| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | 27-28 აპრილი მედია მონიტორინგი |
| Received On : | 28.04.2020 11:52 |
| Attachments : |
მედია მონიტორინგი
27 აპრილი
ტელევიზია
27.04.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
Link: 27.04.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00
შეზღუდვები ნაწილობრივ იხსნება, ქვეყანაში კი ამ დრომდე არ მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი აგრესიული ტესტირება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ზუსტი სტატისტიკის გარეშე პანდემიის მართვას და ეკონომიკის რეგულაციას ეფექტიანი შედეგი ვერ ექნება. კოვიდ 19-ის გავრცელების პიკურ ფაზაში მოიაზრებს ინფექციონისტთა ნაწილი საქართველოს, - სწრაფი ტესტების შემდეგ მასშტაბურად გაიზარდა კოვიდინფიცირებულთა რიცხვი და დღეს კორონავირუსის დიაგნოზით 496 პაციენტია.
27.04.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
Link: 27.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
დავა კორონავირუსის ტესტების გამო მწვავდება. გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია და კორპორაცია ევექსი ერთმანეთს უკვე სამართლებრივად დაუპირისპირდებიან. არსებობს თუ არა ცდომილება ტესტებში, ეს არის საკითხი, რომლის ირგვლივაც ექსპერტების დავა ურთიერთბრალდებებსა და შეურაცხყოფებში გადაიზარდა. საერთო პოზიცია არ აქვთ არც მედიკოსებს.
27.04.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
Link: 27.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
1. ქვემო ქართლში ვითარება უკიდურესად მძიმდება. მარნეულისა და ბოლნისის შემდეგ უკვე მეორე დღეა ჩაკეტილია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. საკარანტინე წესები და მკაცრი შეზღუდვები რეგიონში ეპიდაფეთქებას მოჰყვა. ვირუსით ქალაქში უკვე 20 ადამიანია ინფიცირებული. 2. ბაზარში მისული ასობით თვითდასაქმებული დღეს იძულებული გახდა სახლში დაბრუნებულიყო. საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები მთავრობის ახალმა რეგულაციებმა ჩაანაცვლა, რაც თვითდასაქმებულებს საქმინობის უფლებას ართმევს. ბაზარში მოვაჭრეებს ადმინისტრაციამ დახლების გახსნის საშუალება არ მისცა. ლევან დავითაშვილი :" ეს არის პირობები, რომლებიც თითოეულმა აგრარულმა ბაზარმა უნდა დააკმაყოფილოს. ბაზრები, რომლებიც აკმაყოფილებენ ახალ სტანდარტებს, კავშირში არიან სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და საბოლო გადაწყვეტილებას სააგენტოსთან ერთად იღებს ადგილზე მოქმედი შტაბი".
27.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 27.04.2020 - I არხი - მოამბე 21:00
ბოლო ორი დღის მკვეთრი მატების შემდეგ, დღეს, ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი შედარებით შემცირდა. დილიდან ამ დრომდე კოვიდ-19-ის 10 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, რომლებიც თეთრიწყაროს, ბოლნისის ადა ღვანკითის კლასტერებიდან არიან. გამოჯანმრთელებულია 149 ადამიანი. დაავადების პირველი ფაქტის დაფიქსირებიდან ორი თვის თავზე, ქვეყანა, როგორც ეპიდემიოლოგები განმარტავენ, უკვე ეპიდემიის პიკშია. წინასწარი გათვლებით, კრიზისული პერიოდი მაისის პირველ ნახევარშიც გაგრძელდება, რის შემდეგაც, კორონავირუსის გავრცელების დაღმასვლას ვარაუდობენ.
27.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
Link: 27.04.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00
ინფიცირებულთა მკურნალობის პარალელურად, ქვეყანაში კოვიდ 19-ით ფინანსურად დაზარალებულების რეანიმაციაც იწყება. სოციალურ-ეკონომიკური სტიმულირების ე.წ დახმარების პაკეტის ასამოქმედებლად მზადება უკვე სრული მასშტაბით მიმდინარეობს. ითვლიან სამსახურ და შემოსავალ დაკარგულებსაც. კითხვებზე პასუხს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე უპასუხებს. ეკატერინე ტიკარაძე: ადამიანები, რომლებიც არიან სოციალური სტატუსის მატარებლები და აქვთ 65000-100 000 ქულამდე ისინი ცალსახად მიიღებენ დახმარებას სოციალური სააგენტოდან.
27.04.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 20:00
Link: 27.04.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მიაწოდეს დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებმა. მათ მედიის შეკითხვებს უპასუხეს დისტანციურად. ამირნა გამყრელიძის შეფასებით ჩვენს ქვეყანაში ისევე როგორც რეგიონში ეპიდსიტუაცია არასახარბიელოა. ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო თუმცა ეს იმას არ ნიშნავს , რომ საფრთხე აღარაა.
27.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 27.04.2020 - I არხი - მოამბე 21:00
არაფორმალურ სექტორში დასქმებულებს სპეციალურ საიტზე საკუთარი მონაცემების ატვირთვა 21 მაისიდან შეეძლებათ. აღნიშნული პროცედურა პირველ ივნისამდე გაგრძელდება. როგორც საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ პორტალზე თვითდასაქმებულები მარტივი წესებით მოახდენენ რეგისტრაციას და საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვას.
27.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 27.04.2020 - I არხი - მოამბე 21:00
ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრთან ონლაინ კონფერენცია გამართა ეკატერინე ტიკარაძემ. მხარეებმა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. საუბარი შეეხო ტესტირების სტრატეგიას, მკურნალობის მეთოდებსა და პროტოკოლებს, ასევე ვირუსის მართვის კუთხით გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებს. ავსტრიის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს და ავსტრიას კორონავირუსის მართვის კუთხით მსგავსი მიდგომები აქვთ. "ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად გლობალურ გამოწვევაზე, რაც კოვიდის ინფექციის გავრცელებას შეეხება მსოფლიოს მასშტაბით. რაც გამოიკვეთა, არის რომ ავსტრია, როგორც საქართველო მიმართავს მიზნობრივ ტესტირებას, ისინი იკვლევენ მიზნობრივ ჯგუფებს",- აცხადებს ტიკარაძე.
27.04.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1
Link: 27.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული ახალი პაციენტებიდან ხუთი ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერიდან არის. ეპიდემიოლოგები ექიმების და მერიის იმ თანამშრომლის კონტაქტებს სწავლობენ, რომელსაც ვირუსი დღეს დაუდასტურდა. განსაკუთრებული ზომების მიღება რეგიონში მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კლინიკის მედპერსონალის ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს.
27.04.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1
Link: 27.04.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1
"შეზღუდვების შემსუბუქების დაწყება არ ნიშნავს კორონავირუსის დამარცხებას." ასეთია ეპიდემიოლოგების მთავარი გზავნილი მოსახლეობისთვის. საქართველოში კორონავირუსზე მოსახლეობის 0.6%-ია გამოკვლეული, რაც საშუალო მაჩვენებელია ქვეყნისთვის. "კოვიდ 19-თან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ" -ასეთი იყო დღეს ამირან გამყრელიძის განცხადება. მათ თქვა ისიც, რომ ტრანსპორტთან დაკავშირებული შეზღუდვები ნაბიჯ-ნაბიჯ და ეტაპობრივად უნდა მოიხსნას. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი მასობრივ ტესტირებებს აანონსებს.
27.04.2020
მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
Link: 27.04.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრთან ონლაინ შეხვედრა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო ტესტირების სტრატეგიას, მკურნალობის მეთოდებსა და პროტოკოლებს, ასევე ვირუსის მართვის კუთხით გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებს.
28 აპრილი
ტელევიზია
28.04.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 28.04.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
1. ჩვენმა მოქალაქეებმა შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან როგორც კოვიდ 19-თან ბრძოლაში გამარჯვება-ამბობს პრემიერის პრესსპიკერი. მთავრობის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ თუ ყველა წესი, რაც რეკომენდაციების ფარგლებშია გაცემული, არ იქნება დაცული და კორონავირუსის გავრცელება მართვას არ დაექვემდებარება, არც ამ შეზღუდვების მოხსნის გადავადებაა გამორიცხული.
28.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 28.04.2020 - I არხი - მოამბე 09:00
ყველა იმ პირობას თუ დავიცავთ, რასაც ხშირად ვქადაგებთ, დიდი ალბათობით, ნახტომისებური ზრდა ამ ორ კვირაში არ უნდა იყოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამასთან, გამყრელიძის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დღეში კორონავირუსის 60 შემთხვევა დადასტურდა, ეს ჯანდაცვის სისტემისთვის მართვადი იქნება. „დიდი იმედი გვაქვს, რომ თუ ამ ფარგლებში დავრჩით დღიურად, იცით თქვენ, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში გვქონდა ერთხელ 25, მეორედ 29, დღეს გვქონდა 11 შემთხვევა და ასე შემდეგ.
28.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 28.04.2020 - I არხი - მოამბე 09:00
უახლოეს დღეებში საქართველო რამდენიმე ქვეყნიდან ახალი კორონავირუსის ტესტების ახალ პარტიებს მიიღებს, რითაც ტესტების რაოდენობა 60 000-მდე გაიზრდება. საქართველოში არსებული ტესტების რაოდენობასა და ხარისხზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს აქვს ტესტები გერმანიიდან, სამხრეთ კორეიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, ჩინეთიდან, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან (ჯანმო). დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის მაღალი დონის დაწესებულება, არ იკადრებს არც ერთი ციფრის არც გაყალბებას და არც იმას, რომ ადამიანებს მოემსახუროს დაბალი ხარისხით, ეს არის ჩვენი სტანდარტი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
28.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 28.04.2020 - I არხი - მოამბე 09:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობენ გეგმაზე, თუ როგორ ჩატარდეს წელს გამოცდები ისე, რომ აბიტურიენტების უსაფრთხოება იყოს დაცული. როგორც ზახაშვილმა აღნიშნა, ამ კუთხით ადეკვატურ რეკომენდაციებს შეიმუშავებენ. „უკვე დავიწყეთ მუშაობა განათლების სამინისტროსთან. გვაქვს მსჯელობა, რა აჯობებს, როგორ იქნება უფრო უსაფრთხო, როგორ იქნებიან უფრო მეტად დაცული ის ადამიანები, ვინც მივლენ გამოცდის ჩასაბარებლად. მართლაც, აბიტურიენტებს მას მერე, რაც კოვიდის გავრცელება დაიწყო მსოფლიოში, რაც პანდემია ჩამოყალიბდა, უჩვეულო გარემოში მოუწიათ სწავლა, მზადება ეროვნული გამოცდებისთვის. უჩვეულო გარემოში მოუწევთ უმრავლეს მათგანს სკოლის დამთავრება, ბოლო ზარის ზეიმის თუ დღესასწაულის აღნიშვნა, შესაძლოა ისე ფართოდ და ისე მასშტაბურად არა, როგორც სხვა წლებში იყო. თითოეულ მათგანს ვუსურვებ წარმატებას გამოცდებზე, ვუსურვებ, მიიღონ ის სასურველი შედეგი გამოცდებზე, რასაც ელიან და რასაც იმსახურებენ. ჩვენ ყველანაირ ღონისძიებას დავსახავთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ ის სამსაათიანი, ოთხსაათიანი გამოცდა, რომელზეც უწევთ აბიტურიენტებს მუშაობა, იყოს მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო. შემუშავებული იქნება ადეკვატური რეკომენდაციები“,- განაცხადა ზახაშვილმა.
28.04.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 28.04.2020 - I არხი - მოამბე 09:00
კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. გზის მორეცხვის სამუშაოები ამჯერად გლდანის რაიონში, დუმბაძის გამზირზე და ნონეშვილის ქუჩაზე ჩატარდა. მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დამუშავდა მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორია, ასევე, დუმბაძის გამზირისა და ნონეშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზები. სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ. სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე გლდანის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო.
28.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00
Link: 28.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
დანიასა და სკანდინავიის სხვა ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დღეს სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ. ამ მიზნით საქართველოს ავიახაზების სპეციალური რეისი კოპენჰაგენის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მალე აფრინდება. თვითმფირნავი დანიაში 22 ქართველ მეზღვაურსა ჩაიყვანს, რომლებიც სკანდინავიაში მუშაობას აპირებენ. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ინფომრაციით, პანდემიის პერიოდში მეზღვაურები, ისევე როგორც ექიმები, პოლიციელები, ფრონტის წინა ხაზზე არიან და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ.
28.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00
Link: 28.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
სავარაუდოდ, დღეს ოფიციალურად უნდა დადგინდეს სახელმწიფოს მიერ კერძო კლინიკებისთვის პისიარ ტესტის ფასი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საფასური დაახლოებით, 150 ლარის ფარგლებში იქნება. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ასევე არსებობს უკვე PCR ტესტები, რომელიც 45 წუთში იძლევა პასუხს და ის უკვე ორ კლინიკას გადაეცა. გამყრელიძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ტესტირება ვისაც სჭირდება ის ყველას უტარდება.
28.04.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 09:00
Link: 28.04.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00
საქართველოში დღეს ტესტების დიდი რაოდენობა ჩამოდის.
28.04.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00
Link: 28.04.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
სამეგრელოში დღეს 16 პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. მათ შორის 8 სენაკის კლინიკა "არქიმედეს" სამედიცინო პერსონალია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ხელმძღვანელის ანზორ ქობალიას განცხადებით, ანალიზის გადაგზავნა ექიმების გეგმიური შემოწმების შედეგად მოხდა. რამდენიმე დღეში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ყველა კლინიკის მედიკოსთა ტესტირება ეტაპობრივად დაიწყება. 2) ბათუმში 33 COVID ინფიცირებული რჩება. ოთხმა პაციენტმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა და თვითიზოლაციაში გადავიდა.
28.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 28.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
ეკატერინე ტიკარაძე
28.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 28.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
გადაემის სტუმარია პედიატრი ხათუნა გერმისაშვილის, რომელიც ბავშვების გეგმიურ აცრებზე ისაუბრებს. ხათუნა გერმისაშვილი:" მოცემულ პერიოდში ვაქცინაციის უწყვეტობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვაქცინაცია მიმართულია იმ დაავადებების პრევენციისკენ, რომელიც მართვადია. იმუნიზაციის პროცესის გაგრძელების რეკომენდაციას გვაძლევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტი".
28.04.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 28.04.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ვაზიანის დასახლებაში არსებულ სამკერვალოში პირბადეები დამზადდება, რომლებიც დევნილ მოსახლეობას გადაეცემა. ასევე ვაზიანში მდებარე სოციალურ საწარმოში პურის ცხობა დაიწყო. პირბადეების დასამზადებლად და პურის გამოსაცხობად საჭირო მასალა საწარმოებს ურქეთის თანამშრომლობის სააგენტომ გადასცა. ორივე საწარმოში იძულებით გადაადგილებული პირები არიან დასაქმებულნი.
28.04.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
Link: 28.04.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
7. ქვეყანაში ორი მიმართულება უნდა იყოს სრულყოფილი, გაფართოებული ტესტირება და ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა. დაავდებათა კონრტროლის ეროვნული ხელმძღვანელის თქმით, შეზღუდვების შემცირების პერიოდში შესაძლოა მოიმატოს დაავადებულთა რაოდენობამ, თუმცა თუ ყველა რეკომენდაცია დაცული იქნება, დიდი ზრდა მომდევნო 2 კვირის განმავლობაში წესით არ უნდა იყოს.
ინტერნეტ სააგენტო
27 აპრილი
27.04.2020
მედია საშუალებები: ფორ.ჯი
Link: 27.04.2020 - ფორ.ჯი
მას შემდეგ, რაც ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა ზურაბ გურულმა ქართველ ინფექციონისტებს კოვიდ-19-ის მკურნალობის პროტოკოლი და პრეპარატ პლაქველინის გამოყენება დაუწუნა, ჩვენი საზოგადოების ნაწილმა ეს პოლიტიკურ დაპირისპირებად აღიქვა და ზურაბ გურულს სანდრა რულოვსთან ერთად გადაღებული ფოტო გაუხსენა.
27.04.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 27.04.2020 - პია.ჯი
ეკატერინე ტიკარაძემ ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრთან ონლაინ შეხვედრა გამართა. მხარეებმა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. საუბარი შეეხო ტესტირების სტრატეგიას, მკურნალობის მეთოდებსა და პროტოკოლებს, ასევე ვირუსის მართვის კუთხით გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებს.
27.04.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 27.04.2020 - ტაბულა.ჯი
“ მე ვთვლი, რომ ასეც უნდა იყოს - რაც შეიძლება, მეტ ადამიანს უნდა გაუკეთდეს ტესტირება თუ არის შესაძლებლობა. მოგეხსენებათ, ეს დიდი მატერიალურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული და რაც მთავარია, ამ პოლიტიკას განსაზღვრავს NCDC, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, თუ მოსახლეობის რა ნაწილს და ვის გაუკეთდეს აგრესიული ტესტირება.
27.04.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 27.04.2020 - ტაბულა.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ უმუშევრობის კომპენსაციის გაცემის პროცედურებზე ისაუბრა. ბარკალაიას თქმით, უმუშევრობის კომპენსეციას ფიზიკურ პირებთან დასაქმებული პირები, მაგალითად, ძიძები ვერ მიიღებენ და მხოლოდ იურიდიული პირის მიერ გაცემული ცნობა იქნება საჭირო.
27.04.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 27.04.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
სახელმწიფომ კერძო კლინიკებში PCR ტესტის ჩატარების საფასური განსაზღვრა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, PCR ტექნოლოგიით კორონავირუსის ტესტის ღირებულება, სინჯის აღების გარეშე, 150 ლარი იქნება. იმ შემთხვევაში კი, თუ ტესტს კერძო კლინიკას სახელმწიფო მისცემს, მაშინ ეს ფასი 100 ლარით შემცირდება. მისივე თქმით, შესაბამისი ცვლილება მთავრობის დადგენილებაში ოფიციალურად, სავარაუდოდ, ხვალ აისახება.
27.04.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 27.04.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 4 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის გამოსავლენად 12 ათასამდე ტესტია ჩატარებული.
27.04.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 27.04.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს, გერმანიიდან ქვეყანაში 15 000 ტესტი შემოვა. როგორც გამყრელიძე განმარტავს, ტესტების მარაგს ხვალ დილით უკვე ჩინეთიდან ელოდებიან. „ჩინეთში ჩვენს საელჩოს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ძალიან გვეხმარებიან.
27.04.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 27.04.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
არ შეიძლება ასე საუბარი ამ სათნო, ჭკვიან, კარგ ექიმზე, როგორიც მარინა ეზუგბაიაა, დამერწმუნეთ. დავინდოთ ერთმანეთი. მას მადლობის მეტი არაფერი ეკუთვნის ჩვენგან, - ასე გამოეხმაურა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას შესახებ „ფეისბუკ ლაივზე" დასმულ კითხვას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, საუკეთესო თანამშრომლობაა დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ინფექციურ საავადმყოფოს შორის.
27.04.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 27.04.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
არ შეიძლება ასე საუბარი ამ სათნო, ჭკვიან, კარგ ექიმზე, როგორიც მარინა ეზუგბაიაა, დამერწმუნეთ. დავინდოთ ერთმანეთი. მას მადლობის მეტი არაფერი ეკუთვნის ჩვენგან, - ასე გამოეხმაურა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას შესახებ „ფეისბუკ ლაივზე" დასმულ კითხვას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, საუკეთესო თანამშრომლობაა დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ინფექციურ საავადმყოფოს შორის.
27.04.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 27.04.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
პაციენტს ყოველთვის აცნობს ექიმი, რა გამოკვლევები და რა მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა „ინტეპრესნიუსის“ შეკითხვას, რამდენად არიან პაციენტები წინასწარ ინფორმირებულები იმ შემთხვევაში, როცა მათ ოზონოთერაპიით ან პლაქვენილით მკურნალობენ.
27.04.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 27.04.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
დამერწმუნეთ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის, თავის ქება კიტრად არ ღირსო, მაღალი დონის დაწესებულება, არ იკადრებს არც გაყალბებას ციფრის და არც იმას, რომ ადამიანებს მოემსახუროს დაბალი ხარისხით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
27.04.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 27.04.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შექმნილია ერთიანი ბაზა, სადაც ყველა ლაბორატორია და კლინიკა ვალდებულია, რომ შეიტანოს კორონავირუსის ტესტირებებთან დაკავშირებული მონაცემები.
27.04.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 27.04.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცეტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ შემზღუდავი ღონისძიებების შემსუბუქების პარალელურად, ქვეყანაში ორი მიმართულება უნდა იყოს სრულყოფილი - გაფართოებული ტესტირება და ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა. „უფრო მეტი ადამიანის გატესტვის საშუალება უნდა გვქონდეს ქვეყანაში და მერე მხრივ ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად, რომ მიიღოს ადამიანები.
27.04.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 27.04.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ადამიანებს, კარანტინის დასრულებამდე PCR ტექნოლოგიებით ტესტირება ჩაუტარდეთ. მისი თქმით,ტესტირების გაფართოება და ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა, არის იმის გარანტია, რომ ქვეყანაში ინფექცია იყოს კონტროლირებადი.
27.04.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 27.04.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 25 პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,გამოსაკვლევი პირების უმრავლესობა სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები არიან. კვლევის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.
27.04.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 27.04.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
პრემიერ-მინისტრის სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება კორონავირუსზე გამარჯვებად არ აღიქვან და უსაფრთხოების ზომების დაცვა გააგრძელონ. დღეიდან, 27 აპრილიდან, დასაშვები გახდა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, ტაქსების ოპერირება და ონლაინ ვაჭრობა, ასევე, იხსნება ღია აგრარული ბაზრები.
27.04.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 27.04.2020 - ტაბულა.ჯი
ტაქსის ლიცენზიის მფლობელები მთავრობისგან ერთჯერად, სამასლარიან დახმარებას მიიღებენ, რაც თვითდასაქმებულებისათვის არის განკუთვნილი. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. თანხის მისაღებად მათ ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების წარდგენა დასჭირდებათ.
27.04.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 27.04.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო სამხრეთკორეულ კომპანია SD Biosensor-სგან COVID-19-ის დასადგენ ანტიგენის ტესტების იმპორტს განახორციელებს. SD BIOSENSOR-ის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, კომპანია მზადაა, ტესტების ექსპორტი აპრილის ბოლოს განახორციელოს.
27.04.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 27.04.2020 - ტაბულა.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელნელა უნდა მოხდეს. "დღეს როდესაც მოხდა გარკვეული შემსუბუქება, ხალხს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსული ინფექცია უკვე დავამარცხეთ საქართველოში და ჩვენ ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმში უნდა გადავიდეთ.
27.04.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 27.04.2020 - ინფო9
თუ კორონავირუსის პირველი შემთხვევების დროს 20-29 წლის ასაკის ადამიანები ჭარბობდნენ, დღეისთვის უკვე წამოვიდა მეორე ჯგუფი, რაც 50-59 წლის ასაკია,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა "ფეისბუქ ლაივის“ საშუალებით გამართულ პრესკონფერენციაზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომლის თანახმად, რას უკავშირებს იმას, რომ ჩვენთან ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი პროცენტი 15-29 წლის პოპულაციაზე მოდის, როცა ევროპაში 50 წელს ზემოთაა.
27.04.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 27.04.2020 - ინფო9
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობენ გეგმაზე, როგორ ჩატარდება წელს ეროვნული გამოცდები ისე, რომ ის აბიტურიენტების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იყოს.
27.04.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 27.04.2020 - ინფო9
ხელთათმანების უთავბოლო ან არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა ზიანი მოგიტანოთ , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპრატამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა. ხათუნა ზახაშვილი მოქალაქეებს ხელთათმანების გამოყენებისას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
27.04.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 27.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ბაზარზე პირბადეების დეფიციტი გაჩნდა საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, კერძო და საჯარო სექტორების პარტნიორობით, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის გზით მოეგვარებინა არსებული პრობლემა. ჯანდაცვის სამინისტრომ პირბადეების შესაძენად 3 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა.
27.04.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 27.04.2020 - ტაბულა.ჯი
“უნდა გითხრათ, რომ ხელთათმანების გამოყენებისას ფრთხილად იყავით, არ ჩათვალოთ, რომ რადგან ხელთათმანი გიკეთიათ უსაფრთხოდ ხართ. ხელთათმანი ისევე ისვრება, როგორც ჩვენი ხელები და თუ არ მოხდა ხელთათმანის ხშირი ცვლა, იგივე საფრთხეებს შეგიქმნით ხელთათმანი, რასაც თქვენივე დაბინძურებული ხელები.
27.04.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 27.04.2020 - ინფო9
სახელმწიფომ კერძო კლინიკებში PCR ტესტის ჩატარების საფასური განსაზღვრა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, PCR ტექნოლოგიით კორონავირუსის ტესტის ღირებულება, სინჯის აღების გარეშე, 150 ლარი იქნება.
27.04.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 27.04.2020 - ინფო9
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 4 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის გამოსავლენად 12 ათასამდე ტესტია ჩატარებული.
27.04.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 27.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ონკოლოგიური და სხვა ქრონიკული არაგადამდები დაავადებების მქონე პაციენტებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.
27.04.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 27.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
თვითდასაქმებულებმა, რომლებიც საგანგებო რეჟიმის ამოქმედებიდან ვეღარ მუშაობენ და ანაზღაურების გარეშე დარჩნენ, 300 ლარიანი კომპენსაციისათვის განაცხადი 21 მაისიდან 1 ივნისამდე უნდა შეავსონ. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პენსიისა და სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსმა თეა გვარამაძემ ისაუბრა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.
27.04.2020
მედია საშუალებები: პრაიმთაიმ.ჯი
Link: 27.04.2020 - პრაიმთაიმ.ჯი
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ სოციალურ ქსელში იმ მინისტრებისა და მოადგილეების ათეული გამოაქვეყნა, რომელთაც ყველაზე მაღალი საბანკო სესხები აქვთ. საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ ათეულში მოხვდა ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრები ეკატერინე ტიკარაძე და ნათია თურნავა. ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს 115 000$-იანი იპოთეკური სესხი აქვს საქართველოს ბანკში, რომლის ვადაც 14 წელია. რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას ის ათეულში მეორე ადგილს იკავებს 510 000$-იანი სესხით, რომელიც ორი ბანკის, საქართველოსა და თიბისის ანგარიშებზე აქვს.
27.04.2020
მედია საშუალებები: პია.ჯი
Link: 27.04.2020 - პია.ჯი
საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალი, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარების მიღებაზე უარს აცხადებენ. დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ორივე რეგიონში, პოლიტიკური მიზნების გამო, მოქალაქეების ჯანმრთელელობასა და სიცოცხლეს კვლავ საფრთხეს უქმნიან.
27.04.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 27.04.2020 - ნიუპოსტს.ჯი
უმჯობესია ხელი ხშირად დაიბანოთ, ვიდრე მთელი დღე გეკეთოთ ერთიდაიგივე დაუმუშვებელი ხელთათმანი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპრატამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა. ზახაშვილის თქმით, ხელთათმანებიც ისევე ისვრება, როგორც ჩვენი ხელები და შესაბამისად თუ არ იქნა დამუშავებული, მაშინ პირიქით საშიში შეიძლება გახდეს ჯანმრთელობისთვის.
27.04.2020
მედია საშუალებები: ჯიეიჩენ.ჯი
Link: 27.04.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
ხალხს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება თითქოს კორონავირუსის ინფექცია ჩვენ უკვე დავამარცხეთ საქართველოში და აწი ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში უნდა დაბრუნდეს. არა ბატონებო, ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება ისე, რომ ამან მოგვიტანოს მინიმალური ზიანი, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნა უნდა დაიწყოს ნელ-ნელა. "შეზღუდვების მოხსნა უნდა მოხდეს ნელ-ნელა.
27.04.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 27.04.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აპრილისა და მაისის რიცხვებში პიკის მოლოდინში აღარ არიან. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანას უკვე აქვს პლატო და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, შემდეგი მოლოდინი არის ამ პლატოზე ინფექციების მართვა. “ჩვენი მიზანი იყო სწორედ ის, რომ საქართველოში არ გვქონოდა პიკი და ჩვენ შეგვძლებოდა გვემართა ვირუსი და გვქონოდა პლატო.
27.04.2020
მედია საშუალებები: ჯიეიჩენ.ჯი
Link: 27.04.2020 - ჯიეიჩენ.ჯი
ჩვენი მიზანი იყო, რომ საქართველოში პიკი არ ყოფილიყო და ვირუსი ისე გვემართა, რომ გვქონოდა პლატო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
27.04.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 27.04.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატარინე ტიკარაძის თქმით, აღარ არსებობს მოლოდინი, რომ აპრილსა და მაისში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა პიკს მიაღწევს. მისივე განმარტებით, დღესდღეობით ქვეყანაში ამ თვალსაზრისით რაოდენობათა პლატოა შენარჩუნებული.
27.04.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 27.04.2020 - კვირა.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ევროპის ქვეყნებს შორის ავსტრიას აქვს საუკეთესო მაჩვენებელი კორონავირუსის ეპიდემიის კონტროლის კუთხით. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ავსტრიელ კოლეგასთან ონლაინშეხვედრის დროს აღნიშნა.
27.04.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 27.04.2020 - კვირა.ჯი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 140 დევნილ ოჯახს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული. “საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი იმერეთის რეგიონში რეგისტრირებულმა 628 იძულებით გადაადგილებულმა ოჯახმა შეავსო.
27.04.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 27.04.2020 - კომერსანტ.ჯი
ჩვენ თანდათან უნდა ვისწავლოთ კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად ცხოვრება, ისე რომ მისგან მივიღოთ მინიმალური ზიანი. ამიტომ ეს შემსუბუქებები უნდა იყოს ეტაპობრივი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ამირან გამყრელიძემ, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის ვადებზე განმარტება გააკეთა. „6 ეტაპია საქართველოს მთავრობის მიერ გაწერილი. ერთ-ერთ ეტაპზე აუცილებლად აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.
27.04.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 27.04.2020 - კომერსანტ.ჯი
საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებითა და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს მცირედით შემსუბუქდა „კოვიდის“ საწინააღმდეგო, საკარანტინო-შემზღუდავი ღონისძიებები. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ფეისბუქლაივის“ დროს განაცხადა.
27.04.2020
მედია საშუალებები: ჯიბისი.ჯი
Link: 27.04.2020 - ჯიბისი.ჯი
თბილისი (GBC) - გერმანიიდან ქვეყანაში 15 000 ტესტი შემოვა და მთლიანობაში მარაგი 16 000-მდე გაიზრდება. "ერთ-ერთი ჩარტერით, ხვალ ტესტების დიდი პარტია ჩამოვა. ახლა, როცა პირდაპირ ეთერში ვართ, 15 000-მდე ტესტი გერმანიიდან ვარშავის ჩარტერით მოდის. ამ ჩარტერს ჩვენი თანამემამულეები ევროპიდან გადმოჰყავს. ახლა მარაგშია 9 000-მდე ტესტი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, დამატებით ტესტებს საქართველო ჩინეთიდან მიიღებს და ტესტების რაოდენობა 60 000-მდე იქნება. მისივე თქმით, მაისის დასაწყისამდე 100 000 ტესტის გარანტია აქვს ქვეყანას და თამასა მაის-ივნისში 100 000 იქნება.
27.04.2020
მედია საშუალებები: აიპრეს.ჯი
Link: 27.04.2020 - აიპრეს.ჯი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 140 დევნილ ოჯახს გადასცემს. საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი იმერეთის რეგიონში რეგისტრირებულმა 628 იძულებით გადაადგილებულმა ოჯახმა შეავსო. დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა.
27.04.2020
მედია საშუალებები: აიპრეს.ჯი
Link: 27.04.2020 - აიპრეს.ჯი
ეკატერინე ტიკარაძემ ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრთან ონლაინ შეხვედრა გამართა. მხარეებმა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. საუბარი შეეხო ტესტირების სტრატეგიას, მკურნალობის მეთოდებსა და პროტოკოლებს, ასევე ვირუსის მართვის კუთხით გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებს.
27.04.2020
მედია საშუალებები: აიპრეს.ჯი
Link: 27.04.2020 - აიპრეს.ჯი
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე, საქართველოში სისხლის მარაგების დეფიციტი არ არის. როგორც უწყებაში “აიპრეს” განუმარტეს, ჯანდაცვის სამინისტროს ხელძღვანელობით სისხლის ბანკები იბარებენ სისხლს და დეფიციტის წინაშე არ არიან. ” ამ ეტაპზე, მოცემულობა არის ის რომ ჯანდაცვის სამინისტროს უშუალო ჩართულობით, და ჯანდაცვის სამინისტროს ხელძღვანელობით სისხლის ბანკებს აქვთ სისხლი, იბარებენ სისხლს ადამიანებისგან, მთელი საქართველოს მასშტაბით.
27.04.2020
მედია საშუალებები: აიპრეს.ჯი
Link: 27.04.2020 - აიპრეს.ჯი
300-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, თვითდასაქმებულები დარეგისტრირებას 21 მაისიდან შეძლებენ. როგორც “აიპრესს” დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს, 300-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, თვითდასაქმებულები დარეგისტრირებას 21 მაისიდან შეძლებენ. ყველა საჭირო პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია ამ კვირის განმავლობაში უწყების მიერ გახდება ცნობილი.
27.04.2020
მედია საშუალებები: 2020ნიუს.ჯი
Link: 27.04.2020 - 2020ნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, თუ კორონავირუსის პირველი შემთხვევების დროს 20-29 წლის ასაკის ადამიანები ჭარბობდნენ, დღეისთვის უკვე წამოვიდა მეორე ჯგუფი, რაც 50-59 წლის ასაკია.
27.04.2020
მედია საშუალებები: პროგრესნიუს.ჯი
Link: 27.04.2020 - პროგრესნიუს.ჯი
მთავრობის წევრებს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ პირებს კორონავირუსზე ტესტირება არ ჩატარებიათ. გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ტესტირება უტარდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ველზე მუშაობა, ტესტების აღება და მათი ტრანსპორტირება უწევთ.
27.04.2020
მედია საშუალებები: ფორ.ჯი
Link: 27.04.2020 - ფორ.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ევროპის ქვეყნებს შორის ავსტრიას გააჩნია ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი კორონავირუსის ეპიდემიის კონტროლის კუთხით. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ავსტრიელ კოლეგასთან ონლაინ შეხვედრის დროს აღნიშნა. ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა, რუდოლფ ანსჩობერმა და ეკატერინე ტიკარაძემ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
27.04.2020
მედია საშუალებები: 2020ნიუს.ჯი
Link: 27.04.2020 - 2020ნიუს.ჯი
„როგორც ვხედავ, საქართველო კარგად ახერხებს ვირუსის კონტროლს, თქვენმა ქვეყანამ შეძლო ვირუსის გავრცელების მრუდის სტაბილიზაცია“, – ამის შესახებ ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა, რუდოლფ ანსჩობერმა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
27.04.2020
მედია საშუალებები: ესქეინიუს.ჯი
Link: 27.04.2020 - ესქეინიუს.ჯი
საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებულია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა. „ეს ყველაფერი [საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება] უნდა მოხდეს ნაბიჯ–ნაბიჯ, ნელ–ნელა. დღეს, როდესც მოხდა გარკვეული შემსუბუქება, ხალხს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსული ინფექცია ჩვენ დავამარცხეთ საქართველოში და ჩვენ ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმში გადავედით, არა ბატონებო, ასე არაა.
27.04.2020
მედია საშუალებები: ესქეინიუს.ჯი
Link: 27.04.2020 - ესქეინიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას განცხადებით, მოქალაქეები, რომლებიც დასაქმებული არიან ფიზიკურ პირებთან, ცნობის საფუძველზე ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას ვერ მიიღებენ. ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ „რუსთავი 2“–ის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, იურიდიული პირების მიერ დასაქმებული ადამიანებისთვის საკმარისი იქნება საბანკო ამონაწერი და ცნობა დამსაქმებლისგან, თუმცა მსგავსი ცნობა ფიზიკური პირისგან არ მიიღება.
27.04.2020
მედია საშუალებები: ფორ.ჯი
Link: 27.04.2020 - ფორ.ჯი
არ გამოვრიცხავთ, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება დამძიმდა, ხელახლა ავამოქმედოთ შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხდა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, შეზღუდვების შემსუბუქება მოქალაქეებმა ინფექციაზე გამარჯვებად არ უნდა აღიქვან.
27.04.2020
მედია საშუალებები: პროგრესნიუს.ჯი
Link: 27.04.2020 - პროგრესნიუს.ჯი
არაფორმალურ სექტორში დასქმებულებს სპეციალურ საიტზე საკუთარი მონაცემების ატვირთვა 21 მაისიდან შეეძლებათ. აღნიშნული პროცედურა პირველ ივნისამდე გაგრძელდება. როგორც საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ამ მიზნით სპეციალური ონლაინპლატფორმის შექმნა უკვე დაწყებულია. მათივე ცნობით, აღნიშნულ პორტალზე თვითდასაქმებულები მარტივი წესებით მოახდენენ რეგისტრაციას და საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვას.
27.04.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 27.04.2020 - აქცენტნიუს.ჯი
ეკატერინე ტიკარაძემ ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრთან ონლაინ შეხვედრა გამართა. მხარეებმა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საუბარი შეეხო ტესტირების სტრატეგიას, მკურნალობის მეთოდებსა და პროტოკოლებს, ასევე ვირუსის მართვის კუთხით გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებს.
27.04.2020
მედია საშუალებები: რეგიონ.ჯი
Link: 27.04.2020 - რეგიონ.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ევროპის ქვეყნებს შორის ავსტრიას გააჩნია ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი კორონავირუსის ეპიდემიის კონტროლის კუთხით. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ავსტრიელ კოლეგასთან ონლაინ შეხვედრის დროს აღნიშნა. ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა, რუდოლფ ანსჩობერმა და ეკატერინე ტიკარაძემ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
27.04.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 27.04.2020 - აქცენტნიუს.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ტიკარაძის განცხადებით, ევროპის ქვეყნებს შორის ავსტრიას გააჩნია ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი კორონავირუსის ეპიდემიის კონტროლის კუთხით.
27.04.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 27.04.2020 - ონ.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ისინი აღარ არიან პიკის მოლოდინში, რადგან უკვე არსებობს პლატო. ამის შესახებ მინისტრმა იმედის ეთერში ისაუბრა. მისივე თქმით, იმისთვის, რომ დაანონსებული პიკი არ ყოფილიყო, არაერთი ღონისძიება გატარდა. "ყოველივე ამან გამოიწვია ერთობლივი შედეგი — ჩვენ აღარ ვართ აპრილისა და მაისის რიცხვებში იმის მოლოდინში, რომ გვქონდეს პიკი, არამედ ჩვენ უკვე გვაქვს პლატო.
27.04.2020
მედია საშუალებები: სივილ.ჯი
Link: 27.04.2020 - სივილ.ჯი
27 აპრილი, ორშაბათი 23:40 – ვირუსისგან კიდევ 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ინფიცირებულთა რაოდენობა 1-ით გაიზარდა ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ისგან კიდევ 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო ჯამი 156-მდე გაიზარდა.
28 აპრილი
ინტერნეტ სააგენტო
28.04.2020
მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი
Link: 28.04.2020 - ტაბულა.ჯი
ვირუსზე სეზონს ზემოქმედება აქვს. ზაფხულის სეზონზე ვირუსის გავრცელება წესით, უნდა იყოს ნაკლები ინტენსივობის, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსი ცირკულაციას მთლიანად შეწყვეტს. ჩვენი ზონის ქვეყნები მორიგ შემოტევას ვირუსისას ელოდებიან ზამთარში, მომავალი შემოდგომა-ზამთრის სეზონზე. ” თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა 28 აპრილი, 2020
28.04.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 28.04.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, 28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღეა. „ეს დღე არის ხსოვნის და ამავდროულად, მოქმედების დღე“, - აცხადებენ გაერთიანებაში.
28.04.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 28.04.2020 - ბიემ.ჯი
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მიერ, COVID-19 ინფექციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის შემდეგ, გაერთინება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
28.04.2020
მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი
Link: 28.04.2020 - ნეტგაზეთი.ჯი
ბოლნისში COVID-19 სასწრაფო დახმარების კიდევ 5 თანამშრომელს დაუდასტურდა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს. როგორც ცენტში “ნეტგაზეთს” უთხრეს, ხუთივე ინფიცირებული საკარანტინო ზონაში იმყოფებოდა დაავადების დადასტურებამდე. სასწრაფო დახმარების პერსონალის ინფიცირების ფაქტი ბოლნისში 14 აპრილსაც დადასტურდა. მაშინაც, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია 5 ადამიანს დაუდგინდა. მათი კონტაქტები კარანტინსა და თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები პირველი იყო, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად 23 მარტს საკარანტინო ზონად გამოცხადდა. ამის მიზეზად ამ მუნიციპალიტეტებში ვირუსის შიდა გადაცემის შემთხვევების აღმოჩენა დასახელდა.
28.04.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 28.04.2020 - კომერსანტ.ჯი
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ლენტეხსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ამ რეგიონებში განხორციელებული მიზნობრივი ღონისძიებების შედეგად ადგილზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღო.
პრესა
28.04.2020
მედია საშუალებები: ახალი თაობა
Link: 28.04.2020 - ახალი თაობა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ შეზღუდვების მოხსნა უნდა დაიწყოს ნელ-ნელა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მალე დაბრუნდება ქუჩებში, თუმცა საზოგადოებამ მაქსიმალურად უნდა დაიცვას მთავრობისა და ჯანდაცვის რეკომენდაციები.
28.04.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 28.04.2020 - რეზონანსი
ინფექციონისტების გათვლებით საქართველოში ამჯერად კოვიდ-19-ის პანდემიის პიკური პერიოდია, რომლიც დაახლოებით ორ კვირას გასტანს - ოფიციალური მონაცემებით ინფიცირებულთა როდენობა 500-ის ფარგლებში მერყეობს, გარდცვლილთა როდენობა კი 6-ია, რაც მსოფლიოს რიგი ქვეყნებისგან განსხვავებით გაცილებით ნაკლებია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ახლა მთაავარი ამოცანაა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობამ არ მოიმატოს.
28.04.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 28.04.2020 - რეზონანსი
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი თამილა ბარკალაია "დღის კურიერში" სტუმრობისას განმარტავს პროცედურებს, თუ როგორ მიიღებენ დასაქმებულები და თვითდასაქმებულები მთავრობის მიერ დაანონსებულ დახმარებებს. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მოქალაქეები რომელიც არიან აღრიცხულნი, მათთვის დახმარების გაცემა მარტივად მოხდება.
28.04.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 28.04.2020 - რეზონანსი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის , ამირან გამყრელიძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ნაბიჯ - ნაბიჯ. ერთ - ერთ ადრეულ ეტაპზე აუცილებლად აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდსიტუაციაზე.
28.04.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 28.04.2020 - რეზონანსი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილი ერთ-ერთი იყო, ვისაც კორონავირუსი საქართველოში ვირუსის დადასტურებიდან მალე აღმოაჩნდა. მას ჰქონდა შეხება პაციენტთან, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა და სამსახურში გავიდა... ნიკა გამყრელიძეს კორინავირუსი ცალ ფილტვზე პნევმონიით გაურთულდა და კლინიკაში 26 დღე გაატარა. ტელეკომპანია "ფორმულამ" მასთან ინტერვიუ ჩაწერა. როგორც ნიკა იხსენებს, მას შემდეგ, რაც კორონა დაუდასტურდა, იმავე დღეს ჩამოწერა სია, ვისთან ჰქონდა შეხება და საღამოს, როცა თავად კლინიკაში იყო, მისი ყველა კონტაქტი უკვე იზოლირებული გახლდათ. ნიკას თქმით, თავიდან მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა, შემდეგ კი ცალ ფილტვზე პნევმონია აღმოაჩნდა. ბავშვობაში საკმაოდ მძიმე პნევმონია ჰქონდა გადატანილი და შეშინდა - "რაც უნდა ეცადო და არ შეიმჩნიო, მაინც გეშინია", ამბობს ტელეინტერვიუში ნიკა გამყრელიძე, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა.
28.04.2020
მედია საშუალებები: ახალი თაობა
Link: 28.04.2020 - ახალი თაობა
ხელთათმანების უთავბოლო ან არასწორ მა გამოყენებამ, შესაძლოა, ზიანი მოგიტანოთ, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნუ ლი ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპრატა მენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა გა ნაცხადა. ხათუნა ზახაშვილი მოქალაქეებს ხელ თათმანების გამოყენებისას სიფრთხილის გამო ჩენისკენ მოუწოდებს. _ ხელთათმანების გამოყენებისას ფრთხი ლად იყავით, არ ჩათვალოთ, რომ რადგან ხელ თათმანი გიკეთიათ, უსაფრთხოდ ხართ. ხელ თათმანი ისევე ისვრება, როგორც ჩვენი ხელები და თუ არ მოხდა ხელთათმანის ხშირი ცვლა, იგივე საფრთხეებს შეგიქმნით ხელთათმანი, რა საც თქვენივე დაბინძურებული ხელები. უმჯობე სია ხელი ხშირად დაიბანოთ, ვიდრე ხელთათმანი გამოიყენოთ გამოცვლის გარეშე, მთელი დღე გეკეთოთ ერთი და იგივე დაუმუშავებელი ხელ თათმანი და ამით გაზარდოთ თქვენი ჯანმრთე ლობისთის რისკები, _ განაცხადა ზახაშვილმა.
28.04.2020
მედია საშუალებები: მესინჯერი
Link: 28.04.2020 - მესინჯერი
რამდენიმე დღის წინ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ პაციენტების უმრავლესობა კლინიკებში მკურნალობს. გამონაკლისია ერთი პაციენტი, რომელიც თავის ვაჟთან ერთად ცხოვრობს. ის უკვე განიკურნა, თუმცა მისი მკურნალობის დეტალები უცნობია. ექიმი მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია მსუბუქად ინფიცირებული ადამიანების სახლში მკურნალობა და ის სათანადო რეკომენდაციით მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს. ევექსის ექიმი თამთა ბლიაძეც მიიჩნევს, რომ მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების სახლში მკურნალობა უფრო კომფორტული იქნება.
რადიო
28.04.2020
მედია საშუალებები: საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50
Link: 28.04.2020 - საქართველოს რადიო - საქართველოს რადიო 09:50
საქართველოში ვირუსით ინფიცირებულია 497 ადამიანია, მაგრამ მათ შორის გამოჯანრთელდა 156 და გარდაიცვალა 6. საქართველოში ქალაქებს შორის საცოხვრებელ მისამართზე დაბრუნება დღესაც შესაძლებელია. დღეს გარდაცვლილების ხსენების დღეა. სასფალაოებზე მისვლა კი ისევ შეზღუდულია. გზებს შსს-ს თანამშრომლები იცავენ.
28.04.2020
მედია საშუალებები: რადიო მაესტრო - რადიო მაესტრო–ახალი ამბები 11:00
Link: 28.04.2020 - რადიო მაესტრო - რადიო მაესტრო–ახალი ამბები 11:00
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 511 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 156 პაციენტი, გარდაიცვალა 6 ადამიანი, უცხოეთიდან გადმოყვანილია 3 მოქალაქე. დღეს ეკლესია მიცვალებულთა ხსენების დღეს აღნიშნავს. მთავრობის ადმინისტრაცია მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს. საფლავებზე გასვლა ნებადართული ისევ არ არის.
28.04.2020
მედია საშუალებები: რადიო კომერსანტი - რადიო კომერსანტი 11:00
Link: 28.04.2020 - რადიო კომერსანტი - რადიო კომერსანტი 11:00
უახლოეს დღეებში საქართველო რამდენიმე ქვეყნიდან ახალი კორონავირუსის ტესტების ახალ პარტიებს მიიღებს, რითაც ტესტების რაოდენობა 60 000-მდე გაიზრდება. საქართველოში არსებული ტესტების რაოდენობასა და ხარისხზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს „ფეისბუქლაივის“ დროს ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს აქვს ტესტები გერმანიიდან, სამხრეთ კორეიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, ჩინეთიდან, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან.
28.04.2020
მედია საშუალებები: რადიო კომერსანტი - რადიო კომერსანტი 11:00
Link: 28.04.2020 - რადიო კომერსანტი - რადიო კომერსანტი 11:00
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 140 დევნილ ოჯახს გადასცემს. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. „საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი იმერეთის რეგიონში რეგისტრირებულმა 628 იძულებით გადაადგილებულმა ოჯახმა შეავსო. დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა.
28.04.2020
მედია საშუალებები: რადიო კომერსანტი - რადიო კომერსანტი 11:20
Link: 28.04.2020 - რადიო კომერსანტი - რადიო კომერსანტი 11:20
საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციიდან აცნობეს.
28.04.2020
მედია საშუალებები: რადიო ფორტუნა - რადიო ფორტუნა 11:00
Link: 28.04.2020 - რადიო ფორტუნა - რადიო ფორტუნა 11:00
საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტრებული შემთხვევების რაოდენობა 511-მდე გაიზარდა. 27 აპრილის დილის მონაცემებით, უკანასკნელ 24 საათში ვირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 511-მდე გაიზარდა. მათგან, გამოჯანამრთელდა 156 ადამიანი, 6 პაციენტი კი დაიღუპა. გამოვლენილი შემთხვევებიდან ძირითადად ყველა წყარო ცნობილია. ვახტან ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას Covid-19-ის დიაგნოზის მქონე 7 პაციენტი დაემატა, რომელიც კლინიკაში ბოლნისიდან და შინდისიდან გადაიყვანეს.