| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | 28-29 მაისი მედია მონიტორინგი |
| Received On : | 29.05.2020 08:35 |
| Attachments : |
მედია მონიტორინგი
28 მაისი
ტელევიზია
28.05.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 28.05.2020 - I არხი - მოამბე 09:00
10 საათზე მეტხანს გაგრძელდა პრემიერის ანგარიში საკანონმდებლო ორგანოში, გიორგი გახარია კორონავირუსთან ბრძოლაში მთავრობის საქმიენობის ორი თვე შეაჯამა და განაცხადა რომ კორონავირუსთან წარმოატებით გამკლავების მიუხედავად ქვეყანა კვლავ გამოწვევის წინაშეა და მომავალი რამდენიმე თვე მარტივი არ იქნება. მთავრობის მეთაური პარლამენტს ხვალაც ესტუმრება გახარიას ამჯერად ინტერპელაციის ფორმატში მოუსმენენ. „დაასახელეთ მსოფლიოში ერთი ქვეყანა მაინც, გარდა საქართველოსი, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საკუთარ მოქალაქეებს არ გაუწია არც ერთი თეთრი ფულადი დახმარება.
28.05.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 28.05.2020 - I არხი - მოამბე 09:00
რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ ორშაბათიდან სავაჭრო ცენტრები და ღია ტიპის კაფეები გაიხსნება. ობიექტებს მომხმარებლის მისაღებად გარკვეული რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. მოქალაქეებს გაუზმავენ ტემპერატურას სავალდებულოა დისტანციის დაცვაც. უკვე 8 ივნისიდან კი მუშაობას განაახლებენ დახურული ტიპის დაწესებულებებიც, განახლებენ სავალდებულო რეგულაციების შესრულებას კი შრომის ინსპექციის თანამშრომლები გაუწევენ.
28.05.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 28.05.2020 - I არხი - მოამბე 09:00
მოქალაქეები რომელიც პანდემიის გაო უმუშევრედ დარჩნენ ანტიკრიზიცული პროგრამის ფარგლებში კონპენსაციის მიღებას 30 მაისიდან შეძლებენ. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს ისინი ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას ელოდებიან. ამ დროის მონაცემებით რეგისტრაცია დახმარების მოთხოვნით სულ 76 ათასმა ადამიანმა გაიარა.
28.05.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00
Link: 28.05.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
11 საათიანი ურთიერთბრალდებების ფონზე წარმართული პარლამენტის პლენარული სხდომა. გიორგი გახარიას 3 თვის ანგარიში და COVID-19-თან ბრძოლისთვის გატარებული ღონისძიებები ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის მიზეზი ხდება. ხელისუფლება კი ქვეყნის მეთაურის ანგარიშით კმაყოფილია. რომან გოცირიძე: "მოხსენებამ გვაჩვენა, რომ მთავრობას არ აქვს არავითარი გეგმა კრიზისიდან გამოსასვლელად. ეს არის სამწუხარო და სავალალო სურათი. ამ ხელისუფლების პირობებში ვერც მოსახლეობა მიიღებს რაიმე ხელშესახებ დახმარებას და ვერც ეკონომიკა შეძლებს ამ კრიზისული ჭაობიდან ამოსვლას".
28.05.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00
Link: 28.05.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს - ამის შესახებ განცხადება ამირან გამყრელიძემ გააკეთა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ეპიდსიტუაცია საკმაოდ მძიმეა და ამიტომ, ყველა რეკომენდაცია ბოლომდე უნდა იყოს გათვალისწინებული. ამირან გამყრელიძის განცხადებით, სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, თუმცა ყურადღების მოდუნება არ შეიძლება. ამირან გამყრელიძე: "ეპიდსიტუაცია ქვეყნაში დამშვიდებისკენ მიდის. ყოველდღიურად ჩვენ გვაქვს ერთეული ახალი შემთხვევები. ჩვენ დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს იმიტომ, რომ ჩვენს ირგვლივ ყველა ქვეყანაში, რომელსაც უშუალოდ ვესაზღვრებით ან გვაქვს ტრადიციული საქმიანი კავშირები, სიტუაცია ყველგან დაძაბულია და სერიოზული ეპიდემიაა".
28.05.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 28.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
1 ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები. ჯანდაცვის სამინისტროს გამოწვევაა, რომ იმ ტიპის რეკომენდაციები შეიმუშაოს, რაც მათი გახსნისთვის არის აუცილებელი.
28.05.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00
Link: 28.05.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00
ხვალიდან ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპოტით მგზავრობისას გარკვეული რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. დამცავი პირბადის გარეშე მოქალაქეები ვერ იმგზავრებენ. მგზავრებმა სოციალური დისტანცია და ჰიგიენური წესებიც უნდა დაიცვან. სამარშრუტო ტაქსებით ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანა აკრძალული იქნება. ამასთან ტრანსპორტში იკრძალება კონდიცირების ჩართვა, მძღოლი კი ვალდებული იქნება მგზავრთა გადაყვანისას ღია ფანჯრებით გადაადგილდეს. ავტობუსებში წესების დაცვას კონდუქტორები, მეტროში კი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გააკონტროლებენ.
28.05.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00
Link: 28.05.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00
კორონავირუსის პლაქვენილით მკურნალობა არ აკრძალულა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის განმარტებით, პრეპარატით მკურნალობისას გვერდითი მოქმედება საქართველოში ამ დრომდე არ დაფიქსირებულა, ამიტომ მედიკამენტი მკურნალობიდან ამოღებული არ არის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გარკვეული კვლევების საფუძველზე „პლაქვენილით" მკურნალობაზე უარი თქვა, თუმცა ზოგიერთი ქვეყნა მას კვლავ იყენებს. "საქართველო ჩართული იყო დიდ სოლიდარობის კვლევაში.
28.05.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 28.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
მოსკოვის მორიგი დეზინფორმაციის ტალღა ვაშინგტონისა და თბილისის წინააღმდეგ - კრემლი ყოველგვარი მტკიცებულებების და ფაქტების გარეშე აცხადებს, რომ ვაშინგტონი ლუგარის ლაბორატორიაში სამხედრო ბიოლოგიური მიზნით მუშაობს, სწორედ ამ მოტივით რუსი ექსპერტების დაშვებას ითხოვს. 2. მოსკოვის ბრალდებებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს განცხადებას. განცხადებასი აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები პროტესტს გამოთქვამს რუსეთისგან მართული უშიშროების ძალების მხრიდან ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე პროვოკაციური ბორდერიზაციის გამო.
28.05.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 09:00
Link: 28.05.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
1 ივნისიდან გაიხსნება და მუსაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები. მოლებში შესასვლელად მომხმარებელს თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. აუცილებელია პირბადის და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება. კომპანია რითეილ გრუპ ჯორჯიას ინიციატივით გასახდელები გაუქმდება, ნივთის მიბრუნება-გადაცვლის ვადები კი 3 დღიდან 2 კვირამდე გაიზრდება. პრემიერის განცხადებით სასტუმროები 8 ივნისიდან გაიხსნება და ამავე დღეს დახურული ტიპის რსტორნებში ყველა სახის მომსახურება განახლდება.
28.05.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 09:00
Link: 28.05.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
1. მოსკოვის მორიგი დეზინფორმაცია ვაშინგტონისა და თბილისის წინააღმდეგ. კრემლი ყოველგვარი მტკიცებულებების და ფაქტების გარეშე აცხადებს რომ ვაშინგტონი ლუგარის ლაბორატორიაში სამხედრო-ბიოლოგიური მიზნით მუშაობს. სწორედ ამ მოტივით ლაბორატორიაში რუსუ ექსპერტების დაშვებას ითხოვს.
28.05.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 12:00
Link: 28.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
მთარობა ახალ იპოთეკურ სესხებს დაასუფსიდირებს. ახალი ინიციატივა პირველ რიგში დაეხმარება სამშენებლო სექტორსა და დეველოპერებს. პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დეველოპერებისთვის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ს დაასუბსიდირებს. გარდა ამისა, მისივე თქმით, 150 მილიონი გამოიყოფა იმისთვის, რომ 1800-მა დევნილმა ოჯახმა ბინები 3 წლით ადრე მიიღოს.
28.05.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - დილა ფორმულაზე
Link: 28.05.2020 - ფორმულა - დილა ფორმულაზე
1. ხვალიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი აღდგება. შემუშავდა წესებიც აუცილებელია მგზავრებმა ატარონ პირბადე. კონტროლი კი მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელ ორგანიზაციებს დაევალებათ. 1 ივნისიდან გაიხსნება მღაზიებიც და ღია სივრცის რესტორნები. 8 ივლისიდან ყველა რესტორანი გაიხდენება. 2. მოგვიწევს გარკვეული რეკომენდაციების დაცვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას. 3. მუნიციპალური ტრანსპორტის შემდეგ ყველაზე მტავარი რის გახსნასაც ველოდით ტანსაცმლის მაღაზიებია. თუმცა აქაც გარკვეული რეკომენდაციების დაცვა მოგვიწევს. 4. ზაზა კვარაცხელია: ,,1 ივნისიდან ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით ძველებურ პროცესს. სიმშვიდისა და უსაფრთხოების მიზნით გავაუქმეთ გასახდელები''
28.05.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
Link: 28.05.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
COVID 19-თან ბრძოლის შემდეგ ექიმებმა შესაძლოა პოლიტიკაში გადაინაცვლონ - „მთავარი არხის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ მთავარ ეპიდემიოლოგებს პარლამენტში შესვლას სთავაზობს. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე შესაძლოა, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გახდეს. საპარლამენტო სიაში ყოფნის შეთავაზება უკვე მიიღეს ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემაც. გავრცელებულ ინფორმაციას, ჯერჯერობით, არცერთი მათგანი ადასტურებს.
28.05.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
Link: 28.05.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
ხმაურია ამ წუთებში ხუდადოვის ქუჩაზე, სადაც სოციალურად დაუცველ ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს უნგრევენ - ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა მოსახლეობა მათ წინააღმდეგობას უწევს. ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ და ღია ცის ქვეშ რჩებიან. ადგილზე პოლიცია და მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები იმყოფებიან. უტიტროდ:"მერიას როდესაც დახმარებისთვის მივმართე უარი მითხრა, რადგან მრავალშვილიანი არ ვიყავი. რა ვქნა, რამდენიც მყავს, სად გავზარდო?!"
28.05.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 12:00
Link: 28.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00
1 ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები. ჯანდაცვის სამინისტროს გამოწვევაა, რომ იმ ტიპის რეკომენდაციები შეიმუშაოს, რაც მათი გახსნისთვის არის აუცილებელი. ბექა ფერაძე:"მოლებისთვის განსაზღვრულია ერთიანი შესვლის და გამოსვლის სივრცის მოწყობა, ასევე, მომხმარებელთა ტემპერატურული კონტროლი განხორციელდება ვიდეოსკრინინგის მეშვეობით.
28.05.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
Link: 28.05.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
ლუგარის ლაბორატორია კვლავ რუსეთის სამიზნეა. მოსკოვი რუსი სპეციალისტების საქართველოში ჩამოყვანას და ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად შენობის ყველა კორპუსში დაშვების უფლებას ითხოვს. ასევე, რუსეთს ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტის ჩატარებას ორმხრივ ფორმატში და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე სურს.
28.05.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
Link: 28.05.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00
მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას ხვალიდან აახლებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ ეტაპობრივად მოიხსნება სხვა შეზღუდვებიც. პირველი ივნისიდან ღია და დახურული ტიპის ბაზრობები, მოლები და ღია ტიპის რესტორნები გაიხსნება, რვა ივნისიდან ამუშავდება დახურული რესტორნები და ის სასტუმროები, რომლებიც შესაბამისი შემოწმების შემდეგ მიიღებენ ნებართვას. რვა ივნისიდან აღდგება საქალაქთაშორისო მგზავრობაც.
28.05.2020
მედია საშუალებები: იმედი - იმედის დღე
Link: 28.05.2020 - იმედი - იმედის დღე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „იმედის დღის“ ეთერში განმარტა, თუ რას ნიშნავს სეროპრევალენტური კვლევა. მისი განმარტებით, კვლევის ეს პროცესი შერჩევითი მეთოდის გამოყენებას გულისხმობს. საქართველოში ცოტა ხნის წინ დახურულ, ინფიცირებულ და სრულად სუფთა რეგიონში ჩაატარეს კვლევა, რომლითაც სურდათ დაედგინათ, მიმდინარეობდა თუ არა მოსახლეობაში ახალი კორონავირუსი უსიმპტომოდ.
28.05.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 14:00
Link: 28.05.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
1800 დევნილი ოჯახი, დახლოებით 6 ათასი ადამიანი სამი წლით ადრე მიიღებს ბინას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, ხშირად იყო ბოლოს შეკითხვა იმაზე, რომ დევნილები ყურადღების გარეშე დარჩნენ. „ბოლო თვეების განმავლობაში, კრიზისის პერიოდში ჩვენ კონკრეტული ნაბიჯებით, დახმარებებით ბევრი სოციალური ჯგუფი მოვიცავით და ხშირად იყო შეკითხვა, რომ ჩვენი დევნილები დაგვრჩნენ ყურადღების გარეშე.
28.05.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
Link: 28.05.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
ბათუმის კლინიკა მედალფას თანამშრომლებს დღეს საედიცინო ინვენტარი გადაეცათ. ცხელების კლინიკას ექიმებისთვის საჭირო აღჭურვილობა, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ გადაცსა. ამ ეტაპზე, კლინიკაში არცერთი პაციენტი არ იმყოფება. სამედიცინო დაწესებულების დირექტორი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის ფაქტი ისევ გამოვლინდება, რეგიონში ცხეელბის ცენტრი, სწორედ კლინიკა "მედალფაში" განთავსდება"
28.05.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 14:00
Link: 28.05.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
1 ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები. ჯანდაცვის სამინისტროს გამოწვევაა, რომ იმ ტიპის რეკომენდაციები შეიმუშაოს, რაც მათი გახსნისთვის არის აუცილებელი. ბექა ფერაძე:"მოლებისთვის განსაზღვრულია ერთიანი შესვლის და გამოსვლის სივრცის მოწყობა, ასევე, მომხმარებელთა ტემპერატურული კონტროლი განხორციელდება ვიდეოსკრინინგის მეშვეობით. სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება ორ საათიანი ინტერვალებით.
28.05.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45
Link: 28.05.2020 - ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45
მთავრობა მოქალაქეებს დაუსუბსიდირებს იპოთეკური სესხების 4%-ს, 5 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. „ჩვენ ვეხმარებით მოქალაქეებს, რომლებსაც უკვე კონტრაქტული ვალდებულებები აქვთ, ან დანაზოგები აქვთ, რომლითაც ბინა უნდა შეეძინათ“ - განაცხადა გახარიამ.
28.05.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 11:00
Link: 28.05.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00
1. მოსკოვის მორიგი დეზინფორმაცია ვაშინგტონისა და თბილისის წინააღმდეგ. კრემლი ყოველგვარი მტკიცებულებების და ფაქტების გარეშე აცხადებს რომ ვაშინგტონი ლუგარის ლაბორატორიაში სამხედრო-ბიოლოგიური მიზნით მუშაობს. სწორედ ამ მოტივით ლაბორატორიაში რუსუ ექსპერტების დაშვებას ითხოვს. 2. მოსკოვის დეზინფორმაციული კამპანია ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ შემაშფოთებელია - ასე ეხმიანება მოსკოვის ბრალდებებს აშშ.
28.05.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00
Link: 28.05.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00
1. ქვეყანაში COVID-19-ის ეპიდსიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, თუმცა დამშვიდების საფუძველი არ არსებობს; - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამის მიზეზი მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსის გამო არსებული ვითარებაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მომავალი პერიოდის განმავლობაში გარკვეული წესების დაცვა აუცილებელი იქნება.
28.05.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
Link: 28.05.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00
დუშეთში, წილკნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლები, შემოსავლისა და ხელისუფლების დახმარების გარეშე დარჩნენ. პანდემიის დაწყებამდე ისინი თვითდასაქმებულები იყვნენ და თავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ბაღებში, ნახირსა და სახლების დალაგებაში აღებული ანაზღაურებით ირჩენდნენ. ახლა კი, ვერაფრით ამტკიცებენ თვიდასაქმებულის სტატუსს და მთავრობის მიერ დაპირებული დახმარების გარეშე რჩებიან.
28.05.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - შენი დილა
Link: 28.05.2020 - მთავარი არხი - შენი დილა
რა სამართლებრივ პრობლემებს აწყდებიან შშმ პირები საქართველოში და როგორი მსოფლიო რეგულირება საუბრობს საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციისა და სოციალური საწარმო "ბაბალე" ხელმძღვანელი ლია ტაბატაძე. გადაცემის წამყვანი სტუმარს სთავაზობს კოკა-კოლას.
28.05.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
Link: 28.05.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00
ბათუმის კლინიკა მედალფას თანამშრომლებს დღეს საედიცინო ინვენტარი გადაეცათ. ცხელების კლინიკას ექიმებისთვის საჭირო აღჭურვილობა, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ გადაცსა. ამ ეტაპზე, კლინიკაში არცერთი პაციენტი არ იმყოფება. სამედიცინო დაწესებულების დირექტორი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის ფაქტი ისევ გამოვლინდება, რეგიონში ცხეელბის ცენტრი, სწორედ კლინიკა "მედალფაში" განთავსდება"
28.05.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 18:00
Link: 28.05.2020 - I არხი - მოამბე 18:00
ბოლნისში კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუშინ გადაგზავნილი 122 ნიმუშიდან ორს კორონავირუსი დაუდასტურდა. ერთი დადასტურებული შემთხვევა ქვემო ბოლნისიდანაა და ერთი სასწრაფოს მძღოლია. სულ ბოლნისში 165 დადასტურებული შემთხვევაა.
28.05.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
Link: 28.05.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა. რეგულაციები და სტანდარტები, რომელთა დაცვაც სექტორში მოქმედ ყველა სუბიექტს მოუწევს ხვალ გახდება ცნობილი. დეტალებზე სასაუბროდ პრემიერ მინისტრმა კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გამართა. პრევენციული ღონისძიებები გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად შემუშავდა. შემუშავდა რეკომენდაციები ტურისტული ტრასნპორტისთვისაც. განიხილეს ასევე უსაფრთხო დერეფნებთან დაკავშირებული მოვლენებიც.
28.05.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
Link: 28.05.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
პოლიტიკური და საექსპერტო წრეები საქართველოს მთავრობისგან პრინციპული გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვენ. რუსეთს ლუგარის ლაბორატორიის თემაზე სპეკულაციის საშუალება არ უნდა მიეცეს. კრემლი ცენტრის შესწავლაზე ქართული მხარისგან პასუხს ელოდება და ყველა შენობასა და დოკუმენტზე წვდომას ითხოვს. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ლუგარზე ყველა გადაწყვეტილება ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციებით მიიღება. სპეციალისტები კი დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთი ცენტრის ირგვლივ პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გააქტიურებით საქართველოს მთავრობას ცდის. ლაბორატორიაში რუსების დამოუკიდებლად შეშვება მიუღებელია ოპოზიციისთვისაც. ისინი საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობენ.
28.05.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 17:00
Link: 28.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანზიაცია საქართველოს მოუწოდებს კორონა ვირუსთან დაკავშირებით ფრთხილი პოლიტიკა შეინარჩუნოს. ამის შესახებ ორგანიზაციის სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს. მათ კიდევ ერთხელ შეაქეს ქართული მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კოვიდ 19-თან ბრძოლაში. საუბარი შეეხო საქართველოში ტურიზმის სფეროს განახლებასთან.
28.05.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 28.05.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
შტურმი ლუგარის ლაბორატორიაზე არ წყდება. რუსეთის საგარეო უწყება ყოველ დღე, ახალ განცხადებას აკეთებს. რუსული პროპაგანდა კი, განაგრძობს საქართველოს შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. მოსკოვი ლუგარში საკუთარი სპეციალისტების შეშვებას საერთაშორისო ნორმების დარღვევით მოითხოვს. პუტინის ხელისუფლებას საქართველოში არსებულ ლაბორატორიაში დაშვება უნდა ყველა დოკუმენტზე, შენობის ყველა ფლიგელზე და თან, კონვენციის მონაწილე ქვეყნების გარეშე. ვიზიტს რუსები ივლისში ან აგვისტოს თვეში განიხილავენ. რუსეთთან ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობა არ იქნება - ასეთია პასუხის პასუხი თბილისიდან.
28.05.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 20:00
Link: 28.05.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
პრეპარატი პლაქვენილის გამოყენება დროებით იზრუდება, ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო. როგორც გაირკვა ეს მედიკამენტი კარდიოლოგიური დაავადებების მქონდე პაციენტებში რისკს ზრდიდა. პლაქვენილის ნაცვლად მედიკოსებს აქვთ რამდენიმე პრეპარატი , რომელსაც გამოიყენებენ კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მიმართ.
28.05.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
Link: 28.05.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
ოლიმპიელი სპპრტსმენებისთვის სპეციალურ პრპოტოკოლს ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს. განცხადება ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტში მოხსენების დროს გააკეთა. გიორგი გახარიას განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება, რომ ოლიპმილებმა ვარჯიშის განახლება დაცულ გარემოში შეძლონ. გახარიამ განცხადება საფეხბურთო ღონისძიებების ჩატარების შესახებაც გააკეთა. გახარიას კითხვით საქართველოს ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმაც მიმართა.
28.05.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 28.05.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
საქართველომ ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროტოკოლი შეცვალა. პლაქვენილი სამკურნალოდ აღარ გამოყენება. მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტს შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატი ლოპინავირ - რიტონავირი ჩაანაცვლებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სოლიდარობის კვლევაში ჩართული მედიკამენტი აქამდეც აპრობირებული იყო, თუმცა ექიმები მას ვირუსით დაავადებული პაციენტების შემთხევაში იშვიათად იყენებდნენ.
28.05.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - ხალხის ხმა
Link: 28.05.2020 - მთავარი არხი - ხალხის ხმა
1. კორონაკრიზისი და მისგან გამოწვეული პრობლემები-ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში თვითდასაქმებული 800 000 ადამიანია, თუმცა ბოლო პერიოდში 80 000-მდე ადამიანი დარეგიცსტრირდა სახელმწიფო დახმარების მისაღებად. ამის მიზეზი არის ის, რომ ადამიანები უბრალოდ ვერ ახერხებენ იმ ბიუროკრატიული მექანიზმების გავლას, რომელიც საჭიროა სახელმწიფო დახმარების მსურველთა სიაში მოსახვედრად.
28.05.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 28.05.2020 - I არხი - მოამბე 21:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი რუსეთის დუმის დეპუტატ გენადი ონიშჩენკოს მიმართავს. ამირან გამყრელიძე აღნიშნავს რომ რუს ექსპერტებს მხოლოდ საერთაშორისო დელეგაციასთან შეუძლიათ ეწვიონ ლუგარის ლაბოატორიას და ნახონ თუ რა სამუშაოები ხორცილდება შენობაში. რუსეთის მხრდან გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება პაატა იმნაძეც, მისი თქმით ლუგარის ლაბორატორიის მიმართ ბრალდებები ჯერ კიდევ მაშნ აიწყო როცა ის აშენებულიც კი არ იყო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებმ განცხადებები ტრადიციულ ფეისბუქ ლაივის დროს გააკეთეს.
28.05.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 28.05.2020 - I არხი - მოამბე 21:00
ბოლო 24 საათში გამოვლენილი „კოვიდ-19“-ის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი ისევ სატრანზიტო გადაზიდვას უკავშირდება. რუსეთსა და სომხეთში მგზავრობის შემდეგ სატვირთო მანქანის მძღოლი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, რა დროსაც „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. დანარჩენი ორი ახალი შემთხვევა კი დაავადებულებთან კონტაქტში მყოფი პირები არიან.
29 მაისი
ტელევიზია
29.05.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00
Link: 29.05.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00
დაავადებათა კოტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით მაღალდაზიანებული ქვეყნებიდან საქართველო ტურისტებს ჯერჯერობით ვერ მიიღებს. გამყრელიძის განმარტებით, როგორი უნდა იყოს ტურისტების მიღების და მათზე ეპიდზედამხედველობის, დაკვირვების სისტემა, დაახლოებით, 10 დღეში გახდება ცნობილი. „ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა. დაანონსებულია, რომ 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი და 1-ელი ივლისიდან საერთაშორისო ვიზიტორებისთვის გაიხსნება ქვეყანა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა ყველა ქვეყნისთვის.
29.05.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00
Link: 29.05.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00
ამ კვირაში მთავრობა ეკონომიკური გეგმით გათვალისწინებული დახმარების გაცემას იწყებს. წინასწარ განსაზღვრული ჯგუფები ხელისუფლებისგან 200 და 300 ლარიან დახმარებებს მიიღებენ. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ თანხის დარიგება დაგვიანებულია. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მთავრობა კონკრეტული თანხების სხვადასხვა სექტორში გადანაწილებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისისგან ვერ გამოიყვანს.
29.05.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00
Link: 29.05.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდა. მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა ახალი წესების დაცვით გადაადგილდნენ მეტროთი, ავტობუსებით და სამარშრუტო ტაქსებით. ტრანსპორტში ასასვლელად აუცილებელი პირობაა პირბადე, განსაკუთრებული რეგულაციებია მეტროში. სამარშრუტო ტაქსებში იკრძალება მგზავრების ფეხზე დგომა. წესების დაცვასა და კონტროლს: სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები, მუნიციპალური ინსპექცია და საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს.
29.05.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 29.05.2020 - I არხი - მოამბე 09:00
როგორია საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება, ამ დროისათის დადასტურებული 738 შემთხვევა მათგან 573 პაციენტი გამოჯანმრთელდა 12 გარდაიცვალა. დღეს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელებაზე 5 ტესტის პასუხსე ელოდებიან კლინიკაში სულ 25 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
29.05.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 08:00
Link: 29.05.2020 - I არხი - მოამბე 08:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და დახურულ სივრცეში საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება მაღალი რისკის შემცველია. როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, კონდიციონერი თუ არ მუშაობს გარედან ჰაერის შემოტანაზე, მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული.
29.05.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 29.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
იტყვის თუ არა ქვეყანა უარს პლაქველინის გამოყენებაზე? - ეს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების შეხვედრაზე გადაწყდება. პლაქველინის წარმატებით გამოყენების მიუხედავად, საქართველოში ამ პრეპარატით კოვიდ-ინფიცირებულებს უკვე აღარ მკურნალობენ. თამარ გაბუნია:" აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, აქ არის საუბარი მხოლოდ შეჩერებაზე".
29.05.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 29.05.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყანა მწვანე ზონად განიხილება, რადგან ინფექციის გავრცელება დაბალ ნიშნულზეა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „გარკვეული ქვეყნები დაინტერესებული არიან, რომ საქართველოსთან იყოს ორმხრივი შეთანხმება ტურისტული მარშუტის და ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
29.05.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
Link: 29.05.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
ლუგარის ლაბორაორია რუსეთის დელეგაციას მხოლოდ საერთაშორისო მისიების ფორმატში მიიღებს-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძე რუსეთის საგარეო უწყებების განცხადებებს იმ გამოეხმაურა, რომლითაც რუსულმა მხარემ ლაბორატორიის ინსპეცტირება და დოკუმენტაციის გაცნობა ყოველგვარი მე-3 მხარის მონაწილეობის გარეშე მოიხოვა.
29.05.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00
Link: 29.05.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
უკვე შემუშავებულია რეგულაციები, რომელიც ტურიზმის გახსნის შემდეგ იმოქმედებს. ცნობილია, რომ სასტუმროები და განთავსების ობიექტები მუშაობის განახლების ნებართვას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, რაც ინსპექტირებას გაივლიან. სარესტორნო ბიზნესის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოციალური დისტანციის დაცვას. რეგულაციები შეეხება ტურისტულ ტრანსპორტსაც. მარიამ ქვრივიშვილი: "მთავარია რომ რეგულაციები არ ყოფილიყო რთულად აღსასრულებელი კერძო სექტორისთვის, მაგრამ რაც მთავარია, ყოფილიყო გარანტი იმ სოციალური დისტანციის და ნებისმიერი სხვა მიმართულების, რომელიც პირველ რიგში უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას.
29.05.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00
Link: 29.05.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
კვირის ბოლოდან ტრაილერების მძღოლების კორონავირუსზე ტესტირება დაიწყება - ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ფეისბუქ ლაივის დროს გააკეთა. ამირან გამყრელიძის თქმით, ასევე, იგეგმება ფარმაცევტების ტესტირებაც, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება. პირველი ასეთი ტესტირება მიზნობრივ ჯგუფებში მარნეულში ჩატარდა. ამირან გამყრელიძე: "ჩვენ ვტესტავთ ყველა სიმპტომიან ადამიანს, ცხელებიან, პნევმონიიან ადამიანს და ა.შ. ასევე, ჩვენს კოლეგებს, ექიმებს. ამას ახლა ემატება ტრაილერების მძღოლები. სულ ორ დღეში, ალბათ, დაიწყება მათი ტესტირება და ასევე, შემდგომ ეტაპზე შევთანხმდით, რომ გაფართოება გაგრძელდება ფარმაცევტებით. შემდგომში ამას დაემატება კიდევ სხვა ჯგუფები".
29.05.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00
Link: 29.05.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
დღეიდან ქვემო ბოლნისში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება იწყება. შემოწმება 500-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდება. გუშინ ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომლის კონტაქტებიც დადგენილია და ისინი შესაბამის დაწესებულებებში არიან გადანაწილებულები. სულ ბოლნისში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 165 შემთხვევაა. დავით შერაზადიშვილი: "122 ნიმუშიდან კორონავირუსი დაუდასტურდა 2 მოქალაქეს. ერთი არის ქვემო ბოლნისში მცხოვრები, მეორე სასწრაფო დახმარების მძღოლი. ორივე შემთხვევის კონტაქტები უკვე დადგენილია.
29.05.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 08:00
Link: 29.05.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 08:00
მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდა. მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა ახალი წესების დაცვით გადაადგილდნენ მეტროთი, ავტობუსებით და სამარშრუტო ტაქსებით. დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეახსენებს მოსახლეობას, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების თანახმად საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონდიცირება გამორთული იქნება. ხათუნა ზახაშვილი: "რეკომენდირებულია მგზავრთა ნაკადები ისე იყოს მობილიზებული, რომ ნაკლებად გადაიკვეთოს მგზავრები ერთ სივრცეში დიდი რაოდენობით და კონტროლირებადი იყოს სიტუაცია".
28 მაისი
ინტერნეტ სააგენტო
28.05.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 28.05.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
ოპონენტების კრიტიკას არანაკლებ მწვავე პასუხები მოჰყვა მმართველი გუნდიდან. ამ ყველაფერს რამდენიმე საათის განმავლობაში სხდომათა დარბაზში ადევნებდა თვალყურს ამირან გამყრელიძე. დარბაზს მიღმა კი, პარლამენტის ფოიეში მან ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დაზავება მოახერხა. “ქართული ოცნების”, “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები ერთნაირი ყურადღებით უსმენდნენ გამყრელიძეს, რომელმაც პოლიტიკოსებს რეკომენდაციებიც მისცა.
28.05.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 28.05.2020 - ნიუპოსტს.ჯი
შეზღუდვების ნაწილი უქმდება, რეკომენდაციები კი რჩება - მთავარი რეკომენდაცია კვლავ დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარებაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მოსახლეობას დამშვიდების საფუძველი არ აქვს და მოქალაქეებმა ჰიგიენის ნორმები აუცილებლად უნდა დაიცვან.
28.05.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 28.05.2020 - ნიუპოსტს.ჯი
ერთ-ერთი ვერსიით, ივანიშვილის გუნდმა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს ზუგდიდის მაჟორიტარობა შესთავაზა. პირველი არხის ფოტო "ქართულმა ოცნებამ" 2020 საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო. გავრცელებული ინფორმაცით, მმართველი გუნდი საპარლამენტო სიაში იმ მედიკოსების სახელებს განიხილავს, ვინც აქტიურად ებრძვის პანდემიას.
28.05.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 28.05.2020 - კვირა.ჯი
„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მოქალაქეები მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყვნენ და გადატენილ ტრანსპორტში არ უნდა ავიდნენ. „კარგი იქნებოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეგულაციები ყოფილიყო, ვთქვათ, მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვის, თუმცა, პრაქტიკულად, ამის გაკონტროლება შეუძლებელია.
28.05.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 28.05.2020 - კვირა.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კანალიზაციის წყლებში შემოწმდა, სადმე ხომ არ ფიქსირდება კორონავირუსი. მისი თქმით, ამ მეთოდს მსოფლიოში ძალიან ცოტა განვითარებული ქვეყანა იყენებს. „კანალიზაციის წყლებში ვამოწმებთ, ხომ არ არის კორონავირუსი – ფეკალურ მასებთან ერთად, სადმე ხომ არ ცირკულირებს COVID 19. ასეთი კვლევები ჩატარდა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ასევე – თეთრიწყაროში. ეს არ არის მარტივი კვლევა, სწორედ ლუგარში ვატარებთ მას და, საბედნიეროდ, ყველა პასუხი ნეგატიურია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ გადაცემაში „იმედის დღე“.
28.05.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 28.05.2020 - კვირა.ჯი
აქციას “გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ მარნეულის მუნიციპალიტეტი შეუერთდა. აქციაში მონაწილეობა მმართველი პარტიის “ქართული ოცნების ” წევრებმა და ადგილობრივებმა მიიღეს.
28.05.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 28.05.2020 - პია.ჯი
კარგი იქნებოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების რაოდენობის შეზღუდვა ყოფილიყო, თუმცა ამის გაკონტროლება რთული იქნებოდა. ამიტომ ვთხოვ ჩვენს მოქალაქეებს თუ გადაჭედილია ტრანსპორტი, ნუ ახვალთ, მითუმეტეს თუ მოკლე მანძილზე გსურთ გადაადგილება",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირეტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
28.05.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 28.05.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
ქვეყნებიდან, სადაც კორონავირუსი მძვინვარებს, ტურისტებს ვერ ჩამოვიყვანთ, – ამის შესახებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე „იმედის დღეში“ აცხადებს. „ტურისტი არ ჩავა ქვეყანაში, სადაც COVID-19 მძვინვარებს.იმ ქვეყნებიდან, სადაც ეს ინფექცია მოდებული იქნება და ვირუსი მძვინვარებს, რა თქმა უნდა, ტურისტებს უარს ვეტყვით და ვერ ჩამოვიყვანთ.
28.05.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 28.05.2020 - კვირა.ჯი
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას – “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” – შუახევის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების შემდეგ, ქობულეთიც შეუერთდა. სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მონაწილეობა მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, ასევე ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო. ორგანიზატორის თქმით, სისხლის უანგაროდ ჩაბარებაზე მსურველთა ნაკადი რეგიონში დიდი იყო, შესაბამისად, მსგავსი აქცია ისევ გაგრძელდება.
28.05.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 28.05.2020 - ნიუპოსტს.ჯი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მუნიციპალიტეტში საკვლევად გუშინ 122 მასალა იქნა აღებული, მათგან 111 სოფელ ქვემო ბოლნისში, 11 კი ქალაქ ბოლნისში. კორონავირუსი მხოლოდ ორ პირს დაუდასტურდა. ერთი ინფიცირებული სოფელ ქვემო ბოლნისის მცხოვრებია, მეორე კი ე.წ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების კლასტერს მიეკუთვნება
28.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 28.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
ონიშჩენკოს ძალიან კარგად ვიცნობ. ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს. ხომ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს? ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ, შენით ხომ არ ლაპარაკობ ამას ? - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე რუსეთის დუმის დეპუტატს გენადი ონიშჩენკოს, საქართველოში რუსეთის წარმომადგენლების ჩამოსვლასთან და ლუგარის ლაბორატორიის დათვალიერებასთან დაკავშირებით.
28.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 28.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 738 პაციენტიდან 42% მამაკაცი , ხოლო 58% ქალია. ამის შესახებ მან უპასუხა, „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, როგორია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 738 ადამიანის სქესობრივი გადანაწილება და მათ შორის, რამდენია ბავშვი.
28.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 28.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი მოუწოდებს კომპანიებს, იმ შემთხვევაში, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, მუშაობა ონლაინრეჟიმში გააგრძელონ.
28.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 28.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან თავშეყრის ადგილებში ადამიანებმა სადეზინფექციო საშუალებები თავად უნდა იქონიონ.
28.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 28.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერები ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით რისკის შემცველია. ამის შესახებ იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, უნდა იყოს თუ არა ჩართული ოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და დახურულ სივრცეებში კონდიციონერები, რა რისკი შეიძლება იყოს ასეთ დროს და როგორია რეკომენდაცია.
28.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 28.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
უკვე 30 წელია საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და რუსეთი და მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმადაც, საქართველოში ლუგარის ცენტრის დათვალიერებისას რუს სპეციალისტებს ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად, შენობის ყველა კორპუსში დაშვების უფლება უნდა მიეცეთ.
28.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 28.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით მაღალდაზიანებული ქვეყნებიდან საქართველო ტურისტებს ჯერჯერობით ვერ მიიღებს. როგორც გამყრელიძემ „ფეისბუქლაივისას“ განაცხადა, როგორი უნდა იყოს ტურისტების მიღების და მათზე ეპიდზედამხედველობის, დაკვირვების სისტემა, დაახლოებით, 10 დღეში გახდება ცნობილი.
28.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 28.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, რესტორნებსა და კლუბებში დისტანციის დაცვის რეკომენდაციები შემუშავებულია და სახელმწიფო სამსახურები გააკონტროლებენ, რომელ რესტორანს რამდენი მაგიდის განთავსება შეეძლება. იმნაძის თქმით, რესტორნებში მაგიდების განთავსების ადგილები იქნება მონიშნული.
28.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 28.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორია ჩვენი ქვეყნისთვის განძია. როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, განძია არა ლაბორატორიის შენობა, არამედ იქ მომუშავე მაღალკვალიფიციური მეცნიერები.
28.05.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 28.05.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ჩამდინარე წყლების კვლევით დგინდება, არსებობენ თუ არა ტერიტორიაზე დაავადებულები, თუმცა მტკიცებულება, რომ კორონავირუსის გამომწვევ SARS-COV-2-ს წყალში მოხვედრისას ადამიანის დაავადება შეუძლია, არ არსებობს. როგორც იმნაძემ განაცხადა, კვლევების მიხედვით არ ითვლება, რომ ზღვის წყალი SARS-COV-2-ის გადაცემის წყარო შეიძლება იყოს.
28.05.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 28.05.2020 - ინფო9
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადეს, გუშინ აღებული 122 საკვლევი მასალიდან ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კოვიდინფექცია მხოლოდ ორს დაუდასტურდა, მათგან ერთი ინფიცირებული სოფელ ქვემო ბოლნისის მცხოვრებია, მეორე კი ე.წ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების კლასტერს მიეკუთვნება და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლია. ბოლნისის მუნიციპალიტეტში გუშინ 122 საკვლევი მასალა იქნა აღებული, აქედან 111 სოფელ ქვემო ბოლნისში, 11 კი ქალაქ ბოლნისში.
28.05.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 28.05.2020 - კვირა.ჯი
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რუსეთის დუმის დეპუტატს, გენადი ონიშენკოს მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელსაც ლუგარის ლაბორატორიის შესამოწმებლად რუსი ექსპერტების დაშვება სურს. როგორც მან აღნიშნა, რუს ექსპერტებს შეუძლიათ, ეწვიონ ლუგარის ლაბორატორიას საერთაშორისო დელეგაციასთან ერთად.
28.05.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 28.05.2020 - კვირა.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით მაღალდაზიანებული ქვეყნებიდან საქართველო ტურისტებს ჯერჯერობით ვერ მიიღებს. „ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა.
28.05.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 28.05.2020 - პია.ჯი
საქართველოში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 58% ქალი, ხოლო 42% მამაკაცია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა ონლაინ კონფერენციაზე გაანცხადა. რაც შეეხება 15 წლის ასაკის ჩათვლით მოზარდებში ინფიცირების შემთხვევებს, მათი წილი 8,4%-ს შეადგენს, ხოლო 18 წლამდე ასაკის პირების ოდენობა 10,2%-ია. მინიმალური ასაკი კოვიდინფიცირებლ პაციენტებს შორის 2 წელია. საქარTველოში კოვიდინფიცირების 738 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 12, ხოლო გამოჯანმრთელებულია 573 პაციენტი.
28.05.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 28.05.2020 - პია.ჯი
კორონავირუსის პანდემიის დროს ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდინციონერის გამოყენება ოფისებსა და სხვა დახურულ სივრცეებში რისკის შემცველია. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
29 მაისი
ინტერნეტ სააგენტო
29.05.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 29.05.2020 - ბიემ.ჯი
"ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველოს" (PwC საქართველო) და ინვესტორთა საბჭოს ერთობლივი კვლევა აჩვენებს, რომ მოთხოვნის შემცირება საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორში არის შესამჩნევი. კერძო სექტორის კვლევა ჩატარდა 16-27 აპრილს ონლაინ გამოკითხვის გზით და მასში მონაწილეობა 1,938-მა ბიზნესმა მიიღო. კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი საკითხები: "მოთხოვნის შემცირება არის COVID19-ით გამოწვეული ყველაზე გამოკვეთილი გვერდითი მოვლენა. მოთხოვნის შემცირებამ გამოკითხული საწარმოების უმეტესობაში (65%) უკვე გამოიწვია 50%-ზე მეტით შემოსავლის შემცირება.
პრესა
29.05.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 29.05.2020 - რეზონანსი
„რა თქმა უნდა, ადამიანები დაიღალნენ ამდენი შეზღუდვისგან, მოენატრათ ნორმალური ურთიერთობები, მაგრამ კორონავირუსი არსად გამქრალა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ გადაცემამაში „იმედის დღე" განაცხადა. „თბილისში იყო ასეთი შემთხვევა - სამწუხაროდ, ჩვენი კოლეგა პროფესიული მოვალეობის დროს დაინფიცირდა, მან თავისი ოჯახის წევრი დააინფიცირა.
29.05.2020
მედია საშუალებები: ახალი თაობა
Link: 29.05.2020 - ახალი თაობა
_ უკვე 30 წელია, საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და რუსეთი და მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმადაც, საქართველოში ლუგარის ცენტრის დათვალიერებისას რუს სპეციალისტებს ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად, შენობის ყველა კორპუსში დაშვების უფლება უნდა მიეცეთ. გამყრელიძის თქმით, აღნიშნული განცხადებები გარკვეული პერიოდულობით კეთდება და პოლიტიკური სარჩული აქვს.
29.05.2020
მედია საშუალებები: ახალი თაობა
Link: 29.05.2020 - ახალი თაობა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგი ლე პაატა იმნაძე კითხვაზე, ზაფხულში უნდა იყოს თუ არა ჩართული ოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და სხვა დახურულ სივრცეებში კონდიციონერები, პასუ ხობს, რომ ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, რისკის შემცველია. მისივე თქმით, მათი გამოყენება ნებადართული არ იქნება.
29.05.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 29.05.2020 - რეზონანსი
ნუ ავალთ გადატენილ ტრანსპორტში და თუ მოკლე მანძილზე მივდივართ, ნუ დავტვირთავთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ფეხით ვიაროთ, რათა ვისაც აუცილებლად სჭირდება ის, მათ ისარგებლონ ტრანსპორტით, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „იმედის დღის“ ეთერში საუბრისას. „კარგი იქნებოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეგულაციები ყოფილიყო. მაგალითად, მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვა, თუმცა პრაქტიკულად, ამის გაკონტროლება შეუძლებელია. ჩვენი მოქალაქეები უნდა იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად. უნდა გვახსოვდეს, რომ კორონა არ გამქრალა, ის ჩვენ გვერდითაა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
29.05.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 29.05.2020 - რეზონანსი
რა წესების დაცვით უნდა იმუშაონ ობიექტებმა ორშაბათიდან. ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ისაუბრა. „როგორც იცით, ორშაბათიდან დაანონსებულია რომ ეტაპობრივად გაიხსნება სავაჭრო მოლები, გარკვეულწილად ბაზრობები, ასევე სხვადასხვა ობიექტები, რომელთა მიმართულებითაც აქტიურად მიმდინარეობს რეკომენდაციების შემუშავება.
29.05.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 29.05.2020 - რეზონანსი
საქართველომ ამ ეტაპზე მეზობლებისგან განსხვავებით კორონავირუსის დამარცხება თითქმის შეძლო. რეგიონში ჩვენი ქვეყანა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის თვალსაზრისით ბოლო 10 დღის განმავლობაში საუკეთესოდ გამოიყურება. ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ბოლო დღეების მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ერთეული შემთხვევები ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა 76% უკვე გამოჯანმრთელდა.
29.05.2020
მედია საშუალებები: ახალი თაობა
Link: 29.05.2020 - ახალი თაობა
საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმების გასაჩივრება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ჯარიმების გასაჩივრების ვადის ათვლა 23 მაისს დაიწყო, როცა საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა და 10 დღეს გრძელდება უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით. შესაბამისად, ამ ჯარიმების გასაჩივრება შეიძლება 2 ივნისამდე.
რადიო
29.05.2020
მედია საშუალებები: რადიო კომერსანტი - რადიო კომერსანტი 11:00
Link: 29.05.2020 - რადიო კომერსანტი - რადიო კომერსანტი 11:00
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,
ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით მაღალდაზიანებული ქვეყნებიდან საქართველო ტურისტებს ჯერჯერობით ვერ მიიღებს. „დაანონსებულია, რომ 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი და 1-ელი ივლისიდან საერთაშორისო ვიზიტორებისთვის
გაიხსნება ქვეყანა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა ყველა ქვეყნისთვის.