From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : 30 აპრილი მედია მონიტორინგი
Received On : 30.04.2020 12:08
Attachments :

მედია მონიტორინგი

30 აპრილი

ტელევიზია

კორონავირუსი

30.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    30.04.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

1. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 19 ინფიცირებული პაციენტია. 2. ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ სოფელ რუხიდან შეყვანილ ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 25 წლის ქალი მძიმე მდგომარეობაში იყო. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუხიდან ქუთაისში ის მწვავე აპენდიციტით, ტემპერატურითა და ვირუსზე საეჭვო სხვა სიმპტომებით გადაიყვანა. პაციენტი ამ დროისათვის მკურნალობას კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში გადის.

კორონავირუსი, ჯანდაცვის პროგრამები

30.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    30.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

1. მთავრობამ 930 ათას ლარად 30 000 სწრაფ ტესტს ყიდულობს. ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის 30 000 სწრაფი ტესტის შეძენის შესახებ ხელშეკრულება მოამზადა და შესყიდვის განხორციელების თაობაზე ნებართვას უკვე შესყიდვების სააგენტოსგან ელოდება. ხელშეკრულების მიხედვით სწრაფ ტესტებს შპს სოლემარტი მიაწვდის. ტესტის მწარმოებელი კი ჰოლანდიური კომპანია იქნება.

გორის სამხედრო ჰოსპიტალის COVID ინფიცირებულ მედდას კონტაქტი კარალეთში მცხოვრებ ძმის ოჯახთანაც ჰქონდა

30.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 09:00

Link:    30.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

გორის სამხედრო ჰოსპიტალში უმცროს მედდას, გეგმიური PCR ტესტირებისას კორონავირუსი დაუდასტურდა. დაინფიცირებული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისიდანაა. მას კონტაქტი ჰქონდა ძმის ოჯახთანაც, რომელიც კარალეთში ცხოვრობს. ოჯახები ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

კორონავირუსი, სოციალური დახმარება და გავლენა ბიზნესზე

30.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    30.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

1. დაქირავებით დასაქმებული ადამიანები, რომელთაც ხელფასი აღარ ერიცხებათ, არიან უხელფასო შვებულებაში ან გათავისუფლებული სამსახურიდან, სახელმწიფოსგან მიიღებენ თვეში 200 ლარის ოდენობის დახმარებას 6 თვის განმავლობაში. ეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ განმარტა. გუშინ პარასკევს მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული ე.წ. ჩაშლილი პრეზენტაციიდან გუშინ უკვე ჯანდაცვის სამინისტროს ჯერი იყო.

ჩინეთის ელჩის შეფასება

30.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    30.04.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

საქართველოს აქვს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რეგიონში, რაც ნამდვილად სამაგალითოა - ასეთია საქართველოში ჩინეთის ელჩის შეფასება. ლი იანთან ერთად ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდნენ, ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული სამედიცინო ნედლეული და აღჭურვილობა ინახება.

კორონავირუსი

30.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    30.04.2020 - I არხი - მოამბე 09:00

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კიდევ ათით გაიზარდა. ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 178 ადამიანი.

კორონავირუსი

30.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    30.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

178 გამოჯანრთელებული, 517 ინფიცირებული და 6 გარდაცვლილი - კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ვითარება ახლა ასეთია. განკურნებულთა რიცხვი გუშინ საღამოს 10 გაიზარდა. 2. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისძთვის 19 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტია. მათი მდგომარეობა სტაბილურია. უახლოესდ პერიოდში კლინიკას სამი პაციენტი დატოვებს. 3. ქუთაისის კლინიკა "ბომონდში" სოფელ რუხიდან გადაყვანილ ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ჩინეთიდან საქართველოში 52 ტონა სამედიცინო აღჭურვილობა ჩამოვიდა

30.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    30.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

"საქართველოს აქვს კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რეგიონში, რაც ნამდვილად სამაგალითოა", - ასეთია ჩინეთის ელჩის შეფასება. ლი იანთან ერთად, ჯანდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდნენ, სადაც ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად სამედიცინო ტვირთი და აღჭურვილობა ინახება.

საქმიანობის აღდგენის მოთხოვნის მიზნით, კომპანიებს ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე დარეგისტრირება უკვე შეუძლიათ

30.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    30.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

საქმიანობის აღდგენის მოთხოვნის მიზნით, კომპანიებს ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე დარეგისტრირება უკვე შეუძლიათ. აპლიკაციის შევსებისთანავე კომპანიები იმ დღესვე გაიგებენ თავიანთ სტატუსს თუ რამდენად აკმაყოფილებენ ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციებს იმისთვის, რომ საქმიანობა დაიწყონ.

მარინა ეზუგბაიას ბრიფინგი

30.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი პირდაპირი

Link:    30.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი პირდაპირი

მარინა ეზუგბაია: "გუშინ დილის მონაცემებით გვქონდა 517 შემთხვევა, 24 საათში დაგვემატა 22 ახალი შემთხვევა და ახლა გვყავს 539 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულიც დაგვემატა -10 პაციენტი. იყო 168 და გახდა 178 გამოჯანმრთელებული ჯამში. ამ მონაცემების შეჯერებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღესდღეობით, COVID ცენტრებში მკურნალობ 361 პაციენტი.

აგრესიული ტესტირება; 539 კოვიდინფიცირებული

30.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

Link:    30.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

აგრესიული ტესტირებები ქვეყანაში და ხარვეზი, რომელზეც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი საუბრობს. კორონოავირუსზე კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ერთ სულ მოსახლეზე ჩატარებული ტესტირებების რაოდენობით სხვა ქვეყნებს ჩამოვრჩებით. აღნიშნული განცხადება თენგიზ ცერცვაძემ ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემაში სტუმრობისას გააკეთა. თენგიზ ცერცვაძემ გადაცემაში სტუმრობისას ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსის თემის პოლიტიზირება ხდება.

კორონავირუსი

30.04.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00

Link:    30.04.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00

1. დილის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 22 ადამიანს დაუდასტურდა. მათი უმრავლესობა თეთრიწყაროს კლასტერს განეკუთვნება. შესაბამისად, ახალი მონაცემებით ქვეყანაში 539 დადასტურებული შემთხვევაა და 178 გამოჯანმრთელებულია, გარდაიცვალა 6, ხოლო კიდევ 3 პაციენტს კორონავირუსი საზღვარგარეთ დაუდასტურდა და ისინი ახლა აქ მკურნალობენ, რაც იმას ნიშნავს ამ დროისთვის საქართველოს კლინიკებში რეალურად 358 პაციენტი მკურნალობს. 2. ახალ ინფიცირებულებს შორის ერთი ბათუმში კლინიკა მედალფაშია გადაყვანილი. იგი მანამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ჩინეთიდან საქართველოში 52 ტონა სამედიცინო აღჭურვილობა ჩამოვიდა

30.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    30.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

"საქართველოს აქვს კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რეგიონში, რაც ნამდვილად სამაგალითოა", - ასეთია ჩინეთის ელჩის შეფასება. ლი იანთან ერთად, ჯანდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდნენ, სადაც ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად სამედიცინო ტვირთი და აღჭურვილობა ინახება.

საქართველოს კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს რეგიონში, რაც ნამდვილად სამაგალითოა

30.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    30.04.2020 - I არხი - მოამბე 12:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაური, საქართველოში ჩინეთის ელჩთან ლი იანთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვივნენ, სადაც ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული სამედიცინო ნედლეული და აღჭურვილობა ინახება.

ოპოზიცია მთავრობის 15-ე დადგენილების შეჩერებას ითხოვს

30.04.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

Link:    30.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

მაშინ, როდესაც ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების პიკშია და როცა ხელისუფლების მტკიცებითვე, გადამწვეტი სიტყვა ამბულატორიებმა უნდა თქვან, მთავრობა პირველადი ჯანდაცვის სისტემას კატასტროფის წინაშე აყენებს. 1 მაისიდან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სახელმწიფო დაფინანსება იმ ამბულატორიებს და პოლიკლინიკებს შეუწყდებათ, რომელთა რეგისტრირებული კონტიგენტი 13 000-ზე ნაკლებია, ეს კი პირველადი ჯანდაცვის ობიექტის დახურვას ნიშნავს და იქ დასაქმებულებს უმუშევრად დატოვეს. ოპოზიციაში ხელისუფლების გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ. ზურაბ ჭიაბერაშვილი:"15-ე დადგენილება ლოგიკური გაგრძელებაა ცნობილი 520-ე დადგენილების და ეს დადგენილება მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს".

კორონავირუსისი პოსტკრიზისულ პერიოდში აუცილებელია ქართული სამშენებლო კომპანიებისთვის ხელშემწყობი პროგრამები შეიქმნას

30.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - ახალი დღე

Link:    30.04.2020 - I არხი - ახალი დღე

კორონავირუსისი პოსტკრიზისულ პერიოდში აუცილებელია ქართული სამშენებლო კომპანიებისთვის ხელშემწყობი პროგრამები შეიქმნას. ამის სესახებ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში საუბრობენ. ბიზნესგაერთიანებაში განმარტავენ რომ ადგილობრივი ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებები კრიზირულ პერიოდში ყევლა ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია.

კორონავირუსი

30.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 14:00

Link:    30.04.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00

საქართველოში კორონავირუსი 539 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 178 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული 82 წლის ქალის მდგომარეობა, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი და ქვედა კიდურების ამპუტაცია აქვს, გაუმჯობესდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.

ჩინეთის ელჩის შეფასება

30.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    30.04.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

საქართველოს აქვს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რეგიონში, რაც ნამდვილად სამაგალითოა - ასეთია საქართველოში ჩინეთის ელჩის შეფასება. ლი იანთან ერთად ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდნენ, ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული სამედიცინო ნედლეული და აღჭურვილობა ინახება.

დისტანციური შეხვედრა

30.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    30.04.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს გაეროს ასოციაციის პროგრამა ვითას ახალგაზრდულ ჯგუფთნ ვიდეო კონფერენცია გამართა. დისტანციურ შეხვედრაზე მთავრობის მიერ კოვიდ 19-ის პრევენციისათვის გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ იმსჯელეს.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მორიგი სხდომა გამართა

30.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 14:00

Link:    30.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 14:00

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. საბჭოს წევრებმა ღონისძიებების შემდგომ შემსუბუქებასთან დაკავშირებით იმსჯელეს, რაც ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად განხორციელდება. სხდომაზე, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით განაცხადი უკვე ასობით კომპანიამ გააკეთა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები მაქსიმალურად მოკლე ვადებში შეამოწმებენ.

თბილისში, შუახნის ქალს, კოროანვირუსი ზიარების შემდეგ დაუდასტურდა.

30.04.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

Link:    30.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

თბილისში, შუახნის ქალს, კოროანვირუსი ზიარების შემდეგ დაუდასტურდა. ეს უკევ მეორე შემთხვევაა, როდესაც ვირუსის გავრცეელების კერა ეკლესია აღმოჩნდა. ქალი დიღმის ლაზარეს ტაძარში, ბზობის წინა დღეს 11 აპრილს ეზიარა. ამის შემდეგ მან თავი შეუძლოდ იგრძნო და 14 აპრილს უკვე კორონავირუსი დაუდგინდა. პაციენტი მერიის გამწვანების სამსახურში მუშაობდა და ყოველდღე უვლიდა მთაწმინდის პანთეონს. ასევე იყო მამა დავითის ტაძრის მრევლიც.

პირდაპირი ჩართვა ჯანდაცვის სამინისტროდან

30.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 15:00

Link:    30.04.2020 - I არხი - მოამბე 15:00

თენგიზ ცერცვაძე: ყველა ქვეყანაში რეალური ციფრი ინფიცირებულების იმაზე მეტია, ვიდრე არის დარეგისტრირებული, რადგან თქვენ წარმოიდგინეთ, არიან ისეთები, რომლებიც არიან რისკის ჯგუფები, ან არ არიან და შემთხვევით შეხვდნენ ინფიცირებულებს და ყველა ხომ არ არის გამოკვლეული, არცერთ ქვეყანაში არ არის ყველა გამოკვლეული. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს უმთავრესი მოთხოვნა კორონავირუსის პრევენციის კუთხით კვლავ სოციალური დისტანციის დაცვა რჩება.

დილიდან კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა სოფელ თერგვისში

30.04.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

Link:    30.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

დილიდან კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა სოფელ თერგვისში, აქედან 2 არასრულწლოვანია. სამივე პაციენტი,გორის სამხედრო ჰოსპიტალის ინფიცირებული ექთნის კონტაქტია.

ინტერნეტ სააგენტო

 

ჩინეთის ელჩი საქართველოში - საქართველოს კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს რეგიონში, რაც ნამდვილად სამაგალითოა

30.04.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    30.04.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაური, საქართველოში ჩინეთის ელჩთან ლი იანთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვივნენ, სადაც ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული სამედიცინო ნედლეული და აღჭურვილობა ინახება.

ჩინეთის ელჩი - საქართველოს კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს რეგიონში, რაც ნამდვილად სამაგალითოა

30.04.2020

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    30.04.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაური, საქართველოში ჩინეთის ელჩთან ლი იანთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვივნენ, სადაც ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული სამედიცინო ნედლეული და აღჭურვილობა ინახება. აღსანიშნავია, რომ 50 ტონაზე მეტი სამედიცინო ნედლეული და აღჭურვილობა თბილისში 28 აპრილს ჩამოვიდა და მას აეროპორტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე დახვდა.

საქართველოს კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს რეგიონში, რაც სამაგალითოა – ჩინეთის ელჩი

30.04.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    30.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაური, საქართველოში ჩინეთის ელჩთან ლი იანთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვივნენ, სადაც ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული სამედიცინო ნედლეული და აღჭურვილობა ინახება.

საქმიანობის აღდგენის მიზნით კომპანიებს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე დარეგისტრირება უკვე შეუძლიათ

30.04.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    30.04.2020 - ინფო9

საქმიანობის აღდგენის მოთხოვნის მიზნით, კომპანიებს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე დარეგისტრირება უკვე შეუძლიათ. სარეგისტრაციო აპლიკაცია სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. მისი შევსებისთანავე, კომპანიები იმ დღესვე გაიგებენ თავიანთ სტატუსს, რამდენად აკმაყოფილებენ ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციებს იმისთვის, რომ საქმიანობა დაიწყონ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კომპანიაში ხარვეზები გამოვლინდება, ის დამატებით რეკომენდაციებს მიიღებს და მიეცემა ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობა. აღნიშნული აპლიკაციით 1000-ზე მეტი კომპანიის შემოწმება იგეგმება.

ჩინეთის ელჩი – საქართველოს აქვს კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რეგიონში, რაც ნამდვილად სამაგალითოა

30.04.2020

მედია საშუალებები:    ბიეფემ.ჯი

Link:    30.04.2020 - ბიეფემ.ჯი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაური, საქართველოში ჩინეთის ელჩთან ლი იანთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვივნენ, სადაც ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული სამედიცინო ნედლეული და აღჭურვილობა ინახება.

სახელმწიფო დაფინანსება ამბულატორიებისა და პოლიკლინიკების ნაწილს, ხვალიდან შუწყდებათ-ზურაბ ჭიაბერაშვილი

30.04.2020

მედია საშუალებები:    მედიანიუს.ჯი

Link:    30.04.2020 - მედიანიუს.ჯი

1 მაისიდან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სახელმწიფო დაფინანსების მიღება უწყდებათ იმ ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებს, რომელთა რეგისტრირებული კონტიგენტი 13,000-ზე ნაკლებია-აღნიშნულ ინფორმაციას "ევროპული საქართველოს" წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და განცხადებას თან ოფიციალურ დოკუმენტს ურთავს. „ხვალიდან, 1 მაისიდან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სახელმწიფო (ე.წ. კაპიტაციური) დაფინანსების მიღება უწყდებათ იმ ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებს, რომელთა რეგისტრირებული კონტიგენტი 13,000-ზე ნაკლებია.

ეზუგბაია რემდესივირზე: არ გვაქვს და როგორ გამოვიყენოთ?

30.04.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    30.04.2020 - ტაბულა.ჯი

"ქვეყანაში არ გვაქვს და როგორ უნდა გამოვიყენოთ? " - ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, ჟურნალისტის დასმულ კითხვას საქართველოში მედიკამენტ რემდესივირის გამოყენებასთან დაკავშირებით. გუშინ, 29 აპრილს, ენტონი ფაუჩიმ, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა და ჯანდაცვის საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა თქვა, რომ რემდესივირის ცდამ დამაიმედებელი შედეგები აჩვენა. მისი თქმით, მათ, ვისაც რემდესივირით მკურნალობდნენ, გამოჯანმრთელებისთვის საშუალოდ 11 დღე დასჭირდათ, პლაცებო ჯგუფების შემთხვევაში კი - 15. ეს ნიშნავს, რომ "მედიკამენტს ვირუსის დაბლოკვა შეუძლია".

ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში კლინიკებს 13 000-ზე ნაკლები ბენეფიციარით დაფინანსება უწყდება

30.04.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    30.04.2020 - ტაბულა.ჯი

ხვალიდან, 1-ლი მაისიდან, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სახელმწიფო დაფინანსების მიღება უწყდებათ იმ ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებს, რომელთა რეგისტრირებული კონტიგენტი 13 000-ზე ნაკლებია. ამის შესახებ მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №15 დადგენილებაში წერია. დოკუმენტის მიხედვით, დაფინანსების მიმღებია ბათუმსა და ქუთაისში ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი ყველა კლინიკა, რომელსაც, 2020 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, რეგისტრირებული ჰყავს 13,000 და მეტი ბენეფიციარი (ძირითადი კონტინგენტი).

კახეთი “მწვანე ზონის” სტატუსს ინარჩუნებს – 26 ნიმუშის პასუხი კოვიდ-19 -ზე უარყოფითია 0 By kvira on 30/04/2020 12:54

30.04.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    30.04.2020 - კვირა.ჯი

კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 26 ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, ნიმუშები როგორც ცხელების ცენტრებიდან, ისე საკარანტინე ზონებიდან აიღეს. “კახეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ სტაბილურია. არცერთი კოვიდ-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. გუშინ აღებული 26 ნიმუშიდან ყველას პასუხი იყო უარყოფითი”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა. კახეთის რეგიონში, ამ დროისთვის, 11 საკარანტინე ლოკაციაზე 578 მოქალაქე იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში 7 პირი რჩება. საქართველოში კორონავირუსის 539 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 178 და გარდაიცვალა 6 მოქალაქე.კარანტინის რეჟიმში 5256 პირი იმყოფება და სტაციონარში მეთვალყურეობას 548 პირი გადის.

ვირუსთან ერთად სწორად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ, სხვა გამოსავალი ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნის ეკონიმიკისთვის არ არსებობს-სტომატოლოგებები მუშაობის განახლებას ელოდებიან

30.04.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    30.04.2020 - კომერსანტ.ჯი

სტომატოლოგიური კლინიკები, სადაც სამუშაო პროცესი 1 მაისამდეა შეჩერებული, მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევის მქონე პაციენტებს იღებენ. კბილის ამოღება, ნერვის მოკვლა და კბილის გამო დასიებული ღრძილის გაჭრა-ეს ის პროცედურებია, რისი ჩატარების უფლებაც ამ ეტაპზე კლინიკებს აქვთ. მათთან სხვადასხვა პროცედურაზე ჩაწერის მსურველები საგანგებო მდგომარეობის დროსაც არ შემცირებულან.

1-ლი მაისიდან კლინიკები, რომელთაც 13 000-ზე ნაკლები ბენეფიციარი ჰყავთ, საყოველთაო ჯანდაცვას გამოეთიშებიან

30.04.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    30.04.2020 - ბიპიენ.ჯი

ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, 1-ელი მაისიდან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სახელმწიფო დაფინანსების მიღება უწყდებათ იმ ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებს, რომელთა რეგისტრირებული კონტიგენტი 13 000-ზე ნაკლებია. როგორც ჭიაბერაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს ბევრ ამბულატორიასა და პოლიკლინიკას ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის და დასაქმებული ექიმების, ექთნების ნაწილს უმუშევრად დატოვებს. „ოჯახის ექიმები გახარიასა და ტიკარაძის მორიგი სამიზნე აღმოჩნდნენ“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

საქმიანობის აღდგენის მიზნით კომპანიებს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე დარეგისტრირება შეუძლიათ

30.04.2020

მედია საშუალებები:    პროგრესნიუს.ჯი

Link:    30.04.2020 - პროგრესნიუს.ჯი

საქმიანობის აღდგენის მოთხოვნის მიზნით, კომპანიებს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე დარეგისტრირება უკვე შეუძლიათ. სარეგისტრაციო აპლიკაცია სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. მისი შევსებისთანავე, კომპანიები იმ დღესვე გაიგებენ თავიანთ სტატუსს, რამდენად აკმაყოფილებენ ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციებს იმისთვის, რომ საქმიანობა დაიწყონ.

 

 

პრესა

 

 

ვინ მიიღებს 6 თვის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ დახმარებას

30.04.2020

მედია საშუალებები:    ახალი თაობა

Link:    30.04.2020 - ახალი თაობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია განმარტავს, თუ რა კატეგორიის მოქალაქეები მიიღებენ ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ დახმარებას. როგორც ბარკალაიამ კოვიდ 19-ის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა, საშუალოდ ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახზე ექვსი თვის განმავლობაში 600 ლარია გამოყოფილი. ბარკალაიას თქმით, აღნიშნულ პირებს დახმარების მისაღებად დამატებითი საბუთების წარდგენა არ დასჭირდებათ.

ფრთხილი ოპტიმიზმი, ვირუსი, ზაფხულის სიცხეები და იმუნიტეტი - რას ამბობენ სპეციალისტები პანდემიის მომავალზე

30.04.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    30.04.2020 - რეზონანსი

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების პიკი აღარ იქნება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, ქვეყანას უკვე აქვს პლატო და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, შესაძლებელია ინფექციის მართვა. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის" ეთერში განაცხადა.

სოციალური პაკეტები მაქსიმალურად მოცულობითი იქნება

30.04.2020

მედია საშუალებები:    საქართველოს რესპუბლიკა

Link:    30.04.2020 - საქართველოს რესპუბლიკა

ჩვენ კომისიური წესით განვიხილავთ ინდივიდუალურად თითოეულ განცხადებას და შევეცდებით, მაქსიმალურად მოცულობითი იყოს ის სოციალური პაკეტები, რომელიც ჩვენ გავაჟღერეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა „სამთავრობო მიდგომაა, რომ მაქსიმალურად გამარტივებული პროცედურებით და ასევე ისეთი დოკუმენტაციის დადასტურებით, რომელიც წარმოადგენს საბანკო ანგარიშს და ასევე სხვადასხვა დამადასტურებელ დოკუმენტს, როგორც იურიდიული პირიდან, ასევე თვითონ ამ ადამიანიდან, რომელიც აბარებდა ნამცხვარს, ან ყვავილს, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ კომისიური წესით განვიხილავთ ინდივიდუალურად ამ განცხადებებს და შევეცდებით მაქსიმალურად მოცვადი იყოს ის სოციალური პაკეტები, რომელიც ჩვენ გავაჟღერეთ“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

თურქეთის მხარეს დასაქმებულთა კომპენსაციის საკითხს კომისია გადაწყვეტს

30.04.2020

მედია საშუალებები:    საქართველოს რესპუბლიკა

Link:    30.04.2020 - საქართველოს რესპუბლიკა

სარფის საბაჟოზე თურქეთის მხარეს დასაქმებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციის საკითხი კომისიური წესით გადაწყდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. "თუ საზღვრის კვეთის დოკუმენტი გარკვეულწილად ჩვენ მოგვცემს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ეს ადამიანები დასაქმებულები იყვნენ უცხოეთში, კომისიური წესით, გადაწყდება მათი საკითხი, რადგან პროგრამულად და უფრო მარტივად ჩვენ გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთ.

შშმ პირები კუთვნილ პენსიასთან ერთად 6 თვის განმავლობაში 100-ლარიან დანამატს მიიღებენ

30.04.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    30.04.2020 - რეზონანსი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ განაცხადა, რომ შშმ პირები და ბავშვები ავტომატურად, კუთვნილ პენსიასთან ერთად 100-ლარიან დანამატს 6 თვე მიიღებენ. ჯამში დანამატი 600 ლარს შეადგენს. მინისტრის მოადგილის თქმით, ამ სტატუსით დახმარებას 40 ათასი ადამიანი მიიღებს. ბარკალაიამ განმარტა, რომ ამ ადამიანებს დამატებითი საბუთების წარდგენა არ დასჭირდებათ. დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ ანტიკრიზისული სოციალურ-ეკონომიკური გეგმის (II ეტაპი) მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და კომპენსაციის მიღების შესახებ პრეზენტაცია გამართა.

ბოლნისში, სასწრაფო დახმარების 5 ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

30.04.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    30.04.2020 - რეზონანსი

სასწრაფოს 5 ექიმს, რომლებიც ბოლნისში მუშაობდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ. მათგან 3, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების, ორი კი კატასტროფის ბრიგადის თანამშრომელია. ორი ინფიცირებული, ასაკობრივი კატეგორიის გამო, რისკ-ჯგუფს მიეკუთვნება. ერთ-ერთი ექიმის ცნობით, 5 პირიდან, რომელსაც ბოლოს დაუდგინდა კორონავირუსი, ერთ-ერთი მამაკაცი შემოიყვანეს ყველაზე გვიან. მამაკაცი ბოლნისის გარდა თბილისის სხვადასხვა დაწესებულებებშიც მუშაობდა და ექიმი არ გამორიცხავს, რომ მისი ინფიცირება ბოლნისის კლასტერს არ უკავშირდებოდეს.

"ვართ კონკრეტულად უფრო მიზნობრივები და ჩვენი ეფექტურობაც უფრო იზრდება" - ეკატერინე ტიკარაძე

30.04.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    30.04.2020 - რეზონანსი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დღესდღეობით ვართ ეფექტურები და გვაქვს შედეგი,- ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას მასობრივ ტესტირებასთან დაკავშირებით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ეფექტურობა და შედეგი. „მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღესდღეობით ჩვენ ვართ ეფექტურები და გვაქვს შედეგი.

ეროვნული ბანკის საზედამხედველო გეგმა COVID-19-თან დაკავშირებით

30.04.2020

მედია საშუალებები:    მესინჯერი

Link:    30.04.2020 - მესინჯერი

კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა დროებითი საზედამხედველო გეგმა, რომელიც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის ცენტრალური ბანკის და სხვა წამყვანი ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციებთან.

რადიო

 

კორონავირუსი

30.04.2020

მედია საშუალებები:    საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50

Link:    30.04.2020 - საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50

ინტერვიუ ულრიკე პროტცერთან და ჰელმუტ ფრიზთან. „მოამბის“ მიერ ჩაწერილი ინტერვიუ ადამიანებთან, რომლებიც მიუნხენში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულთა გამოჯანმრთელებისთვის იბრძვიან. საუბარი ცნობილ გერმანელ ვირუსოლოგთან და ქირურგთან, რომლებიც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის კლინიკაში მუშაობენ.

საქართველოში “კოვიდ 19”-ით ინფიცირების 22 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში მათმა რიცხვმა 539-ს მიაღწია.

30.04.2020

მედია საშუალებები:    რადიო იმედი - რადიო იმედი–ქრონიკა ეფემ 11:00

Link:    30.04.2020 - რადიო იმედი - რადიო იმედი–ქრონიკა ეფემ 11:00

საქართველოში “კოვიდ 19”-ით ინფიცირების 22 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში მათმა რიცხვმა 539-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 178, გარდაცვლილია 6. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 22 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა, 15 თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება, 3 სვანეთის, ხოლო დანარჩენი - ბოლნისის.

ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებას 350 მლნ ლარი მოხმარდება

30.04.2020

მედია საშუალებები:    რადიო კომერსანტი - რადიო კომერსანტი 11:40

Link:    30.04.2020 - რადიო კომერსანტი - რადიო კომერსანტი 11:40

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას და პანდემიასთან ბრძოლას 350 მლნ ლარი მოხმარდება. მოქალაქეთა ზრუნვასა და სოციალურ მხარდაჭერაზე 1 მლრდ 35 მლნ ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 ​