From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : 30-31 მაისი მედია მონიტორინგი
Received On : 01.06.2020 08:47
Attachments :

მედია მონიტორინგი

30 მაისი

ტელევიზია

კოვიდ 19

30.05.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    30.05.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

საქართველოში, კორონავირუსით 11 ადამიანი დაინფიცირდა. 30 მაისის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, 757 დადასტურებული შემთხვევაა. 600 პაციენტი განკურნა, მათგან 24 დღეს გაეწერა. 8 პირი თბილისის კლასტერს უკავშირდება, 3 ბოლნისს. მარინა ეზუგბაია: ,,დადასტურებულ წყაროს კონტაქტია, ისინი ბინაზე იმყოფებოდნენ." 2. მუშევანში მოსახლეობას PSR კვლევა ჩაუტარდა. ლუგარის ლაბორატორიაში, ამ დროისთვის, სოფ მუშევანიდან 574 საკვლევი მასალა იყო გადაგზავნილი და სწორედ დღეს გახდება ცნობილი პასუხები დაავადებულთა რაოდენობის შესახებ. მოსახლეობის შემოწმებას კონტროლს უწევდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი.

საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში COVID-19-ით ოჯახის 7 წევრია დაინფიცირებული - კორონავირუსის სტატისტიკა

30.05.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 12:00

Link:    30.05.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00

7 ინფიცირებული ერთი ოჯახიდან - "კურიერმა" იმ კორპუსის მისამართი გაარკვია, სადაც შემთხვევა გამოვლინდა. თბილისი - საბურთალო. არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულთა კონტაქტები მასშტაბურია. ოჯახის ერთ-ერთი წევრი ექთანია. ოჯახის საცხოვრებელ კორპუსში დღეს ეპიდემიოლოგებს კიდევ ერთხელ ელოდებიან. იყო ვარაუდი, რომ შესაძლოა კორპუსი კარანტინში მოქცეულიყო.

საქართველოში კოვიდ 19-ის მკურნალობის მიზნით პლაქველინის გამოყენება დროებით შეჩერდა

30.05.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    30.05.2020 - I არხი - მოამბე 12:00

საქართველოში კოვიდ 19-ის მკურნალობის მიზნით პლაქველინის გამოყენება დროებით შეჩერდა. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. მსჯელობისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი პრნციპები განიხილეს, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციამ პლაქველინის გამოყენება სოლიდარობის კვლევის ფარგლებში დროებით შეაჩერა. მკურნალობის ახალ მოდელს ჯანდაცვის სამინისტრო მომდევნო კვირაში დაამტკიცებს.

კორონავირუსი და საქართველო

30.05.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 15:00

Link:    30.05.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00

საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდანდ 1 კვირაში საქართველოში კოვიდ ინფექციის გავრცელების ახალი კლასტერი გაჩნდა. გამოვლინდა ინფიცირების 7 შემთხვევა ერთ ოჯახში. ინფიცირებულთა შორის არიან ოჯახის ახლობლებიც. საერთო ჯამში კი 11 ინფიცირებულია. როგორც "კურიერმა" გაარკვია ინფიცირების პირველწყარო ექთანია. საბურთალოზე არსებულ კორპუსში ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

საქართველოში კოვიდ-19-ის მკურნალობის მიზნით პლაქვენილის გამოყენება დროებით შეჩერდა

30.05.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00

Link:    30.05.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00

საქართველოში კოვიდ-19-ის მკურნალობის მიზნით პლაქვენილის გამოყენება დროებით შეჩერდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს. შეხვედრაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი გაიდლაინები განიხილეს, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციამ პლაქვენილის გამოყენება, სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, დროებით შეაჩერა. ახალ გაიდლაინს ჯანდაცვის სამინისტრო მომავალ კვირაში დაამტკიცებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ეპიდემიოლოგებმა მოსახლეობის გაფართოებული PSR ტესტირება ჩაატარეს

30.05.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00

Link:    30.05.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ეპიდემიოლოგებმა მოსახლეობის გაფართოებული PSR ტესტირება ჩაატარეს. მუშევანიდან ლუგარის კვლევით ცენტრში 574 საკვლევი მასალა გადაიგზავნა, რომელთა პასუხებიც დღეს უნდა გახდეს ცნობილი. სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა, ამ პერიოდის განმავლობაში კორონავირუსი 56 მოქალაქეს დაუდასტურდა. ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, სოფელ მუშევანში მცხოვრებ ყველა ოჯახს, 100-ლარიანი სასურსათო პაკეტები გადაეცათ.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები

30.05.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 14:00

Link:    30.05.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00

თბილისი, ნუცუბიძის მეორე პლატო, პირველი კვარტალი ეპიდემიოლოგთა ყუადღების ცენტრშია. ამ მისამართზე მდებარე საბავშვო ბაღის შენობაა, სადაც დევნილები ცხოვრობენ. 11 ახალი შემთვევიდან 9 ამ მისამართს უკავშირდება, 2 კი ბოლნისს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, კოვიდ 19-ი დღეს 24 ადამიანმა დაამარცხა. ჯამში ვირუსისგან 600 ადამიანი განიკურნა. ამირან გამყრელიძე:"შემიძლია გითხრათ, რომ ესენი არიან ერთი ოჯახის და ოჯახთან ძალიან ახლო კონტაქტები. ინფიცირების პირველადი წყარო როგორც ვფიქრობთ ჩემი კოლეგა უნდა იყოს".

კოვიდ 19

30.05.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

Link:    30.05.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, თბილისში კორონა ვირუსით ინფიცირება დდასტურდა. 11 ახალი შემთხევიდან 9 ერთი კორპუსის მცხოვრებლები არიან. ინფიცირებუი ერთ-ერთი კლინიკის ექიმია. ვირუსი ინფიცირებული მედიკოსის ოჯახის წევრებსაც დუდსტურდთ. საბურთალოზე მდებარე კორპუსში, სადაც ექიმი და მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ, კარანტინი ამ დრომდე არ გამოუცხადებიათ, თუმცა ინფიცირებულებთან შემხები პირები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს და მათ კვლევა უტარდებათ. ინფრომაციას მედიკოსის დაინფიცირების შესახებ ადასტურებს ამირან გამყრელიძე, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.

კოვიდ 19

30.05.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - პირველები 13:00

Link:    30.05.2020 - ტვ პირველი - პირველები 13:00

მოექცევა თუ არა თბილისის ცენტრში მდებარე კორპუსი კორონა ვირუსის გამო იზოლაციაში? ტვ პიველი ცოტა ხნის წინ მივიდა კორპუსთან სადაც 7 ადამიანს კორონა ვირუსი დადასტურებული აქვს და დანარჩენების კვლევა მიმდინარეობს. ამ დროისთვის კორპუსში შესვლა და გამოსვლა შესაძლებელია და ეს შეზღუდული არ არის. კორპუსშ სადაც 7 ადამიანს დაუდასტურდა კორონა ვირუსი სხვა მცხოვრებლების კვლევაც მიმდინარეობს. საქართველოში კი დღეს კოვიდ 19-ის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა. როგორც მარინა ეზუგბაია ამბობს ყველას წყარო ცნობილია. 2 ბოლნისისი კლასტერს მიეკუთვნება 9 კი უკვე დადასტურებული შემთხვვეის კონტაქტს წარმოადგენს. ეზუგბაიას თქმით მათ კლინიკაში საერთო ჯამში 8 ახალი პაციენტია მოთავსებული.

კოვიდ 19

30.05.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    30.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

757 ინფიცირებული. კოვიდ შემთხვევების რაოდენობა ბოლო 24 საათში 11-ით გაიზარდა. 11-დან 9 ფაქტი თბილისშია დაფიქსირებული. ყველა მათგანი დაინფიცირებულთა კონტაქტია. კოვიდ ინფექცია ჯერ კიდევ ფიქსირდება ბოლნისშიც. უკვე მესამე დღეა ცხელების სიმპტომით პაციენტი არ მიუღიათ საჩხერის სამედიცინო ცენტრში. კლინიკაში 1 კოვიდ დადებითი პირი რჩევა 6 კი გამოჯნმრთელდა.

საქართველოში ახალი, ე.წ. საბურთალოს კლასტერი ჩამოყალიბდა

30.05.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00

Link:    30.05.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00

საქართველოში ახალი, ე.წ. საბურთალოს კლასტერი ჩამოყალიბდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, განაცხადა. თბილისში ორი დღის წინ კორონავირუსით ინფიცირებული პირი, რომლის კონტაქტებიდან ცხრა პირს დღეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, მედიკოსია- ამბობს გამყრელიძე. საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებ 8 ადამიანს კოვიდინფექცია დაუდასტურდა, კორპუსში კონტაქტების შესწავლა მიმდინარეობს. კონტაქტების რაოდენობა დაახლოებით 50-ია.

კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა

30.05.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 17:00

Link:    30.05.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ საქართველოში კოვიდ 19-ით დღეს ყველაზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. 11 ახალი შემტხვევიდან 9 თბილისს უკავშირდება, 2 კი ბოლნისს. თბილისი, ნუცუბიძის მეორე პლატო, პირველი კვარტალი ეპიდემიოლოგთა ყუადღების ცენტრშია. ამ მისამართზე მდებარე საბავშვო ბაღის შენობაა, სადაც დევნილები ცხოვრობენ. 11 ახალი შემთვევიდან 9 ამ მისამართს უკავშირდება. ირკვევა, რომ ინფიცირების წყარო მედიკოსია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, კოვიდ 19-ი დღეს 24 ადამიანმა დაამარცხა. ჯამში ვირუსისგან 600 ადამიანი განიკურნა. ამირან გამყრელიძე:"შემიძლია გითხრათ, რომ ესენი არიან ერთი ოჯახის და ოჯახთან ძალიან ახლო კონტაქტები. ინფიცირების პირველადი წყარო როგორც ვფიქრობთ ჩემი კოლეგა უნდა იყოს".

კოვიდ 19

30.05.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 15:00

Link:    30.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00

ახალი ინფიცირებულების კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. აირან გამყრელიძს ინფორმაციით 9 პირის დაინფიცირების წყარო შესაძლოა მისი კოლეგა იყოს, რომელცი ეპიდსაწინააღმდეგო სამუშაოს ასრულებდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი მოქალაქეებს რეკომენდაციების შესრულების და სიფრთხილისკენ მოუწოდებს. კოვიდ შემთხვევების რაოდენობა ბოლო 24 საათში 11-ით გაიზარდა. 11-დან 9 ფაქტი თბილისშია დაფიქსირებული. ყველა მათგანი დაინფიცირებულთა კონტაქტია. კოვიდ ინფექცია ჯერ კიდევ ფიქსირდება ბოლნისშიც. საქართველოში კოვიდ ინფიცირებულებთან პლაქველინის გამოყენება შეჩერებულია თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ ბევრმა ქვეყანამ ს მედიკამენტი სამკურნალო პროტოკოლში დატოვა.

დეზინფორმაციის მორიგი ტალღა საქართველსო და ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ

30.05.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 15:00

Link:    30.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00

დეზინფორმაციის მორიგი ტალღა საქართველსო და ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ. გამოცემა ევროაქტივი რუსეთს ყალბი ინფორმაციის გავცრელებაშ ამხელს. თითქოს თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვირუსის გავრცელება ხდება. ევროაქტივი იუწყება რომ მსგავსი დეზინფორმაციის სამიზნე ევროპაც გახდა. როდესაც კრემლის მხარდაჭერილმა მედიამ ევროკავშირის სადამკვირვებო მისიის სასწრაფო დახმარებს ბრიგადები დაადანაშაულა.

კოვიდ 19-ის 11 ახალი შემთხვევა საქართველოში

30.05.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 18:00

Link:    30.05.2020 - I არხი - მოამბე 18:00

ახალი კლასტერი თბილისში. საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში დთღეს ვირუსის კიდევ 9 შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების პირველწყარო სავარაუდოდ მედიკოსია, რომელსაც კოვიდ 19-ი 2 დღის წინ დაუდასტურდა. ახალი ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები და მათთან ახლო კავშირში მყოფი პირები არიან. საცხოვრებელ კორპუსში ეპიდემიოლოგები რამდენიმე საათის განმავლობაშ მუშაობდნენ. დილის მონაცემებით, სულ ქვეყანაში 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ შეზღუდვების გაუქმებასთან ერთად შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო, თუმცა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

კოვიდ 19

30.05.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 15:00

Link:    30.05.2020 - I არხი - მოამბე 15:00

როგორ შეიცვლება ეპიდსიტუაცია ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნის შემდეგ და უნდა ველოდოთ თუ არა შემთხვევების მკვეთრად მატებას. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ცნობით, რეგულაციების შემსუბუქების შემდგომ პერიოდში, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი იყო, თუმცა ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ამასთან, სპეციალისტები ამ წუთებშიც მუშაობენ საბურთალოს რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, სადაც დღეს ვირუსის ცხრა ფაქტი გამოვლინდა.

კომპენსაციების გაცემა

30.05.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 18:00

Link:    30.05.2020 - I არხი - მოამბე 18:00

კოვიდ 19-ის შედეგად დაზარალებული პირებისთვის კომპენსაციების გაცემა დაიწყო. 29 მაისის მდგომარეობით, დარეგისტრირებულია 92 ათასზე მეტი თვითდასაქმებული, აქედან ნახევარზე მეტს თანხა უკვე დაერიცხა. რაც შეეხება შემოსავლის გარეშე დარჩენილ დასაქმებულებს, მათი რიცხვი ამ მომენტისთვის 72 100 ადამიანს შეადგენს. კომპენსაცია გარკვეულმა ნაწილმა უკვე მიიღო. დასაქმებულტა მონაცემებს დამქირავებელი ყოველთვიურად შემოსავლების სამსახურს გადასცემს, რომელიც თავის მხრივ მონაცემებს დასაქმების სააგენტოს გადაუგზავნის.

შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახი დახმარებას ითხოვს

30.05.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00

Link:    30.05.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00

ბათუმში მცხოვრები მარტოხელა დედა სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. სამსახური დალი ბოლქვაძემ პანდემიის გამო დაკარგა.როგორც გვიყვება თვითდასაქმებულია, თუმცა ამის დამამტკიცებელი ოფიციალური საბუთის წარმოდგენა არ შეუძლია, რადგან დამლაგებლად კერძო პირებთან მუშაობდა. ამბობს, რომ ბინის ქირის 3 თვის თანხის , ჯამში 1200 ლარის გადაუხდელობის შემთხვევაში შესაძლოა საცხოვრებლის გარეშე დარჩეს.

დეზინფორმაციის მორიგი ტალღა საქართველსო და ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ

30.05.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 18:00

Link:    30.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 18:00

დეზინფორმაციის მორიგი ტალღა საქართველსო და ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ. გამოცემა ევროაქტივი რუსეთს ყალბი ინფორმაციის გავცრელებაშ ამხელს. თითქოს თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვირუსის გავრცელება ხდება. ევროაქტივი იუწყება რომ მსგავსი დეზინფორმაციის სამიზნე ევროპაც გახდა. როდესაც კრემლის მხარდაჭერილმა მედიამ ევროკავშირის სადამკვირვებო მისიის სასწრაფო დახმარებს ბრიგადები დაადანაშაულა.

კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა

30.05.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 20:00

Link:    30.05.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

11 ინფიცირებული, აქედან 9 თბილისში, ეს არის ახალი ჯგუფი, რომელსაც საბურთალოს კლასტერის სახელი ეწოდა. ამ კლასტერში თითქმის ყველა ერთი ოჯახის წევრია, ადამინაი კი რომელიც პირველწყაროდ მოიაზრება, მედიკოსი. ამ დროისთვის მიმდინარეობს სავარაუდო კონტაქტების შესწავლა, უკვე 30მდე გამოიკვლიეს და ამდენივე მოქალაქეზე ტესტების შედეგს ელოდებიან. საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან მეცხრე დღეს თბილისს ჰყავს 9 ახალი დაინფიცირებული. დაინფიცირებული მედიკოსი, მისი ოჯახის 7 წევრი, დამატებით მედიკოსის ბიძაშვილის ოჯახიდან 4 დაინფიცირებული. მთელი დღის განმავლობაში ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ მედიკოსის საცხოვრებელ კორპუსში, სადაც იკვლევენ კონტაქტებს და ამ დრომდე მეზობლები რჩებიან თვითიზოლაციაში.

კოვიდ 19

30.05.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - პირველები 17:00

Link:    30.05.2020 - ტვ პირველი - პირველები 17:00

ე.წ საბურთალოს კლასტერის კორპუსიდან სადაც ამ დრომდე რჩებიან ეპიდემიოლოგები. სავარაუდოდ კიდევ ორი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. ეპიდემიოლოგები ადგილზე რჩებიან და მოქალაქეების ტესტირებას აგრძელებენ. ადგილზე მოწყობილია სპეციალური ივრცე სადაც ადგილობრივებს ანალიზებს უღებენ. კორპუქსი სადაც ე.წ საბურთალოს კლატერი დადასტურდა იზოლაციაში ჯერჯერობით არ მოქცეულა. თუმცა ყველა მოქალაქეს ანალიზს უღებენ და ლაბორატორიიდან პასუხებსაც ეტაპობრივად ელოდებიან. საქართველოში დღეს კოვიდ 19-ის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა. როგორც ინფექციურის კლინიკური დირექტორი ამბობს ყველას წყარო უკვე ცნობილია. ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის 757 ადამიანია.

"საბურთალოს კლასტერი"

30.05.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 21:00

Link:    30.05.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

საქართველოში საგანგებო რეჟიმის გაუქმებიდან ერთ კვირაში სრულიად ახალი და მასშტაბური ე.წ. საბურთალოს კლასტერი გაჩნდა. მისი წარმოშობის პირველწყარო სავარაუდოდ ექთანია, რომელმაც საკუთარი ოჯახის 6 წევრი დააინფიცირა. ახალგაზრდა ქალის მეზობლები ამბობენ, რომ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები პირველად მის მამას გამოუვლინდა.

ხალხს სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან თუ არ გაჩუმდებიან.

30.05.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - შაბათის ფორმულა

Link:    30.05.2020 - ფორმულა - შაბათის ფორმულა

ყველაზე მეტად ადამიანებს საუბარი გაჭირვებასა და სიდუხჭირეზე უჭირთ. მით უფრო მაშინ, როდესაც მათთვის გამოყოყფილი მიზერული დახმარების მოხსნის რისკი მაღალია, თუმცა ჟურნალისტებთან ილაპარაკებენ. არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ მათ, ხშირ შემთხვევაში, სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან თუ არ გაჩუმდებიან.

პლაქვენილით ნამკურნალებ არცერთ ავადმყოფზე გართულება არ დაფიქსირებულა - გამყრელიძე

30.05.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

Link:    30.05.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

"საქართველოში პლაქვენილით ნამკურნალებ არცერთ ავადმყოფზე გართულება არ დაფიქსირებულა", - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა. ამირან გამყრელიძე კოვიდ ინფიცირებულთა სამკურნალოდ რეკომენდირებული მედიკამენტებიდან პლაქვენილის ამოღებას ეხმაურება. არცერთ წამალს კორონავირუსულ ინფექციაზე არ აქვს პირდაპირი ზემოქმედების უნარი. ამ დაავადების მკურნალობა იყო, არის და რჩება დღეს მხოლოდ სიმპტომური და სინდრომული, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სოლიდარობის კვლევიდან“ მედიკამენტი პლაქვენილი დროებით ამოიღო.

ახალი კლასტერი და 11 ახალი კოვიდინფიცირებული, შეზღუდვების კიდევ ერთი ეტაპის შემსუბუქებიდან ორ დღეში.

30.05.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 21:00

Link:    30.05.2020 - I არხი - მოამბე 21:00

ახალი კლასტერი და 11 ახალი კოვიდინფიცირებული, შეზღუდვების კიდევ ერთი ეტაპის შემსუბუქებიდან ორ დღეში. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, საბურთალოს კლასტერის საცხოვრებელ კორპუსში შემოწმება გრძელდება. 50 სავარაუდო კონტაქტიდან ლაბორატორიული კვლევა უკვე ჩაუტარდა 27 პირს. ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები და მათთან ახალო კონტაქტში მყოფი ადამიანები არიან. დღეს ბოლო ერთ კვირაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა.

ე.წ. საბურთალოს კლასტერი შესაძლოა გაიზარდოს - ორი პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს

30.05.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

Link:    30.05.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

ე.წ. საბურთალოს კლასტერი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. ცოტა ხნის წინ, ეპიდემიოლოგებმა კლინიკაში კიდევ ორი პაციენტი გადაყვანეს. მათ, სავარაუდოდ, კოვიდ 19 სწრაფი ტესტით დაუდასტურდათ. ნუცუბიძეზე, დევნილების დასახლებაში, ეპიდემიოლოგებმა რამდენიმე ათეული ადამიანი გამოიკვლიეს და მათ თვითიზოლაციის რეკომენდაცია მისცეს. თუმცა მოსახლეობა ამბობს, რომ გარეთ გასვლა და ადამიანებთან კონტაქტი მაინც უწევთ.

პლაქველინით მკურნალობის დროებითი შეჩერების გადაწყვეტილებას ამირან გამყრელიძე განმარტავს.

30.05.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 21:00

Link:    30.05.2020 - I არხი - მოამბე 21:00

პლაქველინით მკურნალობის დროებითი შეჩერების გადაწყვეტილებას ამირან გამყრელიძე განმარტავს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არც ერთ პაციენტს, რომელთანაც პრეპარატი გამოიყენეს, გართულებები არ ჰქონია. და ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას უკავშირდება. რაც შეეხება მკურნალობის ახალ გაუდლაინს, ამას ჯანდაცვის სამინისტრო მომავალ კვირას დაამტკიცებს.

31 მაისი

ტელევიზია

ახალი კორონავირუსის გავრცელების არეალი

31.05.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    31.05.2020 - I არხი - მოამბე 12:00

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, საქართველოში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. ახალი კორონავირუსი დღეს კიდევ 26 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 783 შემთხვევაა აღრიცხული, განკურნებულთა რაოდენობა კი 605-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსი

31.05.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - პირველები 13:00

Link:    31.05.2020 - ტვ პირველი - პირველები 13:00

ამ დრომდე ელოდებიან ეპიდემიოლოგებს კორპუსთან, სადაც ე.წ "საბურთალოს კლასტერის" ახალი შემთხვევები დადასტურდა. დღევანდელი მონაცემებით ასეთი სულ ოთხია,საერთო ჯამში კი 26 ახალი შემვვაა გამოვლენილი. მეზობლები ამბობენ, რომ მათ თავადაც ჰქონდათ მოლოდინი, რომ ეპიდემიოლოგები მივიდოდნენ და იქ მცხოვრები მოსახლეობის შემოწმებას დაიწყებდნენ, თუუმცა ისინი ადგილზე არ გამოჩენილან. ამირან გამყრელიძე:"გამოვლენილია ე.წ საბურთალოს კლასტერი, სადაც ჩვენ გუშინ გამოვიკვლიეთ ინფიცირებულის დაახლებით 100 კონტაქტი." . ე.წ საბურთალოს კლასტერში კი ახალი მისამართი გაჩნდა.

სომხეთი და საქართველო

31.05.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00

Link:    31.05.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00

ერევანი მიესალმება ქართული მხარის მზაობას, კორონავირუსთან ბრძოლაში სომხეთს დახმარება აღმოუჩინოს, თუმცა იმედოვნებს, რომ ასეთი აუცილებლობა არ დადგება.“ეხო კავკაზას” ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა 30 მაისს გამართულ ბრიფინგზე, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.ფაშინიანმა ამავდროულად გაიხსენა, რომ 201 9 წელს, წითელას ეპიდემიის დროს სომხეთმა საქართველოს 30 000 ვაქცინა მიაწოდა.

კორონავირუსი

31.05.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 14:00

Link:    31.05.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდა, 5 კი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 783 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 605 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ცენტის ხელმძღვანელმა კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევის წყაროზე ისაუბრა. ამირან გამყრელიძის თქმით,18 უკავშირდება ყველაზე ცხელ წერტილს - ბოლნისის მუნიციპალიტეტს.

კორონავირუსი საქართველოში

31.05.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

Link:    31.05.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა 24 საათის განმავლობაში. ყველა მათგანის ინფიცირების წყარო ცნობილია. ინფიცირებულებიდან 18 ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება, 4 საკარანტინე სივრციდანაა, 4-ით გაიზარდა საბურთალოს კლასტერი და მათი რაოდნობა უკვე 15-ია. რას უკავშირდება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა, ხომ არ უნდა ველოდოთ შეზღუდვების ხელახლა დაწესებას ან რეგულაციების გამკაცრებას. ექსპერტები ამბობენ, რომ მონაცემები საგანგაშო არ არის. "ეს შედეგი არ არის ის რომ ტრანსპორტი გავხსენით და იმის შედეგია.

ახალი კორონავირუსის გავრცელების არეალი

31.05.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 15:00

Link:    31.05.2020 - I არხი - მოამბე 15:00

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, საქართველოში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. ახალი კორონავირუსი დღეს კიდევ 26 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 783 შემთხვევაა აღრიცხული, განკურნებულთა რაოდენობა კი 605-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსი

31.05.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 15:00

Link:    31.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00

ე.წ. საბურართალოს კლასტერის პირველადი ინფიცირებულის კონტაქტებიდან 100-მდე პირი გამოიკვლიეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებას პროგნოზირებს. ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს ისევ გაიზარდა. კოვიდ-19 ბოლო 24 საათში 26 ადამიანს დაუდასტურდა. ეს რეკორდული მაჩვენებელია 16 აპრილის შემდეგ. მიუხედავად ამისა, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს და ეპიდვითარება ქვეყანაში კონტროლდება. "ასამდე კონტაქტი შევისწავლეთ საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებით.

ამირან გამყრელიძე - მოსაზრება, რომ ნიკოტინს აქვს დამცველობითი უნარი კოვიდის საწინააღმდეგოდ, არის მითი და ხრიკი, ამიტომ ამის შესახებ დისკუსიას შევეშვათ

31.05.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 15:00

Link:    31.05.2020 - I არხი - მოამბე 15:00

თამბაქო პირიქით, ამძიმებს კოვიდ ინფექციას, მწეველი ადამიანები უფრო მოწყვლადი ხდებიან, უფრო ადვილად უვითარდებათ სხვადასხვა გართულებები, მათ შორის სამწუხაროდ ფატალური გამოსავლით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძემ თამბაქოს მოხმარების გავლენებზე „თამბაქოს გარეშე“ მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე, ფეისბუქლაივისას ისაუბრა. „რაც შეეხება თამბაქოს და კოვიდს.

კორონავირუსი

31.05.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 15:00

Link:    31.05.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებას პროგნოზირებს. ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს ისევ გაიზარდა. კოვიდ-19 ბოლო 24 საათში 26 ადამიანს დაუდასტურდა. ეს რეკორდული მაჩვენებელია 16 აპრილის შემდეგ.

კორონავირუსი

31.05.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 17:00

Link:    31.05.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00

დედოფლისწყაროში სატვირთო მძღოლს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ადასტურებენ მუნიციალუტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. პაციენტს PCR ტექსტი უკვე ჩაუტარეს, რომელმაც ვირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა. ვირუსი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლს აღმოაჩნდა, რომელიც 22 მაისს რუსეთიდან ჩამოვიდა, ის საქართველოში დაბრუნებისთანავე თვითიზოლაციაში იყო. „მძღოლი რუსეთში იმყოფებოდა. სწორედ მას დაემგზავრა პირი, რომლიც გადაიყვანეს კარანტინში, სადაც მას დაუდასტურდა ვირუსი.

კორონავირუსი

31.05.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 18:00

Link:    31.05.2020 - I არხი - მოამბე 18:00

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი საქართველოში. ხვალიდან სავაჭრო ცენტრები,ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები. ღია კაფეები და რესტორნები ისხნება. დადგენილია ის სავალდებულო ნორმები, რომელთა შესრლებაც ობიეტქებს და მოქალაქეებს მოუწევთ. უტიტროდ:"აუცილებლად, შენობაში ყველა მომხმარებელს უნდა ეკეთოს პირბადე და უნდა დაიცვან 2 მეტრიანი დისტანცია."

კორონავირუსი

31.05.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 18:00

Link:    31.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 18:00

კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსი

31.05.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 18:00

Link:    31.05.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

კახეთში კორონავირუსი დაუდასტურდა მძღოლს, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვებს ასრულებდა. ბოლო მგზავრობა მან რუსეთიდან შეასრულა. გზად აიყვანა მგზავრი, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა. სწორედ ამ ინფიცირებულის კონტაქტებს გაყვნენ ეპიდემიოლოგები, რის შემდეგაც მძღოლი იზოლაციაში იყო. ინფიცირებული დედოფლისწყაროს მკვიდრია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე 10 პირია მოძიებული, ვისაც ინფიცირებულ მძღოლს პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა. სამი მათგანი ოჯახის წევრია. 22 მაისს მძღოლი ლარსის სასაზღვრო პუნქტის გავლით შემოვიდა, საზღვარზე შემოწმების შედეგად მძღოლს ტემპერატურა დაუფიქსირდა.

COVID 19-ის 26 ახალი შემთხვევა საქართველოში

31.05.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

Link:    31.05.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან 18 ბოლნისის სოფელ მუშევანიდან არის. დანარჩენი 8 შემთხვევიდან 4 ე.წ. საბურთალოს კლასტერს წარმოადგენს, 4 კი საკარანტინე სივრციდან არის. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კოვიდ 19-ის 783 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან დაავადება 605 ადამიანმა დაამარცხა, ვირუსმა 12 პაციენტი იმსხვერპლა. ალექსანდრე გოგინავა: "შემაშფოთებელ მატებად ეს არ ჩაითვლება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, ერთი ის, რომ ძირითადი ნაწილი პაციენტების არის ცხელი ეპიდკერიდან სოფელი მუშევანიდან, სადაც ჩატარდა აგრესიული კვლევა პაციენტების და დადასტურდა 18 შემთხვევა. დარჩენ შემთხვევას, რაც შეეხება 4 არის კარანტინის ზონიდან და 4 არის ცნობილი ე.წ. საბურთალოს კლასტერი.

ლუგარი ლაბორატორია

31.05.2020

მედია საშუალებები:    იმედი - იმედის კვირა

Link:    31.05.2020 - იმედი - იმედის კვირა

კრემლის მორიგი პროცოკაციული განცხადებები და ოფიციალური თბილისის პრინციპული პოზიცია. რატომ ებრძვის ოკუპანტი სამეცნიერო ცენტრს, რომლის წვლილიც გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისას მსოფლიომ აღიარა? ჩვეული თავდასხმის ახალი ტალღა ლუგარის ლაბორატორიაზე სიმბოლურად 26 მაისს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს დაამთხვიეს.

კახეთი მწვანე ზონა აღარ არის - გაიზრდება თუ არა ინფიცირებულთა რაოდენობა დედოფლისწყაროში

31.05.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 21:00

Link:    31.05.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

კახეთი მწვანე ზონა აღარ არის. რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული დედოფლისწყაროში ცხოვრობს. მუშაობს სატვირთო ავტომობილის მძღოლად და საერთაშორისო გადაზიდვებს ასრულებს. დაინფიცირებული მძღოლი რუსეთიდან 22 მაისს დაბრუნდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მამაკაცის კონტაქტები გამოკვლეულია. თბილისში დღეს 15 დადასტურებული შემთხვევაა, 30 ადამიანი საკარანტინო სივრცეში, 20-მდე კი - კოვიდტესტის პასუხის მოლოდინში. საბურთალოს კლასტერი დღეს კიდევ 4 შემთხვევით გაიზარდა.

გამოიწვია თუ არა ინფიცირებულთა მატება შეზღუდვების მოხსნამ - სპეციალისტები პანიკის საფუძველს ვერ ხედავენ

31.05.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 21:00

Link:    31.05.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პარალელურად ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან დღეს ყველა დადასტურებული შემთხვევის წყარო ცნობილია და მოძიებულია პაციენტების ირიბი თუ პირდაპირი კავშირები. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ვირუსის მატება უკვე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას არ უკავშირდება.

 

 

30 მაისი

ინტერნეტ სააგენტო

იმნაძე: ვირუსის გამო ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერები სარისკოა და ნებადართული არ იქნება

30.05.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    30.05.2020 - კომერსანტ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე კითხვაზე, ზაფხულში უნდა იყოს თუ არა ჩართული ოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და სხვა დახურულ სივრცეებში კონდიციონერები, იმნაძე ამბობს, რომ ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერები ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით რისკის შემცველია. მისივე თქმით, მათი გამოყენება ნებადართული არ იქნება. “ის კონდიციონერები, რომელიც ჩვენთან გამოყენება, ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომელიც შიგნით ჰაერს ატრიალებს, მათი გამოყენება ჯერჯერობით არსებული მონაცემებით, მაღალი რიკის შემცველია.

კახეთის რეგიონში შესულ ტრაილერის მძღოლებს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდებათ

30.05.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    30.05.2020 - კვირა.ჯი

კახეთს რეგიონში შესულ ტრაილერის მძღლებს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდებათ. ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელმა, განაცხადა. სიახლე ახალი რეგულაციების თანახმად განხორცილედება და მძღლებს საზღვარზე შემოსვლისთანავე, სწრაფი ტესტი, როგორც ანტისხეულებზე, ისე ანტიგენზე ჩაუტარდებათ. „პროცედურას პასუხის გაცემის დროის ჩათვლით სავარაუდოდ დასჭირდება ნახევარი საათი. უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, მძღოლი გააგრძელებს გზას.

იმერეთში კიდევ ერთი საკარანტინე სივრცე დაიხურა

30.05.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    30.05.2020 - კვირა.ჯი

საჩხერესა და წყალტუბოს სასტუმრო „პრომეთეში“ მყოფებმა საკარანტინე სივრცე დატოვეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა განაცხადა. მიისვე თქმით, რეგიონის მასშტაბით კარანტინში რვა ადამიანი რჩება. „საჩხერეში და წყალტუბოს სასტუმრო „პრომეთეში“ ჩვენ უკვე ბინადრები აღარ გვყავს. საირმესა და სასტუმრო „ლეგენში” დარჩენილია რვა ადამიანი.

კორონავირუსის შედარებით გაზრდილი შემთხვევები საქართველოში - ამირან გამყრელიძის სპეციალური განცხადება

30.05.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    30.05.2020 - ნიუპოსტს.ჯი

ამირან გამყრელიძის თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო. მისი თქმით, კოვიდ 19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა არ არის იმდენი, რომ მართვა ვერ შეძლონ.

სავარაუდოდ, ინფიცირების წყარო ჩემი კოლეგაა – ამირან გამყრელიძე თბილისის ახალ კლასტერზე

30.05.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    30.05.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

„შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მოსალოდნელიც იყო მატება, მაგრამ ეს მატება არის მართვადი და გარწმუნებთ, რომ იქნება მართვადი“. ამის შესახებ დაავადებათა კონტროილის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები 11-ით გაიზარდა, მათგან 9 ინფიცირებული თბილისიდან არის. ეს 9 ადამიანი არის ორი დღის წინ ინფიცირებული პირის კონტაქტები.

„პანიკის არავითარი საფუძველი არ არის“ – ამირან გამყრელიძე ახალ კლასტერზე

30.05.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    30.05.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, საბურთალოს კლასტერიდან, სადაც ერთი ოჯახის 7 წევრი დაინფიცირდა, მათი 50 კონტაქტი უკვე გამოკვლეულია. მისივე თქმით, სავარაუდოდ ინფიცირების პირველწყარო მისი კოლეგაა. „ესენი არიან ერთი ოჯახის და ოჯახთან ძალიან ახლო კონტაქტები. ინფიცირების პირველადი წყარო, როგორც ვფიქრობთ უნდა იყოს ჩემი კოლეგა. მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ მიმდინარეობს კვლევა და დღესაც ჩვენი ჯგუფი გასულია ადგილზე და იღებენ დამატებით ბიოლოგიურ ნიმუშებს და შესაბამისად, ჩაღრმავებული კვლევები ჩატარდება.

ამირან გამყრელიძე - კოვიდ 19-ის 11 შემთხვევა არ არის ის რიცხვი, რომელსაც ვერ მოვერევით - საშიშროება არ არის, მაგრამ მეტი სიფრთხილე გვმართებს

30.05.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    30.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო. როგორც გამყრელიძე განმარტავს, სიტუაცია საგანგაშო არ არის, თუმცა, ის საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. საბურთალოს კლასტერი ჩამოყალიბდა და დიდი ალბათობით, შესაძლოა, ინფიცირების პირველწყარო მედიკოსი იყოს

30.05.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    30.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ახალი, ე.წ. საბურთალოს კლასტერი ჩამოყალიბდა. როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კლასტერის ორი შესაძლო წყაროა, რომლებიც გუშინწინ დაინფიცირდნენ, მათ შორის ერთი მისი კოლეგაა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „პლაქვენილით“ ნამკურნალებ კოვიდ 19-ით ინფიცირებულ არც ერთ პაციენტზე გართულება არ დაფიქსირებულა

30.05.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    30.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში პრეპარატ „პლაქვენილით“ ნამკურნალებ, კორონავირუსით ინფიცირებულ არც ერთ პაციენტზე გართულება არ დაფიქსირებულა.

ამირან გამყრელიძე - ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით, შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს

30.05.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    30.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით, შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან, იმ ფონზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, მოსახლეობას წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა.

გამყრელიძე: ახალი შემთხვევების რიცხვი არ არის ისეთი, რასაც ვერ მოვერევით და ვერ ვმართავთ

30.05.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    30.05.2020 - ტაბულა.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო. გამყრელიძე ასევე განმარტავს, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა არ არის იმდენი, რომ მართვა რთული იყოს.

გამყრელიძე მუშევანზე: სოფლის 9 წერტილში ჩავატარეთ კვლევა და 574 ბიოლოგიური ნიმუში ავიღეთ

30.05.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    30.05.2020 - ტაბულა.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი ცხელი წერტილია და ყველაზე მეტი - 56 შემთხვევაა დადასტურებული.

გამყრელიძე: 9 ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო, შესაძლოა, სამედიცინო სფეროდან იყოს

30.05.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    30.05.2020 - ტაბულა.ჯი

საავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის 30 მაისს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 9 არის ე.წ საბურთალოს კლასტერი. გამყრელიძე ამბობს, რომ ამ კლასტერში სულ 11 დაინფიცირებულია გამოვლენილი. ორი გამოვლინდა 28 მაისს, ხო 9 - დღეს, 30 მაისს. მისივე თქმით, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა, საუბარია სულ 50 კონტაქტზე. გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ მათი დაინფიცირების წყარო სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი იყო.

"თვეში 200-ლარიან დახმარებას ვერ აიღებს პირი,ვისაც დამსაქმებელმა ანაზღაურება აპრილში ან მაისში ჩაურიცხა"-როგორ გაიცემა ფულადი დახმარებები

30.05.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    30.05.2020 - კომერსანტ.ჯი

ოპოზიცია ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია მწვავედ აკრიტიკებს - უმუშევრად დარჩენილებისთვის და თვითდასაქმებულებისთვის მიზერულმა (200-300 ლარიანი) თანხებმაც უსაშველოდ დაიგვიანაო. დავა გაგრძელდა 29 მაისსაც, როცა ოპოზიციის მიერ დაბარებული პრემიერი პარლამენტში მივიდა.

ამირან გამყრელიძე - კორონავირუსთან დაკავშირებით ჩვენ ირგვლივ ყველა ქვეყანაში სიტუაცია დაძაბულია, უნდა ვიყოთ მეტი სიფრთხილით

30.05.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    30.05.2020 - კომერსანტ.ჯი

ახალ კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით გლობალური სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება, 6 მილიონს გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობამ და დაახლოებით 6,1 პროცენტია სიკვდილიანობა, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მცირდება.

ამირან გამყრელიძე - გარწმუნებთ, კორონავირუსის შემთხვევათა მატება არის მართვადი და არ არის ის რიცხვი, რომელსაც ჩვენ ვერ მოვერევით

30.05.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    30.05.2020 - კომერსანტ.ჯი

გარწმუნებთ, კორონავირუსის შემთხვევათა მატება არის მართვადი და არ არის ის რიცხვი, რომელსაც ჩვენ ვერ მოვერევით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, წინა დღეებში გამოვლინდა კორონავირუსის ახალი სამი, შემდეგ რვა და დღეს კი, 11 შემთხვევა, რაც არ არის დიდი რიცხვი.

ამირან გამყრელიძე - შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოსალოდნელიც იყო კოვიდ 19-ის შემთხვევების მატება, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს მატება ყოველთვის მართვადია და იქნება მართვადი

30.05.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    30.05.2020 - ბიპიენ.ჯი

დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო. როგორც გამყრელიძე განმარტავს, სიტუაცია საგანგაშო არ არის, თუმცა, ის საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. „დღეს დილისთვის 11 შემთხვევა გვაქვს.

საბურთალოს კლასტერის პირველწყარო, სავარაუდოდ, სამედიცინო მუშაკია

30.05.2020

მედია საშუალებები:    ნეტგაზეთი.ჯი

Link:    30.05.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

თბილისში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი კლასტერი, საიდანაც 11 ადამიანს კოვიდ ინფექცია დაუდასტურა და კონტაქტების კვლევა გრძელდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სწორედ ამ შემთხვევას უკავშირდება საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთ კორპუსში მიმდინარე ეპიდემიოლოგიური სამუშაოები. თავდაპირველად კორონავირუსი დაუდასტურდა ერთი ოჯახის 2 წევრს, რომელთაგან ერთი სამედიცინო მუშაკია, გამოკვლეულ იქნა მათი მათი 50-მდე კონტაქტი, რომელთაგან 9-ს კოვიდ-19-ის ინფექცია აღმოაჩნდა.

ამირან გამყრელიძე "საბურთალოს კლასტერის" ჩამოყალიბებას ადასტურებს

30.05.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    30.05.2020 - პია.ჯი

კოვიდ-19-ის გავრცელების გამო თბილისში, საბურთალოზე, ერთ-ერთი უბნის იზოლაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს. "გიდასტურებთ, რომ საბურთალოზე გახლავთ ეს კლასტერი და მიმდინარეობს ამ კლასტერის ინდივიდუალური გამოკვლევა", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

,,კორონავირუსი არც ამ წლის ბოლომდე გაქრება" - ამირან გამყრელიძე

30.05.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    30.05.2020 - პია.ჯი

,,არავითარი პანიკის საფუძველი არ არის საქართველოში"- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელძემ ჟურნალისტებს განუცხადა. თუმცა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა ისწავლონ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად. ,,გვექნება ახალი შემთხვევები 3,4,5, 10 თუმცა არ არის ეს დიდი პრობლემა მართვადია.

გამყრელიძე: სოფელ მუშევანში ყველაზე ცხელი წერტილი გვაქვს

30.05.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    30.05.2020 - პია.ჯი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კოვიდ-19-ზე მასობრივი ტესტირება ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. გამყრელიძის თქმით, ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან 574 ბიოლოგიური ნიმუში უკვე აღებულია. "ყველაზე ცხელი წერტილი გვაქვს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელი მუშევანი. სადაც კოვიდზე 55 შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

ეზუგბაია: Covid-19-ის ახალი შემთხვევებიდან 2 ბოლნისიდანაა, 9 — სხვა ინფიცირებულთან კონტაქტი

30.05.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    30.05.2020 - ონ.ჯი

„დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისის ე.წ. კლასტერიდანაა, ხოლო 9 თბილისში, ერთ-ერთი აქამდე ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირია. "ეს ახალი კლასტერი არ არის, ცნობილი წყაროა, დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.

კორონავისის დადასტურებული შემთხვევები 11-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა — 24-ით

30.05.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    30.05.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 საქართველოში კორონავირუსი კიდევ 11 ადამიანს დაუდასტურდა. ჯერჯერობით უცნობია, ახალი შემთხვევები დადასტურდა კარანტინში მყოფ ადამიანებში თუ სხვაგან. ამის შესახებ მოგვიანებით გახდება აცნობილი. ამასთან, 24-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. მონაცემები StopCov.ge-ზე უკვე განახლდა. გ

რა წესები უნდა დაიცვან ბაზრობებზე მომხმარებლებმა, დასაქმებულებმა და ბიზნესოპერატორებმა

30.05.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    30.05.2020 - ონ.ჯი

ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლითაც ბაზრობებზე უნდა იხელმძღვანელონ. მინისტრის შესაბამისი ბრძანება ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მომხმარებელთა ვალდებულებები: ბაზრობის სივრცეში მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას რეკომენდაციები, რომლებიც გამოკრულია შესასვლელში; ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა განახორციელოს მხოლოდ მითითებული სავალდებულო შესასვლელითა და გამოსასვლელით;

ხულოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა

30.05.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    30.05.2020 - კვირა.ჯი

ხულოში სისხლის უანგარო დონაციის მორიგი აქცია ჩატარდა. ამჯერად, ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ხულოს საოლქო ორგანიზაცია შეურთდა. “გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ – უანგარო დონაციის აქციის ფარგლებში, სისხლი ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებმა, ,,ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმა და მოხალისეებმა გაიღეს. დონაციის აქციას ორგანიზებას სამედიცინო ცენტრი ,,მედინა“ უწევდა.

ჩამოყალიბდა ახალი, საბურთალოს კლასტერი - ამირან გამყრელიძე

30.05.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    30.05.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადეობრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ჩამოყალიბდა ახალი, საბურთალოს კლასტერი. გამყრელიძის თქმით, აღნიშნული კლასტერის ორი სხვადასხვა სავარაუდო წყარო არსებობს, რომელთა კონტაქტების კვლევა ახლა მიმდინარეობს. "ეს ახალჩამოყალიბებული კლასტერი, ესენი არიან ერთი ოჯახი და ოჯახის ძალიან ახლო კონტაქტები. ინფიცირების პირველადი წყარო, როგორც ვფიქრობთ, უნდა იყოს ჩემი კოლეგა და შემდგომ იქიდან გავრცელებული ოჯახში და ოჯახის ახლო კონტაქტებში ინფექცია, მაგრამ ხაზს ვუსვამ, მიმდინარეობს კვლევა, დღესაც ჩვენი ჯგუფი იქ გასულია, იღებენ დამატებით ბიოლოგიურ ნიმუშებს და შესაბამისად, ჩაღრმავებული კვლევები გაგრძელდება.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მძღოლებს Covid-ზე ტესტრირება ჩაუტარდებათ

30.05.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    30.05.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების კორონავირუსზე ტესტირება დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის, კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, საზღვარზე შემოსულ საერთაშორისო გადაზიდვის ყველა მძღოლს, სწრაფი ტესტი ჩაუტარდება.

საზოგადოება ამირან გამყრელიძე: საქართველოში “პლაქვენილით” ნამკურნალებ არც ერთ ავადმყოფზე გართულება არ დაფიქსირებულა

30.05.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    30.05.2020 - კვირა.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში პრეპარატ „პლაქვენილით“ ნამკურნალებ, კორონავირუსით ინფიცირებულ არც ერთ პაციენტზე გართულება არ დაფიქსირებულა. მისი თქმით, „პლაქვენილით“ მკურნალობის შეჩერება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების საფუძველზე მოხდა.

"თვეში 200-ლარიან დახმარებას ვერ აიღებს პირი,ვისაც დამსაქმებელმა ანაზღაურება აპრილში ან მაისში ჩაურიცხა"-როგორ გაიცემა ფულადი დახმარებები

30.05.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    30.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ოპოზიცია ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია მწვავედ აკრიტიკებს - უმუშევრად დარჩენილებისთვის და თვითდასაქმებულებისთვის მიზერულმა (200-300 ლარიანი) თანხებმაც უსაშველოდ დაიგვიანაო. დავა გაგრძელდა 29 მაისსაც, როცა ოპოზიციის მიერ დაბარებული პრემიერი პარლამენტში მივიდა. სწორედ 29 მაისს დაანონსდა - თვითდასაქმებულებისთვის 300-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დაიწყოო. ვინ მიიღო, ვინ არ მიიღო და ვინ საერთოდ ვერ მიიღებს? რა ეტაპზეა ფულადი დახმარებების გაცემის პროცესი? რადიო თავისუფლებამ ინფორმაცია ჯანდაცვის და ფინანსთა სამინისტროებიდანაც მოიპოვა.

თბილისში, კორონავირუსით ინფიცირებული პირი, რომლის კონტაქტებიდან ცხრა ადამიანს ვირუსი დაუდასტურდა, მედიკოსია

30.05.2020

მედია საშუალებები:    რეპორტიორი.ჯი

Link:    30.05.2020 - რეპორტიორი.ჯი

არსებული ინფორმაციით, თბილისში ორი დღის წინ კორონავირუსით ინფიცირებული პირი, რომლის კონტაქტებიდან ცხრა პირს დღეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, მედიკოსია. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა ამ ახალჩამოყალიბებული კლასტერის. „მე პერსონალურ ინფორმაციას არასოდეს გავცემ. შემიძლია, გითხრათ, რომ ესენი არიან ერთი ოჯახის და ოჯახთან ძალიან ახლო კონტაქტები.

პლაქვენილით ნამკურნალებ არცერთ ავადმყოფზე გართულება არ დაფიქსირებულა - გამყრელიძე

30.05.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    30.05.2020 - ნიუპოსტს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ "საქართველოში პლაქვენილით ნამკურნალებ არცერთ ავადმყოფზე გართულება არ დაფიქსირებულა". "არცერთ წამალს კორონავირუსულ ინფექციაზე არ აქვს პირდაპირი ზემოქმედების უნარი. ამ დაავადების მკურნალობა იყო, არის და რჩება დღეს მხოლოდ სიმპტომური და სინდრომული", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სოლიდარობის კვლევიდან“ მედიკამენტი პლაქვენილი დროებით ამოიღო.

სოფელ მუშევანიდან აღებული 574 საკვლევი მასალის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი

30.05.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    30.05.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

2020 წლის 29 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ქვემო ქართლის გუბერნიის და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მოსახლეობის გაფართოებული PCR ტესტირება ჩაატარეს.

14-დღიანი კარანტინი შეჯიბრამდე, თერმოსკრინინგი, დისტანცია — რა წესები უნდა დავიცვათ სპორტში

30.05.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    30.05.2020 - ონ.ჯი

შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, აქტუალური გახდა სპორტული შეჯიბრებების საკითხიც — უნდა ჩატარდეს თუ არა, როგორ უნდა ჩატარდეს და ა.შ. ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური დოკუმენტი შეიმუშავა, სადაც ყველა ეს წესი გაწერა.

COVID-19 – ყველა სიახლე: ინფიცირებულთა რაოდენობა 757-მდე გაიზარდა, 600 გამოჯანმრთელდა

30.05.2020

მედია საშუალებები:    სივილ.ჯი

Link:    30.05.2020 - სივილ.ჯი

30 მაისი, შაბათი 11:15 – ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1-ით – 39-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს. 11:00 – დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 11-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 24-ით გაიზარდა ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 11-ით – 757-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 24 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 600 გახდა.

კახეთში კორონავირუსი 87 მოქალაქეს არ დაუდასტურდა

30.05.2020

მედია საშუალებები:    ქეინიუს.ჯი

Link:    30.05.2020 - ქეინიუს.ჯი

კახეთიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილ კიდევ 87 ნიმუშს PCR მეთოდით გამოკვლევა ჩაუტარდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, ყველა ტესტირების შედეგი უარყოფითია. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ სტაბილურია. “დღეის მდგომარეობით “კოვიდ-19” -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება.

პლაქვენილი კორონავირუსის წინააღმდეგ

30.05.2020

მედია საშუალებები:    ინფორუსთავი.ჯი

Link:    30.05.2020 - ინფორუსთავი.ჯი

საქართველოში "პლაქვენილით" ნამკურნალებ არცერთ ავადმყოფზე გართულება არ დაფიქსირებულა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „პლაქვენილის“ შეჩერება მოხდა გაიდლაინებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე იმიტომ, რომ დაიდო რამდენიმე კვლევა, მათ შორის ერთ-ერთი ბოლო, რომელიც გამოქვეყნდა სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“.

31 მაისი

ინტერნეტ სააგენტო

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა ქვეყანაში სიტუაცია დაძაბულია, უნდა ვიყოთ მეტი სიფრთხილით -+

31.05.2020

მედია საშუალებები:    რეპორტიორი.ჯი

Link:    31.05.2020 - რეპორტიორი.ჯი

ახალ კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით გლობალური სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება, 6 მილიონს გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობამ და დაახლოებით 6,1 პროცენტია სიკვდილიანობა, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მცირდება.

კორონავისის დადასტურებული შემთხვევები 26-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა — 5-ით

31.05.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    31.05.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 საქართველოში კორონავისის დადასტურებული შემთხვევები 26-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა — 5-ით. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

უნდა დაწესდეს “სანიტარული შესვენებები” – რა წესები უნდა დაიცვათ ოფისში მუშაობის დროს

31.05.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    31.05.2020 - აიპრეს.ჯი

ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური წესები, რომლებიც ოფისში მუშაობისას დამსაქმებელმა და დასაქმებულებმა უნდა დაიცვან.საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული უსაფრთხოების განახლებული გაიდლაინები, ითვალისწინებს, რომელთა დაკმაყოფილებაც კომპანიებისთვის სავალდებულოა.

„საბურთალოს კლასტერში“ დაინფიცირებულების რიცხვი გაიზარდა

31.05.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    31.05.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 26-ით გაიზარდა. როგორც დღეს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ბრიფინგზე თქვა, 26 ახალი შემთხვევიდან 4 ე.წ. „საბურთალოს კლასტერს“ უკავშირდება. ამ კლასტერიდან ოჯახის 7 წევრი იყო დაინფიცირებული, ახლა ამ კლასტერის საერთო რიცხვი 11-ია. გუშინ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ კლასტერის 50 კონტაქტი უკვე გამოკვლეულია.

ბოლნისში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

31.05.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    31.05.2020 - კვირა.ჯი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მერიაში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, 17 პირი სოფელი მუშევანის მკვიდრია, ერთი კი სასწრაფო დახმარების მძღოლი “ლუგარის ლაბორატორიაში 574 პირის საკვლევი მასალა გაიგზავნა.

ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან გუშინ ასამდე შემთხვევა გამოვიკვლიეთ, დადასტურდა 4 - გამყრელიძე

31.05.2020

მედია საშუალებები:    პუბლიკა.ჯი

Link:    31.05.2020 - პუბლიკა.ჯი

დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ პრესკონეფერნციაზე, კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო 24 საათში 26 შემთხვევა დადასტურდა და აქედან 18 უკავშირდება ყველაზე ცხელ წერტილს ქვეყანაში, ბოლნისი რაიონს. „გუშინაც და გუშინწინაც მოგახსენეთ, რომ პარასკევს სოფელ მუშევანში გვქონდა დიდი აქცია, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, სადაც თითქმის მთელი სოფელი – 574 ადამიანი იქნა გამოკვლეული.

სომხეთი მიესალმება საქართველოს მზაობას, დაეხმაროს კორონავირუსთან ბრძოლაში, თუმცა, ვიმედოვნებთ, ამის საჭიროება არ იქნება – პაშინიანი

31.05.2020

მედია საშუალებები:    ბიეფემ.ჯი

Link:    31.05.2020 - ბიეფემ.ჯი

სომხეთი მიესალმება საქართველოს მზაობას, დაეხმაროს კორონავირუსთან ბრძოლაში, თუმცა, იმედოვნებს, რომ ამის საჭიროება არ იქნება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შაბათის ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, თვლის თუ არა, რომ შესაძლოა, სომხეთმა მიმართოს დახმარებისთვის საქართველოს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებას, რომ თუ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიმართვა იქნება, რაიმე სახის დახმარების საჭიროების შესახებ, ამისთვის მზად არიან.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან პირველადი ინფიცირებულის 100-მდე კონტაქტია გამოკვლეული

31.05.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    31.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან პირველადი ინფიცირებულის დაახლოებით 100-მდე კონტაქტია გამოკვლეული და 4 ადამიანს ვირუსი დაუდასტურდა. მან ბოლო დღეებში გამოვლენილ შემთხვევებზე ისაუბრა და აღნიშნა: „ჩვენ, დღეს დილის მონაცემებით, 30 იანვრიდან დღემდე ქვეყანაში 57 ათასამდე შესაძლო შემთხვევა გვაქვს გამოკვლეული, ამ ადამიანებს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები ჩაუტარდათ, მათ შორის აუცილებლად PCR კვლევა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა იმ ტრაილერის მძღოლის ტესტირება მიმდინარეობს, რომელიც ქვეყანაში შემოდის, რათა ვირუსის შესაძლო იმპორტი თავიდან იქნას აცილებული

31.05.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    31.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში სახმელეთო გზებით შემოსული ყველა ტრაილერის მძღოლის სწრაფი ტესტებით ტესტირება მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია, რადგან ქვეყანა საჭირო ტვირთით მარაგდება, თუმცა მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ყველა წესი, რომ ინფექციის შემოსვლა თავიდან ავირიდოთ. „29 მაისიდან დაიწყო პროცესი, ყველა ტრაილერის მძღოლის, რომლებიც ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო გადმოსასვლელებით, ადგილზე სწრაფი ტესტებით ტესტირების.

გამყრელიძე – ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან პირველადი ინფიცირებულის 100-მდე კონტაქტია გამოკვლეული

31.05.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    31.05.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან პირველადი ინფიცირებულის 100-მდე კონტაქტია გამოკვლეული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ინფიცირების წყარო, საბურთალოს რაიონში ნუცუბიძის მეორე პლატოზე დევნილთა კორპუსში ცხოვრობდა, სადაც ეპიდემიოლოგებმა თითქმის ყველა მოსახლეს ტესტი აუღეს და ტერიტორიის დეზინფექციაც ჩაატარეს.

გამყრელიძე – შემსუბუქების პროცესში მოსალოდნელია ახალი შემთხვევების მატება, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არის

31.05.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    31.05.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

შემსუბუქების პროცესის მიმდინარეობისას, ყველა ქვეყანაში დაფიქსირდა შემთხვევათა რაოდენობის მატება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ინფიცირებულთა რიცხვის 26-ით მომატება პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს.

ამირან გამყრელიძე – ინფიცირების შემთხვევების მატება შეზღუდვების მოხსნით გამოწვეული არ არის

31.05.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    31.05.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატება, შეზღუდვების მოხსნითგამოწვეული არ არის. „მუშევანი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი)გვაქვს და გვქონდა ყველაზე დაზიანებული ადგილი ქვეყანაში და ველოდებოდით, რომ გვექნებოდა დამატებითი შემთხვევები. ამიტომ, პარასკევს თითქმის სრულად მოსახლეობა გამოვიკვლიეთ და დამატებით 18 შემთხვევა იყო იდენტიფიცრებული. ამავე დროს, საბურთალოს ე.წ. კლასტერი არის ყველა კონტაქტი ინფიცირებულთან და ეს ინფიცირებული გახლდათ ჩვენი კოლეგა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარაში ერთი თვეა, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

31.05.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    31.05.2020 - ნიუპოსტს.ჯი

აჭარაში ერთი თვეა, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად. აჭარაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ლაბორატორიებში 444 პირი გამოიკვლიეს, მათგან ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია. ცნობისთვის, აჭარაში დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსზე ტესტი სულ 12 900-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა.

მოსაზრება, რომ ნიკოტინს აქვს დამცველობითი უნარი კოვიდის საწინააღმდეგოდ, არის მითი - ამირან გამყრელიძე

31.05.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    31.05.2020 - ნიუპოსტს.ჯი

მოსაზრება, რომ ნიკოტინს აქვს დამცველობითი უნარი კოვიდის საწინააღმდეგოდ, არის მითი - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, აღნიშნული მოსაზრება თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების ხრიკია რათა მათი შემოსავალი გაიზარდოს. „რაც შეეხება თამბაქოს და კოვიდს. ორივე აზიანებს სასუნთქ სისტემას და სასუნთქი სისტემების გავრცელებას უწყობს ხელს.

პანიკის საფუძველი არ გვაქვს, ქვეყანაში პროცესები მართვადია, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულ კონტროლს ექვემდებარება - ამირან გამყრელიძე

31.05.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    31.05.2020 - ნიუპოსტს.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, შეზღუდვების შემსუბუქება ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას გამოიწვევს, თუმცა პროცესები მართვადია და პანიკის საფუძველი არ გვაქვს. გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ 26 ახალი შემთხვევიდან ყველას კონტაქტი ცნობილია და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულ კონტროლს ექვემდებარება. „ზოგადად, შემსუბუქების პროცესის მიმდინარეობისას ყველა ქვეყანაში დაფიქსირდა შემთხვევათა რაოდენობის მატება.

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში შემოსულ სატვირთოს მძღოლებს ტესტირება უტარდებათ, რათა ინფექციის შემოტანის რისკები თავიდან ავირიდოთ

31.05.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    31.05.2020 - კვირა.ჯი

“ქვეყანაში სახმელეთო გზებით შემოსული ყველა ტრაილერის მძღოლის სწრაფი ტესტებით ტესტირება მიმდინარეობს”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია, რადგან ქვეყანა საჭირო ტვირთით მარაგდება, თუმცა მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ყველა წესი, რომ ინფექციის შემოსვლა თავიდან ავირიდოთ.

გამყრელიძე: დღევანდელი 26 ახალი შემთხვევა პანიკის არავითარი საფუძველი არ არის

31.05.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    31.05.2020 - ტაბულა.ჯი

“გუშინდელი და დღევანდელი მატების შემთხვევები ამ ეტაპზე არ არის შეზღუდვების მოხსნის პირდაპირი შედეგი. მუშევანი გვაქვს და გვქონდა ყველაზე დაზიანებული ადგილი ქვეყანაში, ცხელი წერტილი. ველოდებოდით, რომ გვექნებოდა შემთხვევები, გარდა იმისა, რაც ადრე დავადგინეთ. ამავე დროს, ე.წ. საბურთალოს კლასტერში არიან ინფიცირებულის კონტაქტები და ვთქვით, რომ ინფიცირებული ჩვენი კოლეგაა. ჩემი კოლეგა არის სამედიცინო მუშაკი სხვა დაწესებულებიდან.

NCDC: თამბაქოს მომხმარებელ COVID-პაციენტებში გართულებები და გარდაცვალება უფრო ხშირია

31.05.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    31.05.2020 - ტაბულა.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლელა სტურუას თქმით, თამბაქოს მომხმარებლ COVID-პაციენტებში გართულებები და გარდაცვალება უფრო ხშირია, ვიდრე არამწეველ პაციენტებში. სტურუა ამბობს, რომ მწეველები მაღალი რისკის მატარებლები არიან და ეს ეხება ელექტრონულ სიგარეტსაც და ჩილიმსაც. "ჩილიმის შემთხვევაში ვითარება კიდევ უფრო გართულებულია, ვინაიდან მოწევა საერთო მილაკიდან ხდება, რაც დაინფიცირების რისკს ზრდის.

ამირან გამყრელიძე - თამბაქო საქართველოში ყოველწლიურად მთლიანი სიკვდილიანობის 22%-ს იწვევს

31.05.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    31.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თამბაქოს მოხმარების მხრივ საქართველოში საკმაოდ რთული ვითარებაა, რადგან მისი მოხმარებთ გამოწვეული სიკვდილიანობა საერთო რიცხვის 22%-ს შეადგენს. ამირან გამყრელიძის გამარტებით, თამბაქოს მოხმარების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადი ახალგაზრდა თაობაა.

ამირან გამყრელიძე - ე.წ. საბურთალოს კალსტერიდან 15 საავადმყოფოში, 30 კი საკარანტინე სივრცეშია გადაყვანილი

31.05.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    31.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მონაცემებით, ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან კოვიდ ინფექცია 15 ადამიანს აქვს დადასტურებული. მისივე თქმით, ამ დროისთვის კლასტერის 100-მდე კონტაქტია შესწავლილი. „საბურთალოს კლასტერის 100-მდე კონტაქტი შევისწავლეთ და კიდევ მიმდინარეობს ეს კვლევები.

“საბურთალოს კლასტერიდან 15-ს დაუდასტურდა, 30 ადამიანი კი კარანტინშია გადაყვანილი” – გამყრელიძე

31.05.2020

მედია საშუალებები:    ნეტგაზეთი.ჯი

Link:    31.05.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ე.წ. საბურთალოს კლასტში 100-მდე კონტაქტია მოძიებული და ეს პროცესი გრძელდება. გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ამ კონტაქტებიდან, 15-ს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, 30 ადამიანი კი კარანტინშია გადაყვანილი: “100-მდე კონტაქტი იქნა შესწავლილი და ეს პროცესი გრძელდება სულ, ერთად დადასტურდა ამ კლასტერის 15 დადებითი შემთხვევა და გარდა იმისა, რომ ეს 15 გადაყვანილია საავადმყოფოში, 30 ადამიანი ამ კლასტერიდან გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში” – ამბობს გამყრელიძე.

ბოლნისის რაიონში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

31.05.2020

მედია საშუალებები:    რეგინფო.ჯი

Link:    31.05.2020 - რეგინფო.ჯი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში აღებული 574 ბიოლოგიური მასალის კვლევის შედეგად, კორონავირუსი 17-ს დაუდგინდა. 14 საკვლევი მასალა იყო აღებული ქალაქ ბოლნისში, საიდანაც Covid 19 ერთ პირს დაუდგინდა. ინფიცირებული ბოლნისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მძღოლია. ამჟამად სოფელ მუშევანში 73 ადამიანია ინფიცირებული, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი 183. მათგან 83 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 დაიღუპა. 31 მაისს კიდევ 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 4 საკარანტინე სივრციდანაა, ხოლო 4 ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან.

დედოფლისწყაროში სატვირთოს მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

31.05.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    31.05.2020 - ნიუპოსტს.ჯი

დედოფლისწყაროში სატვირთოს მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულია 54 წლის მამაკაცი, რომელსაც მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს. მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა და ამ დროისათვის აღმოჩენილია 10 კონტაქტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ კახეთი კვლავ მწვანე ზონად რჩება, რადგან ინფიცირებული ვირუსის რუსეთიდან შემომტანია და წყარო არა კახეთი, არამედ ჩრდილოელი მეზობელია.

ინფიცირებულია ტრაილერის მძღოლი, რომელიც შემოსულია ჩრდილოელი მეზობლიდან, კახეთში ინფექციის წყარო არ არის - ამირან გამყრელიძე

31.05.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    31.05.2020 - ნიუპოსტს.ჯი

ინფიცირებულია ტრაილერის მძღოლი, რომელიც შემოსულია ჩრდილოელი მეზობლიდან, კახეთში ინფექციის წყარო არ არის - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის თქმით, ინფიცირებული პაციენტი წარმოშობით კახეთიდანაა, თუმცა კახეთში არ დაინფიცირებული, არამედ ინფექციის წყარო ჩრდილოელი მეზობელია.

კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

31.05.2020

მედია საშუალებები:    პროგრესნიუს.ჯი

Link:    31.05.2020 - პროგრესნიუს.ჯი

კახეთში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი სასწრაფოს ექიმს დაუდგინდა. ახლა ეპიდემიოლოგები ყველა კონტაქტს სწავლობენ. კახეთიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 325 პირის ნიმუში გააგზავნეს და კორონავირუსი მხოლოდ ერთს აღმოაჩნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 783 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 605 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.

ქუთაისში 113 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს – კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა

31.05.2020

მედია საშუალებები:    მარშალპრეს.ჯი

Link:    31.05.2020 - მარშალპრეს.ჯი

ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 113 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, რომელთაგან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, , გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, პაცინეტებსა და მედპერსონალის ნაწილს ჩაუტარდა

"საბურთალოს ე.წ. კალსტერიდან 15 საავადმყოფოში, 30 კი საკარანტინე სივრცეშია გადაყვანილი"

31.05.2020

მედია საშუალებები:    აქცენტნიუს.ჯი

Link:    31.05.2020 - აქცენტნიუს.ჯი

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სადღეისოდ საბურთალოს ე.წ. კლასტერიდან კოვიდ–ინფექცია 15 ადამიანს აქვს დადასტურებული. მისივე თქმით, ამ დროისთვის ე.წ. კლასტერის 100-მდე კონტაქტია შესწავლილი. „საბურთალოს ე.წ. კლასტერის 100-მდე კონტაქტი შევისწავლეთ და კიდევ მიმდინარეობს ეს კვლევები.

COVID-19 – ყველა სიახლე: ინფიცირებულთა რაოდენობა 26-ით გაიზარდა, კიდევ 5 გამოჯანმრთელდა

31.05.2020

მედია საშუალებები:    სივილ.ჯი

Link:    31.05.2020 - სივილ.ჯი

31 მაისი, კვირა 11:00 – დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 26-ით გაიზარდა, კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა ბოლო მონაცენებით, ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 26-ით 783-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი. ამით ვირუსისგან გამოჯანმერთელებულა საერთო რაოდენობა 605 გახდა.

თამბაქოს მოხმარების გამო ქვეყანაში 11 400 ადამიანი იღუპება, აქედან 300 ბავშვია — NCDC

31.05.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    31.05.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლელა სტურუას განცხადებით, თამბაქოს მოხმარების გამო ქვეყანაში 11 400 ადამიანი იღუპება, საიდანაც 300 ბავშვია. მისი თქმით, წელს კოვიდპერიოდში ძალიან ბევრმა ინდუსტრიამ შეცვალა თავისი მოქმედება, მაგრამ თამბაქოს ინდუსტრიას არაფერი შეუცვლია.

კახეთში ინფექციის წყარო არ არის – ამირან გამყრელიძე

31.05.2020

მედია საშუალებები:    2020ნიუს.ჯი

Link:    31.05.2020 - 2020ნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, გავრცელებულ ინფორმაციას, კახეთში კორონავირუსის დადასტურების შესახებ – უარყოფს. მისი განმარტებით, ინფიცირებული პირი, წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელსაც საკარანტინე სივრცეში მყოფ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. „კახეთში არ დადასტურებულა, არის კახეთიდან წარმოშობით ადამიანი, რომელსაც საკარანტინე სივრცეში მყოფ ადამიანთან კონტაქტით, რუსეთიდან შემოსვლისას, დაუდასტურდა.

26 ახალი შემთხვევა არ არის შეზღუდვების მოხსნის შედეგი – გამყრელიძე

31.05.2020

მედია საშუალებები:    ბათუმელები.ჯი

Link:    31.05.2020 - ბათუმელები.ჯი

„შემსუბუქებული რეგულაციების შემდეგ შესაძლებელია იყოს ინფიცირების შემთხვევების მატება“ – განაცხადა დღეს, 31 მაისს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე, თუმცა, იქვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში სიტუაცია კონტროლს ქვეშაა. „ეპიდსიტუაცია ემორჩილება კონტროლს“ – განაცხადა გამყრელიძემ.

​