From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : 28-29 აპრილი მედია მონიტორინგი
Received On : 29.04.2020 08:56
Attachments :

მედია მონიტორინგი

28 აპრილი

ტელევიზია

კორონავირუსი

28.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 15:00

Link:    28.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00

კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება მოხუცთა თავშესაფრებსა და იმ პანსიონატებშიც ჩატარდება, რომელთა ბენეფიციარები შშმ პირები არიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები - მოხუცებულთა თავშესაფრები და ისეთი პანსიონატები, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები - როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები, ჩაერთვებიან ტესტირებაში, რომ ამ შემთხვევაში მოხდეს მათი დეტალური შესწავლა და არ მოხდეს შემთხვევით ინფექციის გავრცელება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე

28.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 15:00

Link:    28.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00

სისხლის დონაციის აქცია აბაშაში მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას მართველი გუნდის წარმომადგენლები რეგიონებშიც შეუერთდნენ. დონაციის აქციაში ჩაერთნენ აბაშის მერი საკრებულოს და მათზე დაქვემდებერებული სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები. პროექტს ევექსის სისხლის ბანკი ახორციელებს.

კორონავირუსი

28.04.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00

Link:    28.04.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00

1. გაფართოებული ტესტირება მოხუცთა თავშესაფრებისა და პანსიონატების ბინადრებს ჩაუტარდებათ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ტესტირების მიზანი ამ ჯგუფების ინფექციის გავრცელებისგან დაცვაა. საქართველოში სულ 511 დადასტურებული შემთხვევაა.

ტიკარაძის განცხადება

28.04.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

Link:    28.04.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

მოხუცები, შშმ პირები და ბავშვები ჩაერთვებიან ტესტირებაში, - ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ხვალიდან აგრესიული ტესტირება დაიწყება, რომელშიც საზოგადოების კონკრეტული კატეგორია ჩაერთვება. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ თავდაცვის ძალებში ტესტირება უკვე დაწყებულია, სამღვდელოებაში კი მიზნობრივი ტესტირება მიმდინარეობს.

დღის ამბები -COVID-19

28.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 16:00 ტვ 1

 

Link:    28.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 16:00 ტვ 1

პლატო, პიკი თუ ტალღა-ვართ პლატოზე, გვაქვს თუ არა პიკი და რა დრო სჭირდება ვირუსის ტალღების გადავლას. ეს სიტყვები შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვანი ყოფილიყო, რომ არა საქართველოს მოქალაქეების შემოსავლების აღდგენასთან მისი პირდაპირი კავშირი. ვანო მაჭავარიანი:"არსებობს ე.წ თვითდასაქმებულთა ჯგუფი, ამ საკითხით სპეკულირება ხდებოდა.

ოპოზიცია ხელისუფლებას COVID-19-ის სტატისტიკის შეკავებაში ადანაშაულებს

28.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 15:00

Link:    28.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00

ოპოზიცია ხელისუფლებას დაავადების სტატისტიკის შეკავებაში ადანაშაულებს. "ევროპული საქართველო" მოითხოვს, რომ ქვეყანაში ტესტირების მოცულობა გაიზარდოს. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ტესტირება მასობრივად არ კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში დაბალი სტატისტიკა შენარჩუნდეს და რეალური ეპიდემიოლოგიური სურათი საზოგადოებისთვის დაფარულია.

კოვიდ 19

28.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 15:00

Link:    28.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00

წყალტუბოს კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 62 წლის მამაკაცი წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია. ის ცხელების ცენტრიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აგრესიული ტესტირება

28.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 17:00 ტვ 1

Link:    28.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 17:00 ტვ 1

მოწყვლადი ჯგფების ტესტირება იწყება, თუმცა როდის კონკრეტული თარიღი უცნობია. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით კორონა ვირუსზე მასობრივი შემოწმება მოხუცთა თავშესაფარებში და იმ პანსიონატებში ჩატარდება რომელთა ბენეფიციარები შშმ პირები არიან.

კოვიდ 19

28.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 17:00 ტვ 1

Link:    28.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 17:00 ტვ 1

ჯანდაცვის მინისტრი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ რეგიონში სადაც ექიმები დაინფიცირდნენ სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაა. ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მიმართვას და მოთხოვნებს პასუხობს. "ყველა კლინიკის აღჭურვილობაზე ჩვენ ვზრუნავთ და სახელმწიფოს მხრიდან ხდება მათი უზრუნველყოფა. რაც შეეხება ექიმების დაინფიცირებას, მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის რომ ძირითადი ფაქტები არ მომხდარა სამუშაო დაგილზე. მიუხედავად ამისა ჩვენს ექიემბს უტარდებათ ტრენინგები როგორიც არის პირადი დაცვის საშუელებების სწორ გამოყენებასტან დაკავშირებით ", - ეკატერინე ტიკარაძე.

გაფართოებული ტესტირება მოხუცთა თავშესაფრებში და შეზღუდული შესასძლებლობების მქონე პირების ცენტრებში ჩატარდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

28.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 17:00

Link:    28.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00

გაფართოებული ტესტირება მოხუცთა თავშესაფრებში და შეზღუდული შესასძლებლობების მქონე პირების ცენტრებში ჩატარდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ინფორმაცია ეკატერინე ტიკარაძემ მაშ შემდეგ გაასაჯაროვა, რაც სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შხვდა და გაესაუბრა. მინისტრის თქმით, ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, ორივე დასახელებული სეგმენტი სარისკოა. ამიტომ მათი შემოწმება მოხდება.

ბრიფინგი ჯანდაცვის სამინისტროში

28.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 18:00

Link:    28.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

მოქალაქეთა წრე, რომლებსაც ტესტირება ჩაუტარდებათ ფართოვდება. კორონავირუსზე მასობრივი შემოწმება მოხუცთა თავშესაფრებსა და იმ პანსიონატებშიც ჩატარდება, რომელთა ბენეფიციარები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არიან. გადაწყვეტილების შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა.

შეხვედრა კლინიკების ხელმძღვანელებთან

28.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 18:00

Link:    28.04.2020 - I არხი - მოამბე 18:00

კორონავირუსზე ტესტირება მოხუცთა თავშესაფარზე და ისეთ სათემო პანსიონებში ჩატარდება, სადაც შშმპ არიან მოთავსებული. ტესტირებაში დამატებითი ჯგუფების შეყვანის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს.

გაიღე სისხლი

28.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 18:00

Link:    28.04.2020 - I არხი - მოამბე 18:00

გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე - ამ სახელწოდების აქცია გაიმართა აბაშის მუნიციპალიტეტში. დონაციის აქციაში ადგილობრივი საკრებულოს და მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურების თანამშრომლები და ადგილობრივები ჩაერთნენ. ლევან მაკალათია: "ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდი უერთდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაჟღერებულ ინციატივას სისხლის უფასო დონაციასთან დაკავშირებით".

კოვიდ 19

28.04.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

Link:    28.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00

კორონა ვირუსის ეპიდემია და ბრძილის წინა ხაზი, კერძოდ ექიმები და კლინიკები. როგორც აღმოჩნდა მედ პერსონალი უმეტესად ამ ბრძოლაშიდაუცველია, ვიარება კი იმდენად რთულაი რომ არსებულ პრობლემებზე დღეს ექიმები საჯაროდ ალაპარაკდნენ და საჯარო ასოციაციებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს.

200 ლარიანი კომპენსაციების გაცემის სისტემა უკვე ცნობილია.

28.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - ბიზნესპარტნიორი

Link:    28.04.2020 - I არხი - ბიზნესპარტნიორი

200 ლარიანი კომპენსაციების გაცემის სისტემა უკვე ცნობილია. თანხას მიიღებენ ის მოქალაქეები, რომელტაც 2020 წლის პირველ კვარტალში, ერთხელ მაინც უფიქსირდებათ ხელფასის ჩარიცხვა. ან ტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული, კომპენსაციებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ პრეზენტაცია დღეს ფინანსთა სამინისტრომ გამართა.

წყალტუბოს კლასტერი

28.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

Link:    28.04.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

ამ ფონზე ქვეყანაში წესის დარღვევა ისევ გრძელდება. ანჯერად ხმაური, ჩხუბი, აყალმაყალი, მაგრამ საბოლოო ჯამში იძულებითი კარანტინით დასრულდა წყალტუბოში ერთ-ერთ ოჯახში დაწყებული ინციდენტი.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოში პიკი არ ყოფილა და ვირუსის გავრცელების პროცესის მართვა მოხდა

28.04.2020

მედია საშუალებები:    პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

Link:    28.04.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით საქართველოში კორნავირუსის პიკი არ ყოფილა და ერთობლივი ღონისძებების შედეგად მოხდა ვირუსის მართვა. მისი თქმით, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობა სამომავლოდ არ გაიზრდება.

COVID-19 - ვითარება და უახლესი მონაცემები

28.04.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

Link:    28.04.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გვაქვს, თუმცა ამასთანავე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. 15 ინფიცირებულიდან, ერთს ვირუსი აჭარაში დაუდასტურდა, ის საქართველოში 1 კვირის წინ თურქეთიდან შემოვიდა და კარანტინში იმყოფებოდა.

დასრულდება თუ არა კორონა ვირუსის ეპიდემია საქართველოში ივლისის ბოლოს.

28.04.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

Link:    28.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

დასრულდება თუ არა კორონა ვირუსის ეპიდემია საქართველოში ივლისის ბოლოს. სინგაპურელი მეცნიერების პრგნოზი ქვეყანაში დაპირისპირების მიზეზი ხდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უცხოურ კვლევით ორგანიზაციას საქართვეოში შექმნილ მდგომარეობაზე არასწორი წარმოდგენა და მონაცემები აქვს და დამახინჯებული ინფორმაცია მეცნიერებს განზრახ მიაწოდეს. პროგნოზსს არ იზიარება არც ქართული ოცნების ხელსუფლება, მაგრამ სულ სხვა მიზეზით.

აგრესიული ტესტირება - გადაუდებელი აუცილებლობა თუ პოლიტიკური სპეკულაციების საგანი?

28.04.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

Link:    28.04.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

კორონავირუსის თემის, პოლიტიკურ ჭრილში გადატანაზე საუბრობს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. ამირან გამყრელიძე, გარკვეული ძალების გავლენაზე საუბრობს, მისი თქმით, პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით თემით სპეკულაცია არ შეიძლება. მასობრივი ტესტირების ჩატარების პირველი ინიციატორი გიორგი ვაშაძე იყო, ოპოზიციონერი ლიდერი ფიქრობს, რომ ამ გზით ეკონომიკური პრობლემები სწრაფად გადაიჭრებოდა. ოპოზიცია სწრაფი ტესტების დაგვიანების სხვადასხვა მიზეზზე საუბრობს. თუმცა ეპიდემიოლოგები ფიქრობენ, რომ სწრაფი ტესტები რისკჯგუფებში გამოსაყე ნებელი, რადგან საბოლოოდ ვირუსზე ზუსტი დიაგნოსტირება ლაბორატორიებში ხდება.

მიზნობრივი ტესტირება.

28.04.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

Link:    28.04.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ თვის დასაწყისში ჯანდაცვის სამინისტრომ, პირობა დადო აგრესიულ ტესტირებაზე , პირობა მხოლოდ ფურცელზე დარჩა. კორონავირუსის დადასტურებიდან 2 თვის შემდეგ მთავრობა აგრესიულ ტესტირებას იწყებს რისკ ჯგუფებთან - მათ შორისაა, სასულიერო პირები, ძალოვანები და მედია.

თენგიზ ცერცვაძე: ასაკოვანი ადამიანების ტესტირება იქნება სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი ინფექციის კონტროლისა და გარდაცვლილთა დაბალი რიცხვის შენარჩუნების გზაზე

28.04.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

Link:    28.04.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში კოვიდის მიმღები კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ პროტოკოლში ცვლილება არ შევა და სამედიცინო დაწესებულებები პლაქვენილს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის კვლავ გამოიყენებენ. პლაქვენილის უარყოფით მხარეებზე სამეცნიერო წრეებში გავრცელებული წინააღმდეგობრივი ინფორმაციის მიუხედავად, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე შეერთებული შტატების წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს რეკომენდაციას ეყრდნობა.

კამპანია ექიმების წინააღმდეგ

28.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 21:00

Link:    28.04.2020 - I არხი - მოამბე 21:00

ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე კრიზისულ მომენტში, ექიმები პოლიტიკური თავდასხმის სამიზნეები ხდებიან. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი საქართველოში „კოვიდ 19“-ის დღეისთვის არსებულ ოფიციალურ მონაცემებს ეჭვქვეშ აყენებს და მთავრობის დაკვეთით მაჩვენებლების შესაძლო დამალვაზე მიანიშნებს. ამ ფონზე პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტუალობას არ კარგავს მასობრივი ტესტირების მოთხოვნა, რომელიც „კოვიდ 19“-ის პირველივე შემთხვევიდან თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის მთავარი გზავნილია.

გაიღე სისხლი

28.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 21:00

Link:    28.04.2020 - I არხი - მოამბე 21:00

გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე - ამ სახელწოდების აქცია გაიმართა აბაშის მუნიციპალიტეტში. დონაციის აქციაში ადგილობრივი საკრებულოს და მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურების თანამშრომლები და ადგილობრივები ჩაერთნენ. აქციის მიზანი კოვიდინფიცირებულების მხარდაჭერაა.

მიზნობრივი ტესტირება

28.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1

Link:    28.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1

გამარტივებული ტესტირების ფარგლებში მაისის ბოლოს 3000-მდე PCR ტესტირებას ჩაატარებენ. ასევე რამდენიმე საათში ჩინეთიდან ტესტების ახალ მარაგს ჩარტერული რეისით საქართველოში ჩამოიტანენ. მასობრივი ტესტირება ვირუსის დამარცხების მთავარი იარაღია. მედიკოსების თქმით, იწყება მიზნობრივი ტესტირება, რაც ტესტირების ჩატარებას გულისხმობს მედიკოსებისთვის, პოლიციელებისთვის, თავდაცვის სისტემაში მომუშავე პირებისთვის, ჟურნალისტებისთვის და ყველა იმ ადამიანის შემოწმებას ვირუსზე, რომლებიც რისკ ჯგუფში შედიან.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა წყალტუბოში - იგეგმება თუ არა ქალაქში საკარანტინო ზომების გამკაცრება

28.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 21:00

Link:    28.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

საპატრულო ეკიპაჟი წყალტუბოში ექიმებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც კოვიდ-19-ით ინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრებმა საკარანტინო ზონაში გადასვლაზე უარი თქვეს. 62 წლის კაცი პირველი ინფიცირებულია ქალაქში. მას ინფექცია დღეს დაუდასტურდა, უკვე დადგინდა კონტაქტების წრე - 10-ზე მეტი პირი.

იზრდება იმ ადამიანების წრე, ვისაც ტესტირება ჩაუტარდება - ჯანდაცვის სამინისტრომ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები დაასახელა

28.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 21:00

Link:    28.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

მოქალაქეთა წრე, რომლებსაც კოვიდ-19-თან დაკავშირებით ტესტირება უნდა ჩაუტარდეთ, ფართოვდება. ყველაზე მოწყვლად ჯგუფად მოხუცთა თავშესაფრები და ის პანსიონატები დასახელდა, რომელთა ბენეფიციარებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და ზრდასრულები არიან.

თეთრიწყაროს კლასტერი შესაძლოა გაფართოვდეს - პარალელურად კი რამდენიმე მუნიციპალიტეტში დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

28.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 21:00

Link:    28.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

თეთრიწყაროში დღეს კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ერთ-ერთი მათგანი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, ხოლო მეორე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მძღოლის დედა. ორივე ინფიცირებული შესაბამის სამედიცინო განყოფილებაში არიან მოთავსებული.

29 აპრილი

ტელევიზია

კორონავირუსი

29.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    29.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

ტექნოლოგიებისა და დიზაინის უნივერსიტეტის მკვლევარების პროგნოზებს რაც შეეხება, სინგაპურისაზე ვსაუბრობ, კორონავირუსის პანდემიის დასრულების ვადები გამოთვალეს მათ და ვებგვერდზე ნახავთ, რომ კვლევას საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიზნებისთვის არის გათვლილი და შესაძლოა, მცირე ცდომილებას მაინც შეიცავდეს. მსოფლიო მონაცემებს შორის არის საქართველოც.

40 ათასი PCR ტესტი საქართველოშია - სპეცრეისი პეკინიდან თბილისში გამთენიისას დაეშვა

29.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 09:00

Link:    29.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

40 ათასი PCR ტესტი უკვე საქართველოშია. პეკინიდან სპეცრეისი თბილისში გამთენიისას დაეშვა. 52 ტონა ტვირთის ჩამოსვლას აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრი დახვდა. PCR ტესტები სახელმწიფომ შეიძინა, თუმცა დამატებით, ანტისხეულების 20 ათასი ტესტი ჩინეთის მთავრობის საჩუქარია.

წყალტუბოში კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტები იდენტიფიცირებულია - 11 პირი კარანტინშია გადაყვანილი

29.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 09:00

Link:    29.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

წყალტუბოში კორონავირუსით ინფიცირებული დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის კონტაქტები იდენტიფიცირებულია. ეპიდემიოლოგების მუშაობის შედეგად დადგენილი 11 პირი კარანტინშია გადაყვანილი.

კოპენჰაგენიდან თბილისში სპეცრეისით დაბრუნებული საქართველოს 50-მდე მოქალაქიდან 4 ცხელების ცენტრში გადაიყვანეს

29.04.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 09:00

Link:    29.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

საქართველოს 50-მდე მოქალაქე ჩამოვიდა დღის ბოლოს სპეც-რეისით კოპენჰაგენიდან. სამედიცინო შემოწმებისას გამოვლინდა 4 მგზავრი, რომელთაც საეჭვო სიმპტომები ჰქონდათ. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. სხვა ყველა დანარჩენი ახლადჩამოსული 140 დღიან სავალდებულო საკარანტინო პერიოდს გაივლის. საქართველოს ავიახაზების თვითმფრინავი დანიის მიმართულებით გუშინ გაფრინდა და კოპენჰაგენში 22 ქართველი მეზღვაურიც წაიყვანა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადება

29.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    29.04.2020 - I არხი - მოამბე 09:00

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პეკინიდან სპეცრეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოში 52 ტონა ტვირთი ჩამოვიდა, მათ შორის 40 ათასი „პისიარ“ ტესტი და ასევე, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – კომბინიზონები, ხელთათმანები და სხვა სამედიცინო ნივთები.

ამირან გამყრელიძის განცხადება

29.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    29.04.2020 - I არხი - მოამბე 09:00

პრევენციულმა ღონისძიებებმა, რომლებიც გატარდა და ახლაც ტარდება, სერიოზული როლი ითამაშა იმაში, რომ ქვეყანაში დუნე მატების ტენდენცია ნარჩუნდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

საკარანტინე სივრცეების მოწყობით სასტუმროებმა დასაქმებულთა შენარჩუნება შეძლეს

29.04.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    29.04.2020 - I არხი - მოამბე 09:00

საკარანტინე სივრცეების მოწყობით სასტუმროებმა დასაქმებულთა შენარჩუნება შეძლეს. საკარანტინე ზონები 83 სასტუმროში მოეწყო შესაბამისად დასაქმებულია სასტუმროების 2482 თანამშრომელი. ქვეყნის მაშტაბით სასტუმროებში მოწყობის საკარანტინო სივრცეებში ამ ეტაპზე 4889 ადამიანი იმყოფება, 10 მარტიდან დღემდე საკარანტინო სივრცეებშისავალდებულო 14 დღიანი კარანტინი 15 600 მეტმა მოქალაქემ გაიარა.

კორონავირუსი

29.04.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    29.04.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

1. ქუთაისის ინფექციურ ნსაავადმყოფოში 2. საჩხერის სამედიცინო ცენტრში 3. აჭარაში კიდევ 4 პაციენი განიკურნა

დღეს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პეკინიდან სპეციალური ავიარეისი შესრულდა

29.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    29.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

დღეს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პეკინიდან სპეციალური ავიარეისი შესრულდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში 52 ტონა ტვირთი ჩამოვიდა. მათ შორის 40.000 პი-სი-არ ტესტი და ამდენივე ექსტრაქციის ნაკრები, დიდი რაოდენობით ინდივიდუალური ხელთათმანები, ხალათები და სხვა სამედიცინო ნივთები.

ინფიცირების 6 ახალი შემთქვევა ქვეყანაში; 40 000 პირიარ ტესტი საქართველოშია

29.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

Link:    29.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

ინფიცირების 6 ახალი შემთქვევა ქვეყანაში, 517 დაავადებული ადამიანი, აქედან 168 გამოჯანმრთელებული. დღეს პიპრველი შემთხვევაა, როდესაც გამოჯანმრთელებულტა რაოდენობა ახალ ინფიცირებულტა რაოდენობაზე მეტია. ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 43 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, აქედან 11 მოზარდია.

დღეს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პეკინიდან სპეციალური ავიარეისი შესრულდა

29.04.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    29.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

დღეს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პეკინიდან სპეციალური ავიარეისი შესრულდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში 52 ტონა ტვირთი ჩამოვიდა. მათ შორის 40.000 პი-სი-არ ტესტი და ამდენივე ექსტრაქციის ნაკრები, დიდი რაოდენობით ინდივიდუალური ხელთათმანები, ხალათები და სხვა სამედიცინო ნივთები. იმავე რეისით ჩამოიტანეს, დამატებით ანტისხეულების 20 000 ტესტი, რომელიც საქართველოს ჩინეთის მთავრობამ უსასყიდლოდ გადასცა. ჩარტერული რეისი ავიაკომპანია ჯეოქსაიმ განახორციელა. ეკატერინე ტიკარაძე:" დაფრინდა ბოინგი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავი და რომელმაც საქართველოში ჩანოიტანა 52 ტონა ტვირთი".

ინფიცირების 6 ახალი შემთქვევა ქვეყანაში; 40 000 პირიარ ტესტი საქართველოშია

29.04.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

Link:    29.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 11:00 ტვ 1

ინფიცირების 6 ახალი შემთქვევა ქვეყანაში, 517 დაავადებული ადამიანი, აქედან 168 გამოჯანმრთელებული. დღეს პიპრველი შემთხვევაა, როდესაც გამოჯანმრთელებულტა რაოდენობა ახალ ინფიცირებულტა რაოდენობაზე მეტია. ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 43 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, აქედან 11 მოზარდია. ბოჭორიშილის კლინიკაში ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სოციალურ აგენტებს ხელფასი 80 ლარი ჩაერიცხათ

29.04.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 10:00

Link:    29.04.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 10:00

სოციალური აგენტები, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარების მიმღები მოქალაქეების მდგომარეობას აფასებენ, შემწეობას უკვე თავად საჭიროებენ. აპრილის თვეში სოციალურ აგენტებს ხელფასის სახით 80 ლარი ჩაერიცხათ. ამ ფაქტს უკვე მოყვა არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე კრიტიკა. „სოლიდარობის ქსელი" სოციალური აგენტების ხელფასის მომატებას ითხოვს.

 

28 აპრილი

ინტერნეტ სააგენტო

ფოთში 23 მედიკოსს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

28.04.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    28.04.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ფოთში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად 23 სამედიცინო პერსონალს და ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ორივე პაციანტი ბავშვია და ისინი ,,ცხელების კლინიკაში“ რესპირატორული სიმპტომებით გუშინ შეიყვანეს. ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მედპერსონალის იმ ნაწილს, რომელსაც შეხება აქვს საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებთან, 14 დღეში ერთხელ „კოვიდ-19“-ზე კვლევა ჩაუტარდება.

ჯანდაცვის მინისტრი - რეალურად, საქართველოში აგრესიული ტესტირება დაწყებულია - სახელმწიფო კლინიკებს აწვდის ტესტებს და მის სანდოობაზე პასუხისმგებლობას იღებს

28.04.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    28.04.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირება სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდება და ეს მექანიზმი სოციალური სააგენტოს ჯანდაცვის დეპარტამენტში უკვე შემუშავებულია.

თენგიზ ცერცვაძე - ყველა კლინიკას დაუგროვდა გამოცდილება და მკურნალობის ინოვაციური მეთოდები, მაგალითად, პლაზმაფერეზი

28.04.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    28.04.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

სამიზნე ჯგუფად ასაკობრივი ადამიანების ტესტირება ისეთ ადგილებში, სადაც ისინი კომპაქტურად ცხოვრობენ, ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოში კოვიდინფექციის კონტროლისა და გარდაცვლილთა ძალიან დაბალი რიცხვის შენარჩუნების გზაზე, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე: ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტო ვიდრე არ გადახედავს შეხედულებას „პლაქვენილზე“, მანამდე კვლავ დარჩება ძირითად სამკურნალო საშუალებად

28.04.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    28.04.2020 - ინფო9

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან დღეს კლინიკური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. მისი თქმით, შეხვედრაზე ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს, რომელიც პაციენტების მკურნალობას ეხება.

COVID -19 და არაგადამდები დაავადებები - რჩევები პაციენტებს

28.04.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    28.04.2020 - პია.ჯი

უკვე არსებობს მინიშნებები, რომ COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა ყველაზე მაღალია ხანდაზმულ და თანმხლები არაგადამდები დაავადების მქონე პაციენტებში.

არარეგისტრირებულმა თვითდასაქმებულებმა უნდა წარადგინონ შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი

28.04.2020

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    28.04.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

თვითდასაქმებულები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე www.moh.gov.ge, უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარადგინონ შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი.

არარეგისტრირებულმა თვითდასაქმებულებმა უნდა წარადგინონ შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი

28.04.2020

მედია საშუალებები:    მედიანიუს.ჯი

Link:    28.04.2020 - მედიანიუს.ჯი

თვითდასაქმებულები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე www.moh.gov.ge, უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარადგინონ შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი.

გამყრელიძე: აპრილის ბოლო, მაისის პირველი 2 კვირა საფრთხილოა, შემთხვევების მატება გვექნება

28.04.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    28.04.2020 - ტაბულა.ჯი

“ ჩვენ პიკში შესვლის პერიოდს ვვანგარიშობთ ხოლმე, როცა შიდა გავრცელება ფიქსირდება. ჩვენთან კოვიდ ინფექციის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, შიდა გავრცელება კი, როცა ვერ გავედიც პირველწყაროზე, დავაფიქსირეთ 22 მარტს.

გამყრელიძე: რამდენიმე ძირითადი წესის დაცვა ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს

28.04.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    28.04.2020 - ტაბულა.ჯი

“რამდენიმე ძირითადი წესის დაცვა ჩვენ დიდი ხსნის განმავლობაში მოგვიწევს - პირბადეებით დახურულ შენობებში სიარული, დიდი ხნის განმავლობაში დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს დისტანცირება, დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს ხელების ხშირი დაბანა და სანიტაიზერების ხმარება - პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის მკაცრი წესების დაცვა. ასევე დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება, ან თუ იქნება, შესაბამისი წესების დაცვით, რეგულაციებით. ” აბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე, ტვ პირველის გადაცემაში "რეაქცია".

გამყრელიძე: ამ წუთას, 21 000 PCR ტესტის მარაგია ქვეყანაში

28.04.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    28.04.2020 - ტაბულა.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში 21 000 PCR ტესტის მარაგია. გამყრელიძის თქმით, დაახლოებით 40 000 ტესტი ჩინეთიდან ხვალისთვის ჩამოვა. "ამ წუთას, 21 000 PCR ტესტის მარაგია ქვეყანაში.

ტიკარაძე: დღეს ვართ ყველაზე მსუბუქ და საუკეთესო სცენართან, რომელიც რეალურად იყო მიზანი

28.04.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    28.04.2020 - ტაბულა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით წინასწარ განხილული სცენარებიდან საქართველო დღესდღეობით "საუკეთესო სცენართანაა".

არარეგისტრირებულმა თვითდასაქმებულებმა უნდა წარადგინონ შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი

28.04.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    28.04.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

თვითდასაქმებულები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე www.moh.gov.ge, უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარადგინონ შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი.

ჩარტერით ჩინეთიდან საქართველოში 40 ათასი ტესტი ჩამოდის – ამირან გამყრელიძე

28.04.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    28.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

„ამაღამ ჩარტერით ჩინეთიდან საქართველოში 40 ათასი ტესტი ჩამოდის“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ამჟამად ქვეყანაში 21 ათასი PCR ტესტის მარაგია. „ხვალ შემოდის ქვეყანაში დიდი რაოდენობით სწრაფი ტესტები, ასევე თვის ბოლოს შემოდის კიდევ 50 ათასი.

აპრილის ბოლო კვირა და მაისის პირველი ორი კვირა იქნება საფრთხილო - ამირან გამყრელიძე

28.04.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    28.04.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

აპრილის ბოლო კვირა და მაისის პირველი ორი კვირა იქნება საფრთხილო, როდესაც შემთხვევების მატება გვექნება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

აჭარის ბიუჯეტიდან 7,3 მლნ ლარი საკარანტინე სივრცეების მოწყობას და ტურიზმის სექტორის ხელშეწყობას მოხმარდება

28.04.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    28.04.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

აჭარის მთავრობამ რესპუბლიკურ ბიუჯეტში არსებული რესურსების მოძიება და მათი ეფექტურად ათვისების ინიციატივა განახორციელა, რომელიც არსებული გლობალური გამოწვევით არის განპირობებული. აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 7,3 მილიონი ლარი მოქალაქეების საკარანტინო ზონებში განთავსებას და მათთვის სათანადო პირობების შექმნას მოხმარდება.

მეცნიერების უმრავლესობის აზრით, ზაფხულში COVID-19-ის კლების ფაქტორი სითბო იქნება – გამყრელიძე

28.04.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    28.04.2020 - ბიემ.ჯი

პანდემიის განვითარების მოდელების უმრავლესობა ეყრდნობა იმას, რომ ივნისის დასაწყისში, ტემპერატურის მატება სერიოზულ როლს ითამაშებს ვირუსის კლებაზე. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

გამყრელიძე: ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს პირბადეებით დახურულ შენობებში სიარული

28.04.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    28.04.2020 - ბიემ.ჯი

ახალი კორონავირუსი არც ივნისში მორჩება, არც ივლისში და არც აგვისტოსა და სექტემბერში. ანუ ჩვენ გარკვეული ფორმით თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ ამ ახალ ვირუსთან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ის ემხრობა შეზღუდვების შემსუბუქებას, თუმცა, გარკვეულ წესებთან თანაცხოვრება მოგვიწევს.

ევროკავშირი, შვედეთი და ავსტრია საქართველოს 3 რეგიონში სოფლის მეურნეობის გრანტების შესახებ აცხადებს

28.04.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    28.04.2020 - ბიემ.ჯი

ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ, სოფლის მეურნეობის სექტორში სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ზემო იმერეთისთვის 1,16 მლნ ევროს მხარდაჭერა გამოაცხადა პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ, ორგანულ სოფლის მეურნეობის სექტორში, ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნის მიზნით, ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდაჭერა გამოაცხადა.

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მიმართვა მთავრობას

28.04.2020

მედია საშუალებები:    ნეტგაზეთი.ჯი

Link:    28.04.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო სამედიცინო დაწესებულებები მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ და მთავრობას მიმართავს კონკრეტული საკითხების მოგვარების თხოვნით.

მთავრობა 930 000 ლარად 30 000 სწრაფ ტესტს ყიდულობს

28.04.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    28.04.2020 - ბიემ.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის 30 000 სწრაფი ტესტის შეძენის შესახებ ხელშეკრულება უკვე მოამზადა და შესყიდვის განხორციელების თაობაზე ნებართვას შესყიდვების სააგენტოსგან ელის. ხელშეკრულების მიხედვით, სწრაფ ტესტებს სახელმწიფოს შპს “სოლემარტი“ მოაწვდის, ტესტის მწარმოებელი კი ჰოლანდიური კომპანია Inzek International Trading-ია.

“ეს იქნება საქართველოს ტრენდი” - რიგი პაციენტები რეაბილიტაციას აბასთუმანში გაივლიან

28.04.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    28.04.2020 - ბიემ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პაციენტები, რომლებსაც დიდი ხნით უწევთ სტაციონარში ყოფნა, შეძლებენ საკურორტო ზონაში გაიარონ დამატებითი რეაბილიტაცია. ამის შესახებ მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

ეკატერინე ტიკარაძე - დარწმუნებული ვარ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, საქართველოში მივიღებთ ისეთ ჯანსაღ ჯანდაცვის სისტემას, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითო იქნება

28.04.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    28.04.2020 - კომერსანტ.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადბით,ზოგიერთ ჰოსპიტალში დარღვევები გამოვლინდა, თუმცა ამ ეტაპზე ხარვეზები მაქსიმალურად გამოსწორებულია და პროცესის კონტროლს რეგულირების სააგენტო ახორციელებს. „მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ გარკვეულ ჰოსპიტლებში კრიტიკის ზღვარი საკმაოდ მაღალი იყო.

ამირან გამყრელიძე: ზაფხულში ვირუსის გავრცელების კლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰაერის ტემპერატურის მატება უნდა იყოს

28.04.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    28.04.2020 - კომერსანტ.ჯი

მეცნიერების უმრავლესობის აზრით, ზაფხულში კორონავირუსის გავრცელების კლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰაერის ტემპერატურის მატება უნდა იყოს, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე: მწეველებში COVID-ი უფრო მძიმედ მიმდინარეობს

28.04.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    28.04.2020 - კომერსანტ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნიკოტინის და თამბაქოს მოხმარება ადამიანს კორონავირუსისგან იცავს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენ უკვე ვიცით, რომ ინფიცირებულთა რიცხვი არ იქნება ისეთი დიდი, როგორი მოლოდინიც გვქონდა აპრილის ბოლოსთვის

28.04.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    28.04.2020 - კომერსანტ.ჯი

აპრილის ბოლოსთვის ვსაუბრობდით რამდენიმე ასეული პაციენტის დაინფიცირებაზე ერთ დღეში, დღეს ეს პროცესი მართვადია და ვთვლით, რომ ჩვენი მონაცემები კვლავ დარჩება მხოლოდ ათეულობის ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, „მოამბის“ ეთერში განაცხადა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, მზადყოფნა არის იმისთვის, რომ მაისის შუა რიცხვებისთვის შესაძლოა, იყოს გარკვეული ზრდა.

სახელმწიფოს კორონავირუსის ერთი სწრაფი ტესტის შეძენა 31 ლარი უჯდება

28.04.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    28.04.2020 - ბიემ.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის 30,000 სწრაფი ტესტის შეძენის შესახებ ხელშეკრულება უკვე მოამზადა და შესყიდვის განხორციელების თაობაზე ნებართვას შესყიდვების სააგენტოსგან ელის. ხელშეკრულების მიხედვით, სწრაფ ტესტებს სახელმწიფოს შპს “სოლემარტი“ მოაწვდის, ტესტის მწარმოებელი კი ჰოლანდიური კომპანია Inzek International Trading-ია.

საქართველოში პიკი არ გვქონია – ჯანდაცვის მინისტრი

28.04.2020

მედია საშუალებები:    პროგრესნიუს.ჯი

Link:    28.04.2020 - პროგრესნიუს.ჯი

საქართველოში ჩვენ პიკი არ გვქონია, ჩვენ მივაღწიეთ ერთობლივი ღონისძიებებით იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობა სამომავლოდ არ გაიზრდება.

კახა კალაძე - დღემდე მიმდინარეობს მუშაობა, თუ რა საბუთი უნდა წარადგინოს დამადასტურებელი ცნობის სახით მაგალითად, ძიძამ რომ დახმარება გაეწიოს

28.04.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    28.04.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თვითდასაქმებულების იდენტიფიცირების საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს, რომელსაც შესაბამისი ბაზა აქვს. როგორც კალაძემ პალიტრანიუსის ეთერში, გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი" განაცხადა, დღესაც მიმდინარეობს მუშაობა იმის თაობაზე, თუ რა საბუთი უნდა წარადგინოს ასეთ შემთხვევაში ცნობის სახით, მაგალითად ძიძამ.

პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსის გამო დიდი ხნით მოუწიათ კლინიკებში ყოფნა, რეაბილიტაციის კურსს აბასთუმანსა და სხვა საკურორტო ზონაში გაივლიან

28.04.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    28.04.2020 - ინფო9

გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პაციენტები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში უწევთ სტაციონარში ყოფნა, შეძლებენ საკურორტო ზონაში გაიარონ დამატებითი რეაბილიტაცია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „მოამბის“ ეთერში განაცხადა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, საკურორტო ზონა იქნება აბასთუმნის კლინიკა, რომელიც პირველივე დღიდან არის მობილიზებული, როგორც საკარანტინო ზონა და მას შემდეგ უკვე ჰქონდა ცხელების კლინიკის სტატუსიც. „ეს იყო ყველაზე საინტერესო შემთხვევები, რომლებიც კლინიკურ ჯგუფთან ერთად განვიხილეთ.

ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენ უკვე ვიცით, რომ ინფიცირებულთა რიცხვი არ იქნება ისეთი დიდი, როგორი მოლოდინიც გვქონდა აპრილის ბოლოსთვის

28.04.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    28.04.2020 - ინფო9

აპრილის ბოლოსთვის ვსაუბრობდით რამდენიმე ასეული პაციენტის დაინფიცირებაზე ერთ დღეში, დღეს ეს პროცესი მართვადია და ვთვლით, რომ ჩვენი მონაცემები კვლავ დარჩება მხოლოდ ათეულობის ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, „მოამბის“ ეთერში განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სტომატოლოგიური კლინიკების გახსნის გადაწყვეტილებას შრომითი ინსპექციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მიიღებენ

28.04.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    28.04.2020 - ინფო9

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სტომატოლოგიური კლინიკების გახსნის გადაწყვეტილება, ისევე, როგორც სხვა სექტორების გახსნისას, შრომითი ინსპექციის სამსახურის მიერ დეტალური შესწავლის საფუძველზე იქნება მიღებული.

ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 168-მდე გაიზარდა

28.04.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    28.04.2020 - ინფო9

საქართველოში კორონავირუსისგან 168 პაციენტი გამოჯანმრთელდა,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „მოამბის“ ეთერში განაცხადა. „დღეს უკვე გვყავს 168 გამოჯანმრთელებული პაციენტი.

ცერცვაძე: ასაკოვანი ადამიანების ტესტირება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება

28.04.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    28.04.2020 - აიპრეს.ჯი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, რომ ტესტირების გაფართოების პროგრამის ფარგლებში ერთერთ მთავარ სამიზნე ჯგუფად გამოყოფილი იყოს ასაკოვანი ადამიანების ტესტირება.

ცერცვაძე: არასამიზნე ჯგუფებში ინფექციის გამოვლენის ალბათობა არის ძალიან დაბალი

28.04.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    28.04.2020 - აიპრეს.ჯი

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ ეპიდემიის კონტროლისთვის გაცილებით ეფექტურია სამიზნე ჯგუფების გაფართოვებული და მიზნობრივი გამოკვლევა, ვიდრე ზოგადად მთლიანი მოსახლეობის გამოკვლევა.

ტიკარაძე: ჩვენ უკვე ვიცით, რომ covid19-ით ინფიცირებულთა რიცხვი არ იქნება ისეთი დიდი, როგორი მოლოდინიც გვქონდა აპრილის ბოლოსთვის

28.04.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    28.04.2020 - აიპრეს.ჯი

ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

სისხლის უანგარო დონაციის აქციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია შეუერთდა

28.04.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    28.04.2020 - პია.ჯი

„გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“, – აბაშაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას მმართველი გუნდის წარმომადგენლები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონთან ერთად, სამეგრელოშიც შეუერთდნენ.

ვირუსის გავრცელების კოეფიციენტი 1-ზე დაბალია – ტიკარაძე

28.04.2020

მედია საშუალებები:    ნეტგაზეთი.ჯი

Link:    28.04.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების კოეფიციენტი ერთზე დაბალია, რაც მათ აძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ არ გამართლდა მოლოდინი მძიმე სცენართან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც 9 მაისისთვის დაავადებულთა საერთო რაოდენობა 4000-5000 შეიძლება ყოფილიყო.

მოხუცებულთა თავშესაფრებში მცხოვრებთ და შშმ პირებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ

28.04.2020

მედია საშუალებები:    ამბები.ჯი

Link:    28.04.2020 - ამბები.ჯი

კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება მოხუცთა თავშესაფრებსა და იმ პანსიონატებშიც ჩატარდება, რომელთა ბენეფიციარები შშმ პირები არიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

დღემდე ვერ ხერხდება მოფიქრება, რა უნდა წარადგინოს ცნობის სახით მაგალითად, ძიძამ რომ დახმარება გაეწიოს" - კახა კალაძე

28.04.2020

მედია საშუალებები:    ამბები.ჯი

Link:    28.04.2020 - ამბები.ჯი

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თვითდასაქმებულების იდენტიფიცირების საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს, რომელსაც შესაბამისი ბაზა აქვს. როგორც კალაძემ პალიტრანიუსის ეთერში, გადაცემაში "საღამოს ნიუსრუმი" განაცხადა, დღესაც მიმდინარეობს მუშაობა იმის თაობაზე, თუ რა საბუთი უნდა წარადგინოს ასეთ შემთხვევაში ცნობის სახით, მაგალითად ძიძამ. ამასთან, კახა კალაძის თქმით, ტაქსის მძღოლების ბაზა ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა და A და B კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები დახმარებით ისარგებლებენ.

როდის გაიხსნება სტომატოლოგიური კლინიკები და სხვა სექტორები - მინისტრის განმარტება

28.04.2020

მედია საშუალებები:    პუბლიკა.ჯი

Link:    28.04.2020 - პუბლიკა.ჯი

როდის შეძლებენ სტომატოლოგიური კაბინეტები პაციენტების მიღებას – ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კონკრეტული თარიღი შრომითი ინსპექციის სამსახურის დასკვნის შედეგად გახდება ცნობილი. „ჩვენი მიდგომა სექტორების გახსნის კუთხით არის ეტაპობრივი.

წინასწარ განხილული სამი სცენარიდან ყველაზე საუკეთესო სცენართან ვართ - ტიკარაძე

28.04.2020

მედია საშუალებები:    პუბლიკა.ჯი

Link:    28.04.2020 - პუბლიკა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკა ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანას რამდენიმე სცენარი ჰქონდა წინასწარ მოდელირებული, დღეს არსებული სურათი კი მოდელირებული სცენარებიდან ყველაზე მსუბუქ და საუკეთესო სცენარს მიესადაგება.

გაფართოვებულ ტესტირებაში მოხუცებულთა თავშესაფრები და შშმ პირები ჩაერთვებიან — ტიკარაძე

28.04.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    28.04.2020 - ონ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გაფართოვებული ტესტირების ფარგლებში ჩაერთვებიან მოწყვლადი ჯგუფები, მოხუცებულთა თავშესაფრები, სათემო პანსიონატები, სადაც არიან შშმ პირები, როგორც ბავშვები, ისე ზრდასრულები. ამის შესახებ მან დღეს, 28 აპრილს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიიფნგზე განაცხადა: "ეს ჯგუფებიც უნდა შევისწავლოთ დეტალურად, რათა არ მოხდეს ამ ინფექციის გავრცელება, რაც ნამდვილად სარისკოა". მინისტრის თქმით, ისინი უკვე მზად არიან ტესტირება ხვალიდან დაიწყონ, თუმცა განმარტავს, რომ ჯერ დოკუმენტური პროცედურების დასრულებაა საჭირო.

გამოჯანმრთელებული პაციენტები, რომლებსაც ჩვენი პროტოკოლით ვმკურნალობთ, გართულებულ შემთხვევებზე მეტია - რატიანი

28.04.2020

მედია საშუალებები:    პუბლიკა.ჯი

Link:    28.04.2020 - პუბლიკა.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროში სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა ბრიფინგი, რომელზეც შეხვედრის მონაწილეებმა განხილულ საკითხებზე ისაუბრეს.

მოხუცთა თავშესაფრები და შშმ პირთა პანსიონატები ტესტირებაში ჩაერთვებიან – ტიკარაძე

28.04.2020

მედია საშუალებები:    პუბლიკა.ჯი

Link:    28.04.2020 - პუბლიკა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოხუცებულთა თავშესაფრები და პანსიონატები, სადაც მოთავსებულები არიან შშმ პირები – როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები, ახალ კორონავირუსზე ტესტირებაში ჩაერთვებიან.

ექიმების უმრავლესობა სამუშაო ადგილებზე არ დაინფიცირებულა - ჯანდაცვის მინისტრი

28.04.2020

მედია საშუალებები:    ლაივპრეს.ჯი

Link:    28.04.2020 - ლაივპრეს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია და აღსანიშნავი ის ფაქტი, რომ ექიმების დაინფიცირება უმრავლეს შემთხვევაში არ მომხდარა სამუშაო ადგილზე. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სამედიცინო პერსონალს უტარდება ისეთი ტრენინგები, რომელიც პირადი დაცვის საშუალებების სწორ გამოყენებას შეეხება.

300 ლარიან ერთჯერად დახმარებას რეპეტიტორებისა და ძიძების ნაწილი მიიღებს - გადაამოწმეთ, ხართ თუ არა მათ შორის?

28.04.2020

მედია საშუალებები:    ეტალონი.ჯი

Link:    28.04.2020 - ეტალონი.ჯი

რეპეტიტორები და ძიძები მთავრობის 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარების ბენეფიციარებად არ ითვლებიან და ამ დახმარებას ვერ მიიღებენ. აღნიშნულის შესახებ დეტალები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ განმარტა.

საქართველოში პიკი არ გვქონია, მივაღწიეთ იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ინფიცირებულთა ზრდა შეიძლება არ გვქონდეს

28.04.2020

მედია საშუალებები:    ნიუს.ჯი

Link:    28.04.2020 - ნიუს.ჯი

საქართველოში ჩვენ პიკი არ გვქონია, ჩვენ მივაღწიეთ ერთობლივი ღონისძიებებით იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობა სამომავლოდ არ გაიზრდება.

"კორონავირუსის პირველი შემთხვევების დროს 20-29 წლის ახალგაზრდები სჭარბობდნენ... ახლა კი მეორე ჯგუფი წამოვიდა, რომელთა ასაკი 50-59 წელია"

28.04.2020

მედია საშუალებები:    პრესა.ჯი

Link:    28.04.2020 - პრესა.ჯი

თუ კორონავირუსის პირველი შემთხვევების დროს 20-29 წლის ასაკის ადამიანები ჭარბობდნენ, დღეისთვის უკვე წამოვიდა მეორე ჯგუფი, რაც 50-59 წლის ასაკია,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა "ფეისბუქ ლაივის“ საშუალებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კოვიდპაციენტები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში უწევთ სტაციონარში ყოფნა, რეაბილიტაციას აბასთუმანში გაივლიან

28.04.2020

მედია საშუალებები:    აქცენტნიუს.ჯი

Link:    28.04.2020 - აქცენტნიუს.ჯი

პაციენტები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში უწევთ სტაციონარში ყოფნა, შეძლებენ საკურორტო ზონაში გაიარონ დამატებითი რეაბილიტაცია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „მოამბის“ ეთერში განაცხადა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, საკურორტო ზონა იქნება აბასთუმნის კლინიკა, რომელიც პირველივე დღიდან არის მობილიზებული, როგორც საკარანტინო ზონა და მას შემდეგ უკვე ჰქონდა ცხელების კლინიკის სტატუსიც.

არის თუ არა სანდო SUTD–ს პროგნოზი საქართველოში პანდემიის დასრურების თარიღთან დაკავშირებით – გამყრელიძის კომენტარი

28.04.2020

მედია საშუალებები:    აქცენტნიუს.ჯი

Link:    28.04.2020 - აქცენტნიუს.ჯი

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, არის თუ არა სანდო სინგაპურის ტექნოლოგიების და დიზაინის უნივერსიტეტის (SUTD) მკვლევრების პროგნოზი სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის – საქართველოში პანდემიის დასრულების შესახებ.

 

29 აპრილი

ინტერნეტ სააგენტო

ჩინეთიდან სპეცრეისით 40 ათასი PCR ტესტი საქართველოში ჩამოიტანეს

29.04.2020

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    29.04.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

ჩინეთის დედაქალაქიდან საქართველოში 40 ათასი PCR ტესტი სპეცრეისით ჩამოვიდა. ტვირთს აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე დახვდა. როგორც მინისტრმა, აღნიშნა, PCR ტესტები სახელმწიფომ შეიძინა, თუმცა დამატებით, ანტისხეულების 20 ათასი ტესტი ჩინეთის მთავრობამ საჩუქრად გამოგზავნა. „ჩამოვიდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ნაჩუქარი 20 ათასი ანტისხეულების ტესტი, ასევე დანარჩენ ტვირთს წარმოადგენს უკვე პირადი დაცვის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი ექიმების უსაფრთხო სამუშაო გარემოს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჩინეთიდან საქართველოში 40 ათასი PCR ტესტი ჩამოვიდა

29.04.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    29.04.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჩინეთიდან საქართველოში 40 ათასი PCR ტესტი სპეცრეისით ჩამოვიდა. ტვირთის ჩამოსვლას აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრი დახვდა. როგორც მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, PCR ტესტები სახელმწიფომ შეიძინა, თუმცა დამატებით, ანტისხეულების 20 ათასი ტესტი ჩინეთის მთავრობის საჩუქარია. გარდა ამისა, ჩინეთმა ქართულ მხარეს დიდი რაოდენობით ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, კომბინიზონები, ხელთათმანები და სხვა სამედიცინო ნივთებიც გადასცა.

პაციენტები, რომლებიც 14 დღეზე მეტია COVID 19-ზე მკურნალობენ, რეაბილიტაციას აბასთუმანში გაივლიან

29.04.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    29.04.2020 - ტაბულა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ცნობით, ის პაციენტები, რომლებიც 14 დღეზე მეტია მკურნალობენ ახალ კორონავირუსზე და ვირუსზე "სუსტი დადებით პასუხი" აქვთ, აბასთუმანში გააგრძელებენ მკურნალობას და იქ გაივლიან დამატებით რეაბილიტაციას. ტიკარაძის თქმით, ეს კლინიკურ ჯგუფთან შეხვედრაზე განიხილეს. "მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პაციენტები შეძლებენ საკურორტო ზონაში გაიარონ დამატებითი რეაბილიტაცია.

ეკატერინე ტიკარაძე- ვისაც კორონავირუსის სუსტი დადებითი პასუხი აქვთ, აბასთუმანში გაივლიან რეაბილიტაციას

29.04.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    29.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

„ისეთი ინფიცირებულები, რომელთაც კორონავირუსის სუსტი დადებით პასუხი აქვთ, აბასთუმანში გადავლენ სამკურნალოდ.“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პირველ არხზე, „მოამბის“ ეთერში განაცხადა. მინისტრის თქმით, ეს ინიციატივა კლინიკურ ჯგუფს ეკუთვნის და გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკურორტო ზონა იქნება აბასთუმანი, რომელიც პირველივე დღიდან იყო ჯერ საკარანტინე და შემდეგ ცხელების ცენტრი.

კორონავირუსი არც ივნისში მორჩება, არც ივლისში, არც აგვისტოსა და სექტემბერში – ამირან გამყრელიძე

29.04.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    29.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ კორონავირუსი არც ივნისში აღმოიფხვრება, არც ივლისში და არც აგვისტო-სექტემბერში.

9 მაისისთვის 4-5 ათასამდე პაციენტი არ გვეყოლება — ეკატერინე ტიკარაძე

29.04.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    29.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

„ვინაიდან დღეს ვირუსის გავრცელების კოეფიციენტი 1-ზე ნაკლებია, ეს გვაძლევს საშუალებას, თითქმის მტკიცებით ვთქვათ, რომ 4-დან 5 ათასამდე პაციენტი 9 მაისისთვის არ გვეყოლება.“- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „მოამბის“ ეთერში განაცხადა. მინისტრის თქმით, ამის თქმის საფუძველს ვირუსის გავრცელების დაბალი კოეფიციენტი აძლევს.

გამთენიისას ჩინეთიდან თბილისში თვითმფრინავი ჩამოფრინდა – რა მიზნით?

29.04.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    29.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

დღეს გამთენიისას, ჩინეთიდან საქართველოში 52 ტონა ტვირთი ჩამოიტანეს, მათ შორის COVID-19-ის გამოსავლენად საჭირო 40 ათასი PCR ტესტი, ანტისხეულების 20 ათასი ტესტი და კორონავირუსისგან სამედიცინო პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – კომბინიზონები, ხელთათმანები და სხვა სამედიცინო ნივთები. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

გახდება თუ არა საქართველო ონლაინვაჭრობის ცენტრი რეგიონში – შანსი, რომელსაც covid 19 იძლევა

29.04.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    29.04.2020 - კვირა.ჯი

დაბალი ფასები, ხშირი ფასდაკლებები და პროდუქციის დიდი არჩევანი – ეს ის ფაქტორებია, რის გამოც ინტერნეტვაჭრობა მთელს მსოფლიოში პოპულარულია და გამონაკლისი არც საქართველოა. AMAZON.COM, EBAY.COM MYAUTO.GE, MYMARKET.GE, – ეს იმ საიტებისა და კომპანიების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც საქართლოში ათეულობით ათასი მომხმარებელი ჰყავს.

ეკატერინე ტიკარაძე: განხილული სამი სცენარიდან დღეს ჩვენ ვართ ყველაზე მსუბუქ და საუკეთესო სცენართან, რომელიც რეალურად იყო მიზანი

29.04.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    29.04.2020 - ინფო9

დღევანდელი სურათი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენ განვსაზღვროით, შევაფასოთ და შევაჯეროთ ჩვენი ღონისძიებების განხორციელების ხარისხი და ეფექტურობა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „მოამბის“ ეთერში განაცხადა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, დღეისთვის, განხილული სამი სცენარიდან საქართველო იმ ყველაზე მსუბუქ და საუკეთესო სცენართან არის, რომელიც რეალურად იყო მიზანი.

ამირან გამყრელიძე: ყოველთვის ვამბობდი, რომ ყველაზე საფრთხილო აპრილის ბოლო და მაისის პირველი ორი კვირა იქნება

29.04.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    29.04.2020 - ინფო9

ამ სამი თვის განმავლობაში გარკვეულწილად შევაკავეთ ინფექცია, არ გვქონია დღიურად 50-70-100 ახალი შემთხვევა. ჩვენთვის მთავარია, რომ აპრილის ბოლო კვირა და მაისის პირველი ორი კვირა ამ ტიპის ზრდით გავიაროთ, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მწეველებში COVID-ი უფრო მძიმედ მიმდინარეობს - ამირან გამყრელიძე

29.04.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    29.04.2020 - ინფო9

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნიკოტინის და თამბაქოს მოხმარება ადამიანს კორონავირუსისგან იცავს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განცხადა. „ითქვა, რომ თითქოს ვინც სიგარეტს და თამბაქოს ეწევა, მას დამცველობითი უნარი აქვს. არა, ბატონო, ნუ ავყვებით ამ ტყუილებს.

ამირან გამყრელიძე: შეზღუდვების შემსუბუქება ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ ცხოვრებას, წლის ბოლომდე რიგი შეზღუდვები აუცილებლად დარჩება

29.04.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    29.04.2020 - ინფო9

შეზღუდვების შემსუბუქება ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ ცხოვრებას, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“. „კოვიდ 19“ ჯერჯერობით, უცნობი ვირუსია, არავინ იცის, თუ როგორ მოიქცევა ის და ამიტომ, შეზღუდვების შემსუბუქება ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ ცხოვრებას.

საქართველოში 40 ათასი PCR ტესტი და ანტისხეულების 20 ათასი ტესტი ჩამოვიდა

29.04.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    29.04.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

ავიაკომპანია Geo Sky-მ ჩინეთიდან საქართველოში 52 ტონა სამედიცინო დანიშნულების ჰუმანიტარული ტვირთის ჩამოტანა უზრუნველყო. მათ შორის COVID-19-ის გამოსავლენად საჭირო 40 ათასი PCR ტესტი, ანტისხეულების 20 ათასი ტესტი და კორონავირუსისგან სამედიცინო პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.

საქართველოში 40 ათასი PCR ტესტი და 20 ათასი ანტისხეულების ტესტი ჩამოიტანეს

29.04.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    29.04.2020 - ტაბულა.ჯი

29 აპრილს, გამთენიისას, პეკინიდან საქართველოში სახელმწიფოს მიერ შეძენილი 40 ათასი PCR ტესტი და ჩინეთის მიერ ნაჩუქარი ანტისხეულების 20 ათასი ტესტი ჩამოიტანეს. გარდა ტესტებისა, ჩინეთიდან სამედიცინო აღჭურვილობაც ჩამოვიდა. სულ პეკინიდან 52 ტონა ტვირთი ჩამოიტანეს.

ჩინეთიდან საქართველოში 40 ათასი PCR ტესტი ჩამოვიდა

29.04.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    29.04.2020 - ინფო9

ჩინეთიდან საქართველოში 40 ათასი PCR ტესტი სპეცრეისით ჩამოვიდა. ტვირთის ჩამოსვლას აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრი დახვდა. როგორც მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, PCR ტესტები სახელმწიფომ შეიძინა, თუმცა დამატებით, ანტისხეულების 20 ათასი ტესტი ჩინეთის მთავრობის საჩუქარია. გარდა ამისა, ჩინეთმა ქართულ მხარეს დიდი რაოდენობით ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, კომბინიზონები, ხელთათმანები და სხვა სამედიცინო ნივთებიც გადასცა.

საქართველოში სპეცრეისით 40 000 PCR ტესტი და 20 ათასი ანტისხეულების ტესტი ჩამოვიდა

29.04.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    29.04.2020 - ინფო9

დღეს დილით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პეკინიდან სპეც რეისი ჩამოვიდა, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, 52 ტონა ტვირთი ჩამოიტანა. მათ შორის: 40,000 PCR ტესტი და ამდენივე ექსტრაქციის ნაკრები, დიდი რაოდენობით პირადი დაცვის საშუალებები, კომბინეზონები, ხელთათმანები, ხალათები და სხვა სამედიცინო ნივთები.

საქართველოს მთავრობა 30,000 სწრაფ ტესტს ყიდულობს

29.04.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    29.04.2020 - ტაბულა.ჯი

ჯანდაცვის სამინისტრო covid-19-ის დამდგენ 30 ათას სწრაფ ტესტს ყიდულობს. ამის შესახებ სამინისტროს მიერ მომზადებულ ხელშეკრულებაშია საუბარი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა დაამტკიცოს.

საქართველოში ყველაზე ხშირად 29 წლამდე ახალგაზრდები ინფიცირდებიან – დაავადებათა კონტროლის ცენტრი

29.04.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    29.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის მიხედვით, 28 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი – 22% სწორედ 15-29 წლის ასაკისაა. შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის რიცხვი 517-მდე გაიზარდა.

40 ათასი „პისიარ“ და 20 ათასი ანტისხეულების ტესტი საქართველოშია

29.04.2020

მედია საშუალებები:    მედიანიუს.ჯი

Link:    29.04.2020 - მედიანიუს.ჯი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პეკინიდან სპეცრეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოში 52 ტონა ტვირთი ჩამოვიდა, მათ შორის 40 ათასი „პისიარ“ ტესტი და ასევე, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – კომბინიზონები, ხელთათმანები და სხვა სამედიცინო ნივთები.

საქართველოში სპეცრეისით 40 ათასი “პისიარ” და 20 ათასი ანტისხეულების ტესტი ჩამოვიდა

29.04.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    29.04.2020 - კვირა.ჯი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პეკინიდან სპეცრეისით საქართველოში 52 ტონა ტვირთი ჩამოვიდა, მათ შორის, 40 ათასი “პისიარ” ტესტი და, ასევე, ინდივიდური დაცვის საშუალებები: კომბინიზონები, ხელთათმანები და სხვა სამედიცინო ნივთები. ამავე რეისით ჩამოიტანეს ანტისხეულების 20 ათასი ტესტი, რომელიც საქართველოს ჩინეთის მთავრობამ უსასყიდლოდ გადასცა.

 

 

 

 

პრესა

 

ტესტირების წრე ფართოვდება – რა ცვლილებას უნდა ველოდოთ ეპიდემიოლოგიური კუთხით?

29.04.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    29.04.2020 - რეზონანსი

იმ მოქალაქეთა წრე, რომლებსაც ტესტირება ჩაუტარდებათ, ფართოვდება. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსზე შემოწმება და ტესტირება მოხუცთა თავშესაფრებსა და იმ პანსიონატებშიც ჩატარდება, რომელთა ბენეფიციარები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არიან.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით კორონავირუსზე ტესტირებას ჩაუტარებენ „მოწყვლადი ჯგუფებს, შშმ პირებს, მოხუცებს"

29.04.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    29.04.2020 - რეზონანსი

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები, მოხუცებულები, თავშესაფრები და პანსიონატები, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები, როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები, ჩაერთვებიან ტესტირებებში," - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მისივე თქმით, შესაძლებელია ტესტირებების დაწყება მოხდეს დღეიდან , თუმცა, საჭიროა მომზადდეს შესაბამისი დოკუმენტები.

ეკატერინე ტიკარაძე: "პიკი არ გვქონია, რადგან ვირუსის გავრცელება ვმართეთ"

29.04.2020

მედია საშუალებები:    ახალი თაობა

Link:    29.04.2020 - ახალი თაობა

საქართველოში პიკი არ გვქონია. ჩვენ მივაღწიეთ ერთობლივი ღონისძიებებით იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობა სამომავლოდ არ გაიზრდება.

ბოლნისში ხუთ მედპერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა

29.04.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    29.04.2020 - რეზონანსი

ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, კორონავირუსი ბოლნისში ხუთ პირს დაუდგინდა. ისინი ბოლნისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი არიან. ბოლნისის მერიის ინფორმაციით, ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ მას შემდეგ, რაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდგინდათ. დღეს დადგენილი ახალი შემთხვევების გათვალისწინებით, ბოლნისში კორონავირუსის 93 დადასტურებული შემთხვევაა. გუშინ გადაგზავნილი 38 ბიოლოგიური ნიმუშიდან კორონავირუსის ინფექცია არც ერთს არ დაუდგინდა. ისინი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები იყვნენ. ასევე, დღის განმავლობაში ბოლნისის ცხელების ცენტრში მყოფ ორ პაციენტთან დაკავშირებით ელოდებიან ლაბორატორიული კვლევის შედეგებს.

,,თუ ვინმე ეცდება ჩემს სიტყვებში ეჭვის შეტანას, სად დავიფიცო მითხარით და დავიფიცებ" - რას ჰყვება გამყრელიძე ეზუგბაიაზე

29.04.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    29.04.2020 - რეზონანსი

facebook ლაივის დროს, ამირან გამყრელიძემ მარინა ეზუგბაიაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქალბატონი მარინა საუკეთესო თანამშრომელია და საუკეთესო თანამშრომლობაა დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ინფექციურ საავადმყოფოს შორის. „მე მინდა, რომ დავადასტურო ჩემი უღრმესი პატივისცემა ქალბატონი მარინას მიმართ, რომელსაც მე ვიცნობ ათეული წლებია და ბევრი პერიპეტიები გაგვივლია ჩვენ ერთად.

 

რადიო

 

საქართველოში სპეცრეისით 40 ათასი „პისიარ“ და 20 ათასი ანტისხეულების ტესტი ჩამოვიდა

29.04.2020

მედია საშუალებები:    საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50

Link:    29.04.2020 - საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50

საქართველოში სპეცრეისით 40 ათასი „პისიარ“ და 20 ათასი ანტისხეულების ტესტი ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პეკინიდან სპეცრეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოში 52 ტონა ტვირთი ჩამოვიდა, მათ შორის 40 ათასი „პისიარ“ ტესტი და ასევე, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – კომბინიზონები, ხელთათმანები და სხვა სამედიცინო ნივთები.

კორონავირუსი

29.04.2020

მედია საშუალებები:    რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00

Link:    29.04.2020 - რადიო პალიტრა - რადიო პალიტრა 11:00

კომენტარები კეთდება ინფექციურ საავადმყოფოსა და ბოჭორიშვილის კლინიკაში. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პირველად არის, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულზე მეტია.

 

​