან ანალიზის პასუხს, რესპულიკურ საავადმყოფოში.

30.03.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

Link:    30.03.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

ლუგარის ლაბორატორიიდან 7 პაციენტზე ელოდებიან ანალიზის პასუხს, რესპულიკურ საავადმყოფოში.

საყოველთაო კარანტინის შეზღუდვები ძალაში 31 მარტიდან 8:00 საათიდან შევა და 21 აპრილამდე გაგრძელდება

30.03.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

Link:    30.03.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა, მათ შორის არის ერთი ექიმი. ზრდის შემაშფოთებელი მასშტაბის საფუძველი სპეციალისტებისა და მთავრობისთვის, ამჟამად საქართველოში სამი პაციენტია, რომლის დაინფიცირების წყაროს დადგენა ვერ ხდება, დაწყებულია შიდა გადაცემა.

COVID 19

30.03.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 21:00

Link:    30.03.2020 - I არხი - მოამბე 21:00

(1) კარანტინი მთელი ქვეყნის მასშტაბით: ზუსტად 11 საათში, დილის რვა საათზე, საქართველოში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. თუ დღემდე 10-ზე მეტი პირის შეკრება იკრძალებოდა, ხვალიდან ეს შეზღუდვა სამამდე დავა. ჩერდება მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა.

კარანტინი საქართველოში

30.03.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

Link:    30.03.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

ხვალიდან ვითარება მკაცრდება, ფაქტობრივად კომენდანტის საათი ცხადდება. დღეს დადასტურებული შემთხვევა 100-ია, მათ შორის 18 გამოჯანმრთელებული და განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქართველი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ არცერთი არ გარდცავლილა.

არ გამოხვიდე გარეთ.

30.03.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

Link:    30.03.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

ხვალ ამ დროს ქუჩაში გამოსვლა უკვე აკრძალული იქნება, საქართველოში კომენტანტის საათი წესდება. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ უფრო გამკაცრდა. მოძრაობას წყვეტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე კი საერთოდ იზღუდება გადაადგილება.

კორონავირუსის შესახებ ბოლო მონაცემები

30.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 20:00

Link:    30.03.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

100 ინფიცირებული და პრემიერის განცხადებით გავრცელების შემაშფოთებელი სტატისტიკა. ასეთია საქარტველოში კორონავირუსის ბოლო მონაცემები . ქვეყანაში დღეს პირველად მედპერსონალის დაინფიცირების შემთხვევა აღირიცხა. ამჟამად კარანტინის რეჟიმშია 4978 ადამიანი , ხოლო მეთვალყურეობის ქვეშაა 266 ადამიანი.

კორონავირუსი და საქართველო

30.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 20:00

Link:    30.03.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

კორონავირუსის 100 დადასტურებული შემთხვევა აქედან 1 ექიმი და 13 გამოჯანმრთელებული ადამიანი. -ესაა ამ დროის მონაცემები კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში. ახალი სამი პაციენტიდან ორს კორონავირუსი ჩვენთან დაუდასტურდა.

საქართველო საშიშ ზღვარზე. სწრაფი ტესტები არ გვაქვს.

30.03.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

Link:    30.03.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

უმძიმესი კრიზისი გარდაუვალია, ამტკიცებენ ექსპერტები, საქართველოს მთავრობა კი კიდევ უფრო რთული სურათისთვის ემზადება. საერთაშორისო კვლევის თანახმად, დაავადებულთა რიცხვი მომდევნო თვეებში საქართველოში 6000-მდე გაიზრდება. როდესაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას მხოლოდ 2000-მდე პაციენტის დამაკმაყოფილებელ პირობებში მართვა შეუძლია.

უკონტროლო გავრცელების შესაძლო შედეგები - ჯანდაცვის ექსპერტები სწრაფი ტესტების აუცილებლობაზე საუბრობენ

30.03.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

Link:    30.03.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

როგორი შეიძლება იყოს უკონტროლო გავრცელების მძიმე შედეგები საქართველოსთვის - ექსპერტული პროგნოზი, რომელიც ფონდმა „კურაციომ“ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშავა და საქართველოს მთავრობას მიაწოდა, ექსკლუზიურად „გიორგი თარგამაძის ფორმულას“ მეშვეობით გახდა ცნობილი.

კორონავირუსი

30.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1

Link:    30.03.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1

ვინ არის კორონავირსიტ დაინფიცირებული მედიკოსი, რომელზეც დღეს პრემიერ მინისტრმა ისაუბრა. ტვ პირველმა გაარკვია და ის ბატუმის ინფექციურის მედდაა. 103 დადასტურებული შემთხვევა საქართველოში. სამედიცინო სფეროს ის წარმომადგენელი, რომელზეც დღეს პრემიერმა ისაუბრა, მედდა მკურნალობდა 72 წლის პაციენტს, ამ პაციენტს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები. მედდა გადაყავთ მედალფას კლინიკაში.

COVID 19

30.03.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 21:00

Link:    30.03.2020 - I არხი - მოამბე 21:00

(1) საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მიიღებს სრულად იმ მომსახურებას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო უწევს თავის მოქალაქეებს.

არ გამოხვიდე გარეთ.

30.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1

Link:    30.03.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1

სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ მივიღეთ ახალი მონაცემები საქართველოში კოვიდ ვირუსის გავრცელების შესახებ, ცნობილი გახდა რომ დაფიქსირდა დაინფიცირების 3 ახალი შემთხვევა,დღეს სულ არის ჯამში 12 შემთხვევა.ამ დროისთვის საქართველოში სულ 103 ინფიცირებული გვყავს.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ცხადდება

30.03.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00

Link:    30.03.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ცხადდება. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გააკეთა. მისივე განმარტებით, საყოველთაო კარანტინი ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება, მოქალაქეებს კი ქუჩაში გადაადგილება 21:00 საათიდან აეკრძალებათ.

COVID 19

30.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1

Link:    30.03.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1

ხვალიდან ქვეყანა ახალ შეზღუდულ რეალობაში გადადის. პრემიერის გადაწყვეტილებით იკრძალება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება ანუ ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი. ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი ხვალ დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება.

სიახლეები კორონა ვირუსის შესახებ საქართველოში

30.03.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00

Link:    30.03.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებული კი 18-ია. სამი პაციენტის კონტაქტები დაუდგენელია, რაც ქვეყანაში კარანტინის და კომენდანტის გამოცხადების მიზეზი გახდა. ბათუმში კორონავირუსზე 8 პირი მკურნალობს.

 

 

 

 

 

31 მარტი

ტელევიზია

 

კოვიდ-19; საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული რეჟიმი

31.03.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

Link:    31.03.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

მთავარმა არხმა დაადგინა, რა ვითარებაში დაინფიცირდა პირველი ქართველი მედიკოსი კორონავირუსით.

საგანგებო მდგომარეობა

31.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    31.03.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

გადაწყვეტილება მიღებულია და საყოველთაო კარანტინი გამოცხადებულია. გიორგი გახარია კარანტინის დეტალებზე გუშინ საღამოსკენ წარსდგა საზოგადოების წინაშე. ფაქტია, მზარდმა სტატისტიკამ და სამის დაინფიცირების კვალის მიუკვლევლობამ პრემიერსა და მთავრობას მიაღებინა გადაწყვეტილება აქტიური საკარანტინო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

მაია ცქიტიშვილის განცხადება

31.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    31.03.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

1. საზოგადობრივი რანსპორტის მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 8 საათიდან შეწყდა. პირადი ავტომობილით გადაადგილება, რომელშიც ორ მგზავრზე მეტი არ იქნება, დასაშვები საღამოს 21 საათამდეა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, მთავრობა მუნიციპალიტეტებსა და ბიზნესთან ერთად იმ დარგებისა და კონკრეტული საწაროების ჩამონათვალს განსაზღვრავს, რომლის ფუნქციონირებაც შესაძლებელი იქნება.

ეკონომიკური პროგნოზირება

31.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - იმედის დილა

Link:    31.03.2020 - იმედი - იმედის დილა

კორონავირუსის შეჩერების ვადებზე გაურკვევლობა ეკონომიკურ პროგნოზირებას ართულებს, რადგან არ არსებობს მსოფლიოში შესადარი ისტორიული მაგალითი. გალთ ენდ თაგარტის კვლევის თანახმად, ზოგიერთი ანალიტიკოსის მოსაზრებით, კოვიდ 19 გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე მეორე მსოფლიო ომის მაშტაბებს გაუტოლდება.

საყოველთაო კარანტინი

31.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    31.03.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

დღეიდან საქართველოს მაშტაბით საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადადგილება. მათ შორის მეტროთი გადადგილება. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით მგზავრობა.

#დარჩისახლში

31.03.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა

Link:    31.03.2020 - რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა

კომენდანტის საათი თბილისში ბოლოს 1989 წლის 9 აპრილს 11 საათზე გამოცხადდა. დღეს ჩვენ სულ სხვა რეალობაში გავიღვიძეთ. პირველ რიგში თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი. თუმცა, საფულიდან დროებით შეგიძლიათ ამოიღოთ მეტრომანი ან სხვა სამგზავრო ბარათები, რადგან სრულიად იკრძალება ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა.

#დარჩისახლში

31.03.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა

Link:    31.03.2020 - რუსთავი 2 - დილა მშვიდობისა

იმ რეალობაში, სადაც მუდმივად კორონავირუსზე ვსაუბრობთ და მოვუწოდებთ ხალხს დარჩეს სახლში, არსებობს დაავადებები, რომელიც დროულ გამოვლენას, სიცოცხლის გადარჩენაც კი შეუძლია.

კორონავირუსის გავლენა ბიზნესზე

31.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    31.03.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

1. კოვიდ 19-ის პანდემიის მიუხედავად ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენება გრძელდება. კომპანიას 21 ჰექტარზე უკვე დარგული აქვს 67 200 ნერგი, რომელიც პოლონეთიდან შემოიტანეს. სულ 50 ჰექტარ ტერიტორიას აითვისებენ.

8 საათიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი და მკაცრი შეზღუდვები შედის ძალაში

31.03.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 09:00

Link:    31.03.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. შეზღუდულია: გადაადგილება, ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტების მუშაობის საათები. კარანტინს ემატება ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე იმოქმედებს.

კოვიდ 19-ვითარება საქართველოში

31.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    31.03.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

1. ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ერთი ექთანია. ის ქალაქის ინფექციურ საავადმყოფოში მუშაობს და ვირუსი ერთერთი ინფიცირებული პაციენტისგან გადაედო. შესწავლილია მისი ყველა ახლო კონტაქტი. ბათუმში 15 ადამიანი კარანტინში, მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 2. გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. ლუგარის ლაბორატორიაში 6 ნიმუში იყო გაგზავნილი.

დღეიდან საქართველოს მაშტაბით საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა

31.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 10:00

Link:    31.03.2020 - იმედი - ქრონიკა 10:00

დღეიდან საქართველოს მაშტაბით საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადადგილება. მათ შორის მეტროთი გადადგილება.

კორონავირუსი

31.03.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    31.03.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. ლუგარის ლაბორატორიაში 6 ნიმუში იყო გაგზავნილი. საეჭვო სიმტომებით შესაძლოა კიდევ 6 ადამიანი გადაიყვანონ სამხედრო ჰოსპიტალში.

კორონავირუსი

31.03.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 10:00

Link:    31.03.2020 - I არხი - მოამბე 10:00

კორონავირუსით სამედიცინო მუშაკის ინფიცირების პირველი ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ. დღეს ბათუმში დადასტურებული შემთხვევა ინფექციური საავადმყოფოს ექთანს უკავშირდება. ის 50 წლამდე ქალია. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ინფიცირებულ ექთანს კავშირი ჰქონდა ერთ-ერთ ასევე ინფიცირებულ პაციენტთან, რომელიც არის დაუმორჩილებელი და აქვს გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები.

კოვიდ-19; საყოველთაო კარანტინი ქვეყანაში; საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

31.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

Link:    31.03.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

შეზღუდული გადაადგილება, გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კომენდატის საათი და საყოველთაო კარანტინი ქვეყანაში. მაღალი ეპიდემიური რისკის გამო პირების გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძეა

31.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    31.03.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და მისი ორი შვილი არიან, სამ კვირიანი მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ მინისტრის მოადგილე, შვილებთან ერთად, საჩხერის საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს.

დღეიდან საქართველოს მაშტაბით საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა

31.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    31.03.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

დღეიდან საქართველოს მაშტაბით საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადადგილება. მათ შორის მეტროთი გადადგილება.

გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძეა

31.03.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 11:00

Link:    31.03.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 11:00

გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და მისი ორი შვილი არიან, სამ კვირიანი მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ მინისტრის მოადგილე, შვილებთან ერთად, საჩხერის საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს.

ანონსი

31.03.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    31.03.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

1. ლარი მცირედით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად დოლარის ფასი 3 ლარი და 28 თეთრია. 2. უწყებათაშორისი საბჭოს პარალელურად შეიქმნება ოპერატიული მართვის შტაბი... - ამბობს გიორგი გახარია. 3. პრემიერიც განცხადებით, 21 საათიდან დილის 6 საათამდე ფუნქციონირებას მხოლოდ აფთიაქები შეძლებენ.

კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებისაქართველოში

31.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    31.03.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

1. რა ვითარებაა დილიდან თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. როგორ შეხვდა მოსახლეობა გამკაცრებულ ნორმებს. დილიდან ადგილზე იმყოფებიან შსს და თავდაცვის სამინისტროს წარმომოადგენლები.

გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძეა

31.03.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    31.03.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და მისი ორი შვილი არიან, სამ კვირიანი მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ მინისტრის მოადგილე, შვილებთან ერთად, საჩხერის საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს. გამოჯანმრთლებულები, ორკვიარიან თვითიზოლაციაში იქნებიან.

იმერეთის საირმის საკარანტონო ზონა მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა

31.03.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    31.03.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

იმერეთის საირმის საკარანტონო ზონა მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. მათი წასვლის შემდეგ, საკარანტონო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, სრულფასოვანი სადინზეფიცირო სამუშაოები ჩატარდა.

 

30 მარტი

ინტერნეტ სააგენტო

 

საქართველოში კარანტინი გამოცხადდა

30.03.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    30.03.2020 - ონ.ჯი

საქართველოში კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა. მისი განცხადებით, "ფაქტობრივი" საყოველთაო კარანტინი ხვალ, 31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება.საქართველოში კარანტინი გამოცხადდა.

კორონავირუსთან ბრძოლაში ევროკომისია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს 140 მილიონ ევროს გამოუყოფს

30.03.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    30.03.2020 - ონ.ჯი

კორონავირუსთან გლობალური ბრძოლის ფარგლებში ევროკომისია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს: საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვას, უკრაინასა და ბელარუსს გადაუდებელი საჭიროებებისთვის 140 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა

30.03.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    30.03.2020 - ბიპიენ.ჯი

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს აკრძალვა არ ეხება სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებს, სადაც სოციალური დისტანცია უნდა იყოს დაცული.

70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში

30.03.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    30.03.2020 - ბიპიენ.ჯი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 70 წელს გადაცილებულ საქართველოს მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში.

ხვალიდან 21:00 საათიდან 06:00 სთ-მდე მხოლოდ აფთიაქები იფუნქციონირებს

30.03.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    30.03.2020 - ბიპიენ.ჯი

ხვალ 21:00 საათიდან დილის 06:00 სთ-მდე მხოლოდ აფთიაქები იფუნქციონირებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ცხადდება.

რას ნიშნავს PCR ტესტი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსის დასადგენად იყენებენ და როგორია სწრაფი ტესტები მსოფლიოს სხვა ქვეყნებში

30.03.2020

მედია საშუალებები:    ამბები.ჯი

Link:    30.03.2020 - ამბები.ჯი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელება დაიწყო, ქვეყნებს ტესტირების სტრატეგიის ფართომასშტაბიანი დანერგვისკენ მოუწოდებს.

იმ დაწესებულებების თანამშრომლებს, რომლებიც ფუნქციონირების ხასიათიდან გამომდინარე, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სპეციალური საშვით გადაადგილების საშუალება ექნებათ

30.03.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    30.03.2020 - ბიპიენ.ჯი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, იმ დაწესებულებების თანამშრომლებს, რომლებიც ფუნქციონირების ხასიათიდან გამომდინარე, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სპეციალური საშვით გადაადგილების საშუალება ექნებათ.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ცხადდება

30.03.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    30.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ცხადდება. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გააკეთა. მისივე განმარტებით, საყოველთაო კარანტინი ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება, მოქალაქეებს კი ქუჩაში გადაადგილება 21:00 საათიდან აეკრძალებათ.

მზად ვართ საკარანტინო ზონებში უფრო მეტი ადამიანი მივიღოთ - მარიამ ქვრივიშვილი

30.03.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    30.03.2020 - ბიემ.ჯი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით შექმნილ საკარანტინო ზონებში ამ დროის მონაცემებით 4800-ზე მეტი ადამიანია განთავსებული. საკარანტინო ზონები მთელი საქართველოს მასშტაბით 72 სასტუმროშია შექმნილი.

„ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას, საჭიროა მისი დამუშავება“

30.03.2020

მედია საშუალებები:    ბათუმელები.ჯი

Link:    30.03.2020 - ბათუმელები.ჯი

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალური დირექტორის მოადგილე და ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი: „ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას.

იკრძალება 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების სახლიდან გასვლა – გახარია

30.03.2020

მედია საშუალებები:    ბათუმელები.ჯი

Link:    30.03.2020 - ბათუმელები.ჯი

„აკრძალურია 70 წელს გადაცილებული ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, უახლოეს აფთიაქში, ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს, 30 მარტს გამართულ ბრიფინგზე.

,,გორმედიდან" ლუგარის ლაბორატორიაში 1 ნიმუში გაგზავნეს

30.03.2020

მედია საშუალებები:    ქართლი.ჯი

Link:    30.03.2020 - ქართლი.ჯი

დღეს, ლუგარის ლაბორატორიაში 1 ნიმუში ,,გორმედიდან" გაგზავნეს. ამის შესახებ Qartli.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის წარმომადგენელმა ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მოქალაქემ, რომელიც თავს შეუძლოდ გრძნობდა, გამოიძახა სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელმაც გადაიყვანა გორმედში.

,,გორმედის" კლინიკიდან ლუგარში გაგზავნილ ნიმუშზე კორონავირუსი არ დადგინდა

30.03.2020

მედია საშუალებები:    ქართლი.ჯი

Link:    30.03.2020 - ქართლი.ჯი

იმ მოქალაქეს, რომლის ნიმუშიც ლუგარის ლაბორატორიაში 29 მარტს გააგზავნეს, კორონავირუსი არ დადასტურდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ამ მოქალაქემ, ანალიზის პასუხის მიღების შემდეგ, განაცხადა.

პოლიციამ 104 მოქალაქე დააჯარიმა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო

30.03.2020

მედია საშუალებები:    ქართლი.ჯი

Link:    30.03.2020 - ქართლი.ჯი

პოლიციამ 104 მოქალაქე დააჯარიმა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო. 13 ფიზიკური და 6 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო

30.03.2020

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    30.03.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება.

საქართველოში საყოველთაო კარანტინის ფარგელეში მიღებული შეზღუდვების ჩამონათვალი

30.03.2020

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    30.03.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ჩვენ ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან დაიწყება.

სპეციალური საშვები და გამონაკლისები - ვიცე-პრემიერი შემოღებულ ნორმებს განმარტავს

30.03.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    30.03.2020 - ბიემ.ჯი

31 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

30.03.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    30.03.2020 - კომერსანტ.ჯი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოში არ არსებობს გარანტია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სამუშაოს არ დაკარგავს“- ალექსანდრა აროშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო მსოფლიოში 25 მილიონამდე სამუშაო ადგილს საფრთხე ემუქრება.

თბილისის მეტრო მუშაობას წყვეტს!

30.03.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    30.03.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

თბილისის მეტროთი გადაადგილება სრულიად იკრძალება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

3-ზე მეტი პირის შეკრება იკრძალება! – გამონაკლისია მაღაზია და აფთიაქი

30.03.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    30.03.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

გარდა მაღაზიებსა და აფთიაქებში 3-ზე მეტი პირის შეკრება იკრძალება. ამის შესახებ პრემიერ-მინსიტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს ორი მეტრის სოციალური დისტანცია.

დამატებით შეზღუდვას ეკონომიკურ საქმიანობაზე - რომელ სექტორს ექნება მუშაობის შესაძლებლობა

30.03.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    30.03.2020 - კომერსანტ.ჯი

ჩვენ ვაწესებთ დამატებით შეზღუდვას ეკონომიკურ საქმიანობაზე. ეკონომიკური საქმიანობა მხოლოდ შესაძლებელი იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციებით., - ამის შესხებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

სად უნდა დარეკოთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ შეკითხვის შემთხვევაში

30.03.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    30.03.2020 - კომერსანტ.ჯი

უკიდურესი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ მუშაობას, სწორედ ამიტომ შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი -144, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება უფასო და რომელიც სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშრებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

იმერეთში, საკარანტინო ზონაში იზოლაციის წესების დარღვევისთვის სამი პირი დაჯარიმდა

30.03.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    30.03.2020 - კომერსანტ.ჯი

იმერეთის ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში იზოლაციის დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა და სამი პირი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განაცხადა.

ბათუმელმა ბავშვმა გამყრელიძის, იმნაძის და ცერცვაძის მიმართ მადლიერება პლასტელინის ფიგურებით გამოხატა

30.03.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    30.03.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

ბათუმში 11 წლის მათემ თავისი ხელით პალსტელინისგან გამოძერწა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ფიგურები. მან ასე გამოხატა თავისი წილი მადლიერება ამ ადამიანების მიმართ.

სად დაინფიცირდა ორი ახალი პაციენტი

30.03.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    30.03.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამედიცინო დირექტორის თქმით, კორონავირუსის ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში გადის, ხოლო მესამესთან დაკავშირებით ის ინფორმაიას არ ფლობს. „დაემატა 3 პაციენტი და საღამოს მონაცემებით გვაქვს 100 დადასტურებული შემთხვევა, 2 ჩვენთანა დადასტურებული.

რა უნდა იცოდეთ საყოველთაო კარანტინის ფარგლებში შემოღებული წესების შესახებ

30.03.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    30.03.2020 - კომერსანტ.ჯი

მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იყავით ბინაზე, ნუ დააკავებთ სტაციონარის საწოლებს, ის უფრო ცუდად მყოფებს სჭირდებათ - ლალი ტურძელაძე

30.03.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    30.03.2020 - ნიუპოსტს.ჯი

ნუ დააკავებთ სტაციონარის საწოლებს, როდესაც ის უფრო მძიმე და სერიოზულ პაციენტებს სჭირდებათ - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

სად უნდა დარეკოთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ შეკითხვის შემთხვევაში

30.03.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    30.03.2020 - ინფო9

უკიდურესი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ მუშაობას, სწორედ ამიტომ შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი -144, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება უფასო და რომელიც სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშრებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრს პულსზე ხელი ედო – რას ჰყვება №13 პაციენტი

30.03.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    30.03.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

ლევან ყამარაული უკვე მეჩვიდმეტე დღეა ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება და კორონავირუსს მკურნალობს. ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, ვირუსის სიმპტომები ბოლომდე არ გამქრალა.

კარანტინის პერიოდში მოქალაქეებმა თან უნდა ატარონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

30.03.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    30.03.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საკარანტინო პირობებში, "ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ დროს", ქალაქში გადაადგილებისას, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მისი თქმით, ქვეყანაში "ფაქტობრივი" კარანტინი გამოცხადდა და იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა.

საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მთავრობის ცხელი ხაზი — 144 შეიქმნება — გახარია

30.03.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    30.03.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მთავრობის ცხელი ხაზი შეიქმნება.

7 ქალაქში პირთა გადაადგილების კონტროლისა და თერმოსკრინინგისთვის საკონტროლო პუნქტები მოეწყობა

30.03.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    30.03.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პირთა გადაადგილების კონტროლისა და პირველადი თერმოსკრინინგისთვის შვიდ ქალაქში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა.

“ამირან გამყრელიძე ჰიპოკრატეს ფიცს არღვევს”

30.03.2020

მედია საშუალებები:    პროგრესნიუს.ჯი

Link:    30.03.2020 - პროგრესნიუს.ჯი

„და კიდევ რომელ ორგანიზაციას აქვს ერთი კოვზი ათასობით ადამიანის საერთო სარგებლობაში? ვირუსი ნერწყვით გადადის. “პირველ რიგში, არ ავნო” – ეს არის ჰიპოკრატეს ფიცი, რასაც ექიმები დებენ. ეს კაცი ასეთი განცხადებებით ფიცს არღვევს. ასეთი განცხადებები მავნებელია“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

გქონდეთ ნდობა, სურსათითა და მედიკამენტებით მომარაგებაზე შეფერხება არ გვაქვს — ცქიტიშვილი

30.03.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    30.03.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 ვიცე-პრემიერისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ქვეყანაში სურსათით, მედიკამენტებითა და სხვა აუცილებელი პროდუქტებით მომარაგებასთან დაკავშირებით შეფერხება არაა.

რთულად პროგნოზირებადი კრიზისისას პოპულიზმის ფასი ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა — გახარია პოლიტიკოსებს

30.03.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    30.03.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას თქმით, რთულად პროგნოზირებადი კრიზისის პერიოდში პოპულიზმის ფასი ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

30.03.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    30.03.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია Stop.gov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ინფიცირებულთაგან 18 გამოჯანმრთელებულია.

გამყრელიძე: თუ გავდივართ გარეთ, ჰაერზე, ვიყოთ თითო-თითო, ორ-ორი, მაქსიმუმ 3 ადამიანი, მეტი არა

30.03.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    30.03.2020 - აიპრეს.ჯი

ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძემ გადაცემა “ახალ კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა.

ამირან გამყრელიძე: აპრილი და მაისი გავიჭირვოთ, ვიყოთ თვითიზოლირებული

30.03.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    30.03.2020 - აიპრეს.ჯი

ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძემ გადაცემა “ახალ კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა.

კახეთის საკარანტინო სივრცეში 603 ადამიანია მოთავსებული

30.03.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    30.03.2020 - აიპრეს.ჯი

დაავადებათა კონტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კახეთის 9 საკარანტინო სივრცეში მოქალაქეების რაოდენობა 580-დან 603-მდე გაიზარდა.

31 მარტი

ინტერნეტ სააგენტო

 

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში დღეიდან 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა

31.03.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    31.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველოში დღეიდან 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აკრძალვა საყოველთაო კარანტინის ფარგლებში დაწესდა და ის არ ეხება მხოლოდ სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებს, სადაც სოციალური დისტანცია უნდა იყოს დაცული. მისივე თქმით, საწარმოები გააგრძელებენ მუშაობას და თუ საჭირო გახდება, მათთვის ცალკე პროტოკოლი გაიწერება.

70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს უკიდურესი აუცილებლობის გარდა დღეიდან სახლიდან გასვლა ეკრძალებათ

31.03.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    31.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

70 წელს გადაცილებულ საქართველოს მოქალაქეებს დღეიდან სახლიდან გასვლა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში.

კომპანია “გრინჰილი“ უერთდება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას და ამ მიზნით სახელმწიფო ფონდში 100,000 ლარი ჩარიცხა

31.03.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    31.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

მაღალი სამოქალაქო და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია „გრინჰილმა“ მიიღო გადაწყვეტილება და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სახელმწიფო ფონდში StopCov გადარიცხა 100 000 ლარი. შემოწირულობა გაიხარჯება ეპიდემიის დამარცხების მიზნით, სახელმწიფოს მიერ იდენტიფიცირებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად.

საქართველოში დღეს დილიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

31.03.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    31.03.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველოს მასშტაბით დღეს დილის 08:00 საათიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აირძალა. გადაწყვეტილება მთავრობამ გუშინ გამოაცხადა და განმარტა, რომ აკრძალვა ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის ფარგლებში დაწესდა.

რა იკრძალება კარანტინის რეჟიმით?

31.03.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    31.03.2020 - პია.ჯი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საკარანტინო რეჟიმის ფარგლებში იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები: • სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის, მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე – ქალაქებს შორის; • დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე.

როგორ გააგრძელებენ მუშაობას აფთიაქები და რა პრობლემის წინაშე აღმოჩდნენ

31.03.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    31.03.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა იმ შეზღუდვებზე ისაუბრა, რომელიც 31 მარტიდან ამოქმედება. შეზღუდვა არ შეხებია აფთიაქებს. ისევ ისეთ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას როგორც აქამდე.

კლინიკებში მხოლოდ გარკვეული კატეგორიის პაციენტები მოხვდებიან – რა წერია სახელმწიფი პროტიკოლში

31.03.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    31.03.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი) დაამტკიცა, რომელის მიხედვითაც პირველად ჯანდაცვაში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) საეჭვო შემთხვევის მართვა უნდა განხორციელდეს.

თიბისიმ COVID-19 -ის სწრაფი ტესტები შეიძინა

31.03.2020

მედია საშუალებები:    ჯიბისი.ჯი

Link:    31.03.2020 - ჯიბისი.ჯი

თიბისიმ მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე COVID-19 -ის 10 000 სწრაფი ტესტის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა

31.03.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    31.03.2020 - ბიპიენ.ჯი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, გუშინ გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში დღეიდან 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა

31.03.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    31.03.2020 - ბიპიენ.ჯი

საქართველოში დღეიდან 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აკრძალვა საყოველთაო კარანტინის ფარგლებში დაწესდა და ის არ ეხება მხოლოდ სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებს, სადაც სოციალური დისტანცია უნდა იყოს დაცული.

საქართველოში დღეს დილიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

31.03.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    31.03.2020 - ბიპიენ.ჯი

საქართველოს მასშტაბით დღეს დილის 08:00 საათიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აირძალა. გადაწყვეტილება მთავრობამ გუშინ გამოაცხადა და განმარტა, რომ აკრძალვა ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის ფარგლებში დაწესდა.

70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს უკიდურესი აუცილებლობის გარდა დღეიდან სახლიდან გასვლა ეკრძალებათ

31.03.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    31.03.2020 - ბიპიენ.ჯი

70 წელს გადაცილებულ საქართველოს მოქალაქეებს დღეიდან სახლიდან გასვლა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში.

თიბისიმ პროგრამის „თიბისი შენთვის“ ფარგლებში COVID-19 -ის სწრაფი ტესტები შეიძინა

31.03.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    31.03.2020 - კომერსანტ.ჯი

თიბისიმ მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე COVID-19 -ის 10 000 სწრაფი ტესტის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კორონავირუსისგან განიკურნა

31.03.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    31.03.2020 - კომერსანტ.ჯი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე გამოჯანმრთელებულ პაცინტთა რიცხვშია.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომუნიკაციის დეპარტამენტის განცხადებით, სამკვირიანი მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, მინისტრის მოადგილე საჩხერის საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს, საავადმყოფო დატოვა ბატონი იურის ორმა შვილმაც, რომლებიც ასევე ინფიცირებულები იყვნენ კორონავირუსით.

ჯიპიაი ჰოლდინგის საბაზისო კლინიკა “კურაციო” დისტანციურ მომსახურებაზე გადადის

31.03.2020

მედია საშუალებები:    ბიეფემ.ჯი

Link:    31.03.2020 - ბიეფემ.ჯი

ნებისმიერი ექიმი-სპეციალისტის დისტანციურ მომსახურებას ყველა დაზღვეული თანაგადახდის გარეშე, 100%-იანი დაფინანსებით მიიღებს ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინისა და კოვიდ-19 ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, კლინიკა “კურაციო” მუშაობის რეჟიმს ცვლის.

ჯიპიაი ჰოლდინგის საბაზისო კლინიკა “კურაციო” დისტანციურ მომსახურებაზე გადადის

31.03.2020

მედია საშუალებები:    ბიპიაი.ჯი

Link:    31.03.2020 - ბიპიაი.ჯი

თბილისი (BPI) – ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინისა და კოვიდ-19 ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, კლინიკა “კურაციო” მუშაობის რეჟიმს ცვლის. კლინიკა კურაციო ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მომსახურების საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

დღეიდან საქართველოში მხოლოდ კერძო ავტომობილები და ტაქსები იმოძრავებენ

31.03.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    31.03.2020 - ბიემ.ჯი

მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც დღეს 08:00 საათიდან ამოქმედდება.

 

პრესა

31 მარტიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი ცხადდება

31.03.2020

მედია საშუალებები:    ახალი თაობა

Link:    31.03.2020 - ახალი თაობა

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ცხადდება. შესაბამისი განცხადება გუშინ, 30 მარტს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გააკეთა.

სასჯელაღსრულების სისტემის 780 თანამშრომელი ციხეებში იცხოვრებს ყველა სანოტარო ბიურო იხურება

31.03.2020

მედია საშუალებები:    ახალი თაობა

Link:    31.03.2020 - ახალი თაობა

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, სამინისტრომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და 780 თანაშრომელი შემდეგი კვირების განმავლობაში საპატიმროების შენობებში იცხოვრებს.

რა განსხვავებაა საყოველთაო კარანტინსა და მთავრობის მიერ გამოცხადებულს შორის – რა უნდა ვიცოდეთ მოსალოდნელ აკრძალვებზე

31.03.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    31.03.2020 - რეზონანსი

საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით „ფაქტობრივად“ კარანტინი და კომენდატის საათი დაწესდა. პრემიერმა გიორგი გახარიამ ამის შეასხებ მოსახლეობას სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ამცნო.

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოავლინა

31.03.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    31.03.2020 - რეზონანსი

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგანგებო რეჟიმის მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ოპერატიულად რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე.

სიცოცხლის გადასარჩენად დღისით - კარანტინი, ღამით - კომენდატის საათი!

31.03.2020

მედია საშუალებები:    საქართველოს რესპუბლიკა

Link:    31.03.2020 - საქართველოს რესპუბლიკა

მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

,,მეკითხებიან, რატომ არ აქტიურობო, რა უნდა მოვითხოვო, ამირან გამყრელიძე რომ გადადგეს? - კახა კუკავა

31.03.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    31.03.2020 - რეზონანსი

ვერ ვიტყვი, რომ კარანტინის გამოცხადება დაგვიანებულია, რადგან აქამდე მთავრობისა და ექიმთა იმ ჯგუფის ნაბიჯები, რომელიც პანდემიასთან ბრძოლაში არის ჩართული, იყო თანმიმდევრული.

ნონა გაფრინდაშვილი: ჩემი ქვეყნით ვამაყობ!

31.03.2020

მედია საშუალებები:    საქართველოს რესპუბლიკა

Link:    31.03.2020 - საქართველოს რესპუბლიკა

ნონა გაფრინდაშვილი: ძალიან მახარებს, რომ საქართველო კორონავირუსის საშიშროების გამოჩენის პირველსავე დღიდან ფეხზე მყარადა დადგა. ხელისუფლება, ექიმები, ძალოვანები, და რაც მთავარია ხალხი, უმალ შეკავშირდა. ჩვენ შევძელით ის, რაც დიდმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს. იტალიაში, ესპანეთში, შეერთებულ შტატებში, სხვაგან საშინელება ტრიალებს. ამ დროს საქართველო ერთგვარ "ბრენდად", ნიშნულად იქცა სხვათათვის, რაც უზუმოდ მაამაყებს. მჯერა, რომ ეპიდემაის წარმატებით დავძლევთ.

პრემიერი საყოველთაო კარანტინს აცხადებს

31.03.2020

მედია საშუალებები:    მესინჯერი

Link:    31.03.2020 - მესინჯერი

კორონავირუსის გამო, საქართველოში "ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი" ცხადდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე თქვა. მისი თქმით, 31 მარტის დილის 8 საათიდან იკრძალება ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება როგორც ქალაქებს შიგნით, ისე ქალაქებს შორის.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წვლილი COVID -19 - ის საქართველოში გავრცელების პრევენციასა და მკურნალობისთვის გატარებულ ღონისძიებებში.

31.03.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    31.03.2020 - რეზონანსი

გარდა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკისა, თსსუ -ს პროფესორები ასევე მუშაობენ " რესპუბლიკურ საავადმყოფოში", ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში და სხვა. COVID -19 - თან ბრძოლაში მობილიზებულები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

საპენსიო რეფორმა არ უნდა ჩავარდეს!

31.03.2020

მედია საშუალებები:    საქართველოს რესპუბლიკა

Link:    31.03.2020 - საქართველოს რესპუბლიკა

საქართველოს მთავრობას უკვე ორმა ორგანიზაციამ მისცა რჩევა, დროებით შეჩერდეს საპენსიო ფონდში შენატანები. ამ აზრს ემხრობიან ბიზნესმენებიც, რომლებსაც ახლა ყველაზე ცუდი პერიოდი უდგათ.

მშვიდობის ხიდი სპეციალური ქიმიური ხსნარებით დამუშავდა

31.03.2020

მედია საშუალებები:    საქართველოს რესპუბლიკა

Link:    31.03.2020 - საქართველოს რესპუბლიკა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მშვიდობის ხიდზე, გეგმური დასუფთავების სამუშაოებს ატარებს.

​